ენი სმიტ პეკი
ენი სმიტ პეკი (დ. 19 ოქტომბერი, 1850 – გ. 18 ივლისი, 1935) – ამერიკელი მთამსვლელი და მოგზაური. პერუს კორდილიერა ბლანკას მთის ჯაჭვის ჩრდილოეთ მწვერვალს, ჰუასკარანს, პეკის პატივსაცემად ეწოდა Cumbre Aña Peck.[1] ის ქალთა ხმის მიცემის უფლების ლობისტი და ცნობილი მომხსენებელი იყო. მრავალი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მთელ მსოფლიოში და დაწერა ოთხი წიგნი, მოგზაურობისა და კვლევის შესახებ.
ენი სმიტ პეკი | |
---|---|
ენი სმიტის გამოსახულება 1911 წლის სავაჭრო ბარათზე | |
დაბადების თარიღი |
19 ოქტომბერი, 1850 პროვიდენსი, როდ-აილენდი |
გარდაცვალების თარიღი |
18 ივლისი, 1935 ნიუ-იორკი |
მოქალაქეობა | ამერიკელი |
ალმა-მატერი |
როუდ აილენდის კოლეჯი მიჩიგანის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ალპინისტი, მასწავლებელი, მწერალი |
ცნობილია როგორც | ფემინისტი, მოგზაური |
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაპეკი დაიბადა 1850 წლის 19 ოქტომბერს პროვიდენსში, როდ აილენდში.[2] ის იყო ყველაზე უმცროსი ენ პაუერის (სმიტ) პეკის (1820–1896) და ჯორჯ ბაქელერ პეკის (1807–1882) ხუთშვილიანი ოჯახიდან. მისი ძმები იყვნენ: ჯორჯ პეკი (1843–1934), ექიმი; უილიამ ტან პეკი (1848–1939), პროვიდენსის კლასიკური უმაღლესი სკოლის დირექტორი; და ჯონ ბრაუნელ პეკი (1845–1923), ინჟინერი, ვაჭარი, მასწავლებელი და ფერმერი; ძმებმა ახალგაზრდა ასაკში პეკს კონკურენტუნარიანობის განცდა ჩაუნერგეს. მისი და, ემილი სმიტ პეკი (1847–1847), ჩვილობაში გარდაიცვალა.[3]
პეკი გაიზარდა პროვიდენსში, სადაც სწავლობდა დოქტორ სტოკბრიჯის ახალგაზრდა ქალბატონების სკოლაში და პროვიდენსის საშუალო სკოლაში. პეკმა 1872 წელს დაამთავრა როდ აილენდის ნორმალური სკოლა (დღევანდელი როდ აილენდის კოლეჯი), მასწავლებელთა მოსამზადებელი სკოლა. პეკი მოკლე პერიოდის განმავლობაში ასწავლიდა ლათინურს პროვიდენსის საშუალო სკოლაში, მაგრამ სურდა ჩაებარებინა ბრაუნის უნივერსიტეტში, როგორც მამამ და ძმებმა გააკეთეს; თუმცა, მას უნივერსიტეტში სქესის გამო უარი უთხრეს.[4]
ბრაუნის უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად, პეკი გადავიდა სეგინოუში, მიჩიგანში, სადაც დამოუკიდებლად ცხოვრებას აპირებდა. პეკმა სამუშაო იპოვა ენებისა და მათემატიკის მასწავლებლად საშუალო სკოლაში, სადაც ის 1874 წლამდე დარჩა. სწავლების დროს პეკმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა სწავლა უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე. მან ოჯახს მისწერა საკუთარი გეგმების შესახებ. მათ მიიჩნიეს, რომ ენისთვის „სრული სისულელე“ იქნებოდა კოლეჯში სწავლა და ოცდაშვიდი წლის ასაკში სწავლის დასრულება. მამამისისადმი მიწერილ წერილში პეკი ამტკიცებდა: „...