ისლამური განვითარების ბანკი
ისლამური განვითარების ბანკი (არაბ. البنك الإسلامي للتنمية; ინგლ. Islamic Development Bank) — საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში მდებარეობს.
ისლამური განვითარების ბანკი | |
---|---|
დევიზი | ერთად ჩვენ ვაშენებთ უკეთეს მომავალს[1] |
შეიქმნა | 1975 |
ტიპი | განვითარების ბანკი |
მდებარეობა | ჯიდა, საუდის არაბეთი |
წევრები | 57 |
ენა | არაბული, ინგლისური, ფრანგული |
მნიშვნელოვანი პირები | ბანდარ ალ ჰაჯარი (პრეზიდენტი) |
ქვეყანა | საუდის არაბეთი |
isdb.org |
ისტორია
რედაქტირებაისლამური განვითარების ბანკი დაფუძნდა 1973 წლის 18 დეკემბერს ორგანიზაცია ისლამური კონფერენციის მონაწილე ქვეყნების ფინანსთა მინისტრების პირველი კონფერენციის დროს.
მისი საქმიანობა დაიწყო 1975 წლის 20 ოქტომბერს[2]. ბანკის კაპიტალი შეიქმნა დამფუძნებელი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ, რომელთაგან ძირითადი შემდეგი ქვეყნებია: საუდის არაბეთი, სუდანი, ქუვეითი, ლიბია, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ეგვიპტე, ინდონეზია, პაკისტანი.
ისლამური განვითარების ბანკს აქვს გაეროს გენერალური ასამბლეის დამკვირვებლის სტატუსი.
ამჟამად დაფუძნებულია ისლამური განვითარების ბანკის ჯგუფი, რომელიც მოიცავს შემდეგ ორგანიზაციებს:
- ისლამური კორპორაცია კერძო სექტორის განვითარებისათვის (ICD)
- ისლამური კორპორაცია საინვესტიციო და საექსპორტო კრედიტის დაზღვევაზე (ICIEC)
- ისლამური კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი (IRTI)
- საერთაშორისო ისლამური სავაჭრო ფინანსების კორპორაცია (ITFC)
მიზნები და ამოცანები
რედაქტირებაისლამური განვითარების ბანკის ჯგუფის ფუნქციებია წევრ ქვეყნებში ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროექტების დაფინანსება. ბანკი მოქმედებს შარიათის კანონებისა და პრინციპების საფუძველზე. ბანკის ვალუტა არის ისლამური დინარი. ოფიციალური ენა არაბულია, თუმცა ინგლისური და ფრანგული ენებიც გამოიყენება.
2013 წლის 22 მაისს IDB-ს საწესდებო კაპიტალმა 150 მილიარდი დოლარი შეადგინა, რათა მუსლიმებს, ორგანიზაციის წევრ და არაწევრ ქვეყნებში, უკეთ მოემსახურონ.
წევრობა
რედაქტირებაამჟამად 57 სახელმწიფო ბანკის წევრია[3]. ბანკში წევრობის ძირითადი მოთხოვნაა მონაწილეობა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ბანკის კაპიტალში წევრობის საფასურის გადახდა და ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული წესების, პროცედურებისა და პირობების დაცვა.
ბანკის ყველაზე მსხვილი წილის მფლობელია საუდის არაბეთი (26.57%), ასევე ალჟირი (10.66%), ირანი (9.32%), ეგვიპტე (9.22%), თურქეთი (8.41%), არაბთა გაერთიანებული საამიროები (7.54%), ქუვეითი (7.11%), პაკისტანი (3.31%), ლიბია (3.31%), ინდონეზია (2.93%).
წევრი ქვეყნები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ UN Secretary General Praises IDB Group's Role in Supporting Member Countries’ Plans and Programs. ციტირების თარიღი: 4 February 2016.
- ↑ Matthew Epstein. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-19. ციტირების თარიღი: 2018-12-25.
- ↑ Islamic Development Bank