ადამ სმითი

შოტლანდიელი ფილოსოფი და ეკონომისტი
(გადამისამართდა გვერდიდან ადამ სმიტი)

ადამ სმითი (ინგლ. Adam Smith); (სავარაუდოდ დ. 5 ივნისი, 1723, კერკოლდი, შოტლანდია ― გ. 17 ივლისი, 1790, ედინბურგი) — შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტი და ფილოსოფოსი, შოტლანდიური განმანათლებლობის[16] საკვანძო ფიგურა და თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მას ხშირად „ეკონომიკის მამას“[17] ან „კაპიტალიზმის მამას“[18] უწოდებენ. სმითს ეკუთვნის ორი კლასიკური ნაშრომი: „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“ (1759) და „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (1776). ამ უკანასკნელის (შემოკლებით „ხალხთა სიმდიდრე“) შექმნას ავტორმა 9 წელი მოანდომა და სწორედ მას მიიჩნევენ სმითის უდიდეს ნამუშევრად (Magnum opus), ასევე - პირველ მოდერნულ ეკონომიკურ ნაშრომად, რომელშიც სმითი აყალიბებს თავის თეორიას „აბსოლუტური უპირატესობის“[19] შესახებ.

ადამ სმითი
მშობლიური სახელი Adam Smith
დაბ. თარიღი არაუგვიანეს 5 (16) ივნისი, 1723
დაბ. ადგილი კერკოლდი[1]
გარდ. თარიღი 17 ივლისი, 1790(1790-07-17)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (67 წლის)
გარდ. ადგილი ედინბურგი[1]
დასაფლავებულია კენონგეიტის ეკლესიის ეზო
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის სამეფო
საქმიანობა ეკონომისტი, არამხატვრული მწერალი, ფილოსოფოსი, მწერალი[10] , უნივერსიტეტის პროფესორი, ფრანგი მორალისტი და გამომცემელი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა, ეთიკა, პოლიტიკური ფილოსოფია, ეკონომიკური თეორია, ეკონომიკური ლიბერალიზმი, ფილოსოფია[11] და განმანათლებლობა[11]
დამსაქმებელი ედინბურგის უნივერსიტეტი და გლაზგოს უნივერსიტეტი
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა ლონდონის სამეფო საზოგადოება, ედინბურგის სამეფო საზოგადოება, The Select Society და The Poker Club
გავლენა მოახდინეს
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[13] , ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი და ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი[14]
ალმა-მატერი გლაზგოს უნივერსიტეტი და ბალიოლის კოლეჯი
სამეცნიერო ხელმძღვანელი ფრენსის ჰატჩესონი
ხელმოწერა
სახელგანთქმული ნამუშევარი თეორია მორალური გრძნობების შესახებ[15] ან გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ

სმითმა განათლება სოციალური ფილოსოფიის მიმართულებით გლაზგოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში მიიღო, სადაც შოტლანდიელი ჯონ სნელის მიერ დაწესებული სტიპენდიით მოსარგებლე პირველი სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ედინბურგის უნივერსიტეტში,[20] საჯარო ლექციებს კითხულობდა, რასაც შედეგად მისი დეივიდ იუმთან კოლაბორაცია მოჰყვა. იყო გლაზგოს უნივერსიტეტის მორალური ფილოსოფიის პროფესორი და სწორედ ამ პერიოდში დაწერა და გამოაქვეყნა „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“. მოგვიანებით, სმითი კერძო მასწავლებელი გახდა, რამაც ევროპაში ემოგზაურობის და ეპოქის სხვა ინტელექტუალურ ფიგურებთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცა.

სმითმა შექმნა თავისუფალი ბაზრის კლასიკური ეკონომიკური თეორიის საფუძვლები. „ხალხთა სიმდიდრე“ ეკონომიკის თანამედროვე, აკადემიური დისციპლინის წინამორბედად იქცა. ამ და სხვა შრომებში ჩამოაყალიბა შრომის დანაწილების კონცეპტი და ახსნა, როგორ იქმნება ეკონომიკური კეთილდღეობა კერძო, რაციონალური ინტერესებისა და კონკურენციისაგან. სმითი თავისი დროის საკამათო მოაზროვნე იყო და როგორც მისი ზოგადი მიდგომები, ასევე მისი წერის სტილი, სატირის ობიექტიც გამხდარა ისეთი მწერლებისგან, როგორიც იყო ჰორას უოლპოლი.[21]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ადამ სმითი შოტლანდიაში, ფაიფის ოლქში, კერკოლდში დაიბადა. მამამისი, ასევე ადამ სმითი, მწერალი, ადვოკატი, სამხედრო პროკურორი და კერკოლდის სასაზღვრო პუნქტის კონტროლიორი იყო,[22] ხოლო დედა მარგარეტ დუგლასი მიწათმფლობელი ჯონ დუგლასის ქალიშვილი იყო. მათ 1720 წელს იქორწინეს. მამამისი ადამის დაბადებიდან ორ თვეში დაიღუპა. ადამის შოტლანდიის ეკლესიაში, კერძოდ კი კერკოლდში მონათვლის თარიღად 1723 წლის 5 ივნისი ითვლება,[23] ამავე თარიღს განიხილავენ მისი დაბადების თარიღადაც, რომელიც სინამდვილეში უცნობია.[22] სმითის ბავშვობის შესახებ არსებული ცნობები მისი ბიოგრაფის, შოტლანდიელი ჟურნალისტის ჯონ რეის დამსახურებაა. მანვე გააკეთა ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ ჰყავდათ 3 წლის სმითი ტყვედ ბოშებს, მანამ სანამ მის დასახსნელად არ მივიდნენ სხვები.[][25] სმითს დედასთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სავარაუდოდ სწორედ დედა უჭერდა მხარს მის აკადემიურ მისწრაფებებს. 1729–1737 წლებში სმითი სწავლობდა კერკოლდის თვითმმართველ სკოლაში, რომელსაც ჯონ რეი ახასიათებს, როგორც იმდროინდელი შოტლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალო სკოლას.[24] სწავლობდა ლათინურ ენას, მათემატიკას, ისტორიასა და წერას.

ფორმალური განათლება

რედაქტირება

სმითმა გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლა 1737 წელს, 14 წლისამ დაიწყო. უნივერსიტეტში იგი შოტლანდიელი განმანათლებლოს ფრენსის ჰატჩესონის ხელმძღვანელობით სწავლობდა ეთიკას. სწორედ აქ ჩამოყალიბდა მისი სწრაფვა თავისუფლების, გონებრივი განვითარებისა და სიტყვის თავისუფლებისკენ. 1740 წელს მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი და ნაწილობრივი სტიპენდია ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც 1746 წლამდე სწავლობდა ფილოსოფიასა და ლიტერატურას.[26]

სმითის გლაზგოს უნივერსიტეტის სწავლების ხარისხს ოქსფორდზე უპირატესად მიიჩნევდა. მისი აზრით, ოქსფორდში ინტელექტურალურად დამთრგუნველი გარემო იყო.[27] „ხალხთა სიმდიდრის“ მეხუთე წიგნის მეორე თავში სმითი წერდა: "ოქსფორდის უნივერსიტეტში პროფესორთა უმეტესობას ამდენი წლის განმავლობაში სწავლებაზე პრეტენზიაც კი აღარ აქვს.“ იგი მეგობრებთან ჩიოდა, რომ ერთხელ ოქსფორდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დეივიდ ჰიუმის ნაშრომის „ტრაქტატი ადამიანის ბუნების შესახებ“ კითხვისას გამოიჭირეს, წიგნი ჩამოართვეს და მკაცრად დასაჯეს.[24][28][29] უილიამ რობერტ სკოტის თანახმად, „ოქსფორდი [სმითის დროს] მხოლოდ მცირედით, თუკი საერთოდ რამით, დაეხმარა მის ნაშრომებს.“[30] მიუხედავად ამისა, სმითმა ოქსფორდში ყოფნისას მაინც მოახერხა რამდენიმე დამოუკიდებლად შეესწავლა რამდენიმე საგანი ბოდლეანის ბიბლიოთეკის თაროებზე ნაპოვნი წიგნების დახმარებით.[31] მისი წერილების მიხედვით, როცა თვითგანათლებით არ იყო დაკავებული, ოქსფორდი მას უბედურს ხდიდა.[32] სწავლის დასასრულს სმითს პერიოდული ცახცახი ტანჯავდა, სავარაუდოდ ნერვული აშლილობის სიმპტომი.[33] 1746 წელს, მისი სტიპენდიის ამოწურვამდე, სმითმა ოქსფორდი დატოვა.[33][34]

„ხალხთა სიმდიდრის“ მეხუთე წიგნში სმითი ინგლისის უნივერსიტეტების სწავლების დაბალ ხარისხსა და დაბალ ინტელექტუალურ აქტივობაზე წერდა, ადარებდა რა მათ შოტლანდიის უნივერსიტეტებს. სმითი ამ ნაკლოვანებების ერთ-ერთ მიზეზს, ოქსფორდის კოლეჯების უხვ დაფინანსებასა და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ მოზიდული სტუდენტების რაოდენობისგან დამოუკიდებელი ანაზღაურების წესში ხედავდა, ხოლო მეორე პრობლემად იმ ფაქტს მიიჩნევდა, რომ ინტელექტუალებისთვის პროფესორობაზე კომფორტული კარიერა ინგლისის ეკლესიაში წინამძღვრობა იყო.[29]

ოქსფორდში სმითის უთანხმოებები შესაძლოა მისი საყვარელი მასწავლებლის ფრენსის ჰატჩესონის არყოფნის შედეგიც ყოფილიყო. ჰატჩესონი გლაზგოს უნივერსიტეტში მისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო ლექტორად ითვლებოდა და სტუდენტების, კოლეგების და უბრალო მსმენელების მოწონებსა და აღფრთოვანებას იმსახურებდა მისი მგზნებარე და ღრმა ლექციების (ზოგჯერ საჯარო) გამო. მისი ლექციები არა უბრალოდ ფილოსოფიის სწავლებას ისახავდა მიზნად, ამასთანავე იგი ცდილობდა მისი სტუდენტები ამ ფილოსოფიის განსხეულებად ექცია, სწორედ ამიტომ „ფილოსოფიის მქადაგებლის“ მეტსახელი დაიმსახურა. განსხვავებით სმითისგან, ჰატჩესონი არ იყო სისტემური მოაზროვნე, სტუდენტებზე იგი უფრო მეტად თავისი პიროვნებით და ლექციის წაკითხვის მეთოდით ახდენდა გავლენას, რის გამოც პატივისცემის ნიშნახ მას „დაუვიწყარ ჰატჩესონს“ ეძახდნენ. ამ ეპითეტით სმითი კორესპონდენციებში მხოლოდ ორ ადამიანს მოიხსენიებდა - მის მეგობარ დეივიდ ჰიუმს და გავლენიან მენტორს ფრენსის ჰატჩესონს.[35]

17481750 წლებში სმითი ლორდ კეიმზიის პატრონაჟითა და ედინბურგის ფილოსოფიური საზოგადოების ფინანსური მხარდაჭირით საჯარო ლექციებს კითხულობდა ედინბურგის უნივერსიტეტში.[36] სალექციო თემები მოიცავდა რიტორიკას, ბუნებით სამართალსა და მხატვრულ ლიტერატურას,[37] მოგვიანებით კი - „სიმდიდრის პროგრესსის“ საკითხებს. სწორედ ამ უკანასკნელ თემაზე წაკითხულ ლექციებში ახსნა თავისი ეკონომიკური ფილოსოფია „აშკარა და მარტივი ბუნებითი თავისუფლების სისტემის“ გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ სმითი არ იყო გაწაფული საჯაროდ გამოსვლაში, მისი ლექციები წარმატებით წარიმართა.[38]