რა თქმა უნდა, ვერ შევიცვლები. მე ეს მინდოდა წლების განმავლობაში და უბრალოდ ვყოყმანობდი ასაკის გამო, მაგრამ 27 წელი არ არის ისეთი გვიანი, როგორც ადრე მიიჩნეოდა. ამის შემდეგ მუშაობის იმედი უნდა ვიქონიო.“[5] მას შემდეგ რაც გაიგო, რომ იგი დაჟინებით მოითხოვდა ძმების მსგავსი განათლების მიღებას, პეკის მამა დათანხმდა მის თხოვნას. 1874 წელს პეკი ჩაირიცხა მიჩიგანის უნივერსიტეტში, რომელმაც ქალებს კარი 1871 წელს გაუღო.[6]
პეკმა წარჩინებით მიიღო ბაკალავრის ხარისხი მიჩიგანის უნივერსიტეტში 1878 წელს ბერძნულ და კლასიკურ ენებში და მაგისტრის ხარისხი ბერძნულში 1881 წელს. იგი ასწავლიდა ლათინურსა და მეტყველებას პერდუის უნივერსიტეტში 1881 წლიდან 1883 წლამდე.[7] 1884 წელს პეკი გაემგზავრა ევროპაში, სადაც მან განაგრძო სწავლა ჰანოვერში, გერმანიაში და ათენში, საბერძნეთი.[8] 1885 წელს პეკი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ჩააბარა ათენის კლასიკური კვლევების ამერიკულ სკოლაში, სადაც სწავლობდა არქეოლოგიას.[4]
კარიერა
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ პეკი თავდაპირველად მასწავლებლად მუშაობდა, 1880-იანი წლების შუა პერიოდში დაკავდა ალპინიზმით. 1892 წლიდან მისი საშემოსავლო წყარო იყო როგორც საჯარო ლექციები, ისე ალპინიზმი და სამოგზაურო გიდების გამოქვეყნება. პეკმა მთამსვლელობით, ლექციების კითხვითა და კვლევით ლათინურ ამერიკაში, ხელი შეუწყო პანამერიკანიზმის (მშვიდობას ამერიკებს შორის) პოპულარიზაციას და გეოგრაფიულ განათლების გაღრმავებას ლექციებითა და პუბლიკაციებით.
პედაგოგი და ლექტორი
რედაქტირებაპეკი მუშაობდა სკოლის მასწავლებლად პროვიდენსში, როდ აილენდში, ასევე მიჩიგანში, ცინცინატიში, (ოჰაიო); და მონკლერში, ნიუ ჯერსი.[9] 1881 წლიდან 1883 წლამდე პეკი იყო ლათინური ენისა და მეტყველების პროფესორი პერდუის უნივერსიტეტში, [10] და ევროპაში ორი წლით ცხოვრების შემდეგ შემდეგ, ცოტა ხნის განმავლობაში ასწავლიდა ლათინურს სმიტის კოლეჯში 1886 წლიდან 1887 წლამდე.[11] 1892 წლისთვის მან მიატოვა სწავლება და შემოსავალს გამოიმუშავებდა არქეოლოგიის, მთამსვლელობისა და მოგზაურობის შესახებ ლექციების კითხვითა და წერით.[4]
მთამსვლელი
რედაქტირება1885 წელს, ევროპაში სწავლისას, პეკი მთამსვლელობით დაკავდა. იგი ავიდა საშუალო ზომის მთებზე ევროპასა და შეერთებულ შტატებში, მათ შორის კალიფორნიის (4380 მ) შასტას მთაზე 1888 წელს,[11] კონცხის მწვერვალზე (91 მ) იტალიაში და მცირე ზომის უღელტეხილებზე შვეიცარიაში (თეოდულის უღელტეხილი - 3000 მ). საბერძნეთში ყოფნისას მან დალაშქრა ჰიმეტუსისა და პენტეკუსის 910 და 1200 მეტრი სიმაღლის მთები.
1895 წელს პეკი გაჰყვა ბრიტანელ მთამსვლელს, ლუსი უოკერს, მატერჰორნზე, მაგრამ პეკის წარმატება დაიჩრდილა მისი ჩაცმულობით ლაშქრობის დროს. მისი სალაშქრო ჩაცმულობა მოიცავდა თეძომდე სიგრძის ტუნიკას, მაღალ სალაშქრო ჩექმებს, ფართოტოტებიან შარვალს და თექის ქუდს.[9][12] იმ დროს პეკის უჩვეულო ჩაცმულობამ მიიპყრო პრესის ყურადღება და გამოიწვია საჯარო დისკუსია და დებატები New York Times- ში, მაგალითად, კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთონ ქალებმა და რისკენ უნდა მიისწრაფვოდნენ.
პეკმა დალაშქრა პიკო დე ორისაბა (5610 მ) და ასევე პოპოკატეპეტლი მექსიკაში, 1897 წელს. იგი იყო პირველი ქალი ამერიკის კონტინენტებზე, რომელიც ამ სიმაღლეზე ავიდა. სამი წლის შემდეგ, 1900 წელს, ავიდა მონტე კრისტალოზე იტალიურ დოლომიტებზე, იუნგფრაუზე შვეიცარიის ბერნის ალპებში და Fünffingerspitze-ზე ავსტრიაში. პეკს ასევე დიდი როლი ჰქონდა ამერიკული ალპური კლუბის დაარსებაში 1902 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორმოცდაათ წელზე მეტის იყო, პეკს სურდა რეკორდული ასვლა დაეფიქსირებინა. მან იმოგზაურა სამხრეთ ამერიკაში 1903 წელს და ეძებდა აკონკაგუაზე (6960 მ) მაღალ მთას არგენტინაში. მან სცადა ილიამპუზე ასვლა ბოლივიაში 1903 წელს და კვლავ 1904 წელს.[13] 1908 წელს, ორი შვეიცარიელი მთის გიდის თანხლებით, მისი ექსპედიცია იყო პირველი, რომელმაც დალაშქრა უასკარანის ჩრდილოეთ მწვერვალი (6768 მ), პერუში. უასკარანის სამხრეთ მწვერვალი, რომელიც ჩრდილოეთის მწვერვალზე მაღალია, პირველად გერმანელებმა 1932 წელს დალაშქრეს.
1911 წელს, 61 წლის ასაკში, პეკი ავიდა ხუთი მწვერვალიდან ერთ-ერთზე კოროპუნა პერუში. პეკმა, მგზნებარე ფემინისტმა, მწვერვალის დაპყრობისას სამიტზე განათავსა ბანერი „ხმები ქალებისთვის“. მოგვიანებით დაწერა წიგნი თავისი გამოცდილების შესახებ, სახელწოდებით „ამერიკის მწვერვალის ძიება: მაღალ მთაზე ასვლა პერუსა და ბოლივიაში, მათ შორის ჰუასკარანის დაპყრობა, რამდენიმე დაკვირვებით ქვეყანასა და ხალხზე ქვემოთ“ (1911). მისი ცნობილი ციტატა, "ჩემი სახლი არის იქ, სადაც ჩემი საყრდენია", პოპულარული ამ წიგნიდან გახდა.[14]
შემდგომ წლებში
რედაქტირება1929–30 წლებში პეკი იყო შვიდთვიან მოგზაურობაზე, „ძირითადად თვითმფრინავით“ სამხრეთ ამერიკის გარშემო, რათა ეჩვენებინა ავიაკომპანიის მგზავრებისთვის კომერციული ფრენების სიმარტივე და უსაფრთხოება. შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ მან გამოაქვეყნა მეოთხე და ბოლო წიგნი: ფრენა სამხრეთ ამერიკის გარშემო: 20000 მილი ჰაერში (1932).[15] პეკმა ასევე განაგრძო ალპინიზმი სიბერემდე. იგი ავიდა თავის უკანასკნელ მთაზე, ნიუ ჰემფშირის მთა მედისონზე, ოთხმოცდათორმეტი წლის ასაკში.[9]
