აცილებადი პიროვნების აშლილობა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


აცილებადი პიროვნების აშლილობა (აპა) აგრეთვე ცნობილი როგორც შფოთვითი პიროვნების აშლილობა,[1] არის C კლასტერში შემავალი პიროვნების აშლილობა. აპა-ს მქონე პირებს ახასიათებთ სოციალური "შეჩერება", არაადექვატურობის და არასრულფასოვნების განცდები, გაზრდილი სენსიტიურობა ნეგატიური შეფასების მიმართ და სოციალური ინტერაქციების თავის არიდება მიუხედავად დიდი სურვილისა იყვნენ სხვა ადამიანების გარშემო.[2] ამ პიროვნების პათოლოგიის მქონე ადამიანები ხშირად ახასიათებენ საკუთარ თავს როგორც დაძაბულს, შფოთვითს, მარტოსულს, არასასურველს და სხვებისგან იზოლირებულს.[3] აპა-სთვის დამახასიათებელი ქცევა იწყება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან და ვლინდება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში.[4]

აცილებადი პიროვნების აშლილობა
დარგი ფსიქიატრია
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 F60.6
ICD-9 301.82
MedlinePlus 000940
MeSH D010554

ჩვენთვის უცნობია თუ რა იწვევს აცილებადი პიროვნების აშლილობას.[5] ამ მოსაზრებას ემხრობა ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ გამოცემული ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკურ-სტატისტიკური სახელმძღვანელოც.[4]

აცილებადი პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად თვლიან საკუთარ თავს სოციალურად შეუფერებელს ან პიროვნულად არამიმზიდველად და არიდებენ თავს სოციალურ ინტერაქციებს. მათ ეშინიათ, რომ მასხრად აიგდებენ, შეურაწყოფას მიაყენებენ, გარიყავენ ან არ მოეწონებათ. როგორც თავად დასახელება გვკარნახობს, ძირითადი დაცვითი მექანიზმი, რომლითაც აცილებადი პიროვნების მქონე ადამიანი ოპერიბებს, შემაშინებელი სტიუმულების თავის არიდებაა.[1] მსგავსი ტიპის ქცევა იწყება ადრეულ მოწიფულობის პერიოდში და* ვლინდება არაერთ ცხოვრებისეულ კონტექსტში. რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია ნეგლექტური ერთ-ერთი ან ორივე მშობელი, აგრეთვე თანატოლებთა ჯგუფის მიერ განრიყვა.[6]

ნიშნები და სიმპტომები

რედაქტირება

მათ ვისაც აქვს აცილებადი პიროვნების აშლილობა ჩვევია აირჩიოს ისეთი სამსახური სადაც იგი იზოლაციაში იქნება - არ მოუწევს პუბლიკასთან კონტაქტი რეგულარულად. ეს განპირობებულია მათი შფოთვითი ტენდენციებით და შიშით, რომ ისინი სხვების თანდასწრებით შერცხვებიან. ზოგიერთი აპა-ს მქონე ადამიანი ფანტაზირებს იდეალიზებულ, მიმღებლურ და მოსიყვარულე ურთიერთობებზე, რამე თუ მათ აქვთ ძლიერი სურვილი მიეკუთვნებოდნენ რაიმე ჯგუფს. ისინი ხშირად თვლიან საკუთარ თავს ურთიერთობებისთვის უვარგისად, არაღირსეულად, ამიტომ, ხშირად არცხვენენ საკუთარ თავს რათა არ სცადონ ურთიერთობის წამოწყება.[7]

აცილებადი პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანები ზედმეტად დიდ დროს უთმობენ თავიანთ უარყოფით თვისებებზე ფიქრს და მხოლოდ მაშინ იწყებენ ურთიერთობა თუ დარწმუნებულნი არიან, რომ მათ არ მიატოვებენ. სხვებისგან უარყოფა და ადამიანების დაკარგვა იმდენად მტკივნეულია მათთვის, რომ ისინი მზად არიან იყვნენ მარტო ვიდრე გარისკონ ახალი ურთიერთობის წამოწყება. ისნი ხშირად განიხილავენ საკუთარ თავს როგორც აბუჩად აგდებულს,[3] იმიტომ რომ არ შესწევთ უნარი დააკავშირონ საკუთარი თავი პოზიტურ თვისებებთან რომლებიც მათ ახასიათებთ.[8]

გამომწვევი მიზეზები

რედაქტირება

აცილებადი პიროვნების აშლილობის გამომწვევი მიზეზები კარგად არ არის შესწავლილი და შეიძლება მოიცავდნენ სოციალური, გენეტიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორების კომბინაციას. ეს აშლილობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ტემპერამენტულ თანდაყოლილ ფაქტორებთან.[11][12] განსაკუთრებით, სხვადასხვა შფოთვით აშლილობები ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში დაკავშირებულნი არიან ისეთ თვისებებთან როგორიცა არის მორცხვობა, მშიშრობა, ახალი სიტუაციებიდან გაცლა.[13] მსგავსი თანდაყოლილი თვისებები შეგვიძლია განვიხილოთ როგორც გენეტიკური პრედისპოზიცია აპა-ს ჩამოყალიბებაში.[14] ბავშვობაში ემოციური უარყოფა[15][16][17][18] და თანატოლების მიერ გარიყვა[19] ორივე აღიარებულია როგორც რისკფაქტორი აცილებადი პიროვნების აშლილობის ჩამოყალიბებაში.[11]

დიაგნოსტიკა

რედაქტირება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

რედაქტირება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებების საღელმძღვანელო ICD-10 მიაკუთვნებს აცილებად პიროვნების აშლილობას პიროვნებათა აშლილობის რიცხვს. ICD-10-ში ის მოიხსენიება: (F60.6) შფოთვითი (აცილებადი) პიროვნების აშლილობა.[1]

იგი ხასიათდება მინიმუმ სამი შემდეგით:[20]

  1. მუდმივი და ყოვლისმომცველი დაძაბულობის და მღელვარების შეგრძნება;
  2. რწმენა, რომ იგი არის სოციალურად უუნარო, პიროვნულად არამიმზიდველი ან არასრულფასოვანი;
  3. გაზვიადებული მღელვარება, რომ სოციალურ სიტუაციებში გააკრიტიკებენ ან გარიყავენ;
  4. უუნარობა იყოს ადამიანებთან თუ არ არის დარწმუნებული, რომ მათ ის მოწონს;
  5. თვითდაწესებული შეზღუდვები ცხოვრების სტილში, რომ შექმნას ფიზიკური დაცულობის განცდა;
  6. სოციალური ან სამსახურეობრივი მოვალეობებისთვის თავის არიდება, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან ინტერპერსონალურ კონტაქტს, რაც გამოწვეულია კრიტიკის, არმოწონების ან გარიყვის შიშით.

ასოცირებული თვისებებია: ჰიპერსენსიტიურობა კრიტიკისა და განრიყვისადმი.

ICD-10-ის მოთხოვნის თანახმად ნებისმიერი სპეფიციური პიროვნების აშლილობის დიაგნოზი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი პიროვნების პათოლოგიის კრიტერიუმებს.

ამერიკული ფსიქიატრიის ასოციაცია

რედაქტირება

ამერიკული ფსიქიატრიის ასოციაციის სახელმძღვანელოში (DSM-5) ასევე ვხვდებით აპა-ს დიაგნოსტიკური კრიტერიუმს.

ადამიანი უნდა აკმაყოფილებდეს არანაკლებ ოთხისა:[2]

  1. თავს არიდებს სამსახურეობრივ მოვალეობებს, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან ინტერპერსონალურ კონტაქტს, რაც გამოწვეულია კრიტიკის, არმოწონების ან გარიყვის შიშით;
  2. უუნარობა იყოს ადამიანებთან თუ არ არის დარწმუნებული, რომ მათ ის მოწონს;
  3. იჭერს თადარიგს ინტიმურ ურთიერტობაში რამე თუ ეშინია, რომ მას შეარცხვენენ ან მასხრად აიგდებენ;
  4. გაზვიადებული მღელვარება, რომ სოციალურ სიტუაციებში გააკრიტიკებენ ან გარიყავენ;
  5. შენელებულია ახალ ინტერპერსონალურ სიტუაციებში ვინაიდან თავს არაადექვატურად მიიჩნევს;
  6. რწმენა, რომ იგი არის სოციალურად უუნარო, პიროვნულად არამიმზიდველი ან არასრულფასოვანი;
  7. უხალისოდ ეკიდება ახალ წამოწყებებს ან რისკებს რამე თუ ეშინია, რომ არ შერცხვეს.

თეოდორე მილონის თანახმად აცილებად პიროვნებას ოთხი სუბტიპი აქვს: 

  • ფობიკური - აცილებადი პიროვნება, რომელსაც თან ახლავს დამოკიდებული პიროვნების თვისებები.
  • შინაგანად კონფლიქტური - აცილებადი პიროვნება, რომელსაც თან ახლავს პასიურ-აგრესიული პიროვნების თვისებები.
  • ჰიპერსენსიტიური - აცილებადი პიროვნება, რომელსაც თან ახლავს პარანოიდული პიროვნების თვისებები.
  • თვით-მიმტოვებელი - აცილებადი პიროვნება, რომელსაც თან ახლავს დეპრესიული პიროვნების თვისებები.

დიფერენციალური დიაგნოზი

რედაქტირება

სოციალური ფობიისგან განსხვავებით აცილებადი პიროვნების აშლილობის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ზოგადი პიროვნების პათოლოგიის კრიტერიუმებს დაკმაყოფილება. ასევე სოციალური ფობია მოხოლოდ ზოგადი ან სპეციფიკური სოციალური სიტუაციების შიშს წარმოადგენს ხოლო აცილებადი პიროვნების აშლილობა კი პრაქტიკულად უარს ამბობს ინტიმურობაზე ინტერპერსონალურ ურთიერთობებში.[21]

ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკურ-სტატისტიკური სახელმძღვანელოს მიხედვით, აცილებადი პიროვნების პათოლოგიის დიაგნოსტირებისათვის, იგი უნდა გაიმიჯნოს სხვა კლინიკური მდგომარეობებიდან, ესენია:[21]

მიუხედავად გამიჯნისა არსებობს კავშირი აცილებად და შიზოიდურ პიროვნებების თვისებებს შორის. (იხილეთ: შიზოიდური აცილებადი ქცევა). აგრეთვე აცილებად პიროვნებას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს შიზოფრენიის სპექტრთან.[22]

კომორბიდულობა

რედაქტირება

აცილებადი პიროვნების აშლილობა ხშირად თანაარსებობს შფოთვით აშლილობებთან ერთად. კვლევების თანახმად 10 - 50% ადამიანების ვისაც აქვს პანიკური აშლილობა აგორაფობიასთან ერთად ასევე აკმაყოფილებს აცილებადი პიროვნების აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს, ისევე როგორც დაახლოებით 20 - 40% ვინც სოციალური შფოთვითი აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ასევე აცილებადი პიროვნების აშლილობა უფრო ხშირად გვხდება პაციენტებში რომლებსაც აქვთ ორივე გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობა და სოციალური ფობია, ვიდრე მათ ვისაც მხოლოდ ერთ-ერთი წინათხსენებული მდგომარეობა ახასიათებს.[23]

ზოგიერთი კვლევის თანახმად აცილებადი პიროვნების გავრცელება 45%-მდეა გენერალიზირებულ შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტებში და 56%-მდე ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მოქნე პაციენტებში.[24]

მკურნალობა

რედაქტირება

აცილებადი პიროვნების აშლილობის მკურნალობა შეიძლება გულისხმობდეს მრავალ ტექნიკას ან მეთოდს:

აუცილებელი ფაქტორი აცილებადი პიროვნების აშლილობის მკურნალობისას არის პაციენტის ნდობის მოპოვება და შენარჩუნება, ვინაიდან აპა-ს მქონე ადამიენბი ხშირად თავს არიდებენ მკურნალობის სესიებს რამე თუ ისინი არ ენდობია თერაპევტს ან ეშინიათ, რომ მათ უარყოფენ. მთავარი მიზანი ინდივიდუალური ისივე როგორც ჯგუფური ფსიქოთერაპიის დროს არის ცილებადი პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანის საკუთარი ნეგატიური თვითშეხედულების შეცვლა.[26]

ეპიდემიოლოგია

რედაქტირება

2001-02 წლების, ამერიკის ნაციონალური ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა ალკოჰოლისა და მსგავსი მდგომარეობების შესახებ გვიჩვენებს, რომ ზოგად პოპულაციაში ცილებადი პიროვნების აშლილობის გავრცელება 2,36%.[27] ეს აშლილობა თანაბრად გვევლინება მამაკაცებში და ქალბატონებში.[2] ერთ-ერთი კვლევის თანახმათ ფსიქიატრიულ ამბოლატორულ განყოფილებებში, აპა-ს დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს 14,7% აკმაყოფილებდა.[28]

  1. 1.0 1.1 1.2 Anxious [avoidant personality disorder]. International Statistical Classification of Diseases and Related Health Problems, 10th revision (ICD-10). ციტირების თარიღი: 19 February 2015.
  2. 2.0 2.1 2.2 (2013) „Avoidant Personality Disorder, 301.82 (F60.6)“, რედ. American Psychiatric Association: Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, Fifth Edition. American Psychiatric Publishing, გვ. 672–675. 
  3. 3.0 3.1 Millon, Theodore; Davis, Roger D. (1996) Disorders of Personality: DSM-IV and Beyond, 2nd Edition, გვ. 263. 
  4. 4.0 4.1 (2013) Diagnostic and statistical manual of mental disorders: DSM-5, 5th, Washington [etc.]: American Psychiatric Publishing, გვ. 645. ISBN 9780890425558. 
  5. Sederer, Lloyd I. (2009) Blueprints psychiatry, 5th, Philadelphia: Wolters Kluwer/Lippincott Williams & Wilkins, გვ. 29. ISBN 9780781782531. 
  6. Avoidant Personality Disorder - Environmental Factors. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-28. ციტირების თარიღი: 2016-12-01.
  7. Hoeksema, Nolen (2014) Abnormal Psychology, 6th, McGraw Education, გვ. 275. ISBN 9781308211503. 
  8. Will, Retzlaff, ed. (1995). p. 97
  9. Paula Ford-Martin M.A.. Avoidant personality disorder. Avoidant personality disorder. Healthline Networks (2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2006-02-26.
  10. Avoidant Personality Disorder დაარქივებული 2012-01-20 საიტზე Wayback Machine. , Real Mental Health, Inc.
  11. 11.0 11.1 Eggum, Natalie D.; Eisenberg, Nancy; Spinrad, Tracy L.; Valiente, Carlos; Edwards, Alison; Kupfer, Anne S.; Reiser, Mark (2009). „Predictors of withdrawal: Possible precursors of avoidant personality disorder“. Development and Psychopathology. 21 (3): 815–38. doi:10.1017/S0954579409000443. PMC 2774890. PMID 19583885.
  12. Rettew, David C.; Michael S Jellinek; Alicia C Doyle. (March 4, 2008) Avoidant Personality Disorder. eMedicine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 February 2010. ციტირების თარიღი: January 26, 2010.
  13. Suzanne M. Sutherland, M.D.. (2006)Avoidant Personality Disorder Causes, Frequency, Siblings and Mortality — Morbidity. Avoidant Personality Disorder. Armenian Medical Network. ციტირების თარიღი: 2007-02-26.
  14. Lenzenweger, Mark F.; Clarkin, John F. (2005) Major Theories of Personality Disorder. Guilford Press, გვ. 69. ISBN 1-59385-108-1. 
  15. Johnson, JG; Smailes, EM; Cohen, P; Brown, J; Bernstein, DP (2000). „Associations between four types of childhood neglect and personality disorder symptoms during adolescence and early adulthood: findings of a community-based longitudinal study“. Journal of personality disorders. 14 (2): 171–87. doi:10.1521/pedi.2000.14.2.171. PMID 10897467.
  16. Joyce, Peter R.; McKenzie, Janice M.; Luty, Suzanne E.; Mulder, Roger T.; Carter, Janet D.; Sullivan, Patrick F.; Cloninger, C. Robert (2003). „Temperament, childhood environment and psychopathology as risk factors for avoidant and borderline personality disorders“. Australian and New Zealand Journal of Psychiatry. 37 (6): 756–64. doi:10.1111/j.1440-1614.2003.01263.x. PMID 14636393.
  17. Johnson, J. G.; Cohen, P; Brown, J; Smailes, EM; Bernstein, DP (1999). „Childhood Maltreatment Increases Risk for Personality Disorders During Early Adulthood“. Archives of General Psychiatry. 56 (7): 600–6. doi:10.1001/archpsyc.56.7.600. PMID 10401504.
  18. Battle, Cynthia L.; Shea, M. Tracie; Johnson, Dawn M.; Yen, Shirley; Zlotnick, Caron; Zanarini, Mary C.; Sanislow, Charles A.; Skodol, Andrew E.; et al. (2004). „Childhood Maltreatment Associated With Adult Personality Disorders: Findings From the Collaborative Longitudinal Personality Disorders Study“. Journal of Personality Disorders. 18 (2): 193–211. doi:10.1521/pedi.18.2.193.32777. PMID 15176757.
  19. Sperry, Len (2003) „Avoidant Personality Disorder“, Handbook of diagnosis and treatment of DSM-IV-TR personality disorders. Philadelphia: Brunner-Routledge, გვ. 59–79. ISBN 978-0-415-93569-2. 
  20. WHO.int
  21. 21.0 21.1 Comer, R. J. (2007). Abnormal Psychology Seventh Edition. New York, NY: Worth Publishers. 
  22. Fogelson DL; Nuechterlein KH; Asarnow RA; et al. (March 2007). „Avoidant personality disorder is a separable schizophrenia-spectrum personality disorder even when controlling for the presence of paranoid and schizotypal personality disorders“. Schizophrenia Research. 91: 192–199. doi:10.1016/j.schres.2006.12.023. PMC 1904485. PMID 17306508.
  23. „Prevalence of personality disorders among patients with anxiety disorders“. ScienceDirect. 51: 167–174. doi:10.1016/0165-1781(94)90036-1. ციტირების თარიღი: 7 September 2015.
  24. Van Velzen, C. J. M. (2002). Social Phobia and Personality Disorders: Comorbidity and Treatment Issues. Groningen: University Library Groningen. (online version[მკვდარი ბმული])
  25. Comer, R. J. (1996). Fundamentals of Abnormal Psychology. Avoidant personality disorder, pp. 428–430. Third edition. New York: Worth.
  26. Eckleberry, Sharon C.. (2000-03-25) Dual Diagnosis and the Avoidant Personality Disorder. The Dual Diagnosis Pages: From Our Desk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-16. ციტირების თარიღი: 2007-02-06.
  27. Grant, Bridget F.; Hasin, Deborah S.; Stinson, Frederick S.; Dawson, Deborah A.; Chou, S. Patricia; Ruan, W. June; Pickering, Roger P. (2004). „Prevalence, Correlates, and Disability of Personality Disorders in the United States“. The Journal of Clinical Psychiatry. 65 (7): 948–58. doi:10.4088/JCP.v65n0711. PMID 15291684.
  28. Zimmerman, M.; Rothschild, L.; Chelminski, I. (2005). „The prevalence of DSM-IV personality disorders in psychiatric outpatients“. The American Journal of Psychiatry. 162 (10): 1911–1918. doi:10.1176/appi.ajp.162.10.1911. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |last-author-amp= (დახმარება)