1750 წელს სმითი ფილოსოფოს დეივიდ ჰიუმს შეხვდა, რომელიც სმითზე ათ წელზე მეტით უფროსი იყო. მათი ნაშრომები ისტორიას, პოლიტიკას, ფილოსოფიას, ეკონომიკსა და რელიგიას ეხებოდა, რითაც სმითსა და ჰიუმს უფრო მეტი ინტელექტუალური და პიროვნული საერთო ჰქონდათ ერთმანეთთან, ვიდრე შოტლანდიური განმანათლებლობის სხვა წარმომადგენლებთან.[39]

1751 წლიდან ლოგიკის პროფესორი გლაზგოს უნივერსიტეტში, 1752 წლიდან — ზნეობრივი ფილოსოფიის პროფესორი[38] და ედინბურგის ფილოსოფიური საზოგადოების არჩეული წევრი გახდა. საზოგადოებას სმითი ლორდ კეიმზმა წარუდგინა. სმითი აკადემიურ სივრცეში 13 წლის განმავლობაშ მოღვაწეობდა და ამ წლებს თავად მისი ცხოვრების „ყველაზე სასარგებლო და მაშასადამე, ყველაზე ბედნიერ და საპატიო პერიოდად“ თვლიდა.[40]

1755 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი სტატიები ჟურნალში „ედინბურგული მიმოხილვა“. 1759 წელს გამოაქვეყნა თავისი ფილოსოფიური ნაშრომი „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“, რომელიც გლაზგოში წაკითხულ ზოგიერთ ლექციას აერთიანებდა. ნაშრომის საკვანძო საკითხი ადამიანის მორალურობა, კერძოდ მორალის აგენტსა და მაყურებელს ანუ ინდივიდსა და საზოგადოების სხვა წევრებს შორის თანაგრძნობაზე დამოკიდებულება, წარმოადგენდა. ამ ფენომენს სმითი „საზიარო თანაგრძნობას“ უწოდებდა და მას მორალური გრძნობების საფუძვლად მიიჩნევდა. განსხვავებით ჰატჩესონისა და ჰიუმის მორალური თეორიებისაგან განსხვავებით, მისი ახსნა არ ეფუძნებოდა არც „მორალური გრძნობის“ და არც სარგებლის კონცეპტებს, არამედ საერთო თანაგრძნობას, ცნებას, რომლის არსიც ყველაზე უკეთ გამოხატულია XX საუკუნეში შექმნილ ტერმინში ემპათია (სხვა არსების მიერ განცდილი გრძნობების ამოცნობის უნარი).

ნაშრომის „თეორია მორალური გრძნობების შესახებ" გამოქვეყნების შემდეგ სმითი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მდიდარმა სტუდენტებმა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და სკოლებიდან გლაზგოში დაიწყეს ჩამოსვლა მასთან სასწავლად.[41] შემდგომ პერიოდებში სმითის ყურადღებამ იურისპრუდენციისა და ეკონომიკის საკითხებისაკენ გადაინაცვლა და მის ლექციები სულ უფრო ნაკლებად შეეხებოდა მორალის საკითხებს.[42] მაგალითად, იგი ასწავლიდა, რომ ერების სიმდიდრის ზრდის მიზეზი უფრო მეტად შრომაა, ვიდრე ერის საკუთრებაში არსებული ოქროს ან ვერცხლის რაოდენობას, რაც მერკანტილიზმის (ეკონომიკური თეორია, რომელიც ამ პერიოდის დასავლეთში გაბატონებული ეკონომიკური პოლიტიკა იყო) საფუძველია.[43]

1762 წელს გლაზგოს უნივერსიტეტმა იურიდიული მეცნიერებების დოქტორის ხარისხი მიანიჭა.[44] 1763 წლის ბოლოს სმითი დათანხმდა ჩარლზ ტაუნშენდის შეთავაზებას და მისი გერის, ბაკლუს ახალგაზრდა ჰერცოგის ჰენრი სკოტის აღმზრდელი გახდა, რისთვისაც 1764 წელს პროფესორის თანამდებობაზე უარი თქვა. სმითს უნდოდა სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადი დაებრუნებინა, რადგან პროფესორობაზე უარი შუა სემესტრში თქვა, თუმცა სტუდენტებმა მისგან თანხა არ მიიღეს.[45]

აღმზრდელობის და მოგზაურობის პერიოდი

რედაქტირება

ახალგაზრდა ჰერცოგის აღმზრდელად მუშაობა გადაჯაჭვული იყო სკოტთან ერთად ევროპაში მოგზაურობებთან, რომლეთა განმავლობაში სკოთი სხვადასხვა საგანს ეუფლებოდა, მათ შორის ეტიკეტსა და მანერებს. სმითი წლიურად 300 ფუნტს გამოიმუშავებდა დამატებით 300 ფუნტის ოდენობის წლიურ პენსიასთან ერთად, თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე პროფესორობის პერიოდში.[45] სმითმა პირველად, როგორც აღმზრდელმა, საფრანგეთში,ტულუზაში იმოგზაურა, სადაც წელიწად-ნახევარი დაჰყო. მისი ჩანაწერების მიხედვით, ტულუზა მოსაწყენად ეჩვენებოდა. „წიგნის წერა დავიწყე დროის გასაყვანად“- წერდა იგი ჰიუმს.[45] სამხრეთ საფრანგეში მოგზაურობის შემდეგ ჟენევაში გადაინაცვლა, სადაც სმითი ფრანგ განმანათლებელს ვოლტერს შეხვდა.[46] ჟენევის შემდეგ კი პარიზში ჩავიდა, სადაც მან ბენჯამინ ფრანკლინი გაიცნო და ფიზიოკრატიის (XVIII საუკუნეში ფრანგი განმანათლებელი ფილოსოფოსების მიერ ჩამოალიბებული ეკონომიკური თეორია, რომლის თანახმადაც ერის სიმდიდრე მთლიანად აგრარულ სფეროზე იყო დამოკიდებული) სკოლა აღმოაჩინა.[47] ფიზიოკრატები მერკანტილისტებს უპირისპირდებოდნენ და ამ პერიოდის ეკონომიკურ თეორიაზე ბატონობდნენ.

