მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა (მპა), აგრეთვე ცნობილი როგორც ემოციურად არასტაბილური პიროვნების აშლილობა, არის გრძელვადიანი პათოლოგიური ქცევების პატერნი, რომელიც ხასიათდება ხალხთან არასტაბილური ურთიერთობით, საკუთარი თავის არასტაბილური აღქმითა და არასტაბილური ემოციებით.[3][4] მათ ხშირად ახასიათებთ მიტოვების შიში, ხშირად გამოვლენილი საშიში ქცევები, სიცარიელის გრძნობა და თვითდაზიანება. სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს თითქოსდა ჩვეულებრივმა მოვლენებმა.[3] ქცევები, ძირითადად, იწყება ადრეული ახალგაზრდობიდან და ვრცელდება სხვადასხვა სიტუაციებში.[4] ნარკოდამოკიდებულება, დეპრესია, კვებითი აშლილობები ხშირად არის დაკავშირებული მპა-სთან.[3] მპა-ს მქონე პირების დაახლოებით 10% თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.[3][4]
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა | |
---|---|
„სასოწარკვეთა“, ავტორი ედვარდ მუნკი (1894), რომელსაც, სავარაუდოდ, ჰქონდა მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა[1][2] | |
დარგი | ფსიქიატრია |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
ICD-10 | F60.3 |
ICD-9 | 301.83 |
MedlinePlus | 000935 |
Patient UK | მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა |
MeSH | D001883 |
მპა-ს გამომწვევი მიზეზები ბუნდოვანია, თუმცა ითვლება, რომ გავლენა აქვს გენეტიკას, ტვინს, გარემოსა და სოციალურ ფაქტორებს. ეს დაავადება ხუთჯერ უფრო ხშირად გვხვდება ისეთ ადამიანებში, რომელთაც ჰყავთ იმავე დაავადების მქონე ახლო ნათესავი.[3] ასევე, შეიძლება იქონიოს გავლენა საზიანო ცხოვრების სტილმაც. მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა განსაზღვრულია, როგორც პიროვნების აშლილობა ფსიქიკური დარღვევების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM).[4] დიაგნოზს სვამენ სიმპტომებზე დაფუძნებით, თუმცა ასევე ატარებენ სამედიცინო ტესტებს სხვა პრობლემების გამოსარიცხად.[3]
მპა-ს მკურნალობის კურსი, ძირითადად, მოიცავს თერაპიას, როგორიცაა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია. აღმოჩნდა , რომ დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპია ამცირებს თვითმკვლელობის რისკს. თერაპია შეიძლება იყოს ერთი-ერთზე, ან ჯგუფური. მიუხედავად იმისა, რომ მპა მედიკამენტურად ვერ იკურნება, მედიკამენტები შეიძლება გამოვიყენოთ სიმპტომების კონტროლისათვის.[3]
ნიშნები და სიმპტომები
რედაქტირებამოსაზღვრე პიროვნების აშლილობა ხასიათდება მომდევნო ნიშნებითა და სიმპტომებით:
- იდენტურობის აშკარა დარღვევა
- რეალური, ან წარმოსახვითი მიტოვების თავიდან აცილების გააფთრებული მცდელობები და საგანგებო რეაქციები
- გახლეჩა (შავ-თეთრი წარმოსახვა ყველაფერზე)
- ძლიერი იმპულსურობა
- ძლიერი, ან არაკონტროლირებადი ემოციური რეაქციები, რომელნიც ხშირად არაპროპორციულნი ჩანან კონკრეტულ სიტუაციაში
- არასტაბილური და ქაოტური ინტერპერსონალური ურთიერთობები
- თვითდამაზიანებელი ქცევა
- მრუდე წარმოდგენა საკუთარ თავზე[3]
- დისოციაცია
- ხშირად თანმხლებია დეპრესია, შფოთვა, სიბრაზე, ნარკოდამოკიდებულება და სიშმაგე
მპა-ს ყველაზე განმასხვავებელი სიმპტომებია: კრიტიკისა და მიუღებლობისადმი განსაკუთრებული მგრძნობიარობა და მიტოვების განსაკუთრებული შიში.[5] მპა-ს მახასიათებლებია: ხალხთან ურთიერთობაში განსაკუთრებული მგრძნობელობა, ემოციების კონტროლის სირთულე და იმპულსურობა. სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: საკუთარ პიროვნებაში, მორალში, ფასეულობებში დაურწმუნებლობა; პარანოიდალური ფიქრები სტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას; დისოციაცია და დეპრესონალიზაცია; საშუალოდან მძიმე შემთხვევებში, სტრესის მიერ გამოწვეული რეალობასთან შეხების დაკარგვა, ან ფსიქოზური მდგომარეობა
ემოციები
რედაქტირებამპა-ს მქონე ადამიანები ემოციებს გრძნობენ სხვებზე უფრო მეტად , უფრო ღრმად და ხანგრძლივად ავითარებენ მას.[6][7] შესაძლებელია, რომ ემოციები არაერთხელ დაბრუნდეს და დარჩეს დიდი ხნით.[7] ამის შედეგად, მპა-ს მქონე ხალხს შეიძლება დასჭირდეს უფრო დიდი ხანი იმისათვის, რომ დაუბრუნდნენ სტაბილურ ემოციურ საწყისს ძლიერი ემოციების განცდის შემდეგ.[8] მპა-ს მქონე ადამიანები ხშირად ახდენენ სხვათა იდეალიზაციას და დევალვაციას.[9]
მარშა ლაინჰანის თანახმად, მპა-იანი ხალხის ემოციურ მგრძნობიარობას, მათი ინტენსიურობასა და ხანგრძლივობას შეიძლება ჰქონდეს, როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური ეფექტები.[8] მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის მქონე ხალხი ხშირად არის განსაკუთრებული ენთუზიაზმით სავსე, იდეალისტური, მხიარული და მოსიყვარულე. თუმცა, ისინი შეიძლება უარყოფითმა ემოციებმა წალეკონ (შფოთვა, დეპრესია, სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობები და სხვ.), ამის გამო ისინი განიცდიან უკიდურეს სევდას მოწყენილობის ნაცვლად, უკიდურეს სირცხვილსა და დამცირებას მსუბუქი სირცხვილის ნაცვლად, განრისხებას უბრალო წყენის ნაცვლად და პანიკას უბრალო ნერვიულობის ნაცვლად.[10]
მპა-ს მქონე ხალხი ასევე გამორჩეულად სენსიტიურები არიან მიუღებლობის, კრიტიკულობის, იზოლაციისა და მარცხის აღქმის მიმართ.სხვა ფსიქოლოგიური ადაპტაციის მექანიზმების პოვნამდე მათმა მცდელობამ ნეგატიური ემოციების კონტროლისთვის, ან თავიდან არიდებისთვის შეიძლება მიიყვანონ ემოციურ იზოლაციამდე, თვითდაზიანებამდე, ან თვითმკვლელობამდე. ისინი ხშირად აცნობიერებენ, რომ მათი ნეგატიური ემოციები განსაკუთრებით გამძაფრებულია, თუმცა იმის გამო, რომ მათი კონტროლი არ შეუძლიათ, ამჯობინებენ ეს ემოციები მთლიანად ჩაკლან საკუთარ თავში. ეს ქცევა მეტად საზიანოა, რადგან ნეგატიური ემოციები ხალხს საშუალებას აძლევს გააცნოებიერონ, რომ ისინი პრობლემატურ სიტუაციაში იმყოფებიან, რაც ,თავის მხრივ, მათ უბიძგებს, რომ ეს პრობლემატური სიტუაცია გადაჭრან, ხოლო ემოციების ჩაკვლის შემთხვევაში ეს აღარ ხდება.[8]
თუმცა, მპა-ს მქონე ხალხი სიხარულს ინტენსიურად განიცდის, მათ მიდრეკილება აქვთ დისფორიისკენ, დეპრესიისკენ და სხვა მენტალური, თუ ემოციური აშლილობებისკენ. ცნობილია, დისფორიის ოთხი კატეგორია, რომელიც ახასიათებს ამ აშლილობას: მძაფრი ემოციები, გამანადგურებლობა, ან თვითგამანადგურებლობა, იდენტურობის დაყოფილად, ან საერთოდ არმქონედ აღქმა და თავის მსხვერპლად წარმოდგენა. ამ კატეგორიების გათვალისწინებით, მპა-ს დიაგნოზი ძლიერაა დაკავშირებული სამ ძირითად მდგომარეობასთან: თავის მოღალატედ გრძნობა, 'ვგრძნობ, თითქოს საკუთარი თავის ტკივილი მინდა' და გრძნობა თითქოს კონტროლი დაკარგა. იმის გამო, რომ დიდი სხვადასხვაობაა დისფორიის ტიპებს შორის, რომელსაც მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის მქონე ხალხი განიცდის, უბედურების სიხშირე ამ აშლილობის კარგი ინდიკატორია.[11]
ინტენსიური ემოციების გარდა, მპა-ს მქონე ხალხს ახასიათებს ემოციური არასტაბილურობა, მათი ხასიათი ხშირად ირყევა ბრაზიანობასა და შფოთვას შორის , დეპრესიასა და შფოთვას შორის.[12]
ქცევა
რედაქტირებახშირია ისეთი იმპულსური ქცევა, როგორიცაა: ნარკოტიკული, ან ალკოჰოლური დამოკიდებულება, ჭამის აშლილობები, დაუცველი სექსი, ან ბევრ პარტნიორთან სექსუალური ურთიერთობა, ფულის უგუნურად ხარჯვა და მანქანის უგუნურად მართვა.[13] იმპულსური ქცევა ასევე შეიძლება გამოიხატებოდეს მოულოდნელად სამსახურიდან წამოსვლით, ან რომანტიკული ურთიერთობის დამთავრებით, სახლიდან გაქცევთ და თვითდაზიანებით.[14]
მპა-ს მქონე ხალხი იმპულსურად იქცევიან იმიტომ, რომ ეს მათ დაუყოვნებლივ ათავისუფლებს ემოციური ტკივილისგან.[14] თუმცა, შემდგომ ისინი გრძნობენ მომატებულ ტკივილს, რაც გამოწვეულია სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობისგან.[14] ციკლი ხშირად იწყება იმით, რომ ისინი განიცდიან ემოციურ ტკივილს, იქცევიან რა იმპულსურად, რათა ამ ტკივილისგან გათავისუფლდნენ, რასაც მოყვება სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა იმპულსურობის გამო, რაც, თავის მხრივ, უფრო ძლიერ იმპულსურ სურვილებს აჩენს, რათა ეს გაძლიერებული ტკივილი მოიცილონ.[14] დრო და დრო იმპულსური ქცევა შეიძლება გადავიდეს გაუაზრებელ ქცევაში, რომელიც ყოველი ემოციური ტკივილის დროს განხორციელდება.[14]
თვითდაზიანება და თვითმკვლელობა
რედაქტირებათვითდაზიანებასა და თვითმკვლელობაზე ფიქრი DSM-ის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ამ დიაგნოზისთვის.[4] ამ აშლილობისას თვითმკვლელობის რისკი 3-10%-მდე მერყეობს.[5][15] არსებობს მტკიცებულება, რომ კაცები, რომელთაც აქვთ მპა დაახლოებით ორჯერ უფრო მოსალოდნელია, რომ თავს მოიკლავენ ,ვიდრე ქალები.[16] ასევე, არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ კაცების საკმაო რაოდენობას,რომელთაც თავი მოიკლეს,არ ჰქონდა მპა-ს დიაგნოზი.[17]
თვითდაზიანება, როგორიცაა საკუთარი თავის დასახიჩრება, ხშირია და ხდება თვითმკვლელობის სურვილის დამოუკიდებლად.[3][18][19] არასუიციდალური თვითდაზიანებისა (ასთდ) და თვითმკვლელობის მიზეზები ხშირად განსხვავდებიან.[20] მპა-ს მქონე ხალხის დაახლოებით 70% თავს იზიანებს თვითმკვლელობის მცდელობის გარეშე.[21] ასთდ-ს მიზეზი შეიძლება იყოს: აგრესიის გამოხატვა, თვითდასჯა, ნორმალური ემოციების გაჩენა (ხშირად დისოციაციის დროს) და ემოციური ტკივილისა, ან რთული გარემოებებისგან თავის გართობის მიზნით.[20] ამასთან შედარებით, თვითმკვლელობისას მათ, ძირითადად, ამოძრავებთ რწმენა, რომ სხვები მათი სიკვდილის შემდეგ უკეთ იქნებიან.[20] ორივე შემთხვევაში, სუიციდალური და არასუიციდალური თვითდაზიანებია ნეგატიური ემოციების საპასუხოა.[20]
სექსუალურმა ძალადობამ შეიძლება ძლიერი გავლენა იქონიოს მოზარდებში შემდგომ სუიციდალურ ქცევაზე რომელსაც ტენდენცია აქვს მპა-სკენ.[22]
თვითობის განცდა
