ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი)
ზარიძეები (ყოფილი ჩიტაურთკარი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), თიანეთის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ზარიძეები, ბუჭყინტა, ვერხველი, იარაჯულები, ლახატო, ზემო შარახევი, ზენამხარი, ივლიანთგორი, საკრეჭიო, ქვემო შარახევი, ხოფცა ჯიჯეთი).[1]
სოფელი | |
---|---|
ზარიძეები | |
ზარიძეების ეკლესია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზარიძეები |
კოორდინატები | 42°08′12″ ჩ. გ. 44°53′49″ ა. გ. / 42.13667° ჩ. გ. 44.89694° ა. გ. |
ადრეული სახელები | ჩიტაურთკარი |
ცენტრის სიმაღლე | 1170 მ |
მოსახლეობა | 298[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. ვერხველის (ივრის აუზი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1170 მ-ზე, თიანეთიდან 7 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
რედაქტირებაზარიძეების მიდამოებში აღმოჩენილია VI–VII საუკუნეების სამაროვანი. თანამედროვე სოფელი XVIII საუკუნეში დასახლებულია ხევსურეთიდან წამოსული ხორნაულებით, რომელთა განშტოებები თიანეთის მხარეში ზარიძეების, ჩიტაურების და სხვა გვარებით იყვნენ ცნობილი. სოფელში მდებარეობდა მათი სალოცავი — „ჩიტაურთ ხატი“. აქვე არაგვის ხეობის მთისწინეთიდან გადმოტანილი იყო ბოდავის წმინდა გიორგის ნიშე.
საბჭოთა პერიოდამდე სოფელს ჩიტაურთკარი ერქვა, შემდეგ ეწოდა ზარიძეები. სოფლის ცენტრში შემორჩენილია XVIII საუკუნის დარბაზული ეკლესია, მის ჩრდილო-დასავლეთით, ტყეში — სეროდანის კოშკის ნანგრევები.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 298 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 439[2] | ||
2014 | 298 | 150 | 148 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 315.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბილისი, 2004. — გვ. 381.
- თოფჩიშვილი რ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მიგრაცია XVII-XX სს., თბ., 1984. — გვ. 18-19.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.