აგრესია
აგრესია (ლათ. aggressio — თავდასხმა) — ქცევა ან განზრახვა ქცევის, რომელიც ზიანს აყენებს სხვას.
აგრესიის განმარტებები
რედაქტირებააგრესია-სპეციფიკურად ორიენტირებული ქცევა, მიმართული ყველა იმ დაბრკოლების მოსაცილებლად ან დასაძლევად, რომელიც ფიზიკური და\ან ფსიქიკური ორგანიზმის მთლიანობას უქმნის საფრთხეს (Valzeli, L) აგრესიის მოტივად გვევლინება ისეთი ზიანის მიყენება სხვისთვის ან სხვისი ინტერესებისთვის,რომელიც უკუაგდებს ფრუსტრაციის წყაროს.შედეგად კი სასიამოვნო ემოციურ ძვრას ელის.სწორედ ასეთი ძვრის მიღწევა არის აგრესიით მოტივირებული ქცევის მიზანი (Kornadt)
აგრესიის ფორმები
რედაქტირებაჰერმან ფეშბახმა განასხვავა ექსპრესიული, მტრული და ინსტრუმენტული აგრესია. ექსპრესიული აგრესია-რისხვისა და სიბრაზის ემოციათა აფეთქება, რომელიც არ არის მინანმიმართული და სწრაფად განიმუხტება.ამასთან ფრუსტრაციის გამომწვევის მიმართ ზიანის მიყენება არ ხდება.
მტრული აგრესია- სხვისთვის ზიანის მიყენების განზრახვასა და ამ განზრახვის ქცევაში გამოხატვას გულისხმობს. ინსტრუმენტული აგრესია_აქ აგრესია საშუალებაა მიზნის მისაღწევად. მიზნის სპეციფიკიდან გამომდინარე გამოიყოფა ინდივიდუალურად და სოციალურად მოტივირებული აგრესია. ერთ შემთხვევაში აგრესია ინდივიდუალური მიზნის მისაღწევად გამოიყენება(მგ.კალათბურთელის თამაშის სტილი.მიზანი გამარჯვება,მედლის მიღებაა. მეორე სოციუმის მიერ გაზიარებული მიზნის მიღწევას ემსახურება(მგ. პოლიციელის აგრესიული ქცევა, რომელიც ტერორიზმის აღკვეთას ცდილობს).
აგრესიის ამხსნელი თეორიები
რედაქტირებააგრესიის ასახსნელად შემუშავებული მრავალი თეორია არსებობს.პირველი ფროიდის მიერ შემოთავაზებული აგრესიის ინსტინქტ-თეორია იყო.
ინსტინქტ-თეორიები
რედაქტირებაზიგმუნდ ფროიდის(ეს მიდგომა აქტუალური იყო 1905,1930 წლებში) მიერ შემოთავაზებული თეორია აგრესიული ქცევის მიზეზს თანდაყოლილ ინსტინქტებში ხედავს.აქ აგრესია განხილულია, როგორც მყარი პიროვნული დისპოზიცია.რასაც ფროიდმა მოგვიანებით სიკვდილის ინსტინქტი უწოდა. ამავე მიმართულებას ეკუთვნის მაკ-დუგალის შეხედულებაც. მის მიერ გამოყოფილ 12 ბაზისურ ინსტინქტს შორის გვხვდება აგრესიულობის ინსტინქტი, შესაბამისი ემოციით-რისხვა.
1963 წელს კონრად ლორენცი ამბობს, რომ ადამიანების და ცხოველების ორგანიზმში მუდმივად ხდება აგრესიული ინსტინქტის შესაბამისი ენერგიის დაგროვება მანამ, სანამ გამშვები გამღიზიანებლი ზემოქმედებით, არ მოხდება ამ ენერგიის გამონთავისუფლება-აგრესიულ ქცევაში გამოხატვა.
ფრუსტრაცია-აგრესიის თეორია
რედაქტირებადოლარდის და მისი კოლეგების მიერ შემოთავაზებული თეორია (1939 წელი)მიიჩნევს რომ აგრესია არა ორგანიზმში არსებული სწრაფვაა, რომელიც ავტომატურად აქტიურდება, არამედ ფრუსტრაცია იწვევს აგრესიის ინსტინქტის გააქტიურებას. აგრესიის ინსტინქტი კი აგრესიული ქცევის გამომწვევი ხდება. ამ თეორიის ორი ძირითად პოსტულატია: 1.ყველა სახის აგრესია მოსდევს ფრუსტრაციას და 2. ყველა სახის ფრუსტრაცია იწვევს აგრესიას.
სოციალური დასწავლის თეორიები
რედაქტირება1962 წელს ლ. ბერკოვიცი იზიარებდა ფრუსტრაცია-აგრესიის თეორიას, თუმცა მან გამოყო ისეთი შუალედური ცვლადები, როგორიცაა რისხვა და გამშვები გამღიზიანებლები. ფრუსტრაცია იწვევს რისხვის ემოციის აღმოცენებას. ფრუსტრაციის წყაროსთან უშუალოდ და აზრობრივად დაკავშირებული გამშვები გამღიზიანებლების ზემოქმედება კი რისხვას აგრესიული ქცევის სახით გამოავლენს.(თუმცა შემდგომ ბერკოვიცმა შეცვალა თავისი შეხედულება და აღნიშნა, რომ რისხვამ გამშვები გამღიზიანებლების ზემოქმედების გარეშეც შეიძლება გამოიწვიოს აგრესიული ქცევა)
მეორე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ამ თეორიებისა არის ალბერტ ბანდურა.მისი აზრით რისხვა მხოლოდ ემოციური ზღვრის მდგომარეობაა, რომელიც არც აუცილებელი და არც საკმარისია წინაპირობაა აგრესიის. ბანდურას თეორიულ კონცეფციაში ერთიანდება დასწავლის თეორია და მოტივაციის კოგნიტური თეორია. შესაბამისად ქცევა განისაზღვრება მოქმედების ნავარაუდევი შედეგის მიმზიდველობით. ნეგატიური განცდა ან მოსალოდნელი, მიმზიდველი შედეგები იწვევს ემოციურ აღძვრას ან განმტკიცების მოტივაციას.რაც თავის მხრივ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ტიპის ქცევაში ვლინდება; დაქვემდებარება, მიღწევა, უკან დახევა-იმედგაცრუება, აგრესია, ფსიქოსომატური რეაქციები, თვითდამშვიდება, პრობლემის კონსტრუქციული გადაწყვეტა.
ჯგუფთაშორის აგრესია
რედაქტირებაჯგუფებს შორის აგრესიული დამოკიდებულების, აგრესიული ქცევის მიზეზი შერიფის მიხედვით არასაკმარისი რესურსები და შეჯიბრებითობაა.თუმცა ასევე გამოიყოფა სხვადასხვა სახის ატიტუდები, რომლებიც კონფლიქტებს იწვევს.(კოგნიტური სიძუნწე, ილუზორული კორელაცია, ეთნოცენტრიზმი) კოგნიტური სიძუნწე- სურვილი სამყარო დაყო ორ, "ჩვენ" და "ისინი", ჯგუფად. ამასთან ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავების მაქსიმუმამდე გაზრდა, ხოლო ჯგუფებს შიგნით განსხვავების მინიმუმადე დაყვანა ხდება.
ილუზორული კორელაცია_ვლინდება სხვების ცუდ მახასიათებლებზე აქცენტის გაკეთებასა და კარგის ვერ შემჩნევაში მაშინ, როდესაც ჩვენც ასევე ვიქცევით.ამასთან ილუზორული კორელაციის ეფექტი უფრო იზრდება თუ ჯგუფის განმასხვავებელი მახასიათებელი უარყოფითია. ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა_სხვათა წარმატება შემთხვევითობად წარუმატებლობა კი მათ დამსახურებად აღიქმება მაშინ, როდესაც ჩვენი წარმატების მიზეზად ჩვენს თავს ვასახელებთ, ჩვენს წარუმატებლობას კი შემთხვევითობად ვთვლით.
ეთნოცენტრიზმი_საკუთარი ჯგუფის გადაფასება და ამ პოზიციიდან სხვა ჯგუფის უარყოფითად შეფასება. ამ ფენომენის ახსნა ნაცადია სოციალური იდენტობის თეორიით.ადამიანები საკუთარი თავის გაიგივებას ახდენენ უახლოეს ჯგუფთან.შესაბამისად თვითპატივისცემის,დადებითი იდენტობის შესანარჩუნებლად, თვითონ ჯგუფის გადაფასება ხდება.
იმისათვის, რომ ჯგუფებს შორის აგრესიული ქცევა გამოვლინდეს ატიტუდების არსებობასთან ერთად ადგილი უნდა ჰქონდეს შეფარდებით დეპრივაციას- უსამართლობის განცდას ჯგუფის დონეზე, რომელიც მაშინ აღმოცენდება, როდესაც ადამიანების მიერ გაღებული წვლილი და მოლოდინი არ შეესაბამება მიღებულ შედეგს. ამასთან სათანადოდ მომწიფებული სიტუაციის არსებობა გადამწყვეტი ფაქტორია ჯგუფებს შორის კონფლიქტის აღმოცენებისთვის.
ჯგუფთაშორის კონფლიქტის რეგულირება
რედაქტირებაკონფლიქტის დარეგულირების ყველაზე ეფექტურ სტრატეგიად მიიჩნევა შერიფის მიერ შემოთავაზებული კოოპერაციული სტრატეგია. მაშინ, როდესაც დაპირისპირებული ჯგუფები ინდივიდუალური, განსხვავებული მიზნებისთვის ებრძვიან ერთმანეთს, საერთო მიზნის დასახვა, კოოპერაციული მოქმედებისკენ სტიმულირება აგრესიული იმპულსის ჩაქრობას უწყობს ხელს.
ოსგუდმა შეიმუშავა თანმიმდევრული და საპასუხო დათმობის მეთოდი(GRIT). ეს მეთრულება, განცხადებული, დათმობის გამომხატველი ქცევის. 3.მეორე მხარის თანამსრომლობისკენ გამოწვევა ხდება. შესაძლოა საპირისპირო მხარის მიერ სკეპტიკურად აღიქმებოდეს ეს დათმობები, თუმცა ჯგუფი მაინც აგრძელებს არჩეულ გზას. 4.საპირისპირო მხარის მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი დათმობის აღნიშნვა. მოწოდება შემდგომი დათმობებისკენ. 5.ინიციატორ ჯგუფს შეაქვს მრავალფეროვნება მის მიერ განხორციელებულ დათმობები. 6.ინიციატორი ჯგუფი განამტკიცებს საპასუხო მოქმედებათა შესაძლებლობას, თუკი საპირისპირო მხარე გაამწვავებს სიტუაციას.ყოველი საპასუხო ქმედება უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმის ინტენსივობას.