ათენის აკროპოლისი
ათენის აკროპოლისი — აკროპოლისი ქალაქ ათენში. მდებარეობს 156-მეტრიან კლდოვან ბორცვზე. 1987 წელს იუნესკომ ძეგლი შეიყვანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ათენის აკროპოლისი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა |
კოორდინატები | 37°58′17″ ჩ. გ. 23°43′34″ ა. გ. / 37.97139° ჩ. გ. 23.72611° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
ნომერი | 404 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 404 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ისტორია
რედაქტირებააკროპოლისი ბერძნული სიტყვაა და ზედა ციხეს ნიშნავს. აკროპოლისი წარმოადგენდა ციხესიმაგრეს, რომელსაც ომიანობის დროს თავს აფარებდა ქალაქის მოსახლეობა. მიკენის პერიოდში (ძვ. წ. XV-XIII სს.) წარმოადგენდა გამაგრებულ სამეფო რეზიდენციას. ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებში აკროპოლისში ფართომასშტაბიანი მშენებლობა დაიწყო. ტირან პისისტრატეს დროს (ძვ. წ. 560-527 წწ.) სამეფო სასახლის ადგილზე აშენდა ქალღმერთ ათენას ტაძარი. ძვ. წ. 480 წელს ბერძენ-სპარსელთა ომების დროს აკროპოლისი დაანგრიეს სპარსელებმა.
ძვ. წ. 447 წელს პერიკლეს ინიციატივით აკროპოლისზე იწყება ახალი სამშენებლო ეტაპი. მშენებლობას ხელმძღვანელობს ცნობილი ბერძენი არქიტექტორი ფიდიასი.