კოგნიტური ქცევითი თერაპია
კოგნიტური ქცევითი თერაპია (CBT) — ფსიქო-სოციალური ინტერვენცია,[1][2] რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმპტომების შემცირებას, პირველ რიგში, დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების.[3] CBT ყურადღებას ამახვილებს შემეცნებითი დამახინჯებების გამოწვევასა და შეცვლაზე (როგორიცაა აზრები, რწმენა და დამოკიდებულებები), მათთან დაკავშირებულ ქცევებზე, ემოციური რეგულაციის გასაუმჯობესებლად[2][4] და შეიმუშავებს პერსონალური დაძლევის სტრატეგიებს, რომლებიც მიმართულია მიმდინარე პრობლემების გადაჭრისკენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავდაპირველად დეპრესიის სამკურნალოდ შეიქმნა, მისი გამოყენება გაფართოვდა და ახლა მოიცავს მრავალი მენტალური მდგომარეობის მკურნალობას, მათ შორისაა შფოთვა,[5][6] ნივთიერებების მოხმარების აშლილობა, ოჯახური პრობლემები და კვებითი აშლილობა.[7][8][9] CBT მოიცავს უამრავ კოგნიტურ ან ქცევით ფსიქოთერაპიას, რომლებიც მკურნალობენ განსაზღვრულ ფსიქოპათოლოგიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ტექნიკისა და სტრატეგიების გამოყენებით.[10][11][12]
CBT არის სასაუბრო თერაპიის გავრცელებული ფორმა, რომელიც დაფუძნებულია ქცევითი და კოგნიტური ფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპების ერთობლიობაზე.[2] ის განსხვავდება ფსიქოთერაპიის ისტორიული მიდგომებისგან, როგორიცაა ფსიქოანალიტიკური მიდგომა, სადაც თერაპევტი ეძებს არაცნობიერ მნიშვნელობას ქცევების მიღმა და შემდეგ აყალიბებს დიაგნოზს. ამის ნაცვლად, CBT არის "პრობლემებსა და მოქმედებაზე ორიენტირებული" თერაპიის ფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გამოიყენება დიაგნოზირებულ ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული სპეციფიკური პრობლემების სამკურნალოდ. თერაპევტის როლი არის დაეხმაროს კლიენტს ეფექტური სტრატეგიების პოვნასა და აშლილობის სიმპტომების შემსუბუქებაში.[13] CBT ემყარება რწმენას, რომ აზროვნების დამახინჯება და არაადაპტირებადი ქცევები როლს თამაშობს მრავალი ფსიქოლოგიური აშლილობის[3] განვითარებასა და შენარჩუნებაში და რომ სიმპტომები და მასთან დაკავშირებული დისტრესი შეიძლება შემცირდეს ინფორმაციის გადამუშავების ახალი უნარებისა და დაძლევის მექანიზმების სწავლებით.[1][13][14]
მიმოხილვითმა კვლევებმა აჩვენა, რომ CBT ისეთივე ეფექტურია, როგორც ფსიქოაქტიური მედიკამენტები, დეპრესიის ნაკლებად მძიმე ფორმების,[15] შფოთვის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD),[16] ნივთიერებების მოხმარების დარღვევების, კვებითი აშლილობების და მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის სამკურნალოდ.[17] ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ CBT ყველაზე ეფექტურია ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად და მკურნალობს ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ძირითადი დეპრესიული აშლილობა.[18] CBT რეკომენდებულია, როგორც მკურნალობის პირველი ეტაპი ბავშვებში და მოზარდებში ფსიქოლოგიური აშლილობის უმრავლესობისთვის, მათ შორის აგრესიისა და ქცევითი აშლილობისთვის.[1][4] მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სხვა ბონა ფიდე(კეთილსინდისიერი) თერაპიული ჩარევები თანაბრად ეფექტური იყო მოზრდილებში გარკვეული მდგომარეობების სამკურნალოდ.[19][20] ინტერპერსონალურ ფსიქოთერაპიასთან (IPT) ერთად, CBT მკურნალობის გაიდლაინებში რეკომენდებულია, როგორც არჩევითი ფსიქოსოციალური მკურნალობა.[1][21]
ისტორია
რედაქტირებაფილოსოფიური ფესვები
რედაქტირებაCBT-ის გარკვეული ფუნდამენტური ასპექტების წინამორბედები იდენტიფიცირებულია სხვადასხვა ძველ ფილოსოფიურ ტრადიციებში, განსაკუთრებით სტოიციზმში.[22] სტოიკოს ფილოსოფოსებს, განსაკუთრებით ეპიქტეტუსს, სჯეროდათ, რომ ლოგიკა შეიძლებოდა გამოეყენებინათ დისტრუქციული ემოციებს გამომწვევი, ყალბი რწმენის იდენტიფიცირებისა და გაუქმებისთვის, რამაც გავლენა მოახდინა თანამედროვე კოგნიტურ-ქცევითი თერაპევტების მეთოდებზე ამოეცნოთ კოგნიტური დამახინჯებები, რომლებიც ხელს უწყობენ დეპრესიასა და შფოთვას. მაგალითად, აარონ ბეკის დეპრესიის სამკურნალოდ დაწერილ თავდაპირველ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „კოგნიტური თერაპიის ფილოსოფიური საწყისები შეიძლება აღმოჩნდეს სტოიკოს ფილოსოფოსებში“.[23] კოგნიტურ თეორეტიკოსებზე სტოიკური გავლენის კიდევ ერთი მაგალითია ეპიქტეტუსის გავლენა ალბერტ ელისზე.[24] მთავარი ფილოსოფიური ფიგურა, რომელმაც გავლენა მოახდინა CBT-ის განვითარებაზე, იყო ჯონ სტიუარტ მილი.[25]
ქცევითი თერაპიის ფესვები
რედაქტირებადღევანდელი CBT-ის ფესვებს შეიძლება მე-20 საუკუნის დასაწყისსა და 1960-იან წლებში მივაკვლიოთ. კოგნიტური თერაპიის განვითარება შემდგომ სწორედ ამ ორის შერწყმამ განაპირობა. ბიჰევიორიზმის ინოვაციური მუშაობა ჯონ ბ. უოტსონისა და როზალი რეინერის კონდიცირების კვლევებით დაიწყო 1920 წელს.[26] ქცევაზე ორიენტირებული თერაპიული მიდგომები გაჩნდა ჯერ კიდევ 1924 წელს[27] მერი ქავერ ჯონსის ნაშრომით, რომელიც ეძღვნებოდა შიშების გაუსწავლას ბავშვებში.[28] ესენი იყვნენ ჯოზეფ ვოლპეს ქცევითი თერაპიის წინამორბედები 1950-იან წლებში.[26] სწორედ ვოლპესა და უოტსონის ნაშრომმა, რომელიც ეფუძნებოდა ივანე პავლოვის ნაშრომს სწავლასა და კონდიცირებაზე, მოახდინა გავლენა ჰანს ეისენკსა და არნოლდ ლაზარუსზე, შეემუშავებინათ ახალი ქცევითი თერაპიის ტექნიკა, რომელიც დაფუძნებულია კლასიკურ კონდიცირებაზე.[26][29]
1950-იან და 1960-იან წლებში ქცევითი თერაპია მკვლევარების მიერ ფართოდ გამოიყენებადი გახდა შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში. მათი შთაგონება იყო ივანე პავლოვის, ჯონ უოტსონის და კლარკ ჰალის ბიჰევიორისტული სწავლის თეორია.[27] ბრიტანეთში, ჯოზეფ ვოლპემ, რომელმაც ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დასკვნები გამოიყენა სისტემატური დესენსიბილიზაციის მეთოდზე, გამოიყენა ქცევითი კვლევა ნერვული აშლილობების სამკურნალოდ. ვოლპეს თერაპიული ძალისხმევა იყო წინამორბედი დღევანდელი შიშის შემცირების ტექნიკისა.[27] ბრიტანელმა ფსიქოლოგმა ჰანს ეისენკმა წარმოადგინა ქცევითი თერაპია, როგორც კონსტრუქციული ალტერნატივა.[27][30]
ეიზენკის მუშაობის პარალელურად, ბარუს სკინერი და მისი თანამოაზრეები იწყებდნენ გავლენის მოხდენას მათი ნამუშევრით ოპერანტულ განპირობებულობზე.[26][29] სკინერის ნაშრომს მოიხსენიებდნენ, როგორც რადიკალურ ბიჰევიორიზმს, ვინაიდან ის თავს არიდებდა ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო კოგნიციასთან.[26] თუმცა, ჯულიან როტერმა 1954 წელს და ალბერტ ბანდურამ 1969 წელს მათ ხელი შეუწყვეს ქცევით თერაპიას მათი წატივსაცემი ნაშრომებით სოციალური სწავლის თეორიზე კოგნიციის ეფექტების დემონსტრირებით სწავლასა და ქცევის მოდიფიკაციაზე.[26][29] 1960-იან წლებში ავსტრალიელი Claire Weeks-ის ნამუშევარი, რომელიც ეხება შფოთვით აშლილობებს, ასევე განიხილებოდა, როგორც ქცევითი თერაპიის პროტოტიპი.[31]
ქცევით ფაქტორებზე აქცენტი წარმოადგენდა CBT-ის „პირველ ტალღას“.[32]
კოგნიტური თერაპიის ფესვები
რედაქტირებაერთ-ერთი პირველი თერაპევტი, ვინც ფსიქოთერაპიაში შემეცნებას მიმართა, იყო ალფრედ ადლერი. აღსანიშნავია მისი წარმოდგენა ძირითად შეცდომებზე და იმაზე, თუ როგორ უწყობენ ისინი ხელს არაჯანსაღი და უსარგებლო ქცევითი და ცხოვრებისეული მიზნების შექმნას.[33] ადლერის ნაშრომმა გავლენა მოახდინა ალბერტ ელისისზე,[33]= რომელმაც შეიმუშავა ყველაზე ადრეული, კოგნიციაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპია, სახელწოდებით რაციონალურ-ემოციური თერაპია (თანამედროვეობაში ცნობილია, როგორც რაციონალურ-ემოციური ქცევითი თერაპია, ან REBT).[34] ელისი ასევე ასახელებს აბრაამ ლოუს, როგორც კოგნიტური ქცევითი თერაპიის დამფუძნებელს.[35]
დაახლოებით იმავე დროს, როდესაც ვითარდებოდა რაციონალურ-ემოციური ქცევითი თერაპია, აარონ ბეკი თავის ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკაში ატარებდა თავისუფალი ასოციაციის სესიებს.[36] ამ სესიების დროს ბეკმა შეამჩნია, რომ აზრები არ იყო ისეთი არაცნობიერი, როგორც ფროიდი ადრე ამტკიცებდა და რომ გარკვეული ტიპის აზროვნებაში შეიძლება ემოციური დისტრესი იყოს დამნაშავე.[36] სწორედ ამ ჰიპოთეზადან შეიმუშავა ბეკმა კოგნიტური თერაპია და ამ აზრებს "ავტომატური აზრები" უწოდა.[36] ბეკს მოიხსენიებენ, როგორც „კოგნიტური ქცევითი თერაპიის მამას“.[37]
სწორედ ამ ორმა თერაპიამ, რაციონალურ-ემოციურმა თერაპიამ და კოგნიტურმა თერაპიამ დაიწყეს CBT-ის „მეორე ტალღა“, რომელიც აქცენტს კოგნიტურ ფაქტორებზე სვამდა.[32]
ქცევითი და კოგნიტური თერაპიების შერწყმა - CBT-ის მესამე ტალღა
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ადრეული ქცევითი მიდგომები წარმატებული იყო ბევრ ნევროზულ აშლილობაში, მათ მცირე წარმატება ჰქონდათ დეპრესიის მკურნალობაში.[26][27][38] ბიჰევიორიზმი კი თანდათან კარგავდა პოპულარობას კოგნიტური რევოლუციის გამო. ალბერტ ელისისა და აარონ ბეკის თერაპიულმა მიდგომებმა პოპულარობა მოიპოვა ქცევით თერაპევტებში, წარსულში ისეთი მენტალისტური ცნებების, როგორიცაა აზრები და კოგნიცია, უარყოფისდა მიუხედავად.[26] ეს ორივე სისტემა მოიცავდა ქცევით ელემენტებს და ინტერვენციებს, ძირითადი აქცენტით პრობლემებზე.
საწყის კვლევებში კოგნიტურ თერაპიას ხშირად უპირისპირებდნენ ქცევით მკურნალობას, რათა დაენახათ რომელი იყო ყველაზე ეფექტური. საწყის კვლევებში კოგნიტურ თერაპიას ხშირად უპირისპირებდნენ ქცევით მკურნალობას, რათა დაენახათ რომელი იყო ყველაზე ეფექტური. 1980-იან და 1990-იან წლებში კოგნიტური და ქცევითი ტექნიკები გაერთიანდა კოგნიტურ ქცევით თერაპიაში. ამ შერწყმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა პანიკური აშლილობის მკურნალობის წარმატებული განვითარება, დევიდ კლარკის მიერ ბრიტანეთში და დევიდ ბარლოუს მიერ შეერთებულ შტატებში.[27]
დროთა განმავლობაში, კოგნიტური ქცევითი თერაპია ცნობილი გახდა არა მხოლოდ როგორც თერაპია, არამედ როგორც გამაერთიანებელი ტერმინი ყველა ფსიქოთერაპიისთვის, რომელიც კოგნიციაზეა დაფუძნებული.[26] ეს თერაპიები მოიცავენ რაციონალურ-ემოციურ ქცევით თერაპიას (REBT), კოგნიტურ თერაპიას, მიღებისა და ვალდებულების თერაპიას, დიალექტიკურ ქცევით თერაპიას, მეტაკოგნიტურ თერაპიას, მეტაკოგნიტურ ტრენინგს, რეალობის თერაპიას/არჩევნის თეორიას, კოგნიტური დამუშავების თერაპიას, EMDR-ის(თვალის მოძრაობის დესენსიბილიზაცია და ხელახალი დამუშავება) და მულტიმოდალურ თერაპიას, მაგრამ არ შემოიფარგლებიან მარტო მათით.[26] ყველა ეს თერაპია არის კოგნიციასა და ქცევითზე დაფუძნებული ელემენტების ნარევი.
ქცევისა და კოგნიტური თერაპიების თეორიული და ტექნიკური საფუძვლების ეს შერწყმა წარმოადგენდა CBT-ის „მესამე ტალღას“.[39][32] მესამე ტალღის ყველაზე გამორჩეული თერაპიებია დიალექტიკური ქცევითი თერაპია და მიღებისა და ვალდებულების თერაპია.[32]
მესამე ტალღის მკურნალობის მიდგომების მზარდი პოპულარობის მიუხედავად, კვლევების მიმოხილვები ცხადყოფს, რომ არამესამე ტალღის CBT-ისა და მესამე ტალღის CBT-ის შორის, დეპრესიის მკურნალობის ეფექტურობაში, შესაძლოა არ იყოს განსხვავება.[40]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Association for Behavioral and Cognitive Therapies (ABCT)
- British Association for Behavioural and Cognitive Psychotherapies
- National Association of Cognitive-Behavioral Therapists
- International Association of Cognitive Psychotherapy დაარქივებული 2024-05-01 საიტზე Wayback Machine.
- Information on Research-based CBT Treatments
- Associated Counsellors & Psychologists CBT Therapists
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Bergin and Garfield's Handbook of Psychotherapy.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Cognitive behavior therapy: Basics and beyond (2nd რედ.), New York: The Guilford Press, 2011, pp. 19–20
- ↑ 3.0 3.1 "The New ABCs: A Practitioner's Guide to Neuroscience-Informed Cognitive-Behavior Therapy", Journal of Mental Health Counseling 37 (3): 206–20, 2015, , http://www.n-cbt.com/uploads/7/8/1/8/7818585/n-cbt_researchpacket_newabcsmanuscript_advancecopy.pdf. წაკითხვის თარიღი: 6 July 2016 დაარქივებული 15 August 2016[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ 4.0 4.1 "History of cognitive-behavioral therapy in youth", Child and Adolescent Psychiatric Clinics of North America 20 (2): 179–89, 2011, , PMID 21440849
- ↑ McKay D, Sookman D, Neziroglu F, Wilhelm S, Stein DJ, Kyrios M, et al. (February 2015). „Efficacy of cognitive-behavioral therapy for obsessive-compulsive disorder“. Psychiatry Research. 225 (3): 236–246. doi:10.1016/j.psychres.2014.11.058. PMID 25613661. S2CID 1688229.
- ↑ Zhu Z, Zhang L, Jiang J, Li W, Cao X, Zhou Z, et al. (December 2014). „Comparison of psychological placebo and waiting list control conditions in the assessment of cognitive behavioral therapy for the treatment of generalized anxiety disorder: a meta-analysis“. Shanghai Archives of Psychiatry. 26 (6): 319–331. doi:10.11919/j.issn.1002-0829.214173. PMC 4311105. PMID 25642106.
- ↑ Agras WS, Bohon C (May 2021). „Cognitive Behavioral Therapy for the Eating Disorders“. Annual Review of Clinical Psychology. 17 (1): 417–438. doi:10.1146/annurev-clinpsy-081219-110907. PMID 33962536. S2CID 233998712.
- ↑ Powell K (16 December 2021). „Searching for a better treatment for eating disorders“. Knowable Magazine (ინგლისური). doi:10.1146/knowable-121621-1. ციტირების თარიღი: 23 December 2021.
- ↑ APA Div. 12 (Society of Clinical Psychology). What is Cognitive Behavioral Therapy?. American Psychological Association. ციტირების თარიღი: 10 May 2021
- ↑ Johansson R, Andersson G (July 2012). „Internet-based psychological treatments for depression“. Expert Review of Neurotherapeutics. 12 (7): 861–9, quiz 870. doi:10.1586/ern.12.63. PMID 22853793. S2CID 207221630.
- ↑ David D, Cristea I, Hofmann SG (29 January 2018). „Why Cognitive Behavioral Therapy Is the Current Gold Standard of Psychotherapy“. Frontiers in Psychiatry. 9: 4. doi:10.3389/fpsyt.2018.00004. PMC 5797481. PMID 29434552.
- ↑ Hofmann SG, Asmundson GJ, Beck AT (June 2013). „The science of cognitive therapy“. Behavior Therapy. 44 (2): 199–212. doi:10.1016/j.beth.2009.01.007. PMID 23611069.
- ↑ 13.0 13.1 Psychology (2nd რედ.), New York: Worth Pub, 2010, pp. 600
- ↑ Brewin CR (1996). „Theoretical foundations of cognitive-behavior therapy for anxiety and depression“. Annual Review of Psychology. 47: 33–57. doi:10.1146/annurev.psych.47.1.33. PMID 8624137.
- ↑ Gartlehner G, Wagner G, Matyas N, Titscher V, Greimel J, Lux L, et al. (June 2017). „Pharmacological and non-pharmacological treatments for major depressive disorder: review of systematic reviews“. BMJ Open. 7 (6): e014912. doi:10.1136/bmjopen-2016-014912. PMC 5623437. PMID 28615268.
- ↑ McGuire JF, Piacentini J, Brennan EA, Lewin AB, Murphy TK, Small BJ, Storch EA (March 2014). „A meta-analysis of behavior therapy for Tourette Syndrome“. Journal of Psychiatric Research. 50: 106–112. doi:10.1016/j.jpsychires.2013.12.009. PMID 24398255.
- ↑ Davidson K, Tyrer P, Gumley A, Tata P, Norrie J, Palmer S, et al. (October 2006). „A randomized controlled trial of cognitive behavior therapy for borderline personality disorder: rationale for trial, method, and description of sample“. Journal of Personality Disorders. 20 (5): 431–449. doi:10.1521/pedi.2006.20.5.431. PMC 1847748. PMID 17032157.
- ↑ Treatment for Adolescents With Depression Study (TADS) Team. Fluoxetine, Cognitive-Behavioral Therapy, and Their Combination for Adolescents With Depression: Treatment for Adolescents With Depression Study (TADS) Randomized Controlled Trial. JAMA. 2004; 292(7):807–20. doi:10.1001/jama.292.7.807
- ↑ Baardseth TP, Goldberg SB, Pace BT, Wislocki AP, Frost ND, Siddiqui JR, et al. (April 2013). „Cognitive-behavioral therapy versus other therapies: redux“. Clinical Psychology Review. 33 (3): 395–405. doi:10.1016/j.cpr.2013.01.004. PMID 23416876.