საფრანგეთის სიმდიდრე ლუი XIV-მ გაანიავა, ხოლო ლუი XV-მ ქვეყანა დამანგრეველ ომებში ჩაითრია,ამ ყველაფერს ემატებოდა ამერიკელი აჯანყებულების მხარდაჭერა ბრიტანეთის წინააღმდეგ. პროდუქტისა და სერვისების გადაჭარბებულ მოხმარებასარავითარი ეკონომიკური სარგებელი არ მოჰქონდა, ხოლო აგრარული სფერო ქვეყნის ერთადერთ პროდუქტიულ სექტორად რჩებოდა. პარალელურად ინგლისის ეკონომიკა და შემოსავლების განაწილება მკვეთრად განსხვავდებოდა საფრანგეთში არსებული მდგომარეობისაგან. აქედან გამომდინარე სმითმა დაასკვნა, რომ „მიუხედავად ყველა არასრულფასოვნებისა, ფიზიოკრატების სკოლა შესაძლოა ყველაზე ახლოს იყოს ჭეშმარიტებასთან პოლიტიკური ეკონომიკის შესახებ“.[48] განსხვავება პროდუქტიულ და არაპროდუქტიულ შრომას შორის, რომელზეც ფიზიოკრატები მიუთითებდნენ, მთავარ წინამორბედად იქცა კლასიკური ეკონომიკური თეორიის განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის.

ბოლო წლები

რედაქტირება

1766 წელს ჰენრი სკოტის უმცროსი ძმა პარიზში გარდაიცვალა, რამაც სმითის, როგორც აღმზრდელის, მოგზაურობა დაასრულა.[49] სმითი მშობლიურ ქალაქში კერკორდლში დაბრუნდა და შემდგომი დეკადის უდიდესი ნაწილი მთლიანად „ხალხთა სიმდიდრის“ წერას მიუძღვნა.[50] აქ იგი ახალგაზრდა, უსინათლო, ნიჭიერ კაცს ჰენრი მოიესს დაუმეგობრდა. სმითი დეივიდ ჰიუმის პატრონაჟის ქვეშ რჩებოდა.[51] 1773 წლის მაისში სმითი ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიერს,[52] ხოლო 1775 წელს ლიტერატურული კლუბის არჩეული წევრი გახდა. „ხალხთა სიმდიდრე“ 1776 წელს გამოაქვეყნა და მყისიერი წარმატება მოუტანა, გამოცემიდან ექვს თვეში წიგნის პირველი გამოცემის ყველა ეგზემპლარი გაიყიდა.[53]

1778 წელს სმითი შოტლანდიაში ტრადიციათა კომისრის პოსტზე დანიშნეს, რის შემდეგაც იგი საცხოვრებლად დედასთან დაბრუნდა.[54] ხუთი წლის შემდეგ, როგორც ედინბურგის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი, ედინბურგის სამეფო საზოგადოების დამფუძნებელი გახდა.[55] 1787 წლიდან 1789 წლამდე გლაზგოს უნივერსიტეტის რექტორის საპატიო თანამდებობას იკავებდა.[56]

გარდაცვალება

რედაქტირება

სმითი ედინბურგში, თავის სახლში 1790 წლის 17 ივლისს მტანჯველი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი სხეული ქენონგეიტის კირკის ეზოში, ედინბურგში დაკრძალეს.[57] სიკვდილის წინ სმითი იმედგაცრუებული იყო, რომ უფრო მეტსს ვერ მიაღწია.[58] სმითის ანდერძის აღმასრულებლები მისი მეგობრები, შოტრლანდიელი მეცნიერები: ფიზიკოსი და ქიმიკოსი იოსეფ ბლექი და გეოლოგი ჯეიმზ ჰატონი იყვნენ.[59] სმითს ბევრი ჩანაწერი და გამოუქვეყნებელი ნაშრომი დარჩა, თუმცა მისი ანდერძის თანახმად, უნდა დაეწვათ ყველაფერი, რაც გამოსაქვეყნებლად ღირებული არ იყო.[60] მისი გარდაცვალების შემდეგ 1795 წელს გამოქვეყნდა „ასტრონომიის ისტორია“ და „ესეები ბილოსოფიურ საგანთა შესახებ“.[59] სმითის ბიბლიოთეკა, მისი ანდერძის თანახმად, გადაეცა მისი ბიძაშვილის შვილს დეივიდ დუგლასს, რომელიც სმითთან ერთად ცხოვრობდა.[61]

პიროვნება და შეხედულებები

რედაქტირება

სმითის პირადი შეხედულებების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი იმის გარდა, რაც მის ნაშრომებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რადგან პირადი ჩანაწერები და მიმოწერები მისი სიკვდილის შემდეგ გაანადგურეს.[60] არ დაქორწინებულა[62] და როგორც ჩანს, ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა დედასთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ და რომელიც მასზე 6 წლით ადრე გარდაიცვალა.[63]

სმითის მისი თანამედროვეები და ბიოგრაფები ახასიათებდნენ, როგორც კომიკურად გონებაგაფანტულს, უცნაური საუბრის სტილის და გულკეთილი ღიმილის მქონეს.[64] ცნობილი იყო საკუთარ თავთან ლაპრაკით,[58] ჩვევით, რომელიც ბავშვობიდან მოსდევდა.[65] პერიოდულად წარმოსახვითი დაავადება შეიპყრობდა,[58] სწავლის პერიოდში წიგნებსა და ქაღალდებს მაღალ დასტებად ალაგებდა,[65] ერთ-ერთი ამბის მიხედვით, სმითმა ჩარლზ თაუნშენდი ტყავის ქარხნის დასათვალიერებლად წაიყვანა, სადაც თავისუფალ ვაჭრბაზე ლაპარაკში გართულმა გასატყავებელ დანადგარში შეაბიჯა, საიდანაც მხოლოდ სხვების დახმარებით გამოაღწია.[66] სხვა აღწერის თანახმად, ერთხელ სმითი ღამის პერანგით გავიდა სასეირნოდ და ქალაქ გარეთ აღმოჩნდა, ვიდრე ახლომდებარე ეკლესიის ზარების ხმამ რეალობაში არ დააბრუნა.[65][66] სმითის სტუდენტი ჯეიმზ ბოსუელი, რომელიც მოგვიანებით სმითს ლიტერატურულ კლუბში ხვდებოდა, ამბობდა, რომ სმითის აზრით, მის იდეებზე კერძო საუბრები, წიგნების გაყიდვებს შეამცირებდა, ამიტომ სმითთან დიალოგები უინტერესო იყო. ბოსუელის თანახმად, ერთხელ სმითს უთქვამს, რომ „წესად აქცია, არ ელაპარაკა იმაზე, რაც იცოდა“.[67]

სმითის გარეგნობის აღწერისას ხაზს უსვამდნენ მის გრძელ ცხვირს, წინ წამოწეულ თვალებს, წინ წამოსულ ქვედა ტუჩს, სასიამოვნო და მამაკაცურ სახის გამომეტყველებას, სჩვეოდა ნერვოტულ მოძრაობები და ბორძიკი მეტყველებისას.[29][68] საკუთარ პორტრეტებს იშვიათად ახატვინებდა ნატურიდან,[69] ამიტომაც ცხოვრების განმავლობაში შექმნილი მისი პორტრეტების უმეტესობა მეხსიერებით, ნატურის გარეშეა დახატული. სმითის ყველაზე ცნობილი პორტრეტი ჯეიმზ ტასიეს მიერაა დახატული, რომელშიც სმითი პროფილშია გამოსახული.[70] XIX საუკუნეში „ხალხთა სიმდიდრის“ გამოცემების ყდაზე დატანილი გრავიურები სწორედ ტასიეს ნამუშევრის მიხედვითაა შექმნილი.[71]

რელიგიური შეხედულებები

რედაქტირება

სმითის რელიგიური ხედვების შესახებ სამეცნიერო წრეებში აზრთა სხვადასხვაობა და ბევრი განხილვა არსებობს. სმითის მამა ქრისტიანი იყო და შოტლანდიური ეკლესიის ზომიერ ფრთას ეკუთვნოდა.[72] ფაქტი, რომ სმითი ოქსფორდში სნელის სტიპენდიატი იყო შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ოქსფორდში იგი თავდაპირველად სასულიერო კარიერისთვის მოსამზადებლად წავიდა.[73] ანგლო-ამერიკელი ეკონომისტი რონალდ კოაზი უპირისპირდებოდა მოსაზრებას, რომ სმითი დეისტი იყო, რადგან სმითის ნაშრომებში ავტორი არასოდეს იშველიებს ღმერთს, როგორც სამყაროსა და ბუნების მრავალფეროვნებისა და ჰარმონიის ამხსნელს.[74] კოაზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სმითი ზოგჯერ ახსენებს „სამყაროს დიდ არქიტექტორს“ მკვლევარების მიერ ამ ცნების ინტერპრეტირება, როგორც ადამ სმითის მიერ პერსონოფიცირებული ღმერთის რწმენის დამადასტურებელი არგუმენტისა, გადაჭარბებულია.[75] ამგვარი რწმენის დასანახად, კოაზი საკმარის მტკიცებულებებს ვერ პოულობს „ხალხთა სიმდიდრეში“, სადაც სმითი წერდა, რომ ადამიანის ცნობისმოყვარეობა თითქმის ისეთივე „ბუნების დიადი მოვლენაა“, როგორც მაგალითად „დასაბამი, სიცოცხლე, ზრდა, პლანეტათა და ცხოველთა გაქრობა“, იგი უბიძგებს ადამიანს „მიზეზთა გამოკვლევისკენ“, ხოლო „ცრურწმენა ამ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ყოველგვარი გასაოცარის ღმერთის მყისიერი მოქმედებისათვის მიწერით ცდილობს. შემდგომში ფილოსოფია მიზნად ისახავდა აღეწერა ისინი კაცობრიობისთვის უფრო ნაცნობი მიზეზებით, ვიდრე ეს ღმერთის მოქმედებაა.“[75] ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ სმითის სოციალური და ეკონომიკური ფილოსოფია ნაგულისხმევად მოიცავს თეოლოგიას და საზოგადოების, სოციალური წესრიგის მისეული მოდელი ლოგიკურადაა დამოკიდებული ბუნებაში ღმერთის მოქმედებაზე.[76]

სმითს ახლო მეგობრობა აკავშირებდა დეივიდ ჰიუმთან, რომელიც, როგორც წესი, ათეისტად მიიჩნევა.[77] 1777 წელს გამოქვეყნდა სმითის წერილი უილიამ სტრაჰანისადმი, რომელშიც იგი აღწერს ჰიუმის სიმამაცეს სიკვდილის წინ, მიუხედავად მისი არარელიგიურობისა. აღნიშნულმა წერილმა კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.[78]

