ალბანეთის პოლიტიკური სისტემა

ალბანეთის პოლიტიკური სისტემა მოქცეულია საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში, სადაც მთავრობის ხელმძღვანელია პრემიერ-მინისტრი და დემოკრატიის საფუძველს ქმნის მრავალპარტიული სისტემა. აღმასრულებელი ხელისუფლება ხორციელდება მთავრობის მიერ. საკანონმდებლო ხელისუფლება ენიჭება როგორც მთავრობას და პარლამენტს - ალბანეთის რესპუბლიკის ასამბლეას ( Kuvendi i Republikës SE Shqipërisë ). 1991 წლიდან, პლურალიზმის დანერგვის პერიოდიდან ალბანეთში ძირითადად დომინირებს ორი პარტია - ალბანეთის დემოკრატიული პარტია და ალბანეთის (პოსტ-კომუნისტური) სოციალისტური პარტია. საპარლამენტო არჩევნები ტარდება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ. ბოლო არჩევნები ჩატარადა 2013 წელს.

ხელისუფლების ოფიციალურ ჟურნალს წარმოადგენს ე.წ. ალბანეთის ოფიციალური ჟურნალი, სადაც იბეჭდება ალბანეთის მთავრობის მიერ მიღებული და პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ყველა კანონი. .

აღმასრულებელი ხელისუფლება

რედაქტირება

ალბანეთის სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი (ალბ. „Kryetarët“), რომელიც აირჩევა 5 წელიწადში ერთხელ ალბანეთის რესპუბლიკის ასამბლეის მიერ და საჭიროებს პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის ხმების 2/3-ს.

ალბანეთის დღევანდელი პრეზიდენტი, ბუჯარ ნიშანი არჩეულია 2012 წლის 11 ივნისს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მას შემდეგ, რაც სამი კანდიდატიდან პარლამენტი ვერც ერთზე ვერ შეთანხმდა. ბუჯარ ნიშანმა ფიცი დადო 2012 წლის 25 ივლისს.

პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური და ყველა სხვა კანონის დაცვის გარანტორის უფლება. შეუძლია იმოქმედოს როგორც ალბანეთის შეიარაღებული ძალების სარდალმა, განახორციელოს ალბანეთის რესპუბლიკის ასამბლეის მოვალეობა, როდესაც ასამბლეა არ არის შეკრებილი, დანიშნოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (პრემიერ-მინისტრი).

აღმასრულებელი ხელისუფლება ენიჭება მინისტრთა საბჭოს (კაბინეტი). საბჭოს თავმჯდომარეს (პრემიერ-მინისტრი) თანამდებობაზე ნიშნავს ალბანეთის პრეზიდენტი; მინისტრები ინიშნებიან ალბანეთის პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე. ალბანეთის რესპუბლიკის ასამბლეამ უნდა მისცეს საბოლოო თანხმობა საბჭოს შემადგენლობის დამტკიცებას. საბჭო პასუხისმგებელია საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე . იგი ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს.

მინისტრთა კაბინეტის წევრები იყოფა შემდეგ წოდებებად:

  • პრემიერ-მინისტრი
  • ვიცე-პრემიერი
  • მინისტრები - მაღალი რანგის მთავრობის წევრები
  • მინისტრის მოადგილეები ( Zëvëndësministër ) - მინისტრების დამხმარე კონკრეტულ სფეროებსა და სპეციალიზებულ ოლქებში.
  • გენერალური მდივნები ( Sekretari i Përgjithshëm ) - მინისტრების დამხმარე ნაკლებად მნიშვნელოვან სფეროებში და ზოგჯერ ევალებათ მინისტრთა საბჭოს სხდომებზე დასწრება.

საკანონმდებლო ხელისუფლება

რედაქტირება

ალბანეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოა ალბანეთის რესპუბლიკის ასამბლეა (ალბ.Kuvendi i Republikës SE Shqipërisë). ასამბლეა შედგება 140 დეპუტატისაგან, რომელთაგან 100 დეპუტატს უშუალოდ ირჩევს ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა და 40 დეპუტატი შეადგენს პროპორციული წესით არჩეული პარტიული სიებით დაკომპლექტებულ რაოდენობას.

ასამბლეას (ზოგადად) და ასამბლეის სხდომებს ხელმძღვანელობს ასამბლეის პრეზიდენტი (იგივე სპიკერი). მას ჰყავს ჰყავს ორი მოადგილე.

დეპუტატები მუშაობენ 15 მუდმივმოქმედ კომისიაში (ან კომიტეტში).

საპარლამენტო არჩევნები იმართება 4 წელიწადში ერთხელ.

სასამართლო ხელისუფლება

რედაქტირება

ალბანეთის სასამართლო სისტემა შედგება საკონსტიტუციო, საკასაციო, სააპელაციო და საოლქო სასამართლოებისაგან.

საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა წევრისაგან, რომელსაც ნიშნავს ალბანეთის რესპუბლიკის ასამბლეა მაქსიმალური 9 წლის ვადით.

ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლო იცავს კონსტიტუციურ წესრიგს, განსაზღვრავს კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობას და აგვარებს ადგილობრივ და ფედერალურ ხელისუფლებებს შორის უთანხმოებებს.

დარჩენილი სასამართლოებიდან თითოეული მათგანი იყოფა სამ იურისდიქციად: სისხლის სამართლის, სამოქალაქო და სამხედრო.

საკასაციო სასამართლო წარმოადგენს უმაღლეს სააპელაციო სასამართლოს და შედგება 11 წევრისაგან. მისი წევრები ინიშნებიან სახალხო კრების (ასამბლეის) მიერ 7 წლიანი ვადით. რესპუბლიკის პრეზიდენტი თავმჯდომარეობს ალბანეთის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რომლის ფუნქციას შეადგენს მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაფართოვდა 1997 წელს. იგი შედგება ხელისუფლების სხვადასხვა შტოების 13 წევრისაგან.

ალბანეთის სასამართლოს არ გააჩნია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი

რედაქტირება

ალბანეთი არის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. მათ შორის არიან ორგანიზაციები:

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ალბანეთი ფაყოფილია 12 პრეფექტურად. თითოეული ოლქი შედგება რამდენიმე რაიონისაგან („Rreths“). სულ ასეთი რაიონების რაოდენობა არის 36. თითოეულ რაიონს ჰყავს საკუთარი ადგილობრივი ხელმძღვანელობა და გუბერნატორი. რაიონების გუბერნატორებს ირჩევს რაიონის საბჭო, რომლის წევრები აირჩევიან ამომრჩეველთა მიერ პარტიული სიებიდან საჯაროდ პროპორციული წესით ადგილობრივი არჩევნების დაწყებამდე.

ქალაქის მერებს ირჩევენ უშუალოდ ამომრჩევლები, ხოლო ქალაქის საბჭოს ირჩევენ პროპორციული წესის საფუძველზე.


იხილეთ აგრეთცე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ოფიციალური საიტები