ზარიძეების სამაროვანი

ზარიძეების სამაროვანი — VI–VII საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აღმოჩენილია 1982 წელს სოფ. ზარიძეების მახლობლად, ადგილ „სეროდანში“, მდ. ქუსნოს სათავეებთან.

მიკვლეულ ქვის სამარხში აღმოჩნდა: სარდიონის სასანური გემა, მძივები და 2 მონეტა. ელიფსური ფორმის ნარინჯისფერი სარდიონის საბეჭდავი, რომელსაც აქვს ზონრის გასაყრელი ნახვრეტი. საბეჭდავის პირზე გამოსახულია წვერიანი მამაკაცის ბიუსტი პროფილში. მეფე კავადის ვერცხლის დრაქმები მოჭრილია VI საუკუნის დასაწყისში სასანური ირანის ორი სხვადასხვა პროვინციის ზარაფხანებში. მასალა ინახება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წოწელია მ., სასანური წარმოშობის მასალა სოფ. ზარიძეებიდან, „ძეგლის მეგობარი“, 1985, №70. — გვ. 52-56.