შიზოიდური პიროვნების აშლილობა
შიზოიდური პიროვნების აშლილობა (შპა) — პიროვნების აშლილობა, რომელიც ხასიათდება სოციალური ურთიერთობებისადმი უინტერესობით, განდეგილი ან განმარტოებული ცხოვრების სტილით, ჩაკეტილი ცხოვრება, ემოციური სიცივე და აპათია. დაავადებულმა ინდივიდებმა შესაძლოა შექმნან მდიდარი, დეტალურად შემუშავებული და ექსკლუზიურად შიდა ფანტაზიური სამყარო.[1][2]
შიზოიდური პიროვნების აშლილობა | |
---|---|
შიზოიდურ პიროვნებებს თითქმის ყოველთვის ურჩევნიათ დროის მარტო გატარება და არ ჰყავთ ახლო მეგობრები (ან მხოლოდ ერთი ან ორი). გერმანელმა ფსიქიატრმა ერნსტ კრეჩმერმა შიზოიდებს „წიგნისა და ბუნების მეგობრები“ უწოდა. | |
დარგი | ფსიქიატრია |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
ICD-10 | F60.1 |
ICD-9 | 301.20 |
MedlinePlus | 000920 |
MeSH | D012557 |
შპა არ უნდა აგვერიოს შიზოფრენიასთან, შიზოტიპურ პიროვნების აშლილობასთან ან ანტისოციალურ პიროვნების აშლილობასთან. თუმცა, არსებობს შპა-ს, A კლასტერისა და შიზოფრენიის გამომწვევი გენებს შორის კავშირის მტკიცებულებანი. შპა მოიაზრება შიზოფრენიული აშლილობათა სპექტრის ნაწილად.[3][4][5]
ნიშნები და სიმპტომები
რედაქტირებაშიზოიდური პიროვნების აშლილობის მქონე ხალხი ხშირად არიან ცივები, ინდიფერენტულები და გულგრილები, რაც ხშირად ქმნის ინტერპერსონალურ სირთულეებს. შპა-თი დიაგნოზირებული ხალხის უმეტესობას უჭირს ურთიერთობების ჩამოყალიბება და გრძნობების გამოხატვა. ისინი შეიძლება პასიურად შეეგებონ არასასურველ გარემოებებს. მათი სხვებთან კომუნიკაცია შეიძლება ხშირად გამოჩნდეს როგორც ინდიფერენტული ან ლაკონურები. იმის გამო, რომ მათ უჭირთ აზრიანი კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, ისინი სწორად ვერ აფასებენ თუ რამდენად კარგი ურთიერთობა აქვთ ხალხთან.[6]
შიზოიდურ პიროვნებებს უჭირთ თვით-გაცნობიერებულობის მიღწევა და სოციალურ სიტუაციებში მათი ქცევების გავლენის შეფასება. რ.დ. ლაინგი გვთავაზობს ახსნას, რომ, როდესაც ადამიანს არ აქვს ინტერპერსონალური რეალობის აღქმის გრძნობა, საკუთარ თავზე წარმოდგენა ხდება მეტად ცარიელი რასაც ინდივიდი მიჰყავს იმ გრძნობამდე რომ ის წარმოსახვითი პერსონაჟია.[6]
როცა მათი პირადი სივრცე ირღვევა ისინი თავს გრძნობენ სულშეხუთულებად და უჩნდებათ თავის გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილი. შპა-ს მქონე ხალხი თავს ყველაზე უკეთ გრძნობს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან ცოტა ემოციურ და პირად მოთხოვნილებებს იჩენს. მათ არა ადამიანებისგან სურთ თავის არიდება, არამედ სურთ თავი აარიდონ გრძნობების იქნება ეს ნეგატიური თუ პოზიტიური გამოხატვას, ემოციურ სიახლოვეს და საკუთარ თავზე საუბარს.[7]
მათ შეუძლიათ ურთიერთობების ჩამოყალიბება, როგორებიცაა: ინტელექტუალური, ფიზიკური, რეკრეაციული და მსგავსი სახის ურთიერთობები თუ მათ თან არ სდევთ ემოციური ინტიმურობის მოთხოვნილება. დონალდ ვინიკოტი ამბობს, რომ შიზოიდურ პირებს ურჩევნიათ ურთიერთობების საკუთარი პირობებით წარმართვა და თუ ამას ვერ აღწევენ იზოლაციას ამჯობინებენ.[8]
არსებობს სპეკულაცია, რომ შიზოიდური პიროვნების აშლილობას კავშირი ჰქონდეს კრეატიულობასთან.[9][10][11]
საიდუმლო შიზოიდი
რედაქტირებაბევრი ფუნდამენტურად შიზოიდური ინდივიდი წარმოაჩენს მიმზიდველ, აქტიურ პიროვნებას რაც ეწინააღმდეგება DSM-IV-სა და ICD-10-ში შიზოიდური პიროვნების განმსაზღვრელ მახასიათებლებს.[12]კლაინი, ასეთ პირებს „საიდუმლო შიზოიდებს“ უწოდებს,[12]მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარ თავს წარმოაჩენენ, როგორც სოციალურად აქტიურ, დაინტერესებულად და ურთიერთობაში ჩაბმულად, თუმცა მაინც ემოციურად განცალკევებულები და მათ შინაგან სამყაროში იზოლირებულები იყვნენ.
