გონსალო იგუაინი

არგენტინელი ფეხბურთელი
(გადამისამართდა გვერდიდან გონსალო იგუანი)

გონსალო ხერარდო იგუაინი (ესპ. Gonzalo Gerardo Higuaín; დ. 10 დეკემბერი, 1987, ბრესტი, საფრანგეთი) — არგენტინელი ფეხბურთელი. მსოფლიოს 2014 წლის ვიცე-ჩემპიონი და კოპა ამერიკის ორგზის ფინალისტი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.[1][2]

გონსალო იგუაინი
იგუაინი 2018 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გონსალო ხერარდო იგუაინი
დაბადების
თარიღი
10 დეკემბერი, 1987 (1987-12-10) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
ბრესტი, საფრანგეთი
სიმაღლე 186 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1999–2005 რივერ პლეიტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2006 რივერ პლეიტი 35 (13)
2007–2013 რეალ მადრიდი 190 (107)
2013–2016 ნაპოლი 104 (71)
2016– იუვენტუსი 73 (40)
2018–2019   მილანი 15 (6)
2020–2022 ინტერი მაიამი 67 (29)
სულ 530 (279)
ეროვნული ნაკრები
2008 არგენტინა 23-წლ. 1 (2)
2009–2018 არგენტინა 75 (31)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია რედაქტირება

იგუაინი ბრესტში დაიბადა. ის 3 წლის იყო, როდესაც იგუაინების ოჯახი საცხოვრებლად არგენტინაში დაბრუნდა. მას ბურთის თამაში ადრინდელი ასაკიდანვე შეუყვარდა და ფეხბურთზე მისვლაც გადაწყვიტა. 9 წლისა ის „რივერ პლეიტის“ საფეხბურთო სკოლაში აიყვანეს ძმა ფედერიკოსთან ერთად. იგუაინი თანდათან უფრო იხვეწებოდა, რივერის ახალგაზრდულ გუნდში არგენტინის იუნიორთა ჩემპიონატიც მოიგო და ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის ასეთი წარმატებული თამაში „რივერის“ მწვრთნელებმაც შეამჩნიეს და გონსალო პირველ გუნდში გადაიყვანეს.

იგუაინის დებიუტი „რივერის“ რიგებში 2005 წლის 29 მაისს შედგა, „ხიმნასია ლა პლატას“ წინააღმდეგ. იგუაინი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა. მე-10 წუთზე საგოლე პასიც გააკეთა, თუმცა ეს მის გუნდს გასამარჯვებლად არ ეყო, „რივერი“ 1–2 დამარცხდა. იმ სეზონში იგუაინმა 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

მომდევნო სეზონი იგუანმა საკმაოდ კარგად დაიწყო, 2006 წლის 19 მარტს „ოლიმპოსთან“ მატჩში დუბლიც შეასრულა. ახალგაზრდა არგენტინელი დანიელ პასარელას ხელში მთლიანად გაიხსნა. სახელგანთქმულმა არგენტინელმა სპეციალისტმა იგუაინი 4 სხვადასხვა პოზიციაზე გამოსცადა, რომ მისთვის იდეალური სათამაშო ამპლუა ეპოვა, და საბოლოოდ ამდენი ცდას შემდეგ იგუაინს ადგილი მარცხნივ მიუჩინა. მარცხენა თავდამსხმელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ნახევარდაცვაშიც ნაყოფიერად იმოქმედებდა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ არგენტინაში თამაშისას, მას“არგენტინელ რობინიოს” ეძახდნენ. რობინიოს მსგავსად მასაც დიდებულად შეუძლია მარჯვნივ ასპარეზობა, თუმცა მარცხენა ფლანგზე ამჯობინებს თამაშს.

2006 წლის 8 ოქტომბერს მან მონაწილეობა მიიღო არგენტინულ სუპერკლასიკოში. ეს მატჩი 2 ფეხბურთელის დაპირისპირებად მოინათლა. ერთი მათგანი რივერის ლიდერი გონსალო იგუანი იყო, მეორე კი ბოკას წამყვანი ფებხურთელი — ფერნანდო გაგო. ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იგუაინის განეიტრალებაში. გონსალომ მატჩში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. „ბოკა“ სეზონის მანძილზე პირველად დამარცხდა, რაშიც დიდი როლი სწორედ იგუაინმა შეასრულა. ამ მატჩის შემდეგ იგუაინმა არგენტინის ჩემპიონატში კიდევ 2 გოლი გაიტანა და მისით გრანდები დაინტერესდნენ. განსაკუთრებით „მილანი“ აქტიურობდა, რომელიც ახალგაზრდა, იმედისმომცემი თავდამსხმელის ყიდვით იყო დაინტერესებული. „ჩელსი“, „მანჩესტერი“, „ლაციო“, „მილანი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „რეალი“, — გონსალომ არჩევანი მადრიდულ გუნდზე შეაჩერა.

რეალ მადრიდი რედაქტირება

„რეალმა“ იგუაინი ზამთარში შეიძინა, 13 მილიონ ევროდ.

იგუანის დებიუტი პრიმერაში „სარაგოსას“ წინააღმდეგ შედგა, 2007 წლის 14 იანვარს. გონსალომ დიდებულად იასპარეზა. გარდა იმისა, რომ პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა, ფლანგებზე საკმაოდ აქტიურად მოქმედებდა და არც მეტოქე გუნდის მცველების მოტყუებას “ერიდებოდა”. განსაკუთრებით სტუმართა კაპიტანს, გაბრიელ მილიტოს გაუშრო სისხლი, რომელსაც 3-ჯერ ბურთი თავზე გადაუგდო და 2-ჯერ ფეხებს შორისაც გაუტარა.

იგუანმა რამდენიმე გადამწყვეტი გოლი გაიტანა მნიშვნელოვან მატჩებში, მათ შორის აღსანიშნავია „ატლეტიკოსთან“ და „ესპანიოლთან“ გატანილი გოლები.

2007 წლის ზაფხულში კი გუნდში ბერნდ შუსტერი მოვიდა, რომელმაც გუნდიდან ხოსე-ანტონიო რეიესი გაუშვა და არჩევანი იგუანის სასარგებლოდ გააკეთა. თუმცა აგვისტოში გერმანელმა სპეციალისტმა კვლავ მოითხოვა უმაღლესი კლასის გარემარბის გადაბირება და ფლორენ მალუდასა და რიკარდო კვარეზმას ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ, მადრიდელებმა არიენ რობენი გადაიბირეს.

მიმდინარე სეზონში იგუანი მოედანზე იშვიათად ჩნდება, თუმცა ერთი ასპექტი მაინც დახვეწა, - მას გოლები შედარებით მეტი რაოდენობით გააქვს: „ალმერიასთან“ შეცვლაზე, საკმაოდ ლამაზ სტილში გატანილი გოლი და მეორე გოლი „უელვასთან“ მატჩში, ასევე საკმაოდ ლამაზად, ვარდნაში. მიუხედავად ყველაფრისა, შუსტერი აცხადებდა, რომ იგუანს კვლავ ენდობოდა და ადრე თუ გვიან მას შანსს აუცილებლად მისცემდა.

სანაკრებო კარიერია რედაქტირება

მაშინ როდესაც იგუანი რივერში ბრწყინავდა და არგენტინელებიც ახალი ვარსკვლავის ნაკრებში გამოძახების მოლოდინში იყვნენ, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი, რაიმონ დომენეკი სადღაც ფეხბურთელის ნათესავს შეხვდა და გაარკვია, რომ გონსალო საფრანგეთში იყო დაბადებული. შედეგად მომდევნო სანაკრებო შეხვედრაზე იგუანი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახე. გონსალომ უარი განაცხადა საფრანგეთის ნაკრებში თამაშზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ არგენტინის ეროვნული გუნდის ფორმას მოირგებდა.

კარიერული სტატისტიკა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

[3]

კლუბი სეზონი ლიგა თასი ევროპა სხვა1 სულ
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
რივერ პლეიტი 2004–05 4 0 0 0 0 0 4 0
2005–06 14 4 0 0 4 2 18 6
2006–07
სულ 35 13 0 0 6 2 0 0 41 15
რეალ მადრიდი 2006–07 19 2 2 0 2 0 23 2
2007–08 25 8 4 1 5 0 34 9
2008–09 34 22 2 1 7 0 1 1 44 24
2009–10 32 27 1 0 7 2 40 29
2010–11 17 10 2 1 6 2 25 13
2011–12 35 22 5 1 12 3 2 0 54 26
2012–13 28 16 5 0 9 1 2 1 44 18
სულ 190 107 21 4 48 8 5 2 264 121
ნაპოლი 2013–14 32 17 5 2 9 5 46 24
2014–15 37 18 4 1 16 8 1 2 58 29
2015–16 35 36 2 0 5 2 42 38
სულ 104 71 11 3 30 15 1 2 146 91
სულ კარიერაში 329 191 32 7 84 25 6 4 451 227

1 იგულისხმება ასევე ესპანეთის სუპერთასი და იტალიის სუპერთასი.

სანაკრებო რედაქტირება

ნაკრები სეზონი მატჩი გოლი
არგენტინა
2009 3 1
2010 10 6
2011 9 5
2012 8 4
2013 5 4
2014 11 3
2015 8 2
2016 8 5
სულ 62 30

სანაკრებო გოლები რედაქტირება

მოცემულია 2016 წლის 21 ივნისის მდგომარეობით. მოცემულ ცხრილში არგენტინა იგულისხმება პირველ გუნდად, ხოლო მოწინააღმდეგე - მეორე გუნდად.
# თარიღი სტადიონი მატჩი [4] მეტოქე გოლი შედეგი შეჯიბრი
1 10 ოქტომბერი, 2009 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა 1   პერუ 1–0 2–1 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010 საკვალიფიკაციო
2 3 მარტი, 2010 ალიანც არენა, მიუნხენი, გერმანია 4   გერმანია 1–0 1–0 ამხანაგური
3 17 ივნისი, 2010 FNB Stadium, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა 7   სამხრეთი კორეა 2–0 4–1 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010
4 3–1
5 4–1
6 27 ივნისი, 2010 FNB Stadium, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა 8   მექსიკა 2–0 3–1 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010
7 7 სექტემბერი, 2010 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა 11   ესპანეთი 2–0 4–1 ამხანაგური
8 16 ივლისი, 2011 Estadio Brigadier General Estanislao López, სანტა-ფე, არგენტინა 16   ურუგვაი 1–1 1–1 (4–5 პენ.) კოპა ამერიკა 2011
9 6 სექტემბერი, 2011 Bangabandhu National Stadium, დაკა, ბანგლადეში 18   ნიგერია 1–0 3–1 ამხანაგური
10 7 ოქტომბერი, 2011 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა 19   ჩილე 1–0 4–1 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 საკვალიფიკაციო
11 3–0
12 4–1
13 2 ივნისი, 2012 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა 24   ეკვადორი 2–0 4–0 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 საკვალიფიკაციო
14 7 სექტემბერი, 2012 Estadio Mario Alberto Kempes, კორდოვა, არგენტინა 27   პარაგვაი 2–1 3–1 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 საკვალიფიკაციო
15 11 სექტემბერი, 2012 Estadio Nacional de Lima, ლიმა, პერუ 28   პერუ 1–1 1–1 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 საკვალიფიკაციო
16 16 ოქტომბერი, 2012 Estadio Nacional Julio Martínez Prádanos, სანტიაგო, ჩილე 30   ჩილე 2–0 2–1 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 საკვალიფიკაციო
17 6 თებერვალი, 2013 Friends Arena, სოლნა, შვედეთი 31   შვედეთი 3–1 3–2 ამხანაგური
18 22 მარტი, 2013 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა 32   ვენესუელა 2–0 3–0 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 საკვალიფიკაციო
19 3–0
20 14 აგვისტო, 2013 სტადიო ოლიმპიკო, რომი, იტალია 34   იტალია 1–0 2–1 ამხანაგური
21 5 ივლისი, 2014 Estádio Nacional Mané Garrincha, ბრაზილია, ბრაზილია 41   ბელგია 1–0 1–0 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014
22 14 ოქტომბერი, 2014 ჰონგ-კონგის სტადიონი, ვან ჩა, ჰონგ-კონგი 45   ჰონგ-კონგი 2–0 7–0 ამხანაგური
23 4–0
24 20 ივნისი, 2015 Estadio Sausalito, ვინა დელ მარი, ჩილე 50   იამაიკა 1–0 1–0 კოპა ამერიკა 2015
25 30 ივნისი, 2015 Estadio Municipal de Concepción, კონსეფსიონი, ჩილე 51   პარაგვაი 6–1 6–1 კოპა ამერიკა 2015
26 28 მაისი, 2016 Estadio San Juan del Bicentenario, სან-ხუანი, არგენტინა 57   ჰონდურასი 1–0 1–0 ამხანაგური
27 18 ივნისი, 2016 ჯილეტის სტადიონი, ფოქსბორო, ამერიკის შეერთებული შტატები 61   ვენესუელა 1–0 4–1 კოპა ამერიკა 2016
28 2–0
29 21 ივნისი, 2016 NRG Stadium, ჰიუსტონი, ამერიკის შეერთებული შტატები 62   აშშ 3–0 4–0 კოპა ამერიკა 2016
30 4–0