რედაქტირებამპა-ს მქონე ხალხს ხშირად პრობლემა ექმნებათ საკუთარი იდენტობის წარმოდგენისას. მათ განსაკუთრებული პრობლემა აქვთ, გადაწყვიტონ რას აფასებენ, რისი სწამთ, რა სიამოვნებთ ან ურჩევნიათ.[23] ისინი ხშირად გაურკვევლად არიან, რადგან ვერ წყვეტენ რა არის მათი მიზანი ურთიერთობებსა და სამსახურში. მათი ეს სირთულეები, რომ გაიგონ ვინ არიან და რა უნდათ ხშირად აჩენს დაკარგულობისა და სიცარიელის გრძნობებს.[23]
კოგნიციები
რედაქტირებახშირი ინტენსიური ემოციები მათ პრობლემას უქმნის კონცენტრაციაზე, რადგან ერთ საგანზე ყურადღებას ვერ აჩერებენ.[23] მათ ასევე ახასიათებთ დისოციაცია.[24] დისოციაცია ხშირად ხდება უსიამოვნო გარემოებების განცდის საპასუხოდ, ან უსიამოვნო მოგონებების გამო. დისოციაციის დროს გონებას ავტომატურად გადააქვს ყურადღება ამ მოვლენისგან, სავარაუდოდ იმისთვის რომ თავი დაიცვას ინტენსიური ემოციებისა და არასასურველი იმპულსური ქცევებისგან რაც სხვა შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოწვეული.[24]
თუმცა, გონების შესაძლებლობამ, რომ მოახდინოს არასასურველი ემოციების ბლოკირება, შეიძლება დროებით გათავისუფლდეს პრობლემისგან, მას ასევე შეიძლება მოჰყვეს არასასურველი გვერდითი მოვლენა რაც გამოიხატება სასურველი და ჩვეულებრივი ემოციების ბლოკირება ან დაჩლუნგება, რაც თავის მხრივ ადამიანს გაურთულებს ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების ქმედითობას.[24] ზოგჯერ სხვებისთვის შესამჩნევია, როცა მპა-ს მქონე ხალხი დისოციაციის მდგომარეობაშია, რადგან მათი სახისა და ვოკალური გამოხატულება ხდება ბლაგვი და უემოციო, ან შეიძლება დაბნეულები ჩანდნენ; თუმცა, ასევე შეიძლება სრულად შეუმჩნევლად ჩაიაროს დისოციაციის პერიოდმა.[24]
ქმედუუნარობა
რედაქტირებამპა-ს აკავშირებენ დაბალ ფუნქციონირებასთან და ქმედუუნარობასთან, მაშინაც კი, როდესაც სოციოეკენომიკური სტატუსი, სამედიცინო პირობები და ყველა ფსიქიატრიული აშლილობა კონტროლირდებოდა.[25] დამატებით, მპა-ს მქონე ქალებში უფრო გავრცელებულია ქმედითიუუნარობა ვიდრე მპა-ს მქონე კაცებში.[25] დამატებითი კვლევებია საჭირო, იმის გასარკვევად, თუ ეს სქესთანაა დაკავშირებული თუ სოციალურ პირობებთან, მაგრამ უფრო მეტი ქალს აქვს მპა-ს დიაგნოზი ვიდრე კაცს.[25]
გამომწვევი მიზეზები
რედაქტირებაროგორც სხვა ფსიქიკური აშლილობების შემთხვევაში, მპა-ს გამომწვევი მიზეზები ასევე რთულია და საერთო კონსენსუსი არ არსებობს.[26] მონაცემების თანახმად, მპა-ს შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს პოსტ-ტრამვატულ სტრესულ აშლილობასთან.[27] მკვლევარების უმეტესი ნაწილი თანხმდებიან, რომ ტრამვატული ბავშვობა შეიძლება დამატებითი ფაქტორი იყოს,[28] მაგრამ ისტორიულად ნაკლები ყურადღება ექცევა ისეთი მიზეზების გამოკვლევას, როგორებიცაა: თანდაყოლილი ტვინის ანომალია, გენეტიკა, ნეირობიოლოგიური ფაქტორები და გარემოებითი ფაქტორები გარდა ტრამვისა.[26][29]
სოციალურ ფაქტორებში შედის თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ ადრეულ ბავშვობაში მშობლებთან, მეგობრებთან და სხვა ბავშვებთან.[30] ფსიქოლოგიურ ფაქტორებში შეიძლება შედიოდეს ინდივიდის პიროვნება და ტემპერამენტი, რაც განისაზღვრება მათი გარემო ფაქტორებიდან და სტრესთან, ნასწავლი, ადაპტაციური მექანიზმებით.[30] შესაძლებელია, რამდენიმე ფაქტორმა ერთად იქონიოს გავლენა ამ აშლილილობის წარმოქმნაში.
დიაგნოზი
რედაქტირებამპა-ს დიაგნოზი ისმევა ფსიქიატრის მიერ კლინიკურ შეფასებაზე. საუკეთესო მეთოდია ადამიანს დიაგნოზის კრიტერიუმები ვანახოთ და ვთხოვოთ აღწერონ თუ რამდენად შეესაბამებათ ეს მახასიათებლები.[5] მპა-ს მქონე ხალხის დიაგნოზში აქტიურად ჩართვამ შესაძლებელია უფრო კეთილგანწყობულები გახადონ ისინი რომ ამ დიაგნოზს შეეგუონ.[5] თუმცა, ზოგ ფსიქიატრს ურჩევნია, რომ ამ დიაგნოზთან დაკავშირებული სტიგმისა ან იმის გამო რომ მპა დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა განუკურნებლად, თუმცა ძირითადად ითვლება, რომ უკეთესია საკუთარი დიაგნოზი იცოდნენ, რადგან ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ გაიგონ რომ მსგავსი პრობლემები სხვებსაც ჰქონდათ და შესაძლებელია ეფექტიანი მკურნალობა.[5]
ძირითადად, ფსიქოლოგიური შეფასება მოიცავს, პაციენტისთვის კითხვების დასმას იმის შესახებ თუ როდის დაიწყო და რამდენად მძიმეა მისი სიმპტომები, ისევე როგორც, სხვა ზოგადი შეკითხვები იმის შესახებ თუ რა გავლენა აქვთ ამ სიმპტომებს მის ზოგად ცხოვრების დონეზე. ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა ფიქრობს თუ არა პაცინენტს თვითმკვლელობაზე ან სხვების დაზიანებაზე და აქვს თუ არა ადგილი თვითდაზიანებას.[31] დიაგნოზი ისმება პაციენტის მოხსენებისა და თავად კლინიკოსის დაკვირვების საფუძველზე.[31] დამატებით კვლევაში შეიძლება შევიდეს, ფიზიკური და ლაბორატორიული ტესტები რათა გამოირიცხოს სიმპტომის სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზები.[31]
ICD-10 ამ აშლილობას განიხილავს, როგორც ემოციურად გაუწონასწორებელი პიროვნების აშლილობას და აქვს DSM-5-ის მსგავსი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები.[4]
DSM
რედაქტირებაპაციენტი უნდა აკმაყოფილებდეს 9 დან 5 კრიტერიუმს რათა დაესვას მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის დიაგნოზი.[32] DSM-5 მპა-ს მთავარ მახასიათებლებად განსაზღვრავს ინტერპერსონალური ურთიერთობების, თვით წარმოდგენისა და აფექტურობის არასტაბილურობით, ისევე როგორც, შესამჩნევად იმპულსური ქცევით.[32]
მარშა ლაინჰანის თანახმად, ბევრ ფსიქიატრს უჭირს მპა-ს დიაგნოზის დასმა DSM-5-ის გამოყენებით რადგან ეს კრიტერიუმები აღწერს ქცევების დიდ სხვადასხვაობას.[33] ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მან სიმპტომები დააჯგუფა 5 ძირითად კატეგორიად: ემოციები, ქცევა, ინტერპერსონალური ურთიერთობა, თვითობის შეგრძნება და კოგნიცია.[33]
ICD-10 ამ აშლილობას განსაზღვრავს როგორც მპა-ს მსგავს აშლილობას და მას უწოდებს ემოციურად არასტაბილური პიროვნების აშლილობას (F60.3) მისი ორი ქვეტიპი აღწერილია ქვემოთ.[34]
F60.30 იმპულსური ტიპი
რედაქტირებაქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ სამი უნდა არსებობდეს, და ერთ-ერთი აუცილებლად იყოს მეორე:
- აშკარა ტენდენცია მოულოდნელი და შედეგების გაუთვალისწებლად ქცევისკენ;
- აშკარა ტენდენცია ჩხუბის თავობისკენ და სხვებთან კონფლიქტისკენ განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი იმპულსური ქცევების შეჩერებას ან კრიტიკას ცდილობენ;
- ბრაზისა და ძალადობის "გამოხტომებისკენ" მიდრეკილება და შედეგობრივი ქცევების კონტროლის უუნარობა;
- ნებისმიერი იმ საქმის ხანგრძლივად გაგრძელება, რომელიც დაუყოვნებლივ ჯილდოს არ წარმოადგენს;
- არასტაბილური და ახირებული (იმპულსური, უცნაური) ხასიათი
F60.31 მოსაზღვრე ტიპი
რედაქტირებაF60.30 იმპულსური ტიპისის მინიმუმ სამი და დამატებით ორი შემდგომი სიმპტომებიდან:
- თვით წარმოდგენაში, მიზნებსა და უპირატესობებში გაურკვევლობა;
- არასტაბილურ, დაძაბულ ურთიერთობებში ჩაბმისკენ მიდრეკილება, რასაც ხშირად ემოციურ კრიზისამდე მიჰყავს;
- მიტოვების თავიდან ასაცილებლად გადაჭარბებული შრომა;
- ხშირი თვითდაზიანება ან თვითდაზიანების მუქარა;
- სიცარიელის ქრონიკული გრძნობა;
- აჩვენებს იმპულსურ ქცევას, როგორებიცაა, მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვა, ნარკოტიკების მოხმარება.[35]
ICD-10 ასევე წარმოადგენს ძირითად კრიტერიუმებს თუ რა წარმოადგენს პიროვნების აშლილობას.
მილონის ქვეტიპები
რედაქტირებათეოდორე მილონის თანახმად მოსაზღვრე პიროვნებას ოთხი სუბტიპი აქვს:
- ზნედაცემული - მოსაზღვრე პიროვნება, რომელსაც თან ახლავს აცილებადი პიროვნების თვისებები.
- ფიცხი - მოსაზღვრე პიროვნება, რომელსაც თან ახლავს პასიურ-აგრესიული პიროვნების თვისებები.
- იმპულსური - მოსაზღვრე პიროვნება, რომელსაც თან ახლავს თეატრალური ან ანტისოციალური პიროვნების თვისებები.
- თვით-დამანგრეველი - მოსაზღვრე პიროვნება, რომელსაც თან ახლავს დეპრესიული ან მაზოხისტური პიროვნების თვისებები.
შეცდომითი დიაგნოზი
რედაქტირებამპა-ს მცდარი დიაგნოზის დასმა შეიძლება მოხდეს ბევრი მიზეზის გამო. ერთ-ერთი ასეთი მიზეზია ის, რომ მპა-ს სიმპტომები ემთხვევა ისეთ აშლილობებს როგორებიცაა: დეპრესია, პოსტ-ტრამვატული სტრესული აშლილობა და ბიპოლარული აშლილობა. იმის გამო, რომ არასწორი დიაგნოზი შეიძლება დაისვას, მპა-ს მქონე ხალხი შეიძლება არასწორი მკურნალობის კურსს გაყვნენ.[36][37]
ოჯახური მდგომარეობა
რედაქტირებამპა-ს მქონე ხალხს მიდრეკილება აქვთ ოჯახის წევრებზე გაბრაზებასა და მათგან დაშორებულებას გრძნობდნენ.[5]
მათი მშობლები ხშირად ერთდროულად ზედმეტადაც ჩართულები არიან და ნაკლებადაც ოჯახურ ინტერაქციებში.[38] რომანტიკულ ურთიერთობებში, მპა დაკავშირებულია ქრონიკული სტრესისა და კონფლიქტების მაღალ დონესთან, რომანტიკული პარტნიორების დაბალ კმაყოფილებასთან, ოჯახურ ძალადობასთან, მოულოდნელ ფეხმძიმობასთან. თუმცა, ეს კავშირები შესაძლოა ზოგადად პიროვნების აშლილობებს დაუკავშირდეს.[39]
დიფერენციალური დიაგნოზი და კომორბიდულობა
რედაქტირებამპა-სთან კომორბიდული (თანამდევი) აშლილობები ხშირია. სხვა პიროვნების აშლილობებთან შედარებით, მპა-ს მქონე ხალხს უფრო დიდი შანსი აქვთ ასევე აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს შემდეგი დაავადებებისთვის:[40]
- ხასიათის აშლილობები; კლინიკური დეპრესიისა და ბიპოლარული აშლილობის ჩათვლით
- შფოთვითი აშლილობები; პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვითი აშლილობის და პოსტ-ტრამვატული სტრესული აშლილობის ჩათვლით
- სხვა პიროვნების აშლილობები
- ნივთიერებათა ავად გამოყენება
- კვებითი აშლილობები; ანორექსიისა და ბულიმიის ჩათვლით
- ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი[41]
- სომატური სიმპტომების აშლილობა
- დისოციაციური აშლილობები
ხასიათის აშლილობისას პიროვნების აშლილობის დიაგნოზი არ უნდა დაისვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტის ისტორია მხარს უჭერს პიროვნების აშლილობის არსებობას.
