ქალი ქვიშაში
„ქალი ქვიშაში“ — იაპონელი მწერლის კობო აბეს რომანი. ორიგინალი გამოიცა 1962 წელს. წიგნის მიხედვით 1964 წელს ამავე სახელწოდების ფილმი შეიქმნა. ქართულ ენაზე „ქალი ქვიშაში“ გამოაქვეყნა„ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ 2012 წელს. წიგნი 1963 წელს იომიურის პრემიით დაჯილდოვდა.
„ქალი ქვიშაში“ | |
---|---|
砂の女 | |
პირველი იაპონური გამოცემა | |
ავტორი | კობო აბე |
ქვეყანა | იაპონია |
ენა | იაპონური |
გამომცემელი | Shinchosha |
გამოცემის თარიღი | 8 ივნისი, 1962 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 180 |
ნაწარმოები აღქმულია, როგორც ხაზგასმა შემოსაზღვრულ, წარმავალ ყოფიერებაზე, გარდა ამისა, ნაწარმოების საშუალებით, ავტორი რამდენადმე ამხელს იაპონური სოციალური ყოფის არაერთ ასპექტს.[1]
შინაარსი
რედაქტირებარომანის მარტოსული გმირი, ქვიშაში ჩაფლულ სოფელში მცხოვრები უბრალო მწერების შემგროვებელი, ბედს არ ურიგდება და ქვიშის ტყვეობიდან თავის დახსნას ყველანაირი ხერხით ცდილობს, რათა ნორმალურ ცხოვრებას და საკუთარ საქმეს დაუბრუნდეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Allinson, Gary D. (1999). The Columbia guide to modern Japanese history, Internet Archive, New York : Columbia University Press. ISBN 978-0-231-11144-7.