გარე სამყაროსგან იზოლაცია შიზოიდურობის განმსაზღვრელი მახასიათებელია, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს კლასიკურ და „საიდუმლო“ ფორმაში.
გამომწვევი მიზეზები
რედაქტირებაარსებობს გარკვეული საფუძველი, იმის საფიქრად, რომ A კლასტერის აშლილობებს აქვთ საერთო გენეტიკური და გარემოებითი რისკის ფაქტორები, ასევე შიზოიდური აშლილობა უფრო მეტად გავრცელებულია იმ ხალხში, ვისაც ჰყავს შიზოფრენიით დაავადებული ან შიზოტიპური აშლილობის მქონე ნათესავები.[3] შიზოიდური აშლილობის თვისებების კვლევამ ტყუპებში გვაჩვენა, რომ დაბალი სოციალურობა და გულცივობა არის მემკვიდრეობითი. ამის გამო, არსებობს შიზოიდური პიროვნების აშლილობის მემკვიდრეობითობის არაპირდაპირი დამამტკიცებელი საბუთი.[13] შპა-სა და დაბალწონიანობას შორის კავშირი მიუთითებს ბიოლოგიურ ფაქტორებზე.[14][15]
ზოგადად, დაბადებამდე კალორიული უკმარისობა, ადრეული მშობიარობა და დაბადებისას დაბალი წონა ფსიქიკური აშლილობებისას სარისკო ფაქტორებს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე შესაძლოა ხელი შეუწყოს შპა-ს განვითარებასაც.[16][17] მათ ვინც განიცადეს ძლიერი ტვინის დაზიანება, ასევე შეიძლება განავითარონ შპა-ს მსგავსი თვისებები.[17][18]
ზოგმა მკვლევარმა, ასევე წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ არამოსიყვარულე, უზრუნველმა[19] და ძალიან პერფექციონისტმა[20] მშობლებმა ასევე შეიძლება გავლენა იქონიონ.
დიაგნოზი
რედაქტირებაჯმო-ს ICD-10 შიზოიდური პიროვნების აშლილობის დიაგნოზის კრიტერიუმი, დიაგნოზისთვის საჭიროა ინდივიდი აკმაყოფილებდეს მინიმუმ ოთხ კრიტერიუმს:[21]
- ემოციური სიცივე, განცალკევება, აფექტურობის შემცირება;
- სხვების მიმართ ნეგატიური და პოზიტიური გრძნობების გამოხატვის შეზღუდული შესაძლებლობა;
- მარტოსული აქტივობებისთვის უპირატესობის მინიჭება;
- ძალიან ცოტა, ან სულაც არცერთი ახლო მეგობარი ან ურთიერთობა და მათი სურვილის არქონა;
- კრიტიკისა და ქების მიმართ ინდეფერენტულობა;
- სხვებთან სექსუალური კავშირისადმი უინტერესობა (ასაკის გათვალისწინებით);
- სიამოვნების მიღება ცოტა ან სულაც არცერთი აქტივობისაგან;
- სოციალური ნორმებისა და კონვენციებისადმი ინდეფერენტულობა;
- ინტროსპექციისა და ფანტაზირებისკენ მიდრეკილება.
ICD-10-ის მოთხოვნის თანახმად ნებისმიერი სპეფიციური პიროვნების აშლილობის დიაგნოზი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი პიროვნების პათოლოგიის კრიტერიუმებს.
მილონის ქვეტიპები
რედაქტირებამილონი წარმოადგენს შიზოიდურობის ოთხ ქვეტიპს.[15][22] ნებისმიერმა შიზოიდმა შეიძლება წარმოადგინოს ოთხი მომდევნო ან არცერთი:
უსიცოცხლო — შიზოიდური პიროვნება, რომელსაც თან ახლავს დეპრესიული პიროვნების თვისებები.
დაშორებული — შიზოიდური პიროვნება, რომელსაც თან ახლავს აცილებადი და შიზოტიპური პიროვნების თვისებები.
დეპერსონიზირებული — შიზოიდური პიროვნება, რომელსაც თან ახლავს შიზოტიპური პიროვნების თვისებები.
გულგრილი — შიზოიდური პიროვნება, რომელსაც თან ახლავს კომპულსური პიროვნების თვისებები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Schizoid personality disorder: MedlinePlus Medical Encyclopedia. A.D.A.M., Inc.. ციტირების თარიღი: 30 April 2016.
- ↑ Reber, Arthur S.; Allen, Rhianon; Reber, Emily Sarah [1985] (2009) The Penguin Dictionary of Psychology, 4th, London; New York: Penguin Books. ISBN 9780141030241. OCLC 288985213.
- ↑ 3.0 3.1 Esterberg, Michelle L.; Goulding, Sandra M.; Walker, Elaine F. (5 May 2010). „Cluster A Personality Disorders: Schizotypal, Schizoid and Paranoid Personality Disorders in Childhood and Adolescence“. Journal of Psychopathology and Behavioral Assessment. 32 (4): 515–528. doi:10.1007/s10862-010-9183-8. PMC 2992453. PMID 21116455.
- ↑ Schizoid personality disorder Symptoms - Mayo Clinic. Mayo Foundation for Medical Education and Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 7 May 2016.
- ↑ Mellsop, Graham (1973). „Antecedents of Schizophrenia“. Australian and New Zealand Journal of Psychiatry. 7 (3): 208–211. doi:10.3109/00048677309159750. ISSN 0004-8674.
- ↑ 6.0 6.1 Laing, R. D. [1960] (1965). „The Inner Self in the Schizoid Condition“, The Divided Self: an Existential Study in Sanity and Madness. Harmondsworth, Middlesex; Baltimore: Penguin Books, გვ. [82–100]. ISBN 9780140207347. OCLC 5212085.
- ↑ Philip Manfield- 'Split Self, Split Object' p. 207
- ↑ D.W. Winnicott- p.73 'The Family and Individual Development' (1965)
- ↑ Schuldberg David (2001). „Six subclinical spectrum traits in normal creativity“. Creativity Research Journal. 13 (1): 5–16. doi:10.1207/s15326934crj1301_2.
- ↑ Domino, George, et al. "Creativity and ego defense mechanisms: Some exploratory empirical evidence." Communication Research Journal 14.1 (2002): 17-25.
- ↑ Dennis K. Kinney, Ruth Richards, Patricia A. Lowing, Deborah LeBlanc, Morris E. Zimbalist & Patricia Harlan pages 17-25 Creativity in Offspring of Schizophrenic and Control Parents: An Adoption Study Creativity Research Journal Volume 13, Issue 1, 2001 [1]
- ↑ 12.0 12.1 (1995) Disorders of the Self: Secret Pure Schizoid Cluster Disorder, გვ. 25–27. „Klein was Clinical Director of the Masterson Institute and Assistant Professor of Psychiatry at the Columbia University College of Physicians and Surgeons, New York“
- ↑ Nolen-Hoeksema, Susan (2014). Abnormal Psychology (6th ed.). McGraw-Hill Education. ISBN 978-1-259-06072-4.
- ↑ Mather, Amber A.; Cox, Brian J.; Enns, Murray W.; Sareen, Jitender (2008). „Associations Between Body Weight and Personality Disorders in a Nationally Representative Sample“. Psychosomatic Medicine. 70 (9): 1012–1019. doi:10.1097/psy.0b013e318189a930. PMID 18842749.
- ↑ 15.0 15.1 Millon, Theodore (2004). Personality Disorders in Modern Life, p. 378. John Wiley & Sons, Inc., Hoboken, New Jersey. ISBN 0-471-23734-5.
- ↑ Abel, Kathryn M.; Wicks, Susanne; Susser, Ezra S.; Dalman, Christina; Pedersen, Marianne G.; Mortensen, Preben Bo; Webb, Roger T. (1 September 2010). „Birth weight, schizophrenia, and adult mental disorder: is risk confined to the smallest babies?“. Archives of General Psychiatry. 67 (9): 923–930. doi:10.1001/archgenpsychiatry.2010.100. ISSN 1538-3636. PMID 20819986.
- ↑ 17.0 17.1 Martens, Willem H.J. (March 2010). „Schizoid personality disorder linked to unbearable and inescapable loneliness“. The European Journal of Psychiatry. 24 (1). doi:10.4321/S0213-61632010000100005. ISSN 0213-6163.
- ↑ Levan A, Baxter L, Kirwan CB, Black G, Gale SD (2015). „Right frontal pole cortical thickness and social competence in children with chronic traumatic brain injury: cognitive proficiency as a mediator“. J Head Trauma Rehabil. 30: E24–31. doi:10.1097/HTR.0000000000000040. PMID 24714213. Lay summary – Brigham Young University.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
- ↑ • Personality Disorders • Nov 28, 2005. (2005-11-28) Schizoid Personality Disorder -Personality Disorders. Health.am. ციტირების თარიღი: 2012-03-16.
- ↑ R.L. Jenkins; S. Glickman (April 1946). „The Schizoid Child“. American Journal of Orthopsychiatry. 16 (2): 255–61. doi:10.1111/j.1939-0025.1946.tb05379.x.
- ↑ http://www.mentalhealth.com/icd/p22-pe02.html დაარქივებული 2006-04-25 საიტზე Wayback Machine. Schizoid personality disorder - International Statistical Classification of Diseases and Related Health Problems 10th Revision (ICD-10)]
- ↑ Millon, Theodore - Personality Subtypes. Millon.net. ციტირების თარიღი: 2012-03-16.