ძირითადი იდეები

რედაქტირება

XVIII საუკუნის დიდი ბრიტანეთი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა. ინტენსიურ აღმავლობას განიცდიდა ვაჭრობა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ამგვარ ფონზე ხელსაყრელი პირობები ჩამოყალიბდა ეკონომიკური აზროვნების განვითარებისათვის, რომლის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ადამ სმითის მოღვაწეობა. კლასიკურმა ბურჟუაზიულმა პოლიტიკურმა ეკონომიამ განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია სწორედ ადამ სმითისა და მეორე ბრიტანელი მოაზროვნის — დეივიდ რიკარდოს შრომების საფუძველზე. ადა­მი­ა­ნის­ საქ­მი­ა­ნო­ბის ­ძი­რი­თად­ მო­ტი­ვად­ სმი­თი­ მი­იჩ­ნევს ­ინ­დი­ვი­დის ­ლტოლ­ვას საკუთარი კეთილდღეობის ამაღლებისადმი.­ სა­კუ­თა­რი­ კე­თილ­დღე­ო­ბის ­გან­მ­ტ­კი­ცე­ბით, ­ადა­მი­ა­ნი ­სა­ბო­ლოო­ ჯამ­ში ­ხელს­ უწყობს­ საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც.­ ამ­გ­ვა­რი­ ლტოლ­ვა­ გა­ნა­პი­რო­ბებს­ ყვე­ლა­ ქმე­დე­ბას ­და ­აყა­ლი­ბებს ­სა­მარ­თ­ლი­ან­ და რაციონალურ წესრიგს საზოგადოებაში.­ ამ ­მოვ­ლე­ნას ­ადამ ­სმით­მა­ „ბაზრის ­უხი­ლა­ვი­ ხე­ლი“­უწო­და.

საზოგადოების სიმდიდრის წყაროდ ადამ სმითი ორ მთავარ ფაქტორს: პროდუქციის წარმოებასა და მოხმარების მოცულობებს მიიჩნევს. ასევე განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია ავტორის მიგნება შრომის განაწილების შესახებ. სწორედ შრომის განაწილებას თვლიდა იგი ეკონომიკური პროგრესის ძირითად ფაქტორად. ქინძისთავის მანუფაქტურის მაგალითზე სმითმა ნათლად წარმოაჩინა თუ რამდენად იზრდება შრომის მოცულობა სპეციალიზაციის შედეგად. შრომის განაწილების ცალკეული შეხედულებები ჯერ კიდევ ადამ სმითის წინამორბედების მიერაა შესწავლილი, თუმცა მან აღნიშნულ თემას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა და დაადასტურა, რომ სიმდიდრის წყაროს სწორედ შრომა წარმოადგენს. ადამ სმითმა ასევე საფუძველი ჩაუყარა შრომის ღირებულების თეორიას, რომლის ძირითადი საფუძველია საქონლის ღირებულების განსაზღვრა იმ შრომის მიხედვით, რაც პროდუქციის დასამზადებლად დაიხარჯა. გაწეული შრომის მოცულობა ასევე განსაზღვრავს საქონლის გაცვლით ღირებულებასაც.

სმითმა გამოჰყო ძირითადი კლასები: მიწათმფლობელები, ფინანსური (სესხის გამცემი) კაპიტალისტები და ღარიბი მუშახელი. ხელფასის, მოგებისა და მიწის რენტის თეორიები მაღალი ეფექტურობით იქნა ჩამოყალიბებული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სმითის მოსაზრება, რომ ქვეყნის სიმდიდრისა და განვითრების მთავარ პირობას შეადგენს laissez-faire პრინციპი, რაც სამეურნეო საქმიანობის თავისუფლებას გულისხმობს. რაც უფრო მცირეა სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკურ ცხოვრებაში, მით უკეთესი პირობები იქმნება მისი განვითარებისათვის. საელმწიფოს მხრივ რეგულირების პრაქტიკის გაძლიერების საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საზოგადოებრივ კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.

ადამ სმითის კვლევა ეწინააღმდეგებოდა მერკანტილისტურ იდეებს ოქროსა და ვერცხლის დაგროვების უპირატესობის შესახებ. ის ამტკიცებდა, რომ ქვეყნის სიმდიდრის წყაროს წარმოადგენს მატერიალური დოვლათის შექმნა. ადამ სმითი სამრეწველო ბურჟუაზიის იდეოლოგი იყო, რომელიც ილაშქრებდა კაპიტალიზმის განვითრებისათვის ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორების წინააღმდეგ, როგორსაც წარმოადგენენ ფეოდალური გადმონაშთები. მთლიანობაში ადამ სმიტის დამსახურება ისტორიული ხასათისაა, რადგან მან შესძლო განესაზღვრა და ჩამოეყალიბებინა პოლიტიკური ეკონომიის კონტურები იმ დროისათვის დაგროვილი ეკონომიკური ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე.

გამოქვეყნებული ნაშრომები

რედაქტირება

„თეორია მორალური გრძნობების შესახებ“

რედაქტირება

1759 წელს სმითმა თავისი პირველი ნაშრომი „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“ ლონდონელ და ედინბურგელ თანაგამომცემლებთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა.[79] სმითი წიგნში შესწორებების შეტანას გარდაცვალებამდე აგრძელებდა.[] მართალია, „ხალხთა სიმდიდრე“ სმითის ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან წიგნად მიიჩნევა, თუმცა თავად სმითი თავის პირველ წიგნს უფრო აღმატებულ ნაშრომად თვლიდა.[81]

წიგნში სმითი კრიტიკულად აანალიზებს მისი ეპოქის განაზრებებს მორალის შესახებ და ამტკიცებს, რომ სინდისი წარმოიშვება იმ დინამიური და ინტერაქციული სოციალური ურთიერთობების შედეგად, რომელთა საშუალებითაც ადამიანები პოულობენ "საზიარო თანაგრძნობას.“[82] აღნიშნული ნაშრომით სმითს სურდა აეხსნა ადამიანის მიერ მორალური განსჯის ჩამოყალიბების უნარის საფუძველი იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს ცხოვრების დასაწყისში მორალური გრძნობები საერთოდ არ გააჩნიათ. სმითი აყალიბებს თანაგრძნობის თეორიას, რომლის მიხედვითაც, სხვა ადამიანებსა და მათ მორალურ განსჯებზე დაკვირვების აქტით ადამიანი აღწევს საკუთარი ქმედებების გაცნობიერებას და ხვდება, როგორ აღიქმება მისი ქცევები სხვა ადამიანების მიერ. სხვა ადამიანებისაგან მიღებული უკუკავშირი წარმოშობს მოტივაციას „საზიარო თანაგრძნობის“ ჩამოყალიბებისთვის და გვიბიძგებს ისეთი ჩვევების, პრინციპებისა და ქცევების ჩამოყალიბებისკენ, რომლებშიც სინდისი ხორციელდება.[83]

