ანკოუმა (ესპ. Ancohuma) — მწვერვალი ბოლივიაში. მდებარეობს ანდების შემადგენელი ნაწილის, კორდილიერა-რეალის ჩრდილოეთში, ტიტიკაკას ტბის აღმოსავლეთით, მასზე ოდნავ დაბალი მთის, ილიამპუს სამხრეთით, ქალაქ სორატის სიახლოვეს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 6427 მეტრია და ბოლივიის სიმაღლით მესამე მწვერვალს წარმოადგენს.

ანკოუმა
კოორდინატები: 15°51′12″ ს. გ. 68°32′27″ დ. გ. / 15.85333° ს. გ. 68.54083° დ. გ. / -15.85333; -68.54083
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ტერიტორიული ერთეული ლა-პასის დეპარტამენტი
სიმაღლე 6427 
პირველი ასვლა 1919 წ. 11 ივნისი
ანკოუმა — ბოლივია
ანკოუმა

ილიამპუსგან განსხვავებით, ანკოუმას მწვერვალი უფრო ნაზია და მთამსვლელთათვის შედარებით ადვილად დასაპყრობი. მასზე პირველი ასვლა 1919 წლის 11 ივნისს განხორციელდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება