გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები
გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები — საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები ეკონომიკურ, სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხებში, რომლებიც გაეროსთან დაკავშირებული არიან საერთაშორისო შეთანხმებებით. გაეროს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ამ დაწესებულებების წევრებიც არიან.
- მსოფლიო საფოსტო კავშირი (UPU)
- შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)
- ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირი (ITU)
- სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO)
- გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO)
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)
- მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაცია (WMO)
- მსოფლიო საზღვაო ორგანიზაცია (IMCO)
- ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO)
- გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO)
- სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
- რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)
- განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA)
- საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC)
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)
- სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD)