ბრეძასოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: აბანო, ატოცი, გულიკაანთუბანი, კოდა, საციხური, ჭვრინისი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე დასავლეთის ფრონეს ნაპირას. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ქარელიდან 26 კილომეტრი.

სოფელი
ბრეძა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ბრეძა
კოორდინატები 42°07′41″ ჩ. გ. 43°44′53″ ა. გ. / 42.12806° ჩ. გ. 43.74806° ა. გ. / 42.12806; 43.74806
ცენტრის სიმაღლე 720
მოსახლეობა 496[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (99,2 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბრეძა — საქართველო
ბრეძა
ბრეძა — შიდა ქართლი
ბრეძა
ბრეძა — ქარელის მუნიციპალიტეტი
ბრეძა

სოფელში, კვირაცხოვლის ეკლესიასთან, იწყება მნიშვნელოვანი ისტორიული გზა (სიგრძე დაახლოებით 20 კილომეტრი, ამჟმად ნაწიობრივ გაუქმებულია). გზა გადის მდინარე აღმოსავლეთის ფრონეზე, მიემართება სოფელ აბანოსაკენ, ჩაუვლის კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულს და გოგირდოვან წყაროებს, ადგილ ციხიანასთან შედის მდინარე დასავლეთ ფრონის ხეობაში და მიემართება ჩრდილო-დასავლეთისკენ, გაივლის სოფელ წნელისს (ზნაურის რაიონი) და სოფელ გვირგვინასთან უხვევს სამხრეთ-დასავლეთისკენ, გაივლის მდინარე ქვაბთაღელეს, სადაც განვითარებულ ფეოდალური ხანის გუმბათოვანი ეკლესიის - გვირგვინას ნანგრევებია. ქვაბთაღელის ნაპირზე, ფრიალო კლდეში გაჭრილი კლდეკარებით გზა ადგილ ჯვართან გადადის ლიხის ქედს და ჩადის მდინარე ჭერათხევისა და მდინარე ყვირილას ხეობაში სოფელ კორბოულთან.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 496 ადამიანი.

სოფელში ცხოვრობენ მეყანწიშვილები, მოსიაშვილები, ვართასაშვილები, შუბითიძეები, გოგალაძეები, გოგიჩაშვილები, ნადირაძეები და სხვები.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 760 386 374
2014[1]   496 253 243

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II