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

რეალ მადრიდი[5]
ნაპოლი[5]

სანაკრებო რედაქტირება

არგენტინა[5]

ინდივიდუალური რედაქტირება

რეკორდები

  • სერია A-ს ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში: 2015–16 (36 გოლი)[13]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. "The dream is over" says Higuain after final match
  2. Gonzalo Higuain to retire at end of Inter Miami's 2022 MLS season
  3. Higuain Statistics დაარქივებული 2009-02-08 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 30 October 2008.
  4. იგულისხმება იგუაინის ჩატარებული მატჩების რაოდენობა ნაკრებში მოცემულ დროს
  5. 5.0 5.1 5.2 G. Higuaín - Soccerway. Soccerway. ციტირების თარიღი: 18 October 2015.
  6. „Chile 0–0 Argentina (Chile win 4–1 on penalties)“. BBC Sport. 5 July 2010. ციტირების თარიღი: 5 July 2015.
  7. Conte miglior allenatore del 2013-14, ma Agnelli: "È permaloso" Italian. La Gazzetta dello Sport (15 December 2014). ციტირების თარიღი: 18 October 2015.
  8. „Luca Toni: Hellas Verona striker shares Serie A golden boot at 38“. BBC Sport. 31 May 2015. ციტირების თარიღი: 1 June 2015.
  9. UEFA Europa League squad of the season. UEFA.com (3 June 2015). ციტირების თარიღი: 7 July 2015.
  10. South American Team of the Year. Rsssf.com (16 January 2009). Retrieved on 17 April 2014.
  11. 2010 World Cup: Argentina vs. Korea Republic (4-1). FIFA (17 June 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 18 October 2015.
  12. 2014 FIFA World Cup Quarter-final Argentina - Belgium 1 : 0 Match report. FIFA (5 July 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 18 October 2015.
  13. Napoli's Gonzalo Higuain sets Serie A goals record with 36 in a season. ESPN (14 May 2016). ციტირების თარიღი: 30 May 2016.