ქუსნო
მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ქუსნო, ვერხველი — მდინარე თიანეთის მუნიციპალიტეტში, ივრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1985 მ სიმაღლეზე. სიგრძე 20 კმ, აუზის ფართობი 88 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა ზამთარში, წყალმოვარდნები — ზაფხულსა და შემოდგომაზე.
ქუსნო | |
---|---|
ქუსნო დაბა თიანეთის სიახლოვეს | |
სხვა სახელი | ვერხველი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | თიანეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
სათავე |
ქართლის ქედი 42°12′43″ ჩ. გ. 44°56′39″ ა. გ. / 42.212000° ჩ. გ. 44.944222° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1985 მ |
შესართავი |
იორი 42°04′49″ ჩ. გ. 44°58′20″ ა. გ. / 42.080306° ჩ. გ. 44.972306° ა. გ. |
სიგრძე | 20 კმ |
აუზის ფართობი | 88 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,3 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
საშუალო წლიური ხარჯი 1,3 მ³/წმ. გამოყენებულია სარწყავად.
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 577.