ალბერტ ელისი
ალბერტ ელისი (დ. 27 სექტემბერი, 1913 — გ. 24 ივლისი, 2007) — ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომელმაც დააარსა რაციონალურ-ემოციური ქცევთი თერაპია (REBT). მას ჰქონდა მაგისტრის და დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში კოლუმბიის უნივერსიტეტიდან და სერტიფიცირებული იყო პროფესიონალური ფსიქოლოგიის ამერიკული საბჭოს (ABPP) მიერ. მან ასევე დააარსა და იყო ნიუ-იორკში დაფუძნებული ალბერტ ელისის ინსტიტუტის პრეზიდენტი.[12] ფსიქოთერაპიაში იგი კოგნიტური რევოლუციური პარადიგმის ცვლილების ერთ-ერთ ფუძემდებლად, კოგნიტური ქცევითი თერაპიის ადრეულ მომხრედ და შემქმნელად ითვლება.[13]
ალბერტ ელისი | |
---|---|
ინგლ. Albert Ellis | |
დაბ. თარიღი | 27 სექტემბერი, 1913[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | პიტსბურგი |
გარდ. თარიღი | 24 ივლისი, 2007[1] [2] [3] [6] [4] [7] [5] (93 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი[8] [6] |
დასაფლავებულია | ვუდლონის სასაფლაო[6] |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | behaviour therapist, ფსიქოლოგი, cognitive scientist, sex educator და არამხატვრული მწერალი |
ალმა-მატერი | კოლუმბიის უნივერსიტეტი, Teachers College, ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯი და Baruch College |
ჯილდოები | წლის ჰუმანისტი[9] , Zubin Award[10] , Distinguished Scientific Achievement Award და APA Award for Distinguished Professional Contributions to Applied Research[11] |
საიტი | albertellis.info |
1982 წელს ამერიკელი და კანადელი ფსიქოლოგების პროფესიონალური გამოკითხვის საფუძველზე იგი ისტორიაში მეორე ყველაზე გავლენიან ფსიქოთერაპევტად ითვლებოდა (კარლ როჯერსმა დაიკავა პირველი ადგილი; ზიგმუნდ ფროიდმა - მესამე).[14][15] Psychology Today-მ აღნიშნა, რომ „არც ერთ ინდივიდს, თვით ფროიდსაც კი არ ჰქონია უფრო დიდი გავლენა თანამედროვე ფსიქოთერაპიაზე“.[16]
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაელისი დაიბადა პიტსბურგში, პენსილვანიის შტატში და ახალგაზრდა ასაკიდან იზრდებოდა ნიუ-იორკის დაბა ბრონქსში. ბებია და ბაბუა, მამის მხრიდან, ებრაელი ემიგრანტები იყვნენ რუსეთის იმპერიიდან,[17] ხოლო დედის ბაბუა წარმოშობით გალიციიდან, პოლონეთი, იყო. იგი სამი შვილიდან უფროსი იყო. ელისის მამა, ჰარი, ბროკერად მუშაობდა, ხშირად იყო მივლინებაში სახლიდან შორს და გავრცელებული ინფორმაციით, შვილების მიმართ მარტო მცირეოდენ სიყვარულს ავლენდა. თინეიჯერობის წლებში მისი მშობლები განქორწინდნენ და ელისმა მხოლოდ დედასთან ერთად გააგრძელა ცხოვრება.[18]
ავტობიოგრაფიაში ელისი ახასიათებდა დედას, ჰეტის, როგორც ბიპოლარული აშლილობის მქონე ქალს. ხანდახან, ელისის თქმით, ის იყო „გაუჩერებელი მოლაპარაკე, რომელიც არასოდეს ისმენდა“. იგი გამოხატავდა თავის მტკიცე მოსაზრებებს უმეტეს საკითხებზე, მაგრამ იშვიათად იძლეოდა ფაქტობრივ საფუძვლებს ამ შეხედულებების გასამყარებლად. მამის მსგავსად, ელისის დედაც ემოციურად შორს იყო შვილებისგან. ელისი იხსენებდა, რომ მას ხშირად ეძინა, როცა ის სკოლაში მიდიოდს და ჩვეულებრივ სახლში არ იყო, როცა ბრუნდებოდა. წუწუნის ნაცვლად ელისმა გადაწყვიტა თავად აეღო პასუხისმგებლობა და და-ძმაზე ეზრუნა. საკუთარი სახსრებით ნაყიდი მაღვიძარით იგი ყოველდღე აღვიძებდა და სკოლისთვის ამზადებდა დედმამიშვილებს. როდესაც ამერიკა დიდმა დეპრესიამ მოიცვა, სამივე ბავშვმა დაიწყო სამუშაოს ძებნა ოჯახის დასახმარებლად. ელისს მთელი ბავშვობა ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. ხუთი წლის ასაკში იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს თირკმლის დაავადებით.[19] ასევე ჰოსპიტალიზირებულ იქნა ტონზილიტის გამო, რამაც მძიმე სტრეპტოკოკური ინფექცია გამოიწვია, რომელიც საჭიროებდა სასწრაფო ოპერაციას. მისი თქმით ხუთიდან შვიდ წლამდე მას 6 ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, რომელთაგან ერთ-ერთიც თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. ამ წლების განმავლობაში მშობლები მას მცირე ემოციურ მხარდაჭერას უწევდნენ, იშვიათად სტუმრობდნენ ან ანუგეშებდნენ. ელისმა თქვა, რომ მან ისწავლა თავის უბედურებასთან დაპირისპირება, ვინაიდან მას "განუვითარდა მზარდი გულგრილობა ამ უგულებელყოფის მიმართ". თინეიჯერობის შუა პერიოდიდან გვიანდელ ოციანებამდე დამოკიდებული იყო არაკონსენსუალურ ფროტერიზმზე. მისი თქმით იგი "ეძებდა ხალხმრავალ მატარებლებს, კინოთეატრის უკან ხალხის დასადგომად განკუთვნილ ადგილებს, ხალხმრავალ ლიფტებს და ადგილებს სადაც შემეძლო ჩემი შუა ნაწილი ქალის მხართან ან თეძოსთან მეხეხა და მალევე მიმეღწია ორგაზმისთვის". წლების განმავლობაში "მე მქონდა ასობით ფროტერისტული სექსუალური თავგადასავალი".[20] ავადმყოფობა მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა. 40 წლის ასაკში განუვითარდა დიაბეტიც.[21]
ელისს ჰქონდა გადაჭარბებული შიში საზოგადოებაში გამოსვლისა და მოზარდობის პერიოდში უკიდურესად მორცხვი იყო ქალების მიმართ. 19 წლის ასაკში, უკვე ავლენდა კოგნიტური ქცევითი თერაპევტის მსგავსად აზროვნების ნიშნებს, მან აიძულა თავი დალაპარაკებოდა 100 ქალს ბრონქსის ბოტანიკურ ბაღში ერთი თვის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ პაემანზე თანხმობა არ მიუღია, მან განაცხადა, რომ მოახერხა შეემცირებინა მგრძნობელობა ქალების მიერ უარის თქმის შიშის მიმართ.[22]
განათლება და ადრეული კარიერა
რედაქტირებაელისი შევიდა კლინიკური ფსიქოლოგიის სფეროში მას შემდეგ, რაც პირველად მოიპოვა ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი ბიზნესში, სასწავლებლიდან, რომელიც მაშინ ცნობილი იყო, როგორც ნიუ-იორკის ცენტრის ქალაქი კოლეჯი 1934 წელს.[23] მან დაიწყო ხანმოკლე კარიერა ბიზნესში, რასაც მოჰყვა მწერლობა. მცდელობები განხორციელდა 1929 წელს დაწყებული დიდი დეპრესიის დროს. ელისმა აღმოაჩინა, რომ ბიზნესი ცუდი იყო და წარმატებას ვერ აღწევდა მისი მხატვრული ლიტერატურის გამოქვეყნებაში. მა შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ კარგად შეეძლო არამხატვრული ლიტერატურის წერა, ელისი იკვლევდა და წერდა ადამიანის სექსუალობაზე. კონსულტაციამ ამ საკითხში დაარწმუნა იგი კლინიკურ ფსიქოლოგიაში ახალი კარიერის ძიებაში.
1942 წელს ელისმა დაიწყო სწავლა კლინიკურ ფსიქოლოგიაში დოქტორანტურაზე კოლუმბიის უნივერსიტეტის მასწავლებელთა კოლეჯში, რომელიც ამზადებდა ფსიქოლოგებს ძირითადად ფსიქოანალიზში. მან დაამთავრა ხელოვნების მაგისტრი კლინიკურ ფსიქოლოგიაში მასწავლებელთა კოლეჯში 1943 წლის ივნისში და დაიწყო ნახევარ განაკვეთზე კერძო პრაქტიკა, სანამ ჯერ კიდევ დოქტორის ხარისხზე მუშაობდა - შესაძლოა იმიტომ, რომ იმ დროს ნიუ-იორკში არ არსებობდა ფსიქოლოგების ლიცენზირება. 1946 წელს მან დაწერა კრიტიკა მრავალი ფართოდ გამოყენებული ფანქრისა და ქაღალდის პიროვნების ტესტების შესახებ. მან დაასკვნა, რომ მხოლოდ მინესოტას მრავალფაზიანი პიროვნების ინვენტარი აკმაყოფილებდა კვლევაზე დაფუძნებული ინსტრუმენტის სტანდარტებს.
1947 წელს მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში, კოლუმბიაში. ელისის აზრით ფსიქოანალიზი თერაპიის ყველაზე ღრმა და ეფექტური ფორმა იყო. იმდროინდელი ფსიქოლოგების უმეტესობის მსგავსად, იგი დაინტერესებული იყო ზიგმუნდ ფროიდის თეორიებით. მას უნდოდა დამატებით მომზადება ფსიქოანალიზში და დაიწყო კლასიკური ფსიქოანალიზის პრაქტიკა. 1947 წელს დოქტორის მიღებიდან მალევე, ელისმა დაიწყო Jungian-ის ანალიზი და ზედამხედველობის პროგრამა რიჩარდ ჰულბეკთან, კარენ ჰორნის ინსტიტუტის წამყვან ანალიტიკოსთან ერთად. იმ დროს ის ასწავლიდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, რატგერსის უნივერსიტეტსა და პიტსბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში[24] და ეკავა რამდენიმე წამყვანი პერსონალის თანამდებობა. ელისის რწმენა ფსიქოანალიზისადმი თანდათან იშლებოდა.[25]
ადრეული თეორიული წვლილი ფსიქოთერაპიაში
რედაქტირებაკარენ ჰორნის, ალფრედ ადლერის, ერიხ ფრომისა და ჰარი სტეკ სალივანის ნაწერებმა ელისის აზროვნებაზე გარკვეული გავლენა იქონიეს და დიდი როლი ითამაშეს მისი ფსიქოლოგიური მოდელების ჩამოყალიბებაში. ელისი აფასებს ალფრედ კორზიბსკის,[26] მის წიგნს, მეცნიერება და საღი აზრი,[27] და ზოგად სემანტიკას, როგორც მის საფუძვლებს რაციონალური თერაპიის დაარსების ფილოსოფიურ გზაზე. გარდა ამისა, თანამედროვე და ანტიკურმა ფილოსოფიამ (განსაკუთრებით სტოიციზმმა) და მისმა საკუთარმა გამოცდილებამ დიდი გავლენა მოახდინა ფსიქოთერაპიის ახალ თეორიულ განვითარებაზე.[28] ელისმა აღიარა, რომ მისი თერაპია „არცერთი გაგებით სრულიად ახალი არ იყო“, რადგან, პოლ ჩარლზ დიუბუას „რაციონალურმა დარწმუნებამ“ წინასწარ განსაზღვრა მისი ზოგიერთი ძირითადი პრინციპი. ელისმა განაცხადა, რომ მან იგი პირველად თერაპიის გამოგონებიდან რამდენიმე წლის შემდეგ წაიკითხა, მაგრამ ბავშვობიდანვე სწავლობდა ემილ კუეს.[29]
1940-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, ელისი მუშაობდა რაციონალურ-ემოციურ ქცევით თერაპიაზე (REBT). 1953 წლის იანვარს მისი შესვანება ფსიქოანალიზთან დასრულდა და მან საკუთარ თავს რაციონალური თერაპევტი უწოდა. ელისი ამიერიდან ემხრობოდა ფსიქოთერაპიის ახალ, უფრო აქტიურ და პირდაპირ ტიპს. 1955 წელს მან წარადგინა რაციონალური თერაპია (RT). RT-ში თერაპევტი ცდილობდა დახმარებოდა კლიენტს, რომ გაეგო და ემოქმედა იმის ცოდნით, რომ მისი პირადი ფილოსოფია შეიცავდა რწმენას, რაც ხელს უწყობდა მის ემოციურ ტკივილს. ეს ახალი მიდგომა გულისხმობდა აქტიურ მუშაობას კლიენტის თვითმავნებლური რწმენისა და ქცევის შეცვლაზე და ამ ყოველივეს ახორციელებდა მათი ირაციონალურობის, თვითმავნებლობის და სიმკაცრის დემონსტრირებით. ელისი თვლიდა, რომ რაციონალური ანალიზისა და კოგნიტური რეკონსტრუქციის საშუალებით ადამიანებს შეეძლოთ გაეანალიზებინათ საკუთარი თვითმავნებლობა მათი ძირითადი ირაციონალური რწმენის საფუძველზე და შემდგომ განევითარებინათ უფრო რაციონალური კოსტრუქცია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Albert Ellis Institute (New York City)
- The REBT Network – Albert Ellis and Rational Emotive Behavior Therapy
- Albert-Ellis-Friends.Net: A Rational Oasis დაარქივებული October 8, 2007, საიტზე Wayback Machine.
- Albert Ellis Biography Site
- Albert Ellis Information Site
- Association for Rational Emotive Behaviour Therapy
- Wife of Dr Albert Ellis and REBT Teacher, Author, Presenter and Practitioner
- REBT Practitioner, Lecturer & Author
- Information site on REBT with Dr Ellis' wife: Dr Joffe Ellis
- Finding aid to the Albert Ellis Papers at Columbia University. Rare Book & Manuscript Library
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119117665 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Babelio — 2007.
- ↑ 5.0 5.1 Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Find a Grave — 1996.
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ https://www.nytimes.com/2007/07/25/nyregion/25ellis.html
- ↑ https://americanhumanist.org/press-releases/2007-07-albert-ellis-1971-humanist-of-the-year-mourned/
- ↑ https://www.appassn.org/awards
- ↑ https://www.apa.org/about/awards/applied-research?tab=4
- ↑ Albert Ellis Institute
- ↑ Knapp, Paulo; Beck, Aaron T. (2008). „Cognitive therapy: foundations, conceptual models, applications, and research“. Revista Brasileira de Psiquiatria. 30(Suppl II): 54–64. doi:10.1590/s1516-44462008000600002. PMID 19039445.
- ↑ New York Times: Despite Illness and Lawsuits, a Famed Psychotherapist Is Temporarily Back in Session December 16, 2006
- ↑ Smith, D. (1982). „Trends in counseling and psychotherapy“. American Psychologist. 37 (7): 802–809. doi:10.1037/0003-066X.37.7.802. PMID 7137698.
- ↑ Epstein, R. (2001). "The Prince of Reason". Psychology Today.
- ↑ United States Census, 1920. ციტირების თარიღი: 2019-03-18
- ↑ United States Census, 1930. ციტირების თარიღი: 2019-03-18
- ↑ New York Times: Albert Ellis, Influential Psychotherapist, Dies at 93
- ↑ The Shadow Side of the Great Psychotherapists, Timothy C. Thomason
- ↑ psychotherapy.net: An Interview with Albert Ellis, PhD Rational Emotive Behavioral Therapy დაარქივებული December 25, 2008, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Ellis, Albert (August 1, 2000). How To Control Your Anxiety Before It Controls You. Citadel. ISBN 978-0806521367.
- ↑ Baruch College Alumni Magazine.
- ↑ Founder of rational emotive behavioral therapy to speak about coping with disasters at SUNY New Paltz – SUNY New Paltz News. ციტირების თარიღი: April 4, 2018
- ↑ Albert Ellis Biography by Dr. Mike and Dr. Lidia Abrams. ციტირების თარიღი: April 4, 2018
- ↑ Ellis A. (1991). General semantics and rational-emotive therapy: 1991 Alfred Korzybski Memorial Lecture. Institute of General Semantics
- ↑ Korzybski A. (1933). Science and Sanity. Institute of General Semantics, 1994, ISBN 0-937298-01-8
- ↑ Albert Ellis institute: A Sketch of Albert Ellis დაარქივებული April 30, 2008, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Robertson, D (2010). The Philosophy of Cognitive-Behavioural Therapy: Stoicism as Rational and Cognitive Psychotherapy. London: Karnac, გვ. 19. ISBN 978-1-85575-756-1.