ზოგიერთი მეცნიერი „თეორიას მორალური გრძნობების შესახებ“ და „ხალხთა სიმდიდრეს“ წინააღმდეგობრივ ნაშრომებად მიიჩნევს, რადგან პირველი მათგანი კონცენტრირებულია სხვების მიმართ თანაგრძნობაზე მაშინ, როცა უკანასკნელი ფოკუსირდება პირადი ინტერესის მნიშვნელობაზე.[84] თუმცა ბოლო წლებში სმითის ნაშრომების ზოგი მკვლევარი[85][86][87] ამტკიცებს, რომ ამგვარი წინააღმდეგობა არ არსებობს. მათი აზრით, „თეორიაში მორალური გრძნობების შესახებ“ სმითი ფსიქოლოგიურ თეორიას აგებს, რომლის თანახმადაც ინდივიდი ცდილობს „მიუკერძოებელი მაყურებლის“ მოწონება დაიმსახუროს, რადგან ინდივიდებს ბუნებრივი მიდრეკილება აქვთ გარე დამკვირვებლებისაგან თანაგრძნობის მოპოვების სურვილისაკენ. შესაბამისად, სმითის ორი უმთავრესი ნაშრომი არა ადამიანის ბუნების შეუთვსებელ, არამედ განსხვავებულ მახასიათებლებს აღწერს, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციებსა და გარემოებებში პოულობენ რეალიზებას. ჯეიმზ ოტენსონის მიხედვით, ორივე წიგნი ნიუტონისეულ მეთოდოლოგიას და მსგავს „საბაზრო მოდელს“ ეყრდნობა დიდი მაშტაბის სოციალური წესრიგის შექმნისა და განვითარების აღსაწერად და მოიცავს როგორც მორალის და ეკონომიკის საკითხებს.[88] რობერტ ეკელანდი და ჰერბერტი სხვაგვარ ხედვას გვთავაზობენ. მათი თქმით, პირადი ინტერესი ორივე ნაშრომში გვხვდება და „პირველ წიგნში თანაგრძნობა მორალური მახასიათებელია, რომელიც პირად ინტერესებს აბალანსებს, ხოლო მეორე წიგნში კონკურენცია ეკონომიკური თვისებაა, რომელიც პირადი ინტერესის შენარჩუნებას ემსახურება.“[89]

„ხალხთა სიმდიდრე“

რედაქტირება

სმითის გავლენიანი ნაშრომის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (1776) მთავარ იდეასთან დაკავშრებით არაერთგვაროვანია კლასიკური და ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიის მიმდევართა მოსაზრებები. ნეოკლასიკოსი ეკონომისტები აქცენტს აკეთებენ სმითის უხილავი ხელის[90] კონცეპტზე, რომელიც ნაშრომის შუაში (წიგნი IV, თავი II) გვხვდება. ხოლო კლასიკური ეკონომიკური თეორიის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ სმითმა თავისი პროგრამა „ერების სიმდიდრის“ შესახებ პირველივე წინადადებაში ჩამოაყალიბა და სიმდიდრის ზრდა შრომის დანაწილებას დაუკავშირა.

ტერმინს „უხილავი ხელი“ სმითი „ასტრონომიის ისტორიაშიც“ იყენებს[91] „იუპიტერის უხილავ ხელზე“ საუბრისას. „უხილავი ხელი“ ერთხელ გვხვდება წიგნებშიც „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“[92] (1759) და „ხალხთა სიმდიდრე“ [93] (1776). სწორედ ამ უკანასკნელში ნახსენები „უხილავი ხელი“ გახდა ურიცხვი ინტერპრეტაციის ობიექტი.

„რადგან ყველა ინდივიდი მიისწრაფვის, რომ მოახმაროს თავისი კაპიტალი შიდა ინდუსტრიას და ამავდროულად, წარმართოს იგი იმგვარად, რომ გამოიმუშაოს მაქსიმალური ღირებულება, მაშასადამე ყველა ინდივიდი აუცილებლად შრომობს, რათა გაზარდოს მთელი საზოგადოების ყოველწლიური შემოსავალი იმდენად, რამდენადაც შეუძლია. ინდივიდი, როგორც წესი, არ განიზრახავს საზოგადოებირივი ინტერესების განხორციელებას, არც იცის, რომ მათ განახორციელებს, როდესაც იგი არჩევს ინვესტირებას შიდა და არა უცხოურ ინდუსტრიაში, ის ამგვარად მოქმედებს მხოლოდ მისი პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; და ამ ინდუსტრიის წარმოების ღირებულების გაზრდისას იგი ითვალისწინებს მხოლოდ მოგების თავის კერძო სურვილს და ამ დროს ის ისე, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, იმართება უხილავი ხელით, რომ ხელი შეუწყოს და განახორციელოს მიზანი, რაც სულაც არ წარმოადგენდა მის განზრახვას. ეს არც საზოგადოებისთვისაა საზიანო, პირადი ინტერესის განხორციელების პროცესში ინდივიდი უფრო ეფექტიანად ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ვიდრე მაშინ მოემსახურებოდა თუ ამას განიზრახავდა. მე არასოდეს მსმენია მათი დიდი მიღწევების შესახებ, ვინც ვაჭრობდა საზოგადოებრივი სიკეთისათვის, ეს არაბუნებრივია, არც ისე ჩვეულებრივი ვაჭართა შორის და ძალიან ცოტაა საჭირო მათი ამ განზრახვისგან გადასარწმუნებლად.“

