ვახტანგ ბარბაქაძე
ვახტანგ ბარბაქაძე (დ. 1945, ბაღდათი) — ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი, ქიმიკოსი.
ვახტანგ ბარბაქაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1945 |
დაბ. ადგილი | ბაღდადი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ბიოლოგი და ქიმიკოსი |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1968 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით.
1970-1974 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1974-1977 წლებში იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. დ. ზელინსკის სახელობის ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი (ქალაქი მოსკოვი). 1978 წელს იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1978-1982 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1982-1985 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი სპეციალისტი. 1985-1989 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიორგანული ქიმიის დარგობრივი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1989-2001 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 2001 წლიდან წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სერგი დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1996 წელს უტრეხტის უნივერსიტეტის (ქალაქი უტრეხტი, ნიდერლანდები) მიწვეული მეცნიერ მკვლევარი (უტრეხტის უნივერსიტეტის სტიპენდია). 2002 წელს უტრეხტის უნივერსიტეტის (ქალაქი უტრეხტი, ნიდერლანდები) მიწვეული მეცნიერ მკვლევარი ნიდერლანდების სამეცნიერო კვლევების ორგანიზაციის (NWO) გრანტი. 2006-2017 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მცენარეული ბიოპოლიმერების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მცენარეული ბიოპოლიმერების და ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიური მოდიფიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
ჯილდოები
რედაქტირება- 2004 — საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წლებში, თბ., 2012, გვ. 176