ანტისოციალური პიროვნების აშლილობა
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ანტისოციალური პიროვნების აშლილობა (ასპა), აგრეთვე ცნობილი როგორც დისოციური პიროვნების აშლილობა (დპა) და სოციოპათია, არის პიროვნების აშლილობა, რომელიც ხასიათდება სხვისი უფლებების უგულებელყოფით ან დარღვევით. ხშირად ახასიათებს მწირი მორალური გაგება და სინდისი, ისევე, როგორც კრიმინალური ქცევები, სამართლებრივი პრობლემები, ან იმპულსური და აგრესიული ქმედებები.[1][2]
ანტისოციალური პიროვნების აშლილობა | |
---|---|
დარგი | ფსიქიატრია |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
ICD-10 | F60.2 |
ICD-9 | 301.7 |
MedlinePlus | 000921 |
Patient UK | ანტისოციალური პიროვნების აშლილობა |
MeSH | D000987 |
ანტისოციალური პიროვნების აშლილობა არის განსაზღვრულია, როგორც აშლილობის სახელი ფსიქიკური დარღვევების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM). დისოციაციური პიროვნების აშლილობა (დპა) არის მსგავსი ან ექვივალენტი კონცეფტი, რომელიც განხილულია დაავადებებათა და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციაში (ICD), რომელშიც ნათქვამია, რომ დიაგნოზი შეიცავს ანტისოციალური პიროვნების აშლილობას. ორივე სახელმძღვანელო წარმოადგენს მსგავს, მაგრამ არა იდენტურ კრიტერიუმებს დიაგნოზისთვის.[3] ასევე, ორივე სახელმძღვანელო აცხადებს, რომ ეს დიაგნოზები მოიცავს, ან უკვე მოხსენიებულია, როგორც ფსიქოპათია ან სოციოპათია, მაგრამ განსხვავებები აღინიშნა ფსიქოპათიისა და ანტისოციალური პიროვნების აშლილობის კონცეფციებს შორის, მრავალი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ფსიქოპათია არის აშლილობა, რომელიც ნაწილობრივ ემთხვევა, მაგრამ განსხვავდება ასპა-სგან. .[4][5][6][7][8]
ნიშნები და სიმპტომები
რედაქტირებაანტისოციალური პიროვნების აშლილობა ხასიათდება მორალის, სოციალური ნორმების, სხვისი უფლებებისა და გრძნობების ქრონიკული იგნორირებით.[1] ამ აშლილობით დაავადებულ ინდივიდებს, როგორც წესი, პრობლემა არ ექნებათ სხვათა მავნე გზებით გამოყენებასთან საკუთარი სიამოვნების ან სარგებლის მიზნით. ისინი ხშირად მანიპულირებენ და ატყუებენ სხვებს — ზედაპირული ხიბლით, დაშინებით ან ძალადობით. ისინი ამჟღავნებენ ქედმაღლობას და სხვებზე დაბალი წარმოდგენა აქვთ. ისინი არ ნანობენ თავიანთ მავნე ქცევებს.[1][2] უპასუხისმგებლობა არის ამ აშლილობის ბირთვული მახასიათებელი: მათ შეიძლება ჰქონდეთ მნიშნვლოვანი სირთულეები სტაბილური სამსახურის შენარჩუნებასთან, ისევე როგორც, მათი სოციალური და ფინანსური ვალდებულებების შესრულებასთან. ამ აშლილობით დაავადებული პირები ხშირად მისდევენ ექსპლუატაციურ, არაკანონიერ ან პარაზიტულ ცხოვრების წესს.[1][2][9][10]
ანტისოციალური პიროვნების აშლილობის მქონე პირები ხშირად არიან იმპულსურები და წინდაუხედავები, ვერ ითვალისწინებენ ან უგულებელყოფენ საკუთარი ქცევების შედეგებს. მათ შეიძლება არაერთხელ უგულებელყონ საკუთარი და სხვათა უსაფრთხოება და საკუთარი თავი და სხვები საფრთხეში ჩააგდონ.[1][2] ისინი ხშირად აგრესიულები და მტრულები არიან და ავლენენ არასტაბილურ ტემპერამენტს, ახასიათებთ მოულოდნელი აგრესიის გამოხატვები.[1][10] მიდრეკილება აქვთ ნივთიერებებზე დამოკიდებულებისკენ — სხვადასხვა ფსიქოატიური ნივთიერებების ავად გამოყენება გავრცელებულია ასპა-ს მქონე პირებში. ამ ქცევას ისინი მიჰყავთ კანონთან ხშირ კონფლიქტამდე. ბევრ ასპა-ს მქონე ადამიანს აქვს ანტისოციალური ქცევებისა და კრიმინალური დარღვევების ვრცელი ისტორიები.[1][2][9][10]
ამ აშლილობისას შეიმჩნევა პრობლემები ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. მიკუთვნება და ემოციური კავშირები არის სუსტი და პირადი ურთიერთობები ხშირად ეფუძნება მანიპულაციას, ექსპლუატაციასა და სხვათა ბოროტად გამოყენებას.[1] მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტესწილად არ აქვთ პრობლემა ურთიერთობების ჩამოყალიბებისას, მათ სირთულეები შეიძლება გაუჩნდეთ ამ ურთიერთობების შენარჩუნებისას.[9] ურთიერთობები ოჯახის წევრებთან ხშირად დაძაბულია მათი ქცევებისა და ხშირი პრობლემების გამო.
დიაგნოსტიკა
რედაქტირებაDSM 5
რედაქტირებაამერიკული ფსიქიატრიის ასოციაციის "ფსიქიკური დარღვევების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს" მეოთხე გამოცემა (DSM IV-TR) განსაზღვრავს ანტისოციალურ პიროვნების აშლილობას (B კლასტერი): [11]
- ა) სხვათა უფლებების უგულვებელყოფისა და დარღვევის ხანგრძლივი პატერნი რომელიც ვლინდება 15 წლის ასაკიდან, ხასიათდება მინიმუმ სამი შემდეგი:
- სოციალური ნორმების მიმართ კონფორმაციის უუნარობა, რაც ვლინდება ისეთ განმეორებით ქცევებში, რომლებიც შეიძლება გახდეს პატიმრობის მიზეზი;
- ცბიერება, რომელიც ვლინდება განმეორებით ტყუილში, მოგონილი სახელების გამოყენებაში, თაღლითობაში;
- იმპულსურობა ან წინასწარ დაგეგმვის უუნარობა;
- გაღიზიანებულობა და აგრესია, რაც ვლინდება განმეორებით ფიზიკურ ჩხუბში;
- უხეში დაუდევრობა საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების მიმართ;
- მდგრადი უპასუხისმგებლობა, რაც ვლინდება განმეორებით უუნარობაში, შეინარჩუნონ მდგრადი სამუშაო ქცევა და მოიხადონ ფინანსური ვალდებულებები;
- სინანულის ნაკლებობა, რაც ვლინდება მისი მავნე ქცევების, ქურდობის მიმართ გულგრგილობაში ან რაციონალიზაციაში.
- გ) არსებობს ქცევის აშლილობის მტკიცებულება 15 წლის ასაკამდე.
- დ) ანტისოციალური ქცევა არ ვლინდება მხოლოდ, შიზოფრენიისას ან მანიაკალურ ეპიზოდში.
ანტისოციალური პიროვნების აშლილობა (ასპა) ექცევა დრამატულ/მერყევ პიროვნებათა აშლილობის კლასტერში, ე.წ. B კლასტერი.
ICD-10
რედაქტირებაანტისოციალური პიროვნების აშლილობა (ასპა) ექცევა დრამატულ/მერყევ პიროვნებათა აშლილობის კლასტერში, ე.წ. B კლასტერი. ჯმო-ს დაავადებებათა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის მეათე გამოცემა (ICD-10) შეიცავს დიაგნოზს დისოციური პიროვნების აშლილობა (F60.2)[12][13]
- იგი ხასიათდება მინიმუმ 3 შემდეგით:
- გულქვა უდარდელობა სხვათა გრძნობების მიმართ;
- უხეში და მუდმივი უპასუხისმგებლობა და სოციალური ნორმების, წესების და ვალდებულებების უგულებელყოფა;
- უუნარობა, შეინარჩუნოს მტკიცე ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს პრობლემა მათი შექმნისას;
- ფრუსტრაციის ტოლერანტობის ძალიან დაბალი დონე და აგრესიის, ძალადობის ჩათვლით, გამოხატვის დაბალი ზღურბლი;
- უუნარობა, განიცადოს დანაშაულის გრძნობა ან ამ გამოცდილებიდან ისწავლოს, განსაკუთრებით, სასჯელის შემთხვევაში;
- აღინიშნება მზადყოფნა, რომ დაადანაშაულოს სხვები ან წარმოადგინოს დამაჯერებელი რაციონალიზაცია ქცევებისთვის, რომლებმაც სოციუმთან კონფლიქტი წარმოშვა.
ICD აცხადებს რომ ეს დიაგნოზი მოიცავს "ამორალურ, ანტისოციალურ, ასოციალურ, ფსიქოპათიურ და სოციოპათიურ პიროვნებებს". თუმცა, ეს აშლილობა არ არის სინონიმური ყოფაქცევით აშლილობასთან, ქცევითი აშლილობის დიაგნოზმა ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში შეიძლება განამტკიცოს დისოციალური პიროვნების აშლილობის დიაგნოზი. ასევე, პერსისტენტული გაღიზიანებოდობა, როგორც ასოცირებული თვისება.[13][14]
ICD-10-ის მოთხოვნის თანახმად ნებისმიერი სპეფიციკური პიროვნების აშლილობის დიაგნოზი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი პიროვნების პათოლოგიის კრიტერიუმებს. [13]
ფსიქოპათია
რედაქტირებაფსიქოპათია ხშირად განსაზღვრულია, როგორც პიროვნების აშლილობა, რომელიც ხასიათდება ანტისოციალური ქცევით, ემპათიისა და სინანულის შემცირებული უნარიანობითა და ცუდი ქცევის კონტროლით.[8][15][16][17] ფსიქოპათია არ არის ოფიციალური დიაგნოზის სახელი არც DSM-ში და არც ICD-ში, თუმცა ორივე სახელმძღვანელო განმარტავს, რომ მათი დიაგნოზები მოიცავს ფსიქოპათიას და სოციოპათიას.[8][12][17][18][19]
DSM-ი განმარტავს, რომ ფსიქოპათია მოიაზრება ასპა-ს დიაგნოზში,[4][8] თუმცა, ამ აზრის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ასპა არ შეიძლება მოხსენიებულ იქნას ფსიქოპათიის სინონიმურად, ვინაიდან მათი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ერთმანეთს ზუსტად არ ემთხვევა.[4][5][6][7][8]
სხვა
რედაქტირებათეოდორე მილონის თანახმად ანტისოციალურ პიროვნებას ხუთი სუბტიპი აქვს:
- მოხეტიალე - ანტისოციალური პიროვნება, რომელსაც თან ახლავს შიზოიდური და აცილებადი პიროვნების თვისებები.
- ღვარძლიანი - ანტისოციალური პიროვნება, რომელსაც თან ახლავს სადისტური და პარანოიდული პიროვნების თვისებები.
- ხარბი- ანტისოციალური პიროვნება, რომელსაც თან ახლავს პასიურ-აგრესიული პიროვნების თვისებები.
- რისკიანი - ანტისოციალური პიროვნება, რომელსაც თან ახლავს თეატრალური პიროვნების თვისებები.
- რეპუტაცის-დამცველი - ანტისოციალური პიროვნება, რომელსაც თან ახლავს ნარცისული პიროვნების თვისებები.
კომორბიდულობა
რედაქტირებაასპა ხშირად თანაარსებობს შემდეგ მდგომარეობებთან:[20]
ეპიდემიოლოგია
რედაქტირებაანტისოციალური პიროვნების აშლილობა გვხვდება ფსიქიატრიის 3%-დან 30%-მდე პაციენტში.[20] ეს აშლილობა უფრო მეტად გავრცელებულია შერჩეულ პოპულაციებში, მაგალითად ციხეში, რადგან უპირატესად გამოიკითხებიან მოძალადეები.[21] 2002 წელს კვლევების განხილვისას დადგინდა, რომ ციხის პოპულაციაში, მამაკაცების 47%, ხოლო ქალების 21%-ს ჰქონდათ ასპა.[22] ასევე, ასპა უფრო გავრცელებულია ხალხში, ვინც ნივთიერებათა დამოკიდებულებას მკურნალობდნენ, რაც მეტყველებს ანტისოციალური პიროვნების აშლილობასა და ნივთიერებებზე დამოკიდებული აშლილობის შორის კავშირზე.[23]
ლიტერატურა
რედაქტირება- Millon, T.; Davis, R. (1998). „Ten Subtypes of Psychopathy“, Psychopathy: Antisocial, Criminal and Violent Behavior. New York. ISBN 1572303441.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "Into the Abyss." Article on street crime referencing the roots and consequences of sociopathic behavior დაარქივებული 2010-01-09 საიტზე Wayback Machine.
- DSM-IV-TR Criteria for Antisocial personality disorder
- Psychopathy and Antisocial Personality Disorder: A Case of Diagnostic Confusion დაარქივებული 2010-03-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Overview - Antisocial personality disorder - Mayo Clinic. ციტირების თარიღი: 12 April 2016.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Antisocial personality disorder: MedlinePlus Medical Encyclopedia. ციტირების თარიღი: 1 November 2016.
- ↑ David P. Farrington, Jeremy Coid (16 June 2003). Early Prevention of Adult Antisocial Behavior. Cambridge University Press, გვ. 82. ISBN 978-0-521-65194-3. ციტირების თარიღი: 12 January 2008.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Patrick, Christopher (2005). Handbook of Psychopathy. Guilford Press. ISBN 9781606238042. ციტირების თარიღი: 18 July 2013.
- ↑ 5.0 5.1 "Psychopathy and Antisocial Personality Disorder: A Case of Diagnostic Confusion" დაარქივებული 2013-05-28 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ 6.0 6.1 Hare, R.D., Hart, S.D., Harpur, T.J. Psychopathy and the DSM—IV Criteria for Antisocial Personality Disorder დაარქივებული 2007-09-26 საიტზე Wayback Machine. (PDF).
- ↑ 7.0 7.1 Semple, David (2005). The Oxford Handbook of Psychiatry. USA: Oxford University Press, გვ. 448–449. ISBN 0-19-852783-7.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Skeem, J. L. (15 December 2011). „Psychopathic Personality: Bridging the Gap Between Scientific Evidence and Public Policy“. Psychological Science in the Public Interest. 12 (3): 95–162. doi:10.1177/1529100611426706.
- ↑ 9.0 9.1 9.2 Antisocial personality disorder - NHS Choices. NHS. ციტირების თარიღი: 11 May 2016.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Antisocial personality disorder: prevention and management | introduction | Guidance and guidelines | NICE. National Institute for Health and Care Excellence (March 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 11 May 2016.
- ↑ American Psychiatric Association. (2000)Diagnostic criteria for 301.7 Antisocial Personality Disorder. Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, Fourth Edition, Text Revision. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 8 July 2013.
- ↑ 13.0 13.1 13.2 WHO (2010)ICD-10: Clinical descriptions and diagnostic guidelines: Disorders of adult personality and behavior
- ↑ "F60.2 Dissocial personality disorder".
- ↑ R. James R. Blair. Neurobiological basis of psychopathy. ციტირების თარიღი: 15 May 2013.
- ↑ Merriam-Webster Dictionary. Definition of psychopathy. ციტირების თარიღი: 15 May 2013.
- ↑ 17.0 17.1 Encyclopedia of Mental Disorders. Hare Psychopathy Checklist. ციტირების თარიღი: 15 May 2013.
- ↑ American Psychiatric Association (2000). Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, Fourth Edition, Text Revision
- ↑ World Health Organization (1992). International Statistical Classification of Diseases and Related Health Problems-10th revision
- ↑ 20.0 20.1 Internet Mental Health – antisocial personality disorder დაარქივებული 4 June 2013 საიტზე Wayback Machine. . Mentalhealth.com. Retrieved on 7 December 2011.
- ↑ Hare 1983
- ↑ Fazel, Seena; Danesh, John (2002). „Serious mental disorder in 23 000 prisoners: A systematic review of 62 surveys“. The Lancet. 359 (9306): 545–550. doi:10.1016/S0140-6736(02)07740-1.
- ↑ Moeller, F. Gerard; Dougherty, Donald M.. Antisocial Personality Disorder, Alcohol, and Aggression. Alcohol Research & Health. National Institute on Alcohol Abuse and Alcoholism (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 20 February 2007.