სეროდანის კოშკი
სეროდანის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების ჩრდილო-დასავლეთით, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეეებს. კოშკი სწორკუთხაა, ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კედლები, რომელთა სიმაღლე 2 მეტრს არ აღემატება. კოშკის გარშემო შემორჩენილია გალავანის ნაშთები. გალავნის გარეთ სხვა ნაგებობათა ნანგრევებიცაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 381.