შრომისუბანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
შრომისუბანი — სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, მდინარე შუთის პირას. ზღვის დონიდან 35 მ., ლანჩხუთიდან 26 კმ, სუფსის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. სუფსა-გულიანის საავტომობილო გზაზე.
სოფელი | |
---|---|
შრომისუბანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჩოჩხათი |
კოორდინატები | 42°01′48″ ჩ. გ. 41°51′52″ ა. გ. / 42.03000° ჩ. გ. 41.86444° ა. გ. |
ადრეული სახელები | ოკვანე |
ცენტრის სიმაღლე | 35 მ |
მოსახლეობა | 350[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,3 % სომხები 0,6 % აფხაზები 0,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფლის ძველი სახელი მომდინარეობს ამავე სახელწოდების მდინარიდან, რომელიც სოფელში მოედინება. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მესიმინდეობა. სოფელში დგას ნავთობის მომპოვებელი ჭაბურღილი. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი. სოფელში დგას XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 350 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 588 | 294 | 294 |
2014[1] | 350 | 172 | 178 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 41.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II