ჯიხანჯირი

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ჯიხანჯირისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში (სოფლები: გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, ხორეთი, ჯიხანჯირი). მდებარეობს გურიის ქედის ძირას, ზღვის დონიდან 100 მ. ლანჩხუთიდან 28 კმ., სუფსიდან 8 კმ.

სოფელი
ჯიხანჯირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ჩოჩხათი
კოორდინატები 42°02′41″ ჩ. გ. 41°52′22″ ა. გ. / 42.04472° ჩ. გ. 41.87278° ა. გ. / 42.04472; 41.87278
ცენტრის სიმაღლე 100
მოსახლეობა 365[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯიხანჯირი — საქართველო
ჯიხანჯირი
ჯიხანჯირი — გურიის მხარე
ჯიხანჯირი

მეგრულად ჯიხა ნიშნავს ციხეს, ჯირი - ძირს. სოფელში შემორჩენილია კლდეზე მდგარი ციხე-სიმაგრის ნანგრევები. ეკლესია, რომელიც სოფელში იდგა, დაანგრიეს 1921 წელს. ახალი ეკლესია აშენდა 2000 წელს. სოფელში „ნასტეფნარის“ გორაზე გათხრების შედეგად აღმოჩნდა XVI-XVII საუკუნეების თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და XVII-XIX საუკუნეების თიხის ჩიბუხები, რომლებიც, სავარაუდოდ, თურქეთიდან იყო შემოტანილი.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 902
1911[3]   1614
2002   317
2014   365

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. Кавказский календарь на 1910 год
  3. Кавказский календарь на 1912 год