ხორეთი
ხორეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში (სოფლები: გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, ხორეთი, ჯიხანჯირი). მდებარეობს გურიის ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 80 მ. ლანჩხუთიდან 30 კმ., სუფსის რკინიგზის სადგურიდან 9 კმ., ჩოჩხათიდან 3 კმ.
სოფელი | |
---|---|
ხორეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჩოჩხათი |
კოორდინატები | 42°01′09″ ჩ. გ. 41°53′25″ ა. გ. / 42.01916694° ჩ. გ. 41.89027806° ა. გ. |
ადრეული სახელები | ყორეთი |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
მოსახლეობა | 251[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სახელწოდება
რედაქტირებასახელწოდება ხორეთი ნაწარმოებია ყორეთიდან, ყორე ქვებისგან აშენებულ ღობეს ნიშანვს.
გამოქვაბული
რედაქტირებასოფელში არის ორი ხელოვნური გამოქვაბული ზღვის დონიდან 230 მეტრზე. ერთ-ერთი ბერების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა. აქ არის მაგიდა სამი მხრიდან საჯდომით და ბუხარი ნაცეცხლარის კვალით. მეორე მცირე გამოქვაბული სადარაჯოს წარმოადგენდა. მტრის შემოსევისას აქ თავს აფარებდნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები.
ლეგენდის თანახმად მონადირე, რომელსაც ჰყავდა ცოლი და ერთადერთი ვაჟი, ხშირად უგებდა ნადირს ხაფანგს. ერთ დღესაც შვილი ცდილობდა დაესწრო მამისთვის ხაფანგის შემოწმება და თავად გაება მასში. როდესაც ის მამამ იპოვა, უკვე ცოცხალ-მკვდარი იყო. სახლში მიყვანილი ვაჟი გარდაიცვალა და მის დარდს გადაჰყვა დედაც. მარტო დარჩენილმა მონადირემ გამოთხარა გამოქვაბული ხორეთის მთის კალთაზე და აღიკვეცა ბერად. მოგვიანებით მას შეუერთდნენ ბედისგან დაჩაგრული სხვა ადამიანები და ასე წარმოიშვა ხორეთის ეკლესია-მონასტერი.[2]
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 852 | ||
1911[4] | 1232 | ||
2002 | 317 | ||
2014[1] | 251 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 499.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ გაზეთი „სოციალისტური შრომა“ VII გვ. 3 — 1960
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год