ხასიათის აშლილობები
რედაქტირებამპა-ს მქონე მრავალ ადამიანს ასევე აქვთ ხასიათის აშლილობები როგორებიცაა კლინიკური დეპრესია ან ბიპოლარული აშლილობა.[42] მპა-ს ზოგი მახასიათებელი ემთხვევა ხასიათის აშლილობებისას, რამაც შეიძლება უფრო გაართულოს დიაგნოზირება.[43][44][45] განსაკუთრებით ხშირია რომ დაისვას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი, როცა პაციენტს აქვს მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა ან პირიქით.[46] ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანში შესაძლოა გამოჩნდეს მპა-ს მახასიათებლები, როცა იგი მანიაკალურ ან დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ ეს მახასიათებლები გაქრეს როცა მისი ხასიათი ნორმას დაუბრუნდება.[47] ამის გამო, დიაგნოზის დასმამდე, ჯობს პაციენტის ხასიათის გაწონასწორებას დაველოდოთ.[47]
ერთი შეხედვით, მპა-ს ხასიათის არასტაბილურობა და ბიპოლარობისთვის დამახასიათებელი სწრაფი ხასიათის ცვლა ერთნაირი ჩანდეს.[48] გამოცდილი კლინიკოსებისთვისაც რთული შეიძლება გამოდგეს ამ ორი დაავადების ხასიათების მერყეობის გარკვევა თუ მას მპა-სთან მუშაობის გამოცდილება არ აქვს.[49] თუმცა არსებობს გარკვეული განსხვავებები.[46]
პირველი განსხვავება, ისაა, რომ ამ ორი დაავადებისთვის დამახასიათებელი ხასიათის მერყეობა გრძელდება განსხვავებული დროებით. ბიპოლარული აშლილობის მქონე ხალხისთვის, მანიისა და დეპრესიის ეპიზოდები, რომლებიც გრძელდება მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, ბევრად ხანგრძლივია ვიდრე მპა-ს მქონე ხალხისთვის დამახასიათებელი მერყეობა.[46] იმ შემთხვევაშიც, თუ ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანის ხასიათის რყევა უფრო სწრაფია ვიდრე ჩვეულებრივ, დეპრესიისა და მანიის პერიოდები გრძელდება მინიმუმ რამდენიმე დღეს, ხოლო მპა-ს შემთხვევაში ხასიათი შეიძლება რადიკალურად იცვლებოდეს წუთების და საათების განმავლობაში.[49] მიუხედავად იმისა, რომ მპა-ს იმპულსურობა და ეიფორია შეიძლება ჰგავდეს მანიაკალურ ეპიზოდს, ის მეტად მოკლეა იმისათვის რომ ასეთად კვალიფიცირდეს.[47][49]
მეორე განსხვავება, ისაა, რომ ბიპოლარული პიროვნების ხასიათზე გავლენა არ აქვს გარემო პირობებში ცვლილებებს, ხოლო მპა-ს ხასიათი შესაძლოა იცვლებოდეს გარემო პირობებთან ერთად.[47] რაშიც ის იგულისხმება, რომ ბიპოლარული პიროვნების დეპრესიას პოზიტიური მოვლენა ვერ შეცვლის, თუმცა იგივე შემთხვევაში, შესაძლოა, რომ მპა-ს დეპრესიული ხასიათი შეიცვალოს. ასევე, უსიამოვნო მოვლენა ბიპოლარული აშლილობისას მანიაკალური ეპიზოდით გამოწვეულ ეიფორიას ვერ დაასუსტებს, ხოლო მპა-ს შემთხვევაში კი დაასუსტებს.[47]
მესამე განსხვავება, ისაა, რომ მპა-ს მქონე ხალხი, ძირითადად, ეიფორიას განიცდიან სწრაფად ცვალებადი აზრებისა და დასუსტებული ძილის მოთხოვნილების გარეშე რაც ტიპურია ჰიპომანიისას.[47] თუმცა, მოგვიანებით 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა დაკავშირებულია ასევე ქრონიკულ ძილის პრობლემებთან როგორებიცაა ჩაძინების სირთულე, ხანგრძლივი ძილის სირთულე (ღამით ხშირად გაღვიძება) და ჩაფიქრებულ დროზე ადრე გაღვიძება.[50]
იმის გამო, რომ ამ ორ დაავადებას მსგავსი სიმპტომები აქვს, მპა მოიაზრებოდა ბიპოლარული აშლილობის სუსტ ფორმად.[51][52]
მკურნალობა
რედაქტირებამოსაზღვრე პიროვნების აშლილობის მკურნალობის ძირითადი კურსი არის ფსიქოთერაპია.[53] მკურნალობის კურსი უნდა მოერგოს ინდივიდის მოთხოვნილებებს, ვიდრე მპა-ს ზოგად დიაგნოზს. მედიკამენტები, ასევე ეხმარება კომორბიდული აშლილობების მკურნალობას როგორებიცაა დეპრესია და შფოთვა.[54] მოკლე ვადიან ჰოსპიტალიზაციას მკურნალობისთვის არანაირი დამატებითი ეფექტიანობა არ შესძენია.[55]
ფსიქოთერაპია
რედაქტირებაამ დროისათვის, მპა-ს სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება გრძელვადიანი ფსიქოთერაპია.[56] არსებობს მკურნალობის ექვსი ასეთი კურსი: დინამიკური დეკონსტრუქციული პსიქოთერაპია(დდპ)[57] მენტალიზირებაზე დაფუძნებული მკურნალობა, გადატანაზე ფოკუსირებული ფსიქოთერაპია, დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპია(დბტ), ზოგადი ფსიქიატრიული მართვა და სქემატური თერაპია.[5] მიუხედავად იმისა, რომ დბტ არის ყველაზე შესწავლილი თერაპია, ემპირიულ კვლევებზე დაფუძნებით აღმოჩნდა რომ გარდა სქემატური თერაპიისა ყველა სხვა ჩამოთვლილი თერაპია ეფექტიანია მპა-ს მკურნალობისთვის.[5]
ეპიდემიოლოგია
რედაქტირებამპა-ს გავრცელება თავდაპირველად ფასდებოდა როგორც ზოგადი მოსახლეობის 1-2% [58][59] და რომ ქალებში სამჯერ უფრო ხშირი იყო ვიდრე კაცებში.[60][61] თუმცა, 2008 წლის კვლევის თანახმად ზოგადი მოსახლეობის 5.9% ში ვრცელდება, ხოლო 5.6% კაცებისა და 6.2% ქალებისა.[62] კაცებსა და ქალებს შორის გავრცელების სხვაობა სტატისტიკურად უმნიშვნელო აღმოჩნდა.[62]
დავები
რედაქტირებამოწმობის ვალიდურობა და საიმედოობა
რედაქტირება1960 წლის შემდეგ ამ დაავადებიანი ხალხის საიმედოობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.[63] ორი პრობლემა, რამაც ეს სიტუაცია შექმნა არის დისოციაციის ეპიზოდები და რწმენა რომ ამ დაავადებას ხშირად თან სდევს ხშირი ტყუილები.
