დავით დანელია
დავით დანელია (დ. 21 იანვარი, 1948, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ხელბურთის მსაჯი. 1984 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი. იმსაჯა ევროპის საკლუბო ტურნირებზე, აგრეთვე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, მსაჯობდა სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში, ჯამში მან იმსაჯა 155 საერთაშორისო შეხვედრაზე. ყველაზე დიდხანს იგი მსაჯობდა საბჭოთა კავშირის ლიგაში (1979–1992). ჯამში მან კარიერის მანძილზე იმსაჯა 514 შეხვედრაზე (სსრკ – 359, საერთაშორისო – 155).
დავით დანელია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
21 იანვარი, 1948 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
საქმიანობა | ხელბურთის საერთაშორისო მსაჯი |
აქტიური | 1984-დღემდე |
ლიტერატურა
რედაქტირება- ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 336, თბ.: პალიტრა L, 2013.