პეკმა დაწერა ორი დამატებითი წიგნი მოგზაურობის შესახებ, სამხრეთ ამერიკის ტური: აღწერითი გზამკვლევი (1913) და ინდუსტრიული და კომერციული სამხრეთ ამერიკა (1922).[11] ორივე წიგნი პოპულარული იყო დიპლომატებში, ბიზნესმენებში, კორპორაციებში, პოლიტიკოსებსა და ტურისტებში. გარდა იმისა, რომ 1902 წელს გახდა ამერიკული ალპური კლუბის დამფუძნებელი წევრი, პეკი გახდა ჟანა დარკის ხმის მიცემის უფლებისთვის მებრძოლი ორგანიზაციის პრეზიდენტი 1914 წელს;[1] სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი 1917 წელს; და 1928 წელს მიიღეს ქალი გეოგრაფების საზოგადოებაში[2] [9]
სიკვდილი და მემკვიდრეობა
რედაქტირებაპეკმა, რომელიც არასოდეს დაქორწინებულა, მსოფლიო ტურნე დაიწყო 1935 წელს, ოთხმოცდაოთხი წლის ასაკში, მაგრამ ავად გახდა ათენის აკროპოლისზე ასვლისას. იგი დაბრუნდა თავის სახლში, სასტუმრო მონტერეში, ნიუ-იორკში და გარდაიცვალა ბრონქული პნევმონიით 1935 წლის 18 ივლისს.[16] პეკის ნეშტი კრემირებული იქნა და მისი ფერფლი დაკრძალეს პროვიდენსში, როდ აილენდის ჩრდილოეთ სამარხში.[9]
პეკი დაამახსოვრდათ მისი თავგადასავლების მოყვარული სულით ალპინიზმში, მაგრამ მისი ცოცვის მიღწევები დღეს კარგად არ არის ცნობილი. მისი პირადი ნაშრომები (1873–1935), მათ შორის დღიურები, მიმოწერები და ფოტოები ინახება ბრუკლინის კოლეჯის ბიბლიოთეკის არქივებსა და სპეციალურ კოლექციებში.[17]
ღირსებები და ჯილდოები
რედაქტირება- 1927 წელს ლიმას გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დაარქვა უასკარანის ჩრდილოეთ მწვერვალს კუმბრე ანა პეკი მის პატივსაცემად.[11][1]
- 1930 წელს ჩილეს საკონსულომ, ლუის ე. ფელიუმ, პეკი ჩილეს მთავრობის სახელით დააჯილდოვა ალ მერიტოს ორდენით.
- სამხრეთ ამერიკის ვაჭრობასა და მრეწველობაში შეტანილი წვლილისთვის, პერუს მთავრობამ იგი დააჯილდოვა ოქროს მედლით „ბიოგრაფიული და ინდუსტრიული მონაცემების“ შესწავლისთვის და „პერუს ანდების მაღალ მწვერვალებზე ასვლისთვის“.[6]
რჩეული ნამუშევრები
რედაქტირებაპეკი წერდა ჟურნალის სტატიებს და დაწერა ოთხი წიგნი. [11]
- ამერიკის მწვერვალის ძიება: მაღალმთაზე ასვლა პერუსა და ბოლივიაში, ჰუასკარანის დაპყრობის ჩათვლით, რამდენიმე დაკვირვებით ქვეყანასა და ხალხზე ქვემოთ (1911) [11] [18]
- სამხრეთ ამერიკის ტური (1913) [10] [19]
- სამრეწველო და კომერციული სამხრეთ ამერიკა (1922) [11] [20]
- ფრენა სამხრეთ ამერიკის თავზე: ოცი ათასი მილი საჰაერო გზით (1932) [10] [21]
ლიტერატურა
რედაქტირება- Giffuni, Cathy (1987). "Annie Peck Smith: A Bibliography," Bulletin: Geography and Map Division, Special Libraries Association, No. 149.
- Kimberley, Hannah (2017). A Woman's Place Is at the Top: A Biography of Annie Smith Peck, Queen of the Climbers. St. Martin's Press. ISBN 1250084008
- Kimberley, Hannah Scialdone. (2012). "Woman at the Top: Rhetoric, Politics, and Feminism in the Texts and Life of Annie Smith Peck" (Doctoral dissertation). (AAT 3510626). ISBN 978-1-267-34903-3.
- Lamar, Christine(1985). Annie Smith Peck, 1850–1935. Providence, RI: Rhode Island Historical Society.
