ზარიძეების ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზარიძეები (მრავალმნიშვნელოვანი).

ზარიძეების ეკლესიაXVIII საუკუნის დარბაზული ეკლესია სოფელ ზარიძეებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ეკლესია რესტავრირებულია, თუმცა უმოქმედო. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, პილასტრები, კარ-სარკმელთა ღიობები და ფასადთა დეკორატიული მორთულობა მთლიანად აგურისაა. დაზიანებულია: ჩამოშლილია კრამიტის საფარი, ჩამოცვენილია საპირე წყობისა და ლავგარდანის დიდი ნაწილი. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. ორივე კარი შიგნითკენ გაგანიერებულია და გადახურულია ნახევარწრიული თაღით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობის ღრმა აფსიდია, რომელიც დარბაზისგან გამოყოფილია წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი შეისრული საბჯენი თაღით. აფსიდის ღერძზე გარეთკენ მკვეთრად შევიწროებელი თაღოვანი სარკმელია. თითო მსგავსი სარკმელია გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ღერძზე.აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, ერთმანეთის სიმეტრიულად, ერთი მოზრდილი და ერთი პატარა შეისრულთაღოვანი ნიშია.

ზარიძეების ეკლესია

ზარიძეების ეკლესია

ზარიძეების ეკლესია — საქართველო
ზარიძეების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°07′38″ ჩ. გ. 44°53′49″ ა. გ. / 42.12722° ჩ. გ. 44.89694° ა. გ. / 42.12722; 44.89694
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ზარიძეები
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება XVIII საუკუნე
დეტალები

საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკიდან საფეხურითაა შემაღლებული. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა ორი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით იყოფა სამ დაახლოებით თანაბარ ნაწილად. თაღების ქუსლებთან რთული პროფილის იმპოსტებია გამოყოფილი. თაღებიც და კამარაც შეისრული ფორმისაა. დასავლეთით კამარა კედლის მიმდებარე თაღს ეყრდნობა, ეს უკანასკნელი კი კუთხის პილასტრებს. ეკლესია შიგნიდან შელესილი ყოფილა. ეკლესიის ფასადები მარტივადაა მორთული. მორთულობის ელემენტებია აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი ჯვრები და რომბები. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ზემოთ, გამოსახულია საფეხუროვან პოსტამენტზე დადგმული მაღალი ჯვარი, რომლის ორივე მხარეს თითო წრიული ფორმის ღიობია. ისინი, როგორც ჩანს, კონქის ზედა სივრცის გასანიავებლად იყო მოწყობილი. დასავლეთის ფასადზე შესასვლელის თაღს არქივოლტი ამკობს. შესასვლელის გვერდებზე კი, თითო ვერტიკალზე 5-5 რომბია განლაგებული. ასევეა გაფორმებული სამხრეთ შესასვლელიც. დასავლეთ სარკმლის გვერდებზე და ზემოთ თითო მაღალი ჯვარია. კედლები დასრულებული ყოფილა აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით, რომლის ნაწილები განივ ფასადებსღა შემორჩა. ეკლესიას დასავლეთ კედელზე დაშენებული ჰქონია პატარა სამრეკლო.

ლიტერატურა

რედაქტირება