ვალერი კორშია
ვალერი კორშია (დ. 13 ნოემბერი, 1961, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი.
ვალერი კორშია | |
---|---|
დაბადების სახელი | ვალერი კორშია |
დაბადების თარიღი |
13 ნოემბერი, 1961 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1987 – დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. 1987 წლიდან დღემდე არის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. 2000–2002 წლებში პარალელურად იყო სამეფო უბნის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს ორმოცდაათამდე როლი. ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი გვანცა კორშია, რომელიც მამის კვალს გაჰყვა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია 2012 წლიდან.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1992: „ხაფანგი“ რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
- 2011: „სიყვარულის ბალადა“ რეჟ. ირაკლი კაკაბაძე
ნათამაშები როლები
რედაქტირებამარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირება- კობო აბეს „ქალი ქვიშაში“ (მებადური) რეჟ. დავით დანელია
- კარლ გუცკოვი „ურიელ აკოსტა“ (რაბინი) დადგმა კოტე მარჯანიშვილის, აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა
- გურამ ქართველიშვილი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ (დავით ჭავჭავაძე, ფილიპე მახარაძე) რეჟ. ლევან წულაძე
- პოლიკარპე კაკაბაძე „პორტოპოლოს ტუსაღები“ (ანტონიო) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ვიქტორიენ სარდუს და დავით ერისთავის „სამშობლო“-ს მიხედვით „ძე ცდომილი“ (დიმიტრი დადიანი) რეჟ. კოტე მახარაძე
- უილიამ შექსპირი (ოლბანის ჰერცოგი) „მეფე ლირი“ რეჟ. დავით დოიაშვილი
- გიორგი გამსახურდია „მუნჯის სიზმრები“ (მამა) რეჟ. იგორ ფილიევი
- დავით კლდიაშვილი „ქამუშაძის გაჭირვება“ (ომან ქამუშაძე) რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი
- ჰენრიკ იბსენი „ნორა ანუ თოჯინების სახლი“ (ჰელმერი) რეჟ. გულიკო ბუთხუზი
- ევგენი შვარცი „ჩრდილი“ (ექიმი) რეჟ. კოტე სურმავა
- ოსკარ უაილდი „სალომეა“ (მეორე იუდეველი) რეჟ. დავით დოიაშვილი
- ლაშა ბუღაძე, დავით საყვარელიძე „დოქტორი ფრანკენშტაინი“ (სამხედრო) რეჟ. დავით საყვარელიძე
- ნანა ხატისკაცი „შუშანიკი“ (ვარსქენი) რეჟისორები მერაბ თავაძე, რობერტ მანუკიანი
- ვაჟა-ფშაველა „სტუმარ-მასპინძელი“ (ჯოყოლა) რეჟ. ცოტნე ნაკაშიძე
- პოლიკარპე კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი“ (ოფიცერი) რეჟ. ლევან წულაძე
- ბერტოლდ ბრეხტი „სამგროშიანი ოპერა“ (რობერტო) რეჟ. გიზო ჟორდანია
- ალეხანდრო კასონა „შვიდი ძახილი ოკეანეში“ (სანტიაგო საბალა) რეჟ. ციცინო კობიაშვილი
- ვალერიან კანდელაკი „გიორგი მაზნიაშვილი“ (გენერალ–გუბერნატორი) რეჟ. გიორგი ქავთარაძე
- ალექსანდრე პუშკინი „ონეგინი“ (გრემინი) რეჟ. ირინა გაჩეჩილაძე
- ევერი კორმანი „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ (ჯიმი) რეჟ. დავით ჩხარტიშვილი
- დათო ტურაშვილი, ანტონიე ჟანიცა, ნესტან (ნენე) კვინიკაძე „ევრო ჯორჯია ფრანგულის გაკვეთილები“ (მამა) რეჟ. ლელა ჭინჭარაული
- თამარ ბართაია „პეიზაჟს აკლია სითბო“ (ტატო) რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი
- ლაშა თაბუკაშვილი „ათვინიერებენ მიმინოს“ (პატრონი) რეჟ. პეტრე ჩარგეიშვილი
- მიხეილ ჯავახიშვილი „ჯაყო — ხვალ ომი იქნება...“ (მიხეილ ჯავახიშვილი) რეჟ. ალექსანდრე ელოშვილი
- ფრიდრიხ დიურენმატი „მოხუცი ქალის ვიზიტი“ რეჟ. ალექსანდრე ელოშვილი
- რეზო ნაჭყებია „მატარებელი ხუთ წუთში გავა“ (დავით მესხი) რეჟ. მამუკა ტყემალაძე
- კარლო გოცი „მეფე-ირემი“ (პანტალონე) რეჟ. ალექსანდრე ელოშვილი
- ბრაიან ფრილი „თარგმანები“ (კაპიტანი ლენსი) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- რეი კუნი „ცუდი ბიჭები“ (ანდრაში) რეჟ. ანი ხიდეშელი