ილიამპუ (ესპ. Illampu) — მწვერვალი ბოლივიაში. მდებარეობს ანდების შემადგენელი ნაწილის, კორდილიერა-რეალის ჩრდილოეთში, ტიტიკაკას ტბის აღმოსავლეთით, მასზე ოდნავ მაღალი მთის, ანკოუმას ჩრდილოეთით, ქალაქ სორატის სიახლოვეს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 6368 მეტრია და ბოლივიის სიმაღლით მეოთხე მწვერვალს წარმოადგენს.

ილიამპუ
კოორდინატები: 15°49′00″ ს. გ. 68°32′00″ დ. გ. / 15.81667° ს. გ. 68.53333° დ. გ. / -15.81667; -68.53333
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ტერიტორიული ერთეული ლა-პასის დეპარტამენტი
სიმაღლე 6368 
პირველი ასვლა 1928 წ. 7 ივნისი
ილიამპუ — ბოლივია
ილიამპუ

ილიამპუს მწვერვალი საკმაოდ მახვილია და მთამსვლელთათვის საკმაოდ ძნელად დასაპყრობი. მასზე პირველი ასვლა 1928 წლის 7 ივნისს, გერმანელებისა და ავსტრიელების მიერ განხორციელდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება