ჩარგლულა
ჩარგლულა, ჩარგლისწყალი ― მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2338 მ სიმაღლეზე. სიგრძე 9,2 კმ, აუზის ფართობი 35,4 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ― ზამთარში.
ჩარგლულა | |
---|---|
![]() ჩარგლულა სოფ. ჩარგალში | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
სათავე | ქართლის ქედი |
სათავის სიმაღლე | 2338 მ |
შესართავი | ფშავის არაგვი |
სიგრძე | 9,2 კმ |
აუზის ფართობი | 35,4 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,17 მ³/წმ |
საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,17 მ³/წმ.
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 83.