- Magnus, Marilyn (1997). Annie Smith Peck: Queen of the climbers. Macmillan. ISBN 0-02-182169-0.
- Olds, Elizabeth Fagg (1999). Women of the Four Winds: The Adventures of Four of America's First Women Explorers. Mariner Books. ISBN 0-395-95784-2.
- Waterman, Laura (2000). "The Two Highest Women in the World: A Story," in Laura and Guy Waterman, A Fine Kind of Madness: Mountain Adventures Tall and True, Seattle, WA: The Mountaineers Books, 2000.
- Waterman, Laura, and Guy Waterman (1981). "New England's Mountain Adventuress: Annie Smith Peck, New England Outdoors, May 1981, pp. 15–17.
- Waterman, Laura, and Guy Waterman (1981). "The Indomitable Annie Smith Peck: Conqueror of Mountains, New England Outdoors, June 1981, pp. 15–17, 46.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ენი სმიტ პეკი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- Annie Smith Peck in digital exhibit on student life at the University of Michigan Bentley Historical Library (retrieved 2015-05-15)
- Annie Smith Peck (retrieved 2012-12-08)
- Annie Smith Peck Classical Scholar
- The Annie Smith Peck Collection. Brooklyn College Library Archives and Special Collections. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-03. ციტირების თარიღი: 2015-08-02
- Snoots, Jen. Annie Peck Smith. ციტირების თარიღი: 2015-08-02
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Kimberley, Hannah. Peck's Bio. ციტირების თარიღი: 2012-12-08
- ↑ 2.0 2.1 Polk. Peck, Annie Smith. ციტირების თარიღი: 2 August 2015
- ↑ Emily Smith Peck.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Sutton, Brook (2014-11-16). „Historical Badass: Annie Smith Peck“. Adventure Journal. l. ციტირების თარიღი: 2015-08-02.
- ↑ Kimberley, Hannah (2017). A Woman's Place Is at the Top: A Biography of Annie Smith Peck, Queen of the Climbers. New York City, New York: St. Martin's Press, გვ. 46. ISBN 978-1250084002.
- ↑ 6.0 6.1 Scialdone-Kimberley, Hannah (2012). Woman at the Top: Rhetoric, Politics, and Feminism in the Texts and Life of Annie Smith Peck. (Ph.D. Dissertation)
- ↑ Shackelford, Sandra (1975-02-02). „American Women in History: Annie Peck Reached Dangerous Heights“. The Post-Crescent. Appleton, Wisconsin). ციტირების თარიღი: 2017-10-21.
- ↑ Potter, Russell A.. Annie Smith Peck, 1850-1935, Scholar and Mountaineer. Rhode Island College. ციტირების თარიღი: 2015-08-02
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Notable American Women, 1607–1950: A Biographical Dictionary, Volume 1. Harvard University Press.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Women in Purdue History: Annie Smith Peck. Susan Bulkeley Butler Women's Archives. Purdue University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-07. ციტირების თარიღი: 2019-02-04
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 Annie Smith Peck. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 2019-02-04
- ↑ Pusch, Luise F.. Annie Smith Peck. FemBio. ციტირების თარიღი: 2019-02-04
- ↑ Dufour, Ronald, Ph.D.. Peck, Annie Smith. Rhode Island College. ციტირების თარიღი: 2016-01-19
- ↑ Annie Smith Peck. Biography.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-07. ციტირების თარიღი: 2019-02-04
- ↑ Annie Smith Peck. ციტირების თარიღი: 2019-02-04
- ↑ Peck, Annie Smith. ციტირების თარიღი: 2019-02-04
- ↑ The Annie Smith Peck Collection. Brooklyn College Library Archives and Special Collections. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-03. ციტირების თარიღი: 2015-08-02
- ↑ The Search for the Apex of America: High Mountain Climbing in Peru and Bolivia, Including the Conquest of Huascaran, with Some Observations on the Country and People Below. Dodd, Mead and Company.
- ↑ The South American Tour. George H. Doran Company.
- ↑ Industrial and Commercial South America. Thomas Y. Crowell.
- ↑ Flying Over South America: Twenty Thousand Miles by Air. Houghton Mifflin Company.