კოგნიტური თერაპია

კოგნიტური თერაპია(CT) — (ლათ. cognitio- შემეცნება, ცოდნა) ფსიქოთერაპიის სახეობა, შემუშავებული ამერიკელი ფსიქოლოგის, აარონ ტემკინ ბეკის მიერ. ერთ-ერთი თერაპიული მიდგომა კოგნიტური ქცევითი თერაპიის(CBT) უფრო დიდ ჯგუფში, ახსნილი ბეკის მიერ 1960-იან წლებში. თერაპია დაფუძნებულია კოგნიტურ მოდელზე, რომელიც ამბობს, რომ აზრები, გრძნობები და ქცევა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და რომ ინდივიდებს შეუძლიათ სირთულეების დაძლევისა და მიზნების მიღწევისაკენ სწრაფვა, არასასურველი ან არაზუსტი აზროვნების, პრობლემური ქცევის და მტანჯველი ემოციების იდენტიფიცირებით და შეცვლით. ეს გულისხმობს ინდივიდუალურ მუშაობას თერაპევტთან რწმენის ტესტირებისა და შეცვლის უნარების განსავითარებლად, დამახინჯებული აზროვნების იდენტიფიცირების, სხვებთან სხვადასხვა გზით ურთიერთობისა და ქცევის შეცვლის მიზნით[1]. კოგნიტური შემთხვევის კონცეპტუალიზაცია შემუშავებულია კოგნიტური თერაპევტის მიერ, როგორც გზამკვლევი ინდივიდის შინაგანი რეალობის გასაგებად, შესაბამისი ინტერვენციების შესარჩევად და შოკის — დისტრესის არეალების იდენტიფიცირებისთვის.

ისტორია რედაქტირება

იმედგაცრუებული იყო გრძელვადიანი ფსიქოდინამიკური მიდგომებით, რომელიც დაფუძნებულია არაცნობიერი ემოციების გააზრებაზე, ბეკი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გზა, რისი საშუალებითაც მისი პაციენტები აღიქვამდნენ და ანიჭებდნენ მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებას - პროცესი, რომელიც ცნობილია როგორც cognition - იყო თერაპიის გასაღები.[2] ალბერტ ელისი მსგავს იდეებზე 1950-იანი წლებიდან მუშაობდა. მან თავის მიდგომას უწოდა ჯერ რაციონალური თერაპია(RT), შემდეგ რაციონალურ-ემოციური თერაპია(RET) და მოგვიანებით რაციონალურ-ემოციური ქცევითი თერაპია(REBT).

ბეკმა ახსნა თავისი მიდგომა წიგნში Depression: Causes and Treatment 1967 წელს. მან გააფართოვა თავისი ყურადღების არეალი და ჩართო შფოთვითი აშლილობები შემდეგ წიგნში Cognitive Therapy and the Emotional Disorders 1976 წელს. სხვა აშლილობები მოგვიანებით.[3] მან ასევე გაამახვილა ყურადღება ფუძემდებლურ „schema“-ზე - ძირითადი გზები, რომლითაც ადამიანები ამუშავებენ ინფორმაციას საკუთარი თავის, სამყაროს ან მომავლის შესახებ.

ეს ახალი კოგნიტური მიდგომა შეეწინააღმდეგა იმ დროს გავრცელებულ ბიჰევიორიზმს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მენტალურ მიზეზებზე საუბარი არ იყო მეცნიერული ან მნიშვნელოვანი, და რომ სტიმულისა და ქცევითი რეაქციების შეფასება საუკეთესო გზა იყო ფსიქოლოგიის პრაქტიკაში. თუმცა, 1970-იან წლებში ფსიქოლოგიაში ზოგადი „კოგნიტური რევოლუცია“ მოხდა. გაერთიანდა ქცევის მოდიფიკაციის ტექნიკა და კოგნიტური თერაპიის ტექნიკა, რამაც საფუძველი ჩაუყარა კოგნიტურ ქცევით თერაპიას. მიუხედავად იმისა, რომ კოგნიტური თერაპია ყოველთვის მოიცავდა ზოგიერთ ქცევის კომპონენტს, ბეკის მიდგომის დამცველები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ და დაემკვიდრებინათ მისი მთლიანობა, როგორც კოგნიტური ქცევითი თერაპიის განსხვავებული, სტანდარტიზებული ფორმა, რომელშიც კოგნიტური ცვლა არის ცვლილების მთავარი მექანიზმი.[4]

კოგნიტური თერაპიის გარკვეული ასპექტების წინამორბედები იდენტიფიცირებულები არიან ანტიკურ ფილოსოფიურ ტრადიციებში, განსაკუთრებით სტოიციზმში.[5] მაგალითად, ბეკის დეპრესიის მკურნალობის თავდაპირველ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „კოგნიტური თერაპიის ფილოსოფიური საწყისები შეიძლება აღმოჩნდეს სტოიკოს ფილოსოფოსებში“.[6]

ამ საკითხზე პოპულარობის ზრდამ განაპირობა, კოგნიტური თერაპიის არაკომერციული აკადემიის, Academy of Cognitive Therapy შექმნა, კოგნიტური თერაპევტების აკრედიტაციისთვის, წევრებისთვის ფორუმის შესაქმნელად, რათა გაეზიარებინათ კვლევები და ინტერვენციები და ესწავლებინათ საზოგადოებისთვის კოგნიტური თერაპიისა და მასთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ.[7]

საფუძველი რედაქტირება

თერაპია შეიძლება შედგებოდეს იმ ვარაუდების ტესტირებისგან, რომლებსაც ადამიანი აკეთებს და ახალი ინფორმაციის ძიებისგან, რომელიც შეიძლება დაეხმაროს ვარაუდების შეცვლას ისე, რომ გამოიწვიოს სხვადასხვა ემოციური ან ქცევითი რეაქციები. ცვლილება შეიძლება დაიწყოს აზრებზე (ემოციების და ქცევის შესაცვლელად), ქცევაზე (გრძნობებისა და აზრების შეცვლა) ან ინდივიდის მიზნებზე (აზრების, გრძნობების ან ქცევის იდენტიფიცირებით, რომლებიც ეწინააღმდეგება მიზნებს) "დამიზნებით". ბეკი თავდაპირველად ფოკუსირებული იყო დეპრესიაზე და შეიმუშავა "შეცდომების" სია (შემეცნებითი დამახინჯება) იმ მიზნით, რომელიც განაცხადა, რომ შეძლებდა დეპრესიის "შენარჩუნებას", თვითნებური დასკვნის, შერჩევითი აბსტრაქციის, ნეგატივის ზედმეტად განზოგადებისა და დადებითის მინიმალიზაციის ჩათვლით.

მაგალითი, თუ როგორ მუშაობს კოგნიტური თერაპია: სამსახურში შეცდომის დაშვების შემდეგ, ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს: „უსარგებლო ვარ და სამსახურში ვერაფერს ვაკეთებ სწორად.“ შემდეგ იგი ფოკუსირებას მოახდენს შეცდომაზე (რომელსაც ის ამტკიცებს, რომ მისი რწმენა სიმართლეა), და მისი აზრები "უსარგებლო" ყოფნის შესახებ, დიდი ალბათონით, ნეგატიურ ემოციებს გამოიწვევს (იმედგაცრუება, სევდა, უიმედობა). ამ აზრებისა და გრძნობების გათვალისწინებით, მან შეიძლება დაიწყოს სამსახურში გამოწვევების თავიდან აცილება, რაც დაუდასტურებს, რომ მისი რწმენა სიმართლეა. შედეგად, ნებისმიერი ადაპტაციური რეაქცია და შემდგომი კონსტრუქციული შედეგები ნაკლებად სავარაუდო ხდება და მან შეიძლება კიდევ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოს მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, რაც ემსახურება თავდაპირველი აზროვნების განმტკიცებას. თერაპიაში ეს მაგალითი ცნობილია, როგორც თვითშესრულებული წინასწარმეტყველება ან „პრობლემის ციკლი“. ამ ხერხით მკურნალობის შემთხვევაში თერაპევტისა და პაციენტის ძალისხმევა მიმართული იქნება ერთად იმუშაონ ამ ციკლის შესასწავლად და შესაცვლელად.

ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კოგნიტურ თერაპევტთან, ხშირად იყენებენ ფიქრისა და რეაგირების უფრო მოქნილ გზებს, უსვამენ საკუთარ თავს კითხვას, არის თუ არა მათი აზრები სრული სიმართლე და ეხმარება თუ არა ეს აზრები მათ მიზნების მიღწევაში. აზრები, რომლებიც არ შეესაბამება ამ აღწერას, შეიძლება ჩანაცვლდეს უფრო ზუსტით ან გამოსადეგით, რაც გამოიწვევს პოზიტიურ ემოციებს, სასურველ ქცევას და მოძრაობას პიროვნების მიზნებისკენ. კოგნიტური თერაპია იყენებს უნარების გამომუშავების მიდგომას, სადაც თერაპევტი ეხმარება ადამიანს დამოუკიდებლად ისწავლოს და შეითვისოს ეს უნარები, საბოლოოდ კი „საკუთარი თერაპევტი გახდეს“.

კოგნიტური მოდელი რედაქტირება

კოგნიტური მოდელის შექმნა მოყვა აარონ ბეკის მიერ ჩატარებული კვლევას დეპრესიაში ფსიქოლოგიური პროცესების ასახსნელად.[8] იგი ყოფს გონებრივ რწმენას სამ დონეზე:[9]

  • ავტომატური აზროვნება
  • შუალედური რწმენა
  • ძირითადი რწმენა

2014 წელს შემოგვთავაზეს კოგნიტური მოდელის განახლება, რომელსაც ეწოდა Generic Cognitive Model(GCM). GCM არის ბეკის მოდელის განახლება, რომელიც გვთავაზობს ფსიქიკური აშლილობების დიფერენცირებას მათი დისფუნქციური რწმენის ბუნების მიხედვით.[10] GCM მოიცავს კონცეპტუალურ მუშაობას და კლინიკურ მიდგომას ფსიქიკური აშლილობის საერთო კოგნიტური პროცესების გასაგებად, სპეციფიკური აშლილობების უნიკალური მახასიათებლების დაზუსტებისას.

ფსიქოპათოლოგიის კოგნიტური თეორიის შესაბამისად, CT შექმნილია იმისთვის, რომ იყოს სტრუქტურიზებული, დირექტიული, აქტიური და დროში შეზღუდული. მიზნად ისახავს იდენტიფიცირებას, რეალობის ტესტირებას, დამახინჯებული კოგნიციის და ძირეული დისფუნქციური რწმენის გამოსწორებას.[11]

კოგნიტური რესტრუქტურიზაცია (მეთოდები) რედაქტირება

კოგნიტური რესტრუქტურიზაცია მოიცავს ოთხ საფეხურს:[12]

  1. პრობლემურ კოგნიციათა იდენტიფიცირება, რომლებიც ცნობილია როგორც "ავტომატური აზრები" (ATs). წარმოადგენს დისფუნქციურ ან უარყოფით შეხედულებებს საკუთარ თავზე, სამყაროზე ან მომავალზე, რომელიც დაფუძნებულია უკვე არსებულ რწმენაზე საკუთარი თავის, სამყაროს ან მომავლის შესახებ[13]
  2. კოგნიტური დამახინჯებების იდენტიფიცირება ATs-ში
  3. ATs-ს რაციონალური დაპირისპირება სოკრატესეული მეთოდით
  4. ATs-ზე რაციონალური უარყოფის შემუშავება

არსებობს ავტომატური აზრების(ATs) ექვსი ტიპი:[12]

  1. თვითშეფასებული აზრები
  2. აზრები სხვების შეფასებებზე
  3. შემფასებლური აზრები სხვა ადამიანზე, ვისთანაც ისინი ურთიერთობენ
  4. აზრები დაძლევის სტრატეგიებისა და ქცევითი გეგმების შესახებ
  5. რაღაცის თავიდან აცილების აზრები
  6. ნებისმიერი სხვა სახის აზრი, რომელიც არ არის კლასიფიცირებული

სხვა ძირითად ტექნიკებში აგრევე შედის:

  • აქტივობის მონიტორინგი დაგეგმვა
  • ქცევითი ექსპერიმენტები
  • აზრების დაჭერა, შემოწმება და შეცვლა
  • თანამშრომლობითი ემპირიზმი: თერაპევტი და პაციენტი ხდებიან მკვლევარები და იკვლევენ სამხილებს, რომ მხარი დაუირონ ან უარყონ პაციანტის შემეცნება. ემპირიული მტკიცებულება გამოიყენება იმის დასადგენად, ემსახურება თუ არა კონკრეტული შემეცნება რაიმე სასარგებლო მიზანს.[14]
  • დახრილი ისრის ტექნიკა
  • ექსპოზიცია და რეაგირების პრევენცია
  • ხარჯთაღრიცხვის ანალიზი
  • ქცევა "თითქოს" [15]
  • მართვადი აღმოჩენა: თერაპევტი ხსნის ქცევის პრობლემებს და გაუმართავ აზროვნებას ახალი გამოცდილების შემუშავებით, რაც იწვევს ახალი უნარებისა და პერსპექტივების შეძენას. ორივე კოგნიტური და ქცევითი მეთოდებით პაციენტი აღმოაჩენს აზროვნების უფრო ადაპტირებულ გზებს და კოგნიტური პროცესების შესასწორებით უმკლავდება გარემო სტრესორებს.[14]
  • ოსტატობის და სიამოვნების ტექნიკა
  • პრობლემების გადაჭრა
  • სოკრატული დაკითხვა: მოიცავს კითხვების სერიის შექმნას ა)პრობლემის გარვევისა და განსაზღვრისთვის; ბ)აზრების, სურათებისა და ვარაუდების იდენტიფიცირებაში დახმარებისთვის; გ)პაციენტისთვის მოვლენების მნიშვნელობის გამოკვლევისთვის; დ)არაადაპტაციური აზრებისა და ქცევების შენარჩუნების შედეგების შეფასებისთვის.

სოკრატული დაკითხვა რედაქტირება

სოკრატული კითხვები არის არქეტიპული კოგნიტური რესტრუქტურიზაციის ტექნიკა. ამ ტიპის კითხვები შექმნილია დაშვებების გამოსაწვავად:[16][17]

  • გონივრული ალტერნატივების გააზრება:

"რა შეიძლება იყოს სიტუაციის სხვა ახსნა ან თვალსაზრისი? რატომ მოხდა ეს?"

  • ამ შედეგების შეფასება:

"რა ეფექტი აქვს ამის ფიქრს ან დაჯერებას? რა შეიძლება იყოს სხვაგვარად აზროვნების და ამ რწმენის მიტოვების ეფექტი?"

  • დისტანცია:

"წარმოიდგინე კონკრეტული მეგობარი/ოჯახის წევრი იმავე სიტუაციაში ან რომ ისინიც ასე უყურებენ სიტუაციას, რას ეტყოდი მათ?"

სოკრატული კითხვების მაგალითებია:[18]

  • "აღწერეთ, როგორ ჩამოაყალიბეთ თქვენი შეხედულება თავდაპირველად."
  • "რამ დაგარწმუნა თავდაპირველად, რომ შენი ამჟამინდელი შეხედულება საუკეთესოა?"
  • "იფიქრეთ სამ მტკიცებულებაზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას ან მხარს უჭერს საპირისპირო აზრს. იფიქრეთ ამ თვალსაზრისის საპირისპიროზე. რა არის ყველაზე ძლიერი არგუმენტი ამ საპირისპირო შეხედულების სასარგებლოდ?”
  • ჩამოწერეთ ნებისმიერი კონკრეტული სარგებელი, რომელსაც მიიღებთ ამ რწმენის შენარჩუნებით, როგორიცაა სოციალური ან ფსიქოლოგიური სარგებელი. მაგალითად, გახდე თანამოაზრე ადამიანების საზოგადოების ნაწილი, კარგად გრძნობდე საკუთარ თავს ან სამყაროს, გრძნობდე, რომ შენი შეხედულება სხვებზე მაღლა დგას“ და ა.შ. არსებობს რაიმე მიზეზი, რის გამოც შეიძლება ეს აზრი გქონდეს, გარდა იმისა, რომ ეს სიმართლეა?”
  • "მაგალითად, გაძლევს ეს თვალსაზრისი გარკვეულ სიმშვიდეს, რასაც სხვა არ იძლევა?"
  • "იმისთვის, რომ დახვეწოთ თქვენი შეხედულება ისე, რომ ის მაქსიმალურად ზუსტი იყოს, მნიშვნელოვანია, რომ დაუპირისპიროთ მას სხვა და განიხილოთ არის თუ არა მიზეზი იმისა, რომ ის შეიძლება არ იყოს სიმართლე. როგორ ფიქრობთ, რომელია საუკეთესო ან ყველაზე ძლიერი არგუმენტი მის წინააღმდეგ?"
  • რა უნდა განიცადოთ ან გაიგოთ, რომ შეცვალოთ თქვენი "აზრი ამ თვალსაზრისის შესახებ?"
  • აქამდე თქვენი აზრების გათვალისწინებით, ფიქრობთ, რომ შეიძლება არსებობდეს თქვენი თავდაპირველი შეხედულების უფრო ჭეშმარიტი, უფრო ზუსტი ან უფრო ნიუანსირებული ვერსია, რომელიც შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ ახლავე?

მცდარი ვარაუდები რედაქტირება

მცდარი ვარაუდები ემყარება „კოგნიტურ დამახინჯებებს“, როგორიცაა:[19]

  • იყო ყოველთვის მართალი: "ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით სასამართლო პროცესზე, რათა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი მოსაზრებები და მოქმედებები სწორია. რასწორი ყოფნა წარმოუდგენელია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. მაგალითად, "არ მაინტერესებს, რამდენად ცუდად გაგრძნობინებს თავს ჩემთან კამათი, მე ვაპირებ ამ კამათის მოგებას, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან მართალი ვარ". ადამიანის ირგვლივ, ვინც ამ შემეცნებით დამახინჯებაში მონაწილეობს. ხშირად მართალი ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვების გრძნობები,თუნდაც საყვარელი ადამიანების“.
  • Heaven's Reward Fallacy: "ჩვენ ჩვენი მსვერპლისა და საკუთარი თავის უარყოფისთვის ანაზღაურებას ველით, თითქოს ვიღაც ქულებს ითვლიდეს. და ვბრაზდებით როდესაც ჯილდო არ მოდის."

სქოლიო რედაქტირება

  1. Judith S. Beck. Questions and Answers about Cognitive Therapy. About Cognitive Therapy. Beck Institute for Cognitive Therapy and Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-07. ციტირების თარიღი: 2008-11-21
  2. Goode, Erica (11 January 2000). „A Pragmatic Man and His No-Nonsense Therapy“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2008-11-21.
  3. Deffenbacher, J. L.; Dahlen E. R; Lynch R. S; Morris C. D; Gowensmith W. N (December 2000). „An Application of Becks Cognitive Therapy to General Anger Reduction“. Cognitive Therapy and Research. 24 (6): 689–697. doi:10.1023/A:1005539428336. S2CID 40862409.
  4. Judith S. Beck. Why Distinguish Between Cognitive Therapy and Cognitive Behaviour Therapy. Beck Institute for Cognitive Therapy and Research. ციტირების თარიღი: 21 November 2008 – The Beck Institute Newsletter, February 2001
  5. Robertson, D (2010). The Philosophy of Cognitive-Behavioural Therapy: Stoicism as Rational and Cognitive Psychotherapy. London: Karnac. ISBN 978-1-85575-756-1. 
  6. Beck, Rush, Shaw, & Emery (1979) Cognitive Therapy of Depression, p. 8.
  7. ACT. ციტირების თარიღი: 12 January 2012
  8. "Cognitive therapy: foundations, conceptual models, applications and research", Rev Bras Psiquiatr. 2008;30(Suppl II): p. S56.
  9. Beck, Judith S., "Cognitive Behavior Therapy, Second Edition: Basics and Beyond", Cognitive Model, p. 30.
  10. Beck, AT (2014). „Advances in cognitive theory and therapy“ (PDF). Annual Review of Clinical Psychology. Annu Rev Clin Psychol 10:1–24. 10: 1–24. doi:10.1146/annurev-clinpsy-032813-153734. PMID 24387236.
  11. Dissertation (2004).
  12. 12.0 12.1 Hope D.A.; Burns J.A.; Hyes S.A.; Herbert J.D.; Warner M.D. (2010). „Automatic thoughts and cognitive restructuring in cognitive behavioral group therapy for social anxiety disorder“. Cognitive Therapy Research. 34: 1–12. doi:10.1007/s10608-007-9147-9. S2CID 3328863.
  13. Gladding, Samuel. Counseling: A Comprehensive Review. 6th. Columbus: Pearson Education Inc., 2009.
  14. 14.0 14.1 Cognitive Therapy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-24. ციტირების თარიღი: 2016-03-18
  15. Act 'As If'.
  16. Beck, Judith S. (1995). Cognitive Therapy: Basics and Beyond. Guilford Press, გვ. 109. ISBN 978-0-89862-847-0. 
  17. Jeglic, Elizabeth. Cognitive Behavioral Techniques. John Jay College of Criminal Justice, CUNY. 
  18. Make your views more accurate in just a few minutes.
  19. 15 Common Cognitive Distortions - Psych Central (17 May 2016).