- ↑ Shedler J (2010). „The efficacy of psychodynamic psychotherapy“ (PDF). The American Psychologist. 65 (2): 98–109. CiteSeerX 10.1.1.607.2980. doi:10.1037/a0018378. PMID 20141265. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 9 August 2017. ციტირების თარიღი: 26 October 2017.
- ↑ Barth J, Munder T, Gerger H, Nüesch E, Trelle S, Znoj H, et al. (2013). „Comparative efficacy of seven psychotherapeutic interventions for patients with depression: a network meta-analysis“. PLOS Medicine. 10 (5): e1001454. doi:10.1371/journal.pmed.1001454. PMC 3665892. PMID 23723742.
- ↑ Donald Robertson (2010). The Philosophy of Cognitive-Behavioural Therapy: Stoicism as Rational and Cognitive Psychotherapy. London: Karnac, გვ. xix. ISBN 978-1-85575-756-1.
- ↑ (1979) Cognitive Therapy of Depression. New York: Guilford Press, გვ. 8. ISBN 978-0-89862-000-9.
- ↑ (2006) Personality theories, 7th, Boston: Houghton Mifflin Company, გვ. 424.
- ↑ (1995) An intellectual history of psychology, 3rd, Madison, WI: University of Wisconsin Press.
- ↑ 26.00 26.01 26.02 26.03 26.04 26.05 26.06 26.07 26.08 26.09 (2007) Clinical psychology, 7th, Belmont, CA: Thomson/Wadsworth.
- ↑ 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 27.5 (1997) „The evolution of cognitive behaviour therapy“, Science and practice of cognitive behaviour therapy. Oxford: Oxford University Press, გვ. 1–26. ISBN 978-0-19-262726-1.
- ↑ Jones MC (1924). „The Elimination of Children's Fears“. Journal of Experimental Psychology. 7 (5): 382–390. doi:10.1037/h0072283.
- ↑ 29.0 29.1 29.2 (2008) Current psychotherapies, 8th, Belmont, CA: Thomson Brooks/Cole.
- ↑ Eysenck HJ (October 1952). „The effects of psychotherapy: an evaluation“. Journal of Consulting Psychology. 16 (5): 319–324. doi:10.1037/h0063633. PMID 13000035.
- ↑ Kelly H (26 March 2020). „Desperately Seeking Hope and Help for Your Nerves? Try Reading 'Hope and Help for Your Nerves'“. The New York Times. New York Times. ციტირების თარიღი: 21 January 2021.
- ↑ 32.0 32.1 32.2 32.3 (2008) „Behavior therapy“, Current psychotherapies, 8th, Belmont, CA: Thomson Brooks/Cole, გვ. 63–106.
- ↑ 33.0 33.1 (2008) „Adlerian psychotherapy“, Current psychotherapies, 8th, Belmont, CA: Thomson Brooks/Cole, გვ. 63–106.
- ↑ (2008) „Rational emotive behavior therapy“, Current psychotherapies, 8th, Belmont, CA: Thomson Brooks/Cole, გვ. 63–106.
- ↑ The truth is indeed sobering A Response to Dr. Lance Dodes (Part Two). Detroit Legal News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 16 May 2020
- ↑ 36.0 36.1 36.2 (2004) Emotions: A brief history. Malden, MA: Blackwell Publishing, გვ. 53.
- ↑ Folsom, Timothy D., et al. (2016). "Profiles in history of neuroscience and psychiatry." The Medical Basis of Psychiatry. Springer, New York. pp. 925–1007.თარგი:ISBN?
- ↑ (1997) Behavior therapy: Concepts, procedures, and applications, 2nd, Boston, MA: Allyn & Bacon.
- ↑ Hayes SC, Hofmann SG (October 2017). „The third wave of cognitive behavioral therapy and the rise of process-based care“. World Psychiatry. 16 (3): 245–246. doi:10.1002/wps.20442. PMC 5608815. PMID 28941087.
- ↑ Hunot V, Moore TH, Caldwell DM, Furukawa TA, Davies P, Jones H, et al. (Cochrane Common Mental Disorders Group) (October 2013). „'Third wave' cognitive and behavioural therapies versus other psychological therapies for depression“. The Cochrane Database of Systematic Reviews (10): CD008704. doi:10.1002/14651858.CD008704.pub2. PMID 24142844. S2CID 1872743.