ვერხველის კოშკები

ვერხველის კოშკები — თავდაცვითი კოშკები სოფელ ვერხველის მიდამოებში (თიანეთის მუნიციპალიტეტი). განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ვერხველის პირველი კოშკი

რედაქტირება

მდებარეობს მდ. ვერხველის მარჯვენა ნაპირზე. კოშკი გეგმით თითქმის კვადრატულია, ნაგებია ზედაპირმოსწორებული დიდი ზომის ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა დანგრეული სამხრეთ კედელი, დანარჩენი კედლები 2,5-3 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთით გეგმით კვადრატული პატარა ნაგებობის ნაშთია, რომელსაც შესასვლელი სამხრეთ კედელში ჰქონია.

ვერხველის მეორე კოშკი

რედაქტირება

მდებარეობს სოფელ ვერხველის დასავლეთით, ადგილ საყდართგორაზე. კოშკი გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. კედლები 2,5 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. კოშკი გარშემო შენობათა ნანგრევებია.

ვერხველის მესამე კოშკი

რედაქტირება

მდებარეობს სოფელ ვერხველის სამხრეთით. კოშკი ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია სამხრეთ კედლის მცირე ნაწილი. კოშკის გარშემო შეიმჩევა ნაგებობათა ნაშთები.

ლიტერატურა

რედაქტირება