დისოციაცია
რედაქტირებამკვლევარები დაობენ, თუ რამდენად შეიძლება იქონიოს დისოციაციამ პიროვნების შესაძლებლობაზე, რომ წარსული მოვლენები ზუსტად გაიხსენონ. 1999 წლის კვლევის თანახმად ავტობიოგრაფიული მეხსიერების სპეციფიკურობა დასუსტებული იყო მპა-ს მქონე პაციენტებში.[64] მკვლევარებმა, ასევე აღმოაჩინეს, რომ პაციენტების მეხსიერება დაკავშირებული იყო დისოციაციის დონესთან.[64]
ტყუილი როგორც თვისება
რედაქტირებაზოგი თეორიტიკოსი დაობს რომ მპა-ს მქონე პაციენტები ხშირად იტყუებიან.[65] თუმცა, სხვები წერენ, რომ კლინიკურ პრაქტიკაში იშვიათად ხვდებიან მპა-ს მქონე პაციენტებთან ტყუილს.[65] მიუხედავად ამისა, ტყუილი არ არის დიაგნოსტიკური მპა-ს კრიტერიუმი.
მანიპულატორული ქცევა
რედაქტირებამანიპულატული ქცევა ზრუნვის მისაღებად მრავალი ფსიქიატრისა და DSM-4-TR-ს განმარტებით არის ერთ-ერთი განმსზაზღვრელი თვისება.[66] თუმცა, მარშა ლაინჰანი აღნიშნავს, რომ ასე ფიქრი ემყარება იმ აზრს რომ მპა-ს მქონე ხალხი გადმოსცემს თავის ინტენსიურ ტკივილს, თავს ვნებს ან თვითმკვლელობას ცდილობს ამას აკეთებენ სხვაზე ზეგავლენის მოსახდენად.[67] მათი ასეთი ქცევების შედეგი სხვებზე, ხშირად ძლიერი ემოციური რეაქცია ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან და თერაპევტისგან, იგულისხმება მათ განზრახვად.[67]
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მპა-ს მქონე ხალხს არ შეუძლიათ წარმატებულად აკონტროლონ თავიანთი მტკივნეული ემოციები და ინტერპერსონალური პრობლემები, მათი ტკივილის ხშირი გამოხატვა, თვითდაზიანება და სუიციდალური ქცევა, შესაძლებელია წარმოადგენდეს ხასიათის რეგულაციის ან გაქცევის მექანიზმს ისეთი სიტუაციებიდან, რომლებიც აუტანელი ჩანს.[68] ლაინჰანი აღნიშნავს, რომ თუ, მაგალითად, დამწვრობის მსხვერპლს წამალზე წვდომას შევუზღუდავთ, რაც მათ ინტენსიური ტკივილის მსხვერპლს გახდის, ისინი ასევე დაიწყებენ 'ყურადღების ძებნას' და გამოავლენენ თვით გამანადგურებელ ქცეცევას იმისათვის რომ ტკივილს შეეგუონ.[69]
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობობასთან დაკავშირებული სტიგმა
რედაქტირებამპა-ს მახასიათებლებს წარმოადგენს ისეთი თვისებები როგორიცაა: ემოციური არასტაბილურობა, ინტენსიური, არასტაბილური ინტერპერსონალური ურთიერთობები, ინტიმურობის საჭიროება და მიუღებლობის შიში. ამის შედეგად, მპა-ს მქონე ხალხი ხშირად იწვევენ ძლიერ ემოციებს მათ გარშემო მყოფებში. ისინი დამამცირებლად მოიხსენებიან, როგორც 'რთული', 'მანიპულატორული', 'მომთხოვნი', 'მკურნალობის მოწინააღმდეგე', 'ყურადღების მაძებარი', რაც ხშირად წარმოქმნის თვითდამაკმაყოფილებელ წინასწარმეტყველებას, რადგან მპა-ს მქონე ხალხზე ნეგატიური მოპყრობა მათ აიძულებს გააგრძელონ მათი თვითგანადგურება.[70]
ფიზიკური ძალადობა
რედაქტირებაასევე, მოსაზრება, თითქოსდა მპა-ს მქონე ხალხი განსაკუთრებით მოძალადეები არიან.[71] მიუხედავად იმისა, რომ ფილმები და სხვა მედია საშუალებები, მათ ხშირად წარმოაჩენენ როგორც ფეთქებად, ფიცხ ადამიანებად, მკვლევარების უმეტესობა თანხმდება, რომ ნაკლებად სავარაუდოა მპა-ს მქონე ადამიანმა სხვას ავნოს.[71] თუმცა, ისინი ხშირად განიცდიან სიშმაგეს, მპა-ს განმსაზღვრელი თვისებაა ის, რომ ისინი ამ გრძნობას თავის თავსვე 'უმიზნებენ'.[72] ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ასპა-სა და მპა-ს შორის ის არის, რომ მპა-ს მქონე ხალხი თავიანთი ბრაზის ინტერნალიზებას ახდენენ თავიანთი თავის დაზიანებით, ხოლო ასპა-ს მქონე ხალხი, კი, პირიქით ექსტერნალიზებას სხვათა დაზიანებით.[72]
ამასთან დამატებით, მპა-ს მქონე ხალხს ხშირად აქვს ბავშვობაში ძალადობის გამოცდილება, რის გამოც ისინი ხშირად თავს არანაირი ბრაზის გამოხატვის უფლებას არ აძლევენ.[72] მათი ეს ანტიპათია აგრესიისადმი ხშირად მიზეზი ხდება იმისა, რომ ისინი ცდილობენ ამის კომპენსაცია მოახდინონ თავის დაჟინებულად წარმოჩენით.[72] ეს ერთ-ერთი შემთხვევაა, როცა მპა-ს მქონე ხალხი ირჩევს საკუთარ თავს ავნონ ვიდრე სხვას.[72] მეორე შემთხვევაა, როდესაც ისინი თავიანთი აგრესიის გამოხატვას თავს არიდებენ იმით რომ თავს აზიანებენ.[20][71]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (1990) Edvard Munch: The Life of a Person with Borderline Personality as Seen Through His Art. Danmark: Lundbeck Pharma A/S. ISBN 978-8798352419.
- ↑ Wylie HW (1980). „Edvard Munch“. The American Imago; A Psychoanalytic Journal for the Arts and Sciences. Johns Hopkins University Press. 37 (4): 413–443. JSTOR 26303797. PMID 7008567.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 Borderline Personality Disorder. ციტირების თარიღი: 16 March 2016
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 (2013) Diagnostic and statistical manual of mental disorders : DSM-5, 5th, Washington [etc.]: American Psychiatric Publishing, გვ. 645, 663–6. ISBN 9780890425558.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 Gunderson, John G. (26 May 2011). „Borderline Personality Disorder“. The New England Journal of Medicine. 364 (21): 2037–2042. doi:10.1056/NEJMcp1007358. PMID 21612472.
- ↑ Linehan 1993, p. 43
- ↑ 7.0 7.1 Manning 2011, p. 36
- ↑ 8.0 8.1 8.2 Linehan 1993, p. 45
- ↑ Linehan 1993, p. 146
- ↑ Linehan 1993, p. 44
- ↑ Zanarini MC, Frankenburg FR, DeLuca CJ, Hennen J, Khera GS, Gunderson JG (1998). „The pain of being borderline: dysphoric states specific to borderline personality disorder“. Harv Rev Psychiatry. 6 (4): 201–7. doi:10.3109/10673229809000330. PMID 10370445.
- ↑ Koenigsberg HW, Harvey PD, Mitropoulou V, et al. (May 2002). „Characterizing affective instability in borderline personality disorder“. Am J Psychiatry. 159 (5): 784–8. doi:10.1176/appi.ajp.159.5.784. PMID 11986132.
- ↑ National Education Alliance for Borderline Personality Disorder. A BPD Brief. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 September 2012. ციტირების თარიღი: 30 June 2013.
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 Manning 2011, p. 18
- ↑ Gunderson, John G.; Links, Paul S. (2008). Borderline Personality Disorder: A Clinical Guide, 2nd, American Psychiatric Publishing, Inc, გვ. 9. ISBN 978-1585623358.
- ↑ (2004) Sometimes I Act Crazy. Living With Borderline Personality Disorder. Wiley & Sons, გვ. 206.
- ↑ Paris J (2008). Treatment of Borderline Personality Disorder. A Guide to Evidence-Based Practice. The Guilford Press, გვ. 21–22.
- ↑ Soloff P.H.; Lis J.A.; Kelly T.; et al. (1994). „Self-mutilation and suicidal behavior in borderline personality disorder“. Journal of Personality Disorders. 8 (4): 257–67. doi:10.1521/pedi.1994.8.4.257.
- ↑ Gardner D.L.; Cowdry R.W. (1985). „Suicidal and parasuicidal behavior in borderline personality disorder“. Psychiatric Clinics of North America. 8 (2): 389–403. PMID 3895199.
- ↑ 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 Brown MZ, Comtois KA, Linehan MM (February 2002). „Reasons for suicide attempts and nonsuicidal self-injury in women with borderline personality disorder“. J Abnorm Psychol. 111 (1): 198–202. doi:10.1037/0021-843X.111.1.198. PMID 11866174.
- ↑ Urnes, O (30 April 2009). „[Self-harm and personality disorders]“. Tidsskrift for den Norske laegeforening : tidsskrift for praktisk medicin, ny raekke. 129 (9): 872–6. doi:10.4045/tidsskr.08.0140. PMID 19415088.
- ↑ Horesh N, Sever J, Apter A (July–August 2003). „A comparison of life events between suicidal adolescents with major depression and borderline personality disorder“. Compr Psychiatry. 44 (4): 277–83. doi:10.1016/S0010-440X(03)00091-9. PMID 12923705.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
- ↑ 23.0 23.1 23.2 Manning 2011, p. 23
- ↑ 24.0 24.1 24.2 24.3 Manning 2011, p. 24
- ↑ 25.0 25.1 25.2 Grant, Chou, Goldstein, Huang, Stinson, Saha, Smith, Dawson, Pulay, Pickering, Ruan (April 2008). „Prevalence, correlates, disability, and comorbidity of DSM-IV borderline personality disorder: Results from the Wave 2 National Epidemiologic survey on alcohol and related conditions“. Journal of Clinical Psychology (69): 533–545.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
- ↑ 26.0 26.1 Borderline personality disorder. Mayo Clinic. ციტირების თარიღი: 15 May 2008.
- ↑ Gunderson, JG; Sabo, AN (1993). „The phenomenological and conceptual interface between borderline personality disorder and PTSD“. Am J Psychiatry. 150 (1): 19–27. doi:10.1176/ajp.150.1.19. PMID 8417576.
- ↑ Kluft, Richard P. (1990). Incest-Related Syndromes of Adult Psychopathology. American Psychiatric Pub, Inc., გვ. 83, 89. ISBN 0-88048-160-9.
- ↑ Zanarini, MC; Frankenburg, FR (1997). „Pathways to the development of borderline personality disorder“. J. Pers. Disord. 11 (1): 93–104. doi:10.1521/pedi.1997.11.1.93. PMID 9113824.
- ↑ 30.0 30.1 Grohol, John M.. (30 January 2013) Borderline Personality Disorder. psychcentral.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი 2016.
- ↑ 31.0 31.1 31.2 Personality Disorders: Tests and Diagnosis. Mayo Clinic. ციტირების თარიღი: 13 June 2013.
- ↑ 32.0 32.1 American Psychiatric Association 2013, p. 663–8
- ↑ 33.0 33.1 Manning 2011, p. 13
- ↑ Emotionally unstable personality disorder – International Statistical Classification of Diseases and Related Health Problems 10th Revision (ICD-10) – World Health Organization
- ↑ Carlson, Neil R.; Heth, C. Donald (2010) Psychology: The Science of Behavior. Pearson Canada, გვ. 570.
- ↑ Chanen, Andrew M; Thompson, Katherine N (1 April 2016). „Prescribing and borderline personality disorder“. Australian Prescriber. 39 (2): 49–53. doi:10.18773/austprescr.2016.019. PMID 27340322.
- ↑ Meaney, Rebecca; Hasking, Penelope; Reupert, Andrea (2016). „Borderline Personality Disorder Symptoms in College Students:The Complex Interplay Between Alexithymia, Emotional Dysregulation and Rumination“. Plos ONE.
- ↑ Allen DM, Farmer RG (1996). „Family relationships of adults with borderline personality disorder“. Compr Psychiatry. 37 (1): 43–51. doi:10.1016/S0010-440X(96)90050-4. PMID 8770526.
- ↑ Daley SE, Burge D, Hammen C (August 2000). „Borderline personality disorder symptoms as predictors of 4-year romantic relationship dysfunction in young women: addressing issues of specificity“. J Abnorm Psychol. 109 (3): 451–60. doi:10.1037/0021-843X.109.3.451. PMID 11016115.
- ↑ Zanarini MC, Frankenburg FR, Dubo ED, et al. (December 1998). „Axis I comorbidity of borderline personality disorder“. Am J Psychiatry. 155 (12): 1733–9. doi:10.1176/ajp.155.12.1733. PMID 9842784.
- ↑ Ferrer M, Andión O, Matalí J, et al. (December 2010). „Comorbid attention-deficit/hyperactivity disorder in borderline patients defines an impulsive subtype of borderline personality disorder“. J. Pers. Disord. 24 (6): 812–22. doi:10.1521/pedi.2010.24.6.812. PMID 21158602.
- ↑ Robinson, David J. (2005). Disordered Personalities. Rapid Psychler Press, გვ. 255–310. ISBN 1-894328-09-4.
- ↑ Bolton S, Gunderson JG (September 1996). „Distinguishing borderline personality disorder from bipolar disorder: differential diagnosis and implications“. Am J Psychiatry. 153 (9): 1202–7. doi:10.1176/ajp.153.9.1202. PMID 8780426.
- ↑ American Psychiatric Association Practice Guidelines (October 2001). „Practice guideline for the treatment of patients with borderline personality disorder. American Psychiatric Association“. Am J Psychiatry. 158 (10 Suppl): 1–52. doi:10.1176/appi.ajp.158.1.1. PMID 11665545.
- ↑ Differential Diagnosis of Borderline Personality Disorder. BPD Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-05. ციტირების თარიღი: 2016-12-04.
- ↑ 46.0 46.1 46.2 Chapman და Gratz 2007, p. 87
- ↑ 47.0 47.1 47.2 47.3 47.4 47.5 (1990) Manic-depressive illness. Oxford [Oxfordshire]: Oxford University Press, გვ. 108. ISBN 0-19-503934-3.
- ↑ Mackinnon DF, Pies R (February 2006). „Affective instability as rapid cycling: theoretical and clinical implications for borderline personality and bipolar spectrum disorders“. Bipolar Disord. 8 (1): 1–14. doi:10.1111/j.1399-5618.2006.00283.x. PMID 16411976.
- ↑ 49.0 49.1 49.2 Chapman და Gratz 2007, p. 88
- ↑ Selby EA (October 2013). „Chronic sleep disturbances and borderline personality disorder symptoms“. J Consult Clin Psychol. 81 (5): 941–7. doi:10.1037/a0033201. PMID 23731205.
- ↑ Akiskal HS, Yerevanian BI, Davis GC, King D, Lemmi H (February 1985). „The nosologic status of borderline personality: clinical and polysomnographic study“. Am J Psychiatry. 142 (2): 192–8. doi:10.1176/ajp.142.2.192. PMID 3970243.
- ↑ Gunderson JG, Elliott GR (March 1985). „The interface between borderline personality disorder and affective disorder“. Am J Psychiatry. 142 (3): 277–88. doi:10.1176/ajp.142.3.277. PMID 2857532.
- ↑ Leichsenring, F; Leibing, E; Kruse, J; New, AS; Leweke, F (1 January 2011). „Borderline personality disorder“. Lancet (London, England). 377 (9759): 74–84. doi:10.1016/s0140-6736(10)61422-5. PMID 21195251.
- ↑ CG78 Borderline personality disorder (BPD): NICE guideline. Nice.org.uk (28 January 2009). ციტირების თარიღი: 12 August 2009.
- ↑ Paris J (June 2004). „Is hospitalization useful for suicidal patients with borderline personality disorder?“. J. Pers. Disord. 18 (3): 240–7. doi:10.1521/pedi.18.3.240.35443. PMID 15237044.
- ↑ Zanarini MC (November 2009). „Psychotherapy of borderline personality disorder“. Acta Psychiatr Scand. 120 (5): 373–7. doi:10.1111/j.1600-0447.2009.01448.x. PMC 3876885. PMID 19807718.
- ↑ Gabbard, G.O. (2014). Psychodynamic psychiatry in clinical practice. 5th Edition. American Psychiatric Publishing: Washington, D.C., pp. 445-448.
- ↑ Oldham, John M.. (July 2004) Borderline Personality Disorder: An Overview. Psychiatric Times.
- ↑ Swartz, Marvin; Blazer, Dan; George, Linda; Winfield, Idee (1990). „Estimating the Prevalence of Borderline Personality Disorder in the Community“. Journal of Personality Disorders. 4 (3): 257–272. doi:10.1521/pedi.1990.4.3.257.
- ↑ Skodol AE, Bender DS (2003). „Why are women diagnosed borderline more than men?“. Psychiatr Q. 74 (4): 349–60. doi:10.1023/A:1026087410516. PMID 14686459.
- ↑ Korzekwa MI, Dell PF, Links PS, Thabane L, Webb SP (2008). „Estimating the prevalence of borderline personality disorder in psychiatric outpatients using a two-phase procedure“. Compr Psychiatry. 49 (4): 380–6. doi:10.1016/j.comppsych.2008.01.007. PMID 18555059.
- ↑ 62.0 62.1 Grant BF, Chou SP, Goldstein RB, et al. (April 2008). „Prevalence, correlates, disability, and comorbidity of DSM-IV borderline personality disorder: results from the Wave 2 National Epidemiologic Survey on Alcohol and Related Conditions“. J Clin Psychiatry. 69 (4): 533–45. doi:10.4088/JCP.v69n0404. PMC 2676679. PMID 18426259.
- ↑ Kluft, Richard; Goodwin, Jean (1985) Childhood Antecedents of Multiple Personality Disorder: Credibility Problems in Multiple Personality Disorder Patients and Abused Children. American Psychiatric Publishing, Inc., გვ. 2.
- ↑ 64.0 64.1 Startup, M.; B. Jones; H. Heard; M. Swales; J.M.G. Williams; R.S.P. Jones (November 1999). „Autobiographical memory and dissociation in borderline personality disorder“. Psychological Medicine. 29 (6): 1397–1404. doi:10.1017/S0033291799001208. PMID 10616945.
- ↑ 65.0 65.1 Linehan 1993, p. 17
- ↑ American Psychiatric Association 2000, p. 705
- ↑ 67.0 67.1 Linehan 1993, p. 14
- ↑ Linehan 1993, p. 15
- ↑ Linehan 1993, p. 18
- ↑ Aviram RB, Brodsky BS, Stanley B (2006). „Borderline personality disorder, stigma, and treatment implications“. Harv Rev Psychiatry. 14 (5): 249–56. doi:10.1080/10673220600975121. PMID 16990170.
- ↑ 71.0 71.1 71.2 Chapman და Gratz 2007, p. 31
- ↑ 72.0 72.1 72.2 72.3 72.4 Chapman და Gratz 2007, p. 32