სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭიჩო (მრავალმნიშვნელოვანი).

ჭიჩო — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქართლის ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, მდინარე ივრის სათავეებში. სიმაღლე 3084 მ. აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ასაკის მერგელოვანი ფიქლებით. მთის კალთები ციცაბოა. დანაწევრებულია მდინარეების ფშავის არაგვისა და ივრის შენაკადებით. ჩრდილოეთ კალთაზე შემორჩენილია რამდენიმე პატარა მყინვარული ცირკი. მთის ზემო ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით, ქვემო — შერეული ფართოფოთლოვანი ტყით.

ჭიჩო
კოორდინატები: 42°21′42″ ჩ. გ. 45°03′31″ ა. გ. / 42.36167° ჩ. გ. 45.05861° ა. გ. / 42.36167; 45.05861
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3084 
ქედი ქართლის ქედი
ჭიჩო — საქართველო
ჭიჩო
ჭიჩო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჭიჩო

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჭიჩო&oldid=4582431“-დან