ქალ გეოგრაფთა საზოგადოება

ქალ გეოგრაფთა საზოგადოება (ინგლ. Society of Woman Geographers) — გეოგრაფიული საზოგადოება. დაარსდა 1925 წელს. შექმნის ინიციატორები იყვნენ: გერტრუდა ემერსონ სენი, მარგერიტ ჰარისონი, ბლერ ნაილზი და გერტრუდა მეთიუზ შელბი. მათ შეკრიბეს ქალთა ის საზოგადოება, რომლებიც იჩენდნენ ინტერესს გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის მიმართ. საზოგადოების პირველი პრეზიდენტი იყო ჰარიეტ ჩალმერს ადამსი (1925-1933). 1930 წელს საზოგადოებამ წარადგინა თავისი პირველი მედალი. სხვადასხვა დროს ქალ გეოგრაფთა საზოგადოებაში გაწევრიანებულები იყვნენ: ელეონორა რუზველტი, მარგარეტ ბურკ-უაიტი, ფანი ჰერსტი, მერი რიტერ ბირდი, ენი სმით პეკი, მარგარეტ მიდი. ქალ გეოგრაფთა საზოგადოების შენობა განთავსებულია ქალაქ ვაშინგტონში. ამჟამად საზოგადოება აერთიანებს დაახლოებით 500-მდე წევრს. ქალ გეოგრაფთა საზოგადოებას აქვს ფილიალები ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოსა და ფლორიდაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება