სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბე.

კობო აბე (იაპონ. 安部公房; დ. 7 მარტი. 1924, ტოკიო — გ. 22 იანვარი. 1993, იქვე) — იაპონელი მწერალი. მის სახელთან დაკავშირებულია 50-იანი წლების იაპონური ლიტერატურის აღმავლობა. აბეს შემოქმედების მთავარი თემაა კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, ადამიანის სულიერი მარტოობის პრობლემა. ამ თემისადმია მიძღვნილი მისი რომანები — „კედელი“ (1951, აკუტაგავას პრემია), „მხეცები მიეშურებიან შინ“ (1957) და ფილოსოფიური ტრაგედია — „ქალი ქვიშაში“ (1963), „უცხო სახე“ (1964), „დამწვარი რუკა“ (1967), რომლებსაც აერთიანებს პრობლემა — ადამიანის გაუცხოება, სიმარტოვე თანამედროვე დასავლეთ სამყაროში, მისი განწირული მისწრაფება უპერსპექტივობის, საერთო გათიშულობის დასაძლევად. აბე აგრეთვე მეცნიერული ფანტასტიკური რომანის („გამყინვარების მეოთხე პერიოდი“, 1959), პიესების და მოთხრობების ავტორია.

კობო აბე
იაპონ. 安部公房
დაბადების თარიღი 7 მარტი, 1924(1924-03-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი კიტა[2]
გარდაცვალების თარიღი 22 იანვარი, 1993(1993-01-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [9] [7] [8] (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტოკიო[2]
საქმიანობა მწერალი, რომანისტი[2] , დრამატურგი[2] , ფოტოგრაფი, სცენარისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, პოეტი, კინორეჟისორი[10] და პროზაიკოსი
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა  იაპონიის იმპერია
 იაპონია[2]
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი
ჟანრი absurdist literature, პროზა და დრამა
Magnum opus ქალი ქვიშაში[11]
ჯილდოები აკუტაგავას პრემია[12] , Kishida Theatre Award, ტანიძაკის პრემია, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, იომიურის პრემია და Art Encouragement Prizes

1960-იან წლებში კობო აბეს რომანების მიხედვით — „ქალი ქვიშაში“, „უცხო სახე“, „დამწვარი რუკა“ — გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმები ცნობილი რეჟისორის ჰიროსი ტესიგაჰარას მიერ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 3. — ISBN 978-2-221-06888-5
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. Japanese Movie Database — 1997.
  11. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  12. http://www.bunshun.co.jp/shinkoukai/award/akutagawa/list.html