თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს. ეპარქია მოიცავს არაგვისა და ივრის ხეობების ისტორიულ კუთხეებს: ერწო-თიანეთსა და ფხოვის (დღევანდელი ფშავ-ხევსურეთი) ტერიტორიას, ამჟამინდელი თიანეთის მუნიციპალიტეტს და დუშეთის მუნიციპალიტეტის ნაწილს.

2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე წილკნისა და ალავერდის ეპარქიათა ტერიტორიების ნაწილის საფუძველზე დაარსდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება თუშეთი, რომელიც ალავერდის ეპარქიის შემადგენლობაშია, დასავლეთიდან - ხევისა და სტეფანწმინდის ეპარქია, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან – გუდამაყარ-მთიულეთი, რომელიც წილკნის ეპარქიას მიეკუთვნება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - მცხეთა-თბილისის ეპარქიას ესაზღვრება, ჩრდილოეთის საზღვარი საქართველო–რუსეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა, ძველი ქისტეთის, იგივე ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან.

წმიდა სინოდის განჩინებით და უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ახლად დაარსებული ეპარქიის მღვდელმთვარად კრებამ გამოირჩია ხევისა და სტეფანწმიდის ეპარქიის აჩხოტის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იეგუდიელი (ტაბატაძე). 2005 წლის გაზაფხულზე მეუფე იეგუდიელს ბოლნისის სამწყსო ერწმუნა, ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოეს ბოლნელ მთავარეპისკოპოს თადეოზს - თიანეთისა და ფშავ–ხევსურეთის ეპარქიისა. 2013 წლიდან ეპარქიის მმართველია ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე)[1].

ეპარქიის მღვდელმთავრები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება