ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)

(გადამისამართდა გვერდიდან ამბროსი ხელაია)

ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია; დ. 7 სექტემბერი, 1861, სამურზაყანო — გ. 29 მარტი [ძვ. სტ. 16 მარტი], 1927, თბილისი) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში, საქართველოს ეროვნული გმირი.

ამბროსი
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 1921
თანამდებობიდან წასვლა 1927
წინამორბედი ლეონიდე
მემკვიდრე ქრისტეფორე III
პირადი მონაცემები
საერო სახელი ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია
დაბადების თარიღი 7 სექტემბერი, 1861
გარდაცვალების თარიღი 29 მარტი, 1927
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავების ადგილი სიონის ტაძარი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
მეუღლე ელიზავეტა (კესარია) მერჭულე
შვილები ანდრია, ნინა, ალექსანდრე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ილორის ეკლესიის მღვდელ ზოსიმე ხელაიას ოჯახში. ბესარიონ ხელაია რეგისტრირებულია სოფელ ინჩხურის წმინდა გიორგის ეკლესიის სამეტრიკო წიგნში, თუმცა ჯერ კიდევ მისი ბაბუა გადასახლდა ინჩხურიდან სამურზაყანოში XIX საუკუნის 30-40-იანი წლების მიჯნაზე. 1872 წელს დაამთავრა ოჩამჩირის სამრევლო სკოლა და უმცროს ძმასთან, გიორგისთან ერთად სწავლა გააგრძელა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში. 1879 წელს ძმები ჩაირიცხნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში. გიორგი 1881 წლის აპრილში გარდაიცვალა, ბესარიონმა კი სწავლა დაასრულა 1885 წელს. სურდა საუნივერსიტეტო განათლების მიღება, მაგრამ ოცნება ვერ აისრულა. 1887 წლის დასაწყისში დაქორწინდა ელიზავეტა (კესარია) მერჭულეზე.

1887 წლის 25 მარტს აკურთხეს სოხუმის საკათედრო ტაძრის დიაკვნად. იმავე წლის 19 აპრილს აკურთხეს სოჭში მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდლად. სოჭში შეეძინა სამი შვილი (ანდრია, 1889 წელს, გარდაიცვალა რამდენიმე თვისა), ნინა და ალექსანდრე. 1892 წლის 29 სექტემბერს გადაიყვანეს სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდლად. 11 ოქტომბერს დაინიშნა სოხუმის ეპარქიის ხაზინადრად. 1892 წლის 20 ოქტომბრიდან 1893 წლის 17 ივნისამდე იყო გუდაუთის უბნის მთავარუხუცესი (ბლაღოჩინი). იქიდან გადაიყვანეს სოხუმის საკათედრო ტაძრის კანდელაკად. 1894 წლის 26 აპრილიდან სოხუმის მთიელთა სკოლაში ასწავლიდა სჯულისკანონს. იმავე წლის 26 აგვისტოს დაინიშნა სოხუმის, ახალი ათონის და ლიხნის სამრევლო სკოლების ზედამხედველად. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ და შოვინისტურ პოლიტიკას აფხაზეთში. გამოდიოდა პრესაში ეპისკოპოს არსენის (იზოტოვი) წინააღმდეგ.

1896 წელს გარდაეცვალა მეუღლე. 1897 წლიდან სწავლა გააგრძელა ყაზანის სასულიერო აკადემიაში. 1900 წლის 11 თებერვალს ბერად აღიკვეცა ამბროსის სახელით. აკადემია დაასრულა 1901 წლის ივნისში და თბილისში გადავიდა. 15 ოქტომბერს ის განაწესეს თბილისის ფერისცვალების მონასტერში, 11 დეკემბერს კი დანიშნეს მის დროებით მმართველად.

1902 წლის 29 იანვარს დაინიშნა ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად და 3 მარტს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. ჭელიშის მონასტერში მან აღმოაჩინა „მოქცევაი ქართლისაის“ მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი. რაჭა-ლეჩხუმში აღმოჩენილი მასალების საფუძველზე მოგვიანებით, 1915-1917 წლებში დაბეჭდა წერილების სერია „მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალებში „განთიადი“ და „ცხოვრება“.

გადასახლებები

რედაქტირება

ამბროსი ხშირად დადიოდა აფხაზეთში და აგრძელებდა რუსიფიკაციასთან ბრძოლას, რის გამოც 1903 წლის 6 სექტემბერს გადაასახლეს დონის ეპარქიაში. 1905 წლის რევოლუციამ მისცა საქართველოში დაბრუნების შანსი. 1905 წლის 24 ნოემბერს ის დანიშნეს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და იოანე ნათლისმცემლის მონასტერის წინამძღვრად. 1906 წელს გამოაქვეყნა სტატია „По поводу статьи "Голосъ изъ Сухума"“, რომლითაც მხარი დაუჭირა სოხუმის ეპისკოპოსად კირიონ II-ის დანიშნვას და დაუპირისპირდა აფხაზეთში რუსულ შოვინიზმს. 1906 წლიდან ამბროსი იყო თბილისის საეკლესიო მუზეუმის თავმჯდომარის მოადგილე. 1907 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მისი ინიციატივით მიიღო გდაწყვეტილება საეკლესიო დოკუმენტაციის ქართულ ენაზე დამზადების შესახებ. მასვე დაევალა საღვთისმეტყველო წიგნების ქართულად გამოცემა.

1908 წელს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის გამო ახალი ბრალდება წარუდგინეს და კვლავ გადაასახლეს, ამჯერად რიაზანის მონასტერში. 1909 წლის ბოლოს მოხდა მისი რეაბილიტაცია, ოღონდ სამშობლოში დაბრუნების უფლების გარეშე. 1910 წლის 4 თებერვალს დანიშნეს ნოვგოროდის ეპარქიაში ფერისცავალების მონასტრის წინამძღვრად, იმავე წლის 24 დეკემბერს კი ეპარქიის მონასტრების ბლაღოჩინად. მისი მრავალი მცდელობა საქართველოში დაბრუნებისა უშედეგო იყო. 1912-1917 წლებში გამოაქვეყნა მრავალი წერილი, რომლებიც ეხებოდა აფხაზეთს, საქართველოს საეგზარქოსოში სასულიერო განათლების საკითხებს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დასაბუთებას.

ავტოკეფალიის აღდგენა

რედაქტირება

1917 წელს თებერვლის რევოლუციამ ამბროსის მისცა საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა. 1917 წლის აპრილ-მაისში ის თბილისში შვებულებით იმყოფებოდა და ჩაერთო ავტოკეფალია აღდგენილი ეკლესიის დროებითი გამგეობის მუშოაბაში. ზაფხულში ეპისკოპოს ანტონთან და კალისტრატესთან ერთად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში რუსეთის დროებით მთავრობასა და სინოდთან. აგვისტოში ის საბოლოოდ დაბრუნდა თბილისში.

17 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ ადგილობრივ კრებაზე ამბროსი დაასახელეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატად, მაგრამ მან მოხსნა კანდიდატურა. ამავე კრებაზე ამბროსი აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში და დაამტკიცეს ჭყონდიდის ეპისკოპოსად. მასვე მიეწერა დროებით ცხუმ-ბედიის ეპარქია. ამბროსიმ ბევრი ძალისხმევა გასწია აფხაზეთში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის გავრცელებისთვის. 1918 წელს მან გამოაქვეყნა წერილი „საქართველოს ისტორიული საზღვარი შავი ზღვის მხრით“. 1919 წლის 28 ოქტომბერს ის აირჩიეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1920 წელს გამოსცა სამეცნიერო ნაშრომი „ბედია და ბედიის ტაძარი“. ამბროსის აფხაზეთში ეპისკოპოსობის დროს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ამბროსის ჩამოართვეს სამღვდელმთავრო სახლი.

კათოლიკოს-პატრიარქი და ანტისაბჭოთა წინააღმდეგობა

რედაქტირება

1921 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა კატოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე. მის შემცვლელად 1-5 სექტემბერს გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე არჩეულ იქნა ამბროსი. მან პირველი წირვა კათოლიკოს-პატრიარქის რანგში აღავლინა 18 სექტემბერს თბილისის სამხედრო ტაძარში. მისი ინთრონიზაცია 1921 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა დღეს მოხდა.

საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობის საკითხში ამბროსი მხარს უჭერდა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წლის 7 თებერვალს მან თავისი ცნობილი მიმართვა გაუგზავნა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას. იგი მოითხოვდა საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას. ამ მიმართვამ, რომელიც ითარგმნა და გამოქვეყნდა რამდენიმე ენაზე, ფართო გამოხმაურება ჰპოვა. „... 1) დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან; 2) საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშავოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება.

მემორანდუმმა გამოიწვია საქართველოს სსრ-ის ხელისუფლების გაღიზიანება. 2 ივნისს ამბროსი იძულების წესით გაასახლეს საპატრიარქო რეზიდენციიდან. 13 ივნისს ჩეკა-მ დააპატიმრა, დაკითხა და გაათავისუფლა. 17 ბოემბერს მოახდინეს მისი სასახლის კონფისკაცია. 1923 წლის 12 იანვარს ჩეკამ დააპატიმრა ამბროსი და საკათალიკოსო საბჭოს წევრები. გამოძიება გაგრძელდა 1923 წლის სექტემბრამდე. ამავე დროს ხელისუფლებას ჰქონდა გეგმა, ეპისკოპოსების ქრისტეფორესა და დავითის მეშვეობით გადაეყენებინა ამბროსი, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა.

1 ნოემბერს ამბროსის შინაპატიმრობა შეუცვალეს მეტეხის ციხეში პატიმრობით. მას ეკუთვნის დაპატიმრების დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“. გარდა გენუის კონფერენციისადმი მიმართვისა, მას ბრალად წაუყენეს საეკლესიო განძეულის დამალვა. სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა 1924 წლის 10-19 მარტს ნაძალადევის სახალხო თეატრის დარბაზში. სასამართლოში ამბროსის ინტერესებს იცავდნენ კირილე ნინიძე და იოსებ ბარათაშვილი. ამბროსი სასამართლომ ცნო დამნაშავედ და მიუსაჯა 7 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით. 1924 წლის ოქტომბერში ეპისკოპოსებმა ქრისტეფორემ და დავითმა ამბროსის მიმართეს გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმის დაგმობის მოთხოვნით. ამბროსიმ მემორანდუმის გაგზავნა არ მოინანია.

1925 წლის მარტში ამიერკავკასიის სფსრ-ის ტერიტორიაზე გამოცხადდა ამნისტია. ამბროსი გაათავისუფლეს 10 მარტს. 1925 წლის შემოდგომაზე მან თანამოსაყრდედ აკურთხა ნინოწმინდელი ეპისკოპოსი კალისტრატე. ხელისუფლების მომხრე ეპისკოპოსების ჯგუფმა ქრისტეფორეს და დავითის მეთაურობით 1926 წლის დეკემბერში ქუთაისში ჩაატარეს საეკლესიო კრება, რომლითაც გაუქმდა საკათალიკოსო საბჭო და შემოღებულ იქნა დროებითი მმართველობა. ამბროსი წავიდა დათმობაზე, თავად ჩაუდგა სათავეში დროებით მმართველობას, ხოლო კალისტრატე გადააყენა. ამბროსის ავადმყოფობის გამო დროებით მმართველობაში ძალაუფლებას ხელისუფლების მომხრე ეპისკოპოსები დაეუფლნენ.

1927 წლის 29 მარტს ამბროსი გარდაიცვალა. დაკრძალეს 3 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში.

ამბროსი ხელაიას პირადი არქივი, რომელიც მის ქადაგებებს, მიმოწერასა და შემოქმედებით საქმიანობას ასახავს, დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში. 1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა შერაცხა წმინდანად. 2013 წლის 26 სექტემბერს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

სტატიები მისი ავტორობით

რედაქტირება
  • ამბროსი (კ/პ) – 1918 წლის 1 სექტემბერს სოხუმის საკათალიკოსო ტაძარში შეკრებილი ქართველი მორწმუნეების მიმართ წარმოთქმული სიტყვა. / მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია). // წგ-ში: თვენი. წგ.8. (11 მარტი - 20 მარტი). - თბ.,2016. - გვ. 178-181.
  • ამბროსი (კ/პ) – 1922 წლის 10 იანვარი, ლეონიდის მიცვალების ნახევარი წლის თავი. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: ტ.13. - ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. წგ.2. - თბ., 2012. - გვ. 78-80.
  • ამბროსი (კ/პ) – არაბთა შემოსევები და მათი ბატონობა საქართველოში. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: ტ.13. - ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. წგ.2. - თბ., 2012. - გვ. 161-255.
  • ამბროსი (კ/პ) – 1924 წლის 16 მარტს სასამართლო პროცესზე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარმოთქმული საბოლოო სიტყვა. // დედაეკლესია. – 2007. – #11(55). – გვ.11-14.
  • ამბროსი (კ/პ) – გამოსათხოვარი სიტყვები [ილია ჭავჭავაძესთან]. // ჯვარი ვაზისა. – 1978. – #1. – გვ. 41-42.
  • ამბროსი (კ/პ) – ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძისადმი მიძღვნილი გამოსათხოვარი სიტყვები. [გარდაცვალების გამო].// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ., 2013. – გვ. 64-68.
  • ამბროსი (კ/პ) – კათალიკოზ კირიონის ნახევარის წლის თავზე. 1919 წ. [წმიდა ამბროსი აღმსარებელი წმიდა კირიონ II მღვდელმოწამის შესახებ, მისი გარდაცვალებიდან ნახევარი წლის თავზე]. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: ტ.13. – ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. წგ.2. – თბ.,2012. – გვ.59-60.
  • ამბროსი (კ/პ) – კათოლიკოსი ამბროსის კონდაკი გენუის კონფერენციას. (ტფილისი, 1922 წ. თებერვლის 7). // დამოუკიდებელი საქართველო. – 1927. – #17. – მაისი. – გვ. 6.
  • ამბროსი (კ/პ) – კულტურულ კაცობრიობას გენუის კონფერენციაზე წარმოდგენილს. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული: ტ.13: სასულიერო მწერლობა: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, წგ.2. – თბ., „ციცინათელა“, 2012. – გვ81-84.
  • ამბროსი (კ/პ) – მაღალ ყოვლად უსამღვდელოესო მწყემსთ მთავარო! [მილოცვა, ეძღვნება ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს, ეკლესიისა და მამულის სამსახურის 30 წლისთავზე].// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ., 2013. - გვ. 238-240.
  • ამბროსი (კ/პ) – „მე შევასრულე ჩემი მოვალეობა“. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული: ტ.13: სასულიერო მწერლობა: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, წგ.2. – თბ., „ციცინათელა“, 2012. – გვ. 84-114.
  • ამბროსი (კ/პ) – მიმართვა გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი 1922 წელს. [საქართველოს ისტორიის ფურცლებიდან]. // საშუალო ფენა. – 1992. – #6. – ოქტომბერი.
  • ამბროსი (კ/პ) – მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. I*) [ფსევდონიმით ამბერი]. // „განთიადი“. – 1915. – #2. – გვ. 11-16; #3. – გვ. 14-22; #10. – გვ. 25-32.
  • ამბროსი (კ/პ) – მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. II*) [ფსევდონიმით ამბერი]. // „ცხოვრება“. – 1915. – #2-3. – გვ. 37-41; 1916. – #1. – გვ. 24-29; #4. – გვ. 27-31; #5. – გვ. 23-28; #9. – გვ. 31-32; #10. – გვ. 23-25; #14. – გვ. 14-16; #15. – გვ. 29-31; #17-18. – გვ. 29-31; 1917. – #1. – გვ. 29-31; ....
  • ამბროსი (კ/პ) – მოწოდება გენუის კონფერენციისადმი. [1922 წლის 7 თებერვალი]. // ახალი საქართველო. _ 1990. _ 16 ნოემბ.
  • ამბროსი (კ/პ) – ნაწერებიდან ნაწყვეტი. [ჩემნი ექსორიანი, რუსიფიკაციასთან ბრძოლა.] // საპატრიარქოს უწყებანი. – 2006. – #38(391). – გვ.17.
  • ამბროსი (კ/პ) – პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი ამნაირის კაცისა. [წმიდა ილია მართალი]. // მრევლი – 1998. – #4. – გვ. 4-5.
  • ამბროსი (კ/პ) – საირმის მონასტერი. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული. ტ.12. სასულიერო მწერლობა: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. წგ.1. – თბ.,2011. – გვ. 385-387.
  • ამბროსი (კ/პ) – [სიტყვა]: აგვისტოს 6, 1908 წ. ქუთაისი: მაღალყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მწყემსთმთავარო! [ეძღვნება ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს, გარდაცვალების შემდეგ]. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.236-238.
  • ამბროსი (კ/პ) – [სიტყვა]: კირიონის ცხედარზე. 1908 წ., ივნისი. [სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის გარდაცვალების გამო].// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ., 2013. - გვ. 228-230.
  • ამბროსი (კ/პ) – [სიტყვა]: ოჩამჩირე. 1919 წ. [სიტყვა წარმოთქმული ოჩამჩირეს ტაძარში საქართველოს მოსახლეობისადმი]. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.247-249.
  • ამბროსი (კ/პ) – [სიტყვა]: 3 კვირიაკე სული წმიდის მოფენის შემდეგ. 1908 წ. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ., 2013. - გვ. 218-221.
  • ამბროსი (კ/პ) – [სიტყვა]: 22 კვირიაკე, 1919 წ. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ. 250-252.
  • ამბროსი (კ/პ) – [სიტყვა: სახარებიდან „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“-ს განმარტება]: 25 კვირიაკე, 1908 წ. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ., 2013. - გვ. 240-242.
  • ამბროსი (კ/პ) – [სიტყვა]: სოხუმში 1 აგვისტო. 1918 წ. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ., 2013. - გვ. 231-235.
  • ამბროსი (კ/პ) – [სიტყვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდისადმი]: უწმინდესო და უნეტარესო მამათმთავარო! 10 ოკდომბერი, 1919 წ., ქ. სოხუმში.&ნბსპ;// წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ.242-244.
  • ამბროსი (კ/პ) – [სიტყვა]: სულიწმიდის მოფენა, 1918 წ. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ.,2013. - გვ. 221-227.
  • ამბროსი (კ/პ) – სიტყვა წარმოთქმული აღსაყდრების დროს. 1921 წლის 1/14 ოქტომბერი, სვეტიცხოველი. // წგ-ში: კირთაძე, ნ. _ ნათელი ქრისტესი: საქართველო: წგ.2. _ თბ.,2006. _ გვ.76-77.
  • ამბროსი (კ/პ) – სიტყვა წარმოთქმული კათოლიკოს-პატრიარქად კურთხევის დღეს. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული: ტ.13: სასულიერო მწერლობა: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, წგ.2. – თბ., „ციცინათელა“, 2012. – გვ. 67-72.
  • ამბროსი (კ/პ) – სიტყვა წარმოთქმული 8 სექტემბერს სიონის ტაძარში ილიას პანაშვიდის წინ, 2 საათზე. // წგ-ში: კირთაძე, ნ. – ნათელი ქრისტესი: საქართველო: წგ.2. _ თბ.,2006. _ გვ.60-62.
  • ამბროსი (კ/პ) – სიტყვა წარმოთქმული 8 სექტემბერს სიონის ტაძარში ილიას პანაშვიდის წინ. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2007. – #6(406). – გვ. 15-16.
  • ამბროსი (კ/პ) – სიტყვა წარმოთქმული სიონის ტაძარში პანაშვიდის წინ მე-2 საათზე. // ჯვარი ვაზისა. – 1987. – #1. – გვ. 68.
  • ამბროსი (კ/პ) – სიტყვა წარმოთქმული სიონის ტაძარში პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ. // წგ-ში: კირთაძე, ნ. _ ნათელი ქრისტესი: საქართველო: წგ.2. _ თბ.,2006. _ გვ.77-79.
  • ამბროსი (კ/პ) – ქართული ეკლესია _ ტყვეთა გაყიდვის წინააღმდეგი. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2006. – #39(392). – გვ. 17-18.
  • ამბროსი (კ/პ) – ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში. [მისი სადისერტაციო თემა]. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული: ტ.13: სასულიერო მწერლობა: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, წგ.2. – თბ., „ციცინათელა“, 2012. – გვ. 140-420.
  • ამბროსი (კ/პ) – [წერილი]: 17 ოკდომბერი, 1919 წ., თეკლათის მონასტერი, ელეონორას; ქრისტეს მიერ საყვარელო დაო! // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული ტ.16. სასულიერო მწერლობა: ქადაგებები, სიტყვები, წერილები: წგ.2. - თბ., 2013. – გვ.244-147.
  • ამბროსი (კ/პ) – წერილი ცხუმის ეპისკოპოს კირიონისადმი თავად ემუხვარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების თხოვნით. (1906 წლის 21 აგვისტო). // წგ-ში: წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი. – თბ., 2006. – გვ. 176-177.
  • ამბროსი (კ/პ) – წერილი ცხუმის ეპისკოპოს კირიონისადმი იონა ცხაკაიას მღვდლად დანიშვნის თხოვნით. (1906 წლის 25 აგვისტო). // წგ-ში: წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი. – თბ., 2006. – გვ. 182-183.
  • ამბროსი (კ/პ) – წერილი ცხუმის ეპისკოპოს კირიონისადმი საბერიოსა და აკვასქა-ეშქეთში მღვდლების დანიშვნის რეკომენდაციით. (1906 წლის 23 ივლისი). // წგ-ში: წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი. – თბ.,2006. – გვ. 170-171.
  • ამბროსი (კ/პ) – ჭელიშის ვარიანტი ქართლის მოქცევისა. [ავტორის მოსაზრებანი ახლად აღმოჩენილის ვარიანტის შესახებ; ქართველთა მოქცევის ქრონოლოგია ამ ვარიანტით]. // წგ-ში: ძველი საქართველო: ტ.1. – თბ.,1909. _ გვ.1-29.
  • ამბროსი (კ/პ) – ჭელიშის მონასტრის ხელნაწერები. სიწმინდეები. // წგ-ში: მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული. ტ.12. სასულიერო მწერლობა: ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. წგ.1. – თბ.,2011. – გვ.62-465.
  • Амвросий Архимандрит – По поводу статьи "Голосъ изъ Сухума" (газ. "Колоколъ" №45). [О деятельности преосвященнаго Кириона]. // Духовн. Вестн. Груз. Экзарх. – 1906. - №9-10. – ст.20-47.
  • Амвросий (К/П) – Я исполнил свой долг. (Публ. Послед. слова католикоса-патриарха Грузии в 1921-1927 гг. на судеб. процессе над церков. деятелями и письма на Генуэз. конф., опубл. 1 февр. 1924 г. / Предисл. и публ. А. Миндиашвили). // Лит. Грузия. – 1989. – N6. – стр. 199-224.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ლეონიდე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1921-1927
შემდეგი:
ქრისტეფორე III