უასკარანი
უასკარანი (ესპ. Huascarán, კეჩ. Waskaran) — მთა ანდებში, სიმაღლე 6768 მ, პერუს უმაღლესი მწვერვალი და სამხრეთ ამერიკის სიმაღლით მეოთხე მწვერვალი. უასკარანი მდებარეობს ამავე სახელწოდების პარკში და წარმოადგენს მთის მასივის, კორდილიერა-ბლანკას შემადგენელ ნაწილს.
უასკარანი | |
---|---|
უასკარანი | |
კოორდინატები: 09°07′18″ ს. გ. 77°36′15″ დ. გ. / 9.12167° ს. გ. 77.60417° დ. გ. | |
ქვეყანა | პერუ |
სიმაღლე | 6768 მ |
ქედი | კორდილიერა-ბლანკა |
ასაკი | მესამეული სისტემა |
პირველი ასვლა | 20 ივლისი, 1932 |
ძირითადი მწვერვალის გარდა მთას აქვს კიდევ ორი მწვერვალი — ჩოპიკალკი და ჩრდილოეთ უასკარანი (6655 მ). პირველი ასვლა განახორციელეს 1932 წელს გერმანელმა და ავსტრიელმა ალპინისტებმა.
ჩრდილოეთის პიკი პირველად დაიპყრო ამერიკელმა ენი სმიტ-პეკმა 1908 წელს.
1970 წლის 31 მაისს ჩრდილოეთ ფერდობზე ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც იმსხვერპლა ჩეხოსლოვაკიელ ალპინისტთა ჯგუფი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Huascarán in Yungay, Peru დაარქივებული 2007-02-23 საიტზე Wayback Machine.
- Ascenciones al Huascaran, Peru დაარქივებული 2007-03-31 საიტზე Wayback Machine. (Spanish)
- Huts on the "Huascarán" mountain[მკვდარი ბმული]
- About "Huascarán" in portuguese დაარქივებული 2011-07-13 საიტზე Wayback Machine.
- Vilem Heckel, in Czech