პარანოიდული პიროვნების აშლილობა
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
პარანოიდული პიროვნების აშლილობა (პპა) — ფსიქიკური აშლილობაა და ხასიათდება მყარი, ხანგრძლივი ეჭვიანობითა და განზოგადოებული უნდობლობით სხვების მიმართ. მას აგრეთვე მოიხსენიებენ, პარანოიდული პიროვნების დარღვევად. ამ პათოლოგიის მქონე პირები არიან ჰიპერსენსიტიურები, ადვილად სწყინთ და გამუდმებით ეძებენ თავიანთ გარემოში ავისმომასწავლებელ ნიშნებს, რომ განიმტკიცონ საკუთარი ეჭვები. პარანოიდული პირები ხშირად დამკვირვებლის როლის მორგებას ამჯობინებენ და მიიჩნევენ, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ.[1] მათ, როგორც წესი, თავდაცვითი და ეჭვებით სავსე ცხოვრებისეული პოზიცია ახასიათებთ, აგრეთვე მათი ემოციური ცხოვრება საკმაოდ შეზღუდულია. ემოციური ჩართულობის სიმცირეს, ხშირად მიჰყავს პარანოიული პიროვნების აშლილობის მქონე პირები იზოლირებული ცხოვრების წესამდე.[2][საჭიროებს გადამოწემბას] პპა-ს მქონე ადამიანი შეიძლება იყოს ბოღმიანი, ჰქონდეს მტრული ინტერპრეტაცია სხვათა ქმედებების მიმართ, ან თავის მოქალაქეობრივ უფლებების გაზვიადებულად აღქვამდეს.[3] ამ აშლილობას აქვს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კომორბიდულობა (თანაარსებობა) სხვა პიროვნების დარღვევებთან.
პარანოიდული პიროვნების აშლილობა | |
---|---|
დარგი | ფსიქიატრია |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
ICD-10 | F60.0 |
ICD-9 | 301.0 |
MedlinePlus | 000938 |
MeSH | D010260 |
გამომწვევი მიზეზები
რედაქტირებაბიოლოგიური ხედვის მიხედვით, პარანოიდული თვისებები გარკვეულწილად გენეტიკურია. შესაძლოა, არსებობდეს გენეტიკური კავშირი ამ პიროვნების პათოლოგიასა და შიზოფრენიას შორის.
ფსიქოსოციალური თეორიები აკავშირებენ უარყოფითი შინაგანი გრძნობების პროექციასადა მშობლის აღმზრდელობით მოდელებს.[4]
კოგნიტური თეორეტიკოსები პარანოიდული პიროვნების აშლილობის გამომწვევ მიზეზად ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ რწმენასა და თვითობის აღქმას ასახელებენ. (ეს ფუნდამენტური რწმენაა - ადამიანები არიან მტრულად განწყობილი ერთმანეთის მიმართ).[5]
დიაგნოსტიკა
რედაქტირებაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
რედაქტირებაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებების საღელმძღვანელო ICD-10 მიაკუთვნებს პპა-ს პიროვნებათა აშლილობის რიცხვს. ICD-10-ში ის მოიხსენიება: (F60.0) პიროვნების პარანოიდული აშლილობა.[6]
- მას ახასიათებს ჩამოთვლილთაგან 3 სიმპტომი მაინც:
- გადამეტებული მგრძნობელობა წინააღმდეგობებისა და წარუმატებლობების მიმართ;
- ბოღმიანობა, ანუ პატიების უუნარობა;
- მიდრეკილება არასწორად განმარტოს სხვათა ქმედებები, როგორც მის მიმართ მტრული და დამამცირებელი;
- აგრესიული და ჯიუტი დამოკიდებულება თავისი მოქალაქეობრივი უფლებების მიმართ;
- გამეორებადი, უსაფუძვლო ეჭვები მეუღლის ან პარტნიორის სექსუალური ერთგულების შესახებ;
- საკუთარი მნიშვნელობის გაზვიადების ტენდენცია, რაც ვლინდება თვითორიენტირებულ დამოკიდებულებაში[საჭიროებს გადამოწემბას];
- ყოველდღიური თუ მასშტაბური მოვლენების "კონსპირაციული" ახსნის ტენდენცია.
- მოიცავს:
- ექსპანსიურ, ფანატიკურ, წუწუნა და მგრძნობიარე პარანოიდულ პიროვნებებს (აშლილობებს)
- გამორიცხავს:
ICD-10-ის მოთხოვნის თანახმად, ნებისმიერი სპეციფიკური პიროვნების აშლილობის დიაგნოზი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი პიროვნების პათოლოგიის კრიტერიუმებს.
ამერიკული ფსიქიატრიის ასოციაცია
რედაქტირებაამერიკული ფსიქიატრიის ასოციაციის სახელმძღვანელოში (DSM-5) პპა-ს დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ჰგავს ICD-10-ში მოცემულ პარანოიდალური პიროვნების აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს. DSM-5-ში პპა მიეკუთვნება A კლასტერს.
სხვა
რედაქტირებათეოდორე მილონის თანახმად, პარანოიდულ პიროვნებას ხუთი სუბტიპი აქვს:[7][8]
- გულქვა - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც ახლავს ობსესიურ-კომპულსური ადამიანის თვისებები.
- ფანატიკოსი - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც ახლავს ნარცისული თვისებები.
- წუწუნა - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც ახლავს პასიურ-აგრესიული პიროვნების თვისებები.
- შეზღუდული - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც ახლავს აცილებადი პიროვნების თვისებები.
- ღვარძლიანი - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც ახლავს სადისტური პიროვნების თვისებები.
დიფერენციულიი დიაგნოზი
რედაქტირებაპარანოიდული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანმა სტრესის ფონზე შეიძლება, გამოცადოს მოკლე ფსიქოზური ეპიზოდები (ხანგრძლივობა: ერთი წუთიდან რამდენიმე საათამდე). თუ ეს ეპიზოდები ხანგრძლივია, აშლილობა შეიძლება განვითარდეს და ბოდვითი აშლილობის ან შიზოფრენიის სახით მოგვევლინოს.
კომორბიდულობა
რედაქტირებაპარანოიდული პიროვნების აშლილობის მქონე პირების უფრო დიდი შანსი აქვთ განუვითარდეთ დეპრესიული აშლილობები, აგორაფობია, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა ან ალკოჰოლიზმი და სხვა ნივთიერებათა მოხმარების აშლილობა. ხშირად ამ პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანები აკმაყოფილებენ სხვა პიროვნული პათოლოგიების დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებსაც. იხილეთ:[9]
მკურნალობა
რედაქტირებაპარანოიდული პიროვნების აშლილობის მქონე პირის უნდობლობა ხშირად ართულებს მკურნალობის პროცესს, მიუხედავად ამისა, ფსიქოთერაპიას, ანტიდეპრესანტებს, ანტიფსიქოზურ და ფორიაქის-საწინააღმდეგო მედიკამენტებს შეუძლიათ ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესება, თუ ის მზადაა, მიიღოს მკურნალობის კურსი.[10]
ეპიდემიოლოგია
რედაქტირებაპპა გვევლინება ზოგადი პოპულაციის დაახლოებით 0,5 % - 2,5 %. ფსიქიატრიულ-ამბოლატორიულ განყოფილებებში პარანოიდული პიროვნების აშლილობის მქონე პირების პოპულაცია 2 % - 10 %. ეს აშლილობა უფრო გვხვდება მამაკაცებში, ვიდრე ქალბატონებში.[9]
ერთ-ერთი ნორვეგიული ლონგიტუდუი კვლევის თანახმად, პარანოიდული პიროვნების პათოლოგია დიდწილად მემკვიდრეობითია და იზიარებს შიზოიდური და შიზოტიპური პიროვნებათა აშლილობების გენეტიკურ და გარემოებრივ რისკფაქტორებს.[11]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- National Personality Disorder website for England დაარქივებული 2006-09-16 საიტზე Wayback Machine.
- Articles about Personality Disorders დაარქივებული 2016-07-26 საიტზე Wayback Machine. in Web4health web site
- Paranoid Personality Disorder (PPD) Quiz
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Waldinger, Robert J. (1 August 1997). Psychiatry for Medical Students. American Psychiatric. ISBN 978-0-88048-789-4.
- ↑ Meissner & Kuper, 2008
- ↑ „Personality disorders“. Medicine. 36 (8): 436–441. August 2008. doi:10.1016/j.mpmed.2008.06.001.
- ↑ Personality Disorders at eMedicine
- ↑ Beck, AT, & Freeman, AM. (1990).
- ↑ Paranoid personality disorder — დაარქივებული 2006-04-07 საიტზე Wayback Machine. International Statistical Classification of Diseases and Related Health Problems 10th Revision (ICD-10)
- ↑ Millon, Théodore; Grossman, Seth (6 August 2004) Personality disorders in modern life. Wiley. ISBN 978-0-471-23734-1.
- ↑ Millon, Theodore. Personality Subtypes.
- ↑ 9.0 9.1 Internet Mental Health — paranoid personality disorder. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-31. ციტირების თარიღი: 2016-12-01.
- ↑ "Paranoid Personality Disorder" at Cleveland Clinic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-04. ციტირების თარიღი: 2008-02-13.
- ↑ Kendler KS, Czajkowski N, Tambs K, et al. (2006). „Dimensional representations of DSM-IV cluster A personality disorders in a population-based sample of Norwegian twins: a multivariate study“. Psychological Medicine. 36 (11): 1583–91. doi:10.1017/S0033291706008609. PMID 16893481.