ვერხველის ნაგებობათა კომპლექსი

ვერხველის ნაგებობათა კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხველის ჩრდილოეთით, მდინარე ქუსნოს მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. შემორჩენილია დიდი ზომის ნატეხი ქვით ნაშენი წრიული გალავნისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები. გალავნის გარეთ ნატეხი ქვით ნაგები კოშკის ნანგრევებია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,8 მეტრს არ აღემატება.

ლიტერატურა

რედაქტირება