გულიანი
გულიანი — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში.
სოფელი | |
---|---|
გულიანი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჩოჩხათი |
კოორდინატები | 42°01′16″ ჩ. გ. 41°55′27″ ა. გ. / 42.02111111° ჩ. გ. 41.92416694° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 100 მ |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს გურიის ქედის მთისწინეთში, მთა გულიანის ძირას, მდინარე შუთის (სუფსის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 100 მ., ლანჩხუთიდან 17 კმ. საავტომობილო გზით უკავშირდება ლანჩხუთს, ოზურგეთსა და სუფსას. სოფლის სახელწოდება მომდინარეობს გულიანის მთიდან, რომელსაც გულის ფორმის გამო შეერქვა ეს სახელი. ამავე მთაზე იდგა ციხე.[2] სოფელში მოდის გოგირდოვანი წყალი. სოფელში იდგა წმინდა გიორგის ქვის ეკლესია.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 938 | ||
1911[4] | 1101 | ||
2002 | 545 | ||
2014 | 397 |
ღვედი
რედაქტირებასოფელი ღვედი და ღვედის ეკლესია იხსენიება 1820 წელს, როდესაც იმერეთის აჯანყების ჩახშობის დროს ის ააოხრა რუსეთის იმპერიის ჯარმა. ღვედის წმინდა ანდრია მოციქულის ქვის ეკლესია იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის საეპისკოპოსოს ეკლესიების სიაში. მის სამრევლოში შედიოდა 78 კომლი.
ეკლესია თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული. ნაეკლესიარი ორგვლივ გალავნის ფრაგმენტები იკითხება. ირგვლივ მიმოფანტულია ეკლესიის საპირე ქვები.[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 301.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20960
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20937