გაგას ციხე და კოშკი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხველის ჩრდილოეთით, მდინარე ქუსნოს მარჯვენა ნაპირზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით თითქმის კვადრატულია, ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: აღმოსავლეთ კედელი მთლიანად დანგრეულია, დანარჩენი კედლები დაახლოებით ორსართულნახევრის სიმაღეზეა შემორჩენილი. არქიტრავიანი კარი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. კოშკის მახლობლად სხვა ნაგებობათა ნაშთებიცაა.

ლიტერატურა

რედაქტირება