ისინი, ვინც ამ ციტატას სმითის ცენტრალურ განაცხადად თვლიან ხშირად ციტირებენ სმითის შემდეგ გამონათქვამსაც:[94]

„ჩვენ არა ყასბის, ლუდის მწარმოებლის ან მცხობელის კეთილი ნების გამო მოველით სადილს, არამედ სწორედ მათი პირადი ინტერესების წყალობით. არა მათი ჰუმანურობის, არამედ მათი საკუთრი თავისადმი სიყვარულის გამო და ჩვენ არასდროს ვესაუბრებით მათ ჩვენს საჭიროებებზე, არამედ მათთვის ხელსაყრელ უპირატესობებზე.“

თუმცაღა „თეორიაში მორალური გრძნობების შესახებ“ სმითს უფრო სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს პირადი ინტერესისი, როგორც ქმედების მთავარი წარმმართველისადმი:

„როგორი ეგოისტიც არ უნდა იყოს ადამიანი, აშკარად არსებობს ზოგიერთი პრინციპი მის ბუნებაში, რომელიც სხვათა ბედით მის დაინტერესებას განაპირობებს და სხვათა ბედნიერებას მისთვის საჭიროს ხდის მიუხედავად იმისა, რომ იგი არაფერს იღებს [სხვისი ბედნიერებისაგან], მხოლოდ სიამოვნებას ამის ნახვისა [სხვისი ბედნიერების].“

 
„ხალხთა სიმდიდრის“ პირველი გვერდი, 1776, ლონდონის გამოცემა

სმითის მსჯელობა უხილავი ხელის სარგებლიანობის შესახებ შესაძლოა ნაგულისხმევი იყო, როგორც პასუხი ბერნარდ მანდევილის მოსაზრებებისა, რომ „კერძო ნაკლოვანებები... შესაძლოა იქცეს საზოგადოების სარგებლად“.[95] სმითს სჯეროდა, რომ როდესაც ინდივიდი თავის ინტერესების განხორციელებას კანონის ფარგლებში ცდილობს, ის უნებურად მთელი საზოგადოების სიკეთეს ემსახურება. პირადი ინტერესების კონკურენცია თავისუფალი ბაზრის პირობებში საბოლოო ჯამში ყოველთვის სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის, რამდენადაც დაწევს ფასებს, მაგრამ მაინც დატოვებს მოტივაციას მრავალფეროვანი პროდუქტისა და მომსახურების შესაქმნელად. თუმცაღა სმითი ბიზნესმენებთან დაკავშირებით სიფრთხილეს ინარჩუნებდა და გაფრთხილებად ამბობდა, რომ მათ შესაძლოა „პირი შეკრან საზოგადოების წინააღმდეგ ან მოიფიქრონ სხვა ხერხი ფასების გასაზრდელად“.[96] ისევ და ისევ, სმითი საუბრობდა ბიზნეს-ინტერესების საიდუმლო მოლაპარაკებებით განპირობებულ მხარეებზე, რაც აუცილებლად გადაიზრდებოდა კაბალურ ან მონოპოლიურ პორობებში, რომელშიც ფიქსირებულია მაღალი ფასები და უგულებელოფილია მომხმარებელი.[97] სმითი წერდა იმაზეც, რომ ბიზნესის პოლიტიკაზე გაბატონების შემთხვევაში ბიზნესსა და ინდუსტრიებს შორის მომხმარებლების წინააღმდეგ მიმართული გარიგებების სქემების გაჩენა პოლიტიკისა და კანონმდებლობის შიგნით გარდაუვალი იქნებოდა. მისი თქმით, მწარმოებელთა და ვაჭართა ინტერესები „ვაჭრობის ან წარმოების ნებისმიერ სფეროში რაიმე ფორმით განსხვავდება ან პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს... ნებისმიერი ახალი კანონი ან რეგულაცია ვაჭრობისთვის, რომელიც მოდის ამ მხარიდან, ყოველთვის დიდი სიფრთხილით უნდა განვიხილოთ და არ უნდა მივიღოთ, ვიდრე არ გაივლის გრძელ და ზედმიწევნით შემოწმებას ყველაზე ეჭვიანი ყურადღების ქვეშ.“[98] ამგვარად, სმითის უმთავრესი შიში დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობასთან, როცა ბიზნესს სპეციალური დაცვა ან პრივილეგია აქვს მინიჭბული მთავრობის მიერ, ხოლო თუკი ამგვარი პრივილეგიები არ იარსებებს, ბიზნესის აქტივობა სასარგებლო იქნება მთელი საზოგადოებისთვის.

„შრომის დანაწილების შედეგად, რასაც ვხვდებით კარგად ორგანიზებულ საზოგადოებაში, წარმოების ყველა სფეროში უდიდესი ზრდა და უნივერსალური სიმდიდრე მიიღწევა, რომელიც აღწევს ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანებამდეც კი. ყველა მშრომელ ადამიანს აქვს თავისი ნაშრომის ის რაოდენობა, რომ შეეძლოს გასცეს, რასაც თავად არ მოიხმარს. მას შესაძლებლობა ეძლევა გაცვალოს თავისი ნაშრომის დიდი ნაწილი სხვა საქონელში ან მოცემული რაოდენობის საქონლის შესაბამის ფასში. ის უხვად მიაწვდის სხვებს, რასაც ქმნის და ისინიც აწვდიან მას შესაბამის რაოდენობას და საერთო სიუხვე ნაწილდება საზოგადოების ყველა ფენაზე. („ხალხთა სიმდიდრე“ I.i.10)“

ნეოკლასიკური თეორიის მიმდევრები ინტერესდებიან სმითის „უხილავი ხელით“ იმდენად, რამდენადაც ამ ცნებაში შეიძლება დავინახოთ ნეოკლასიკური ეკონომიკის თეორიის და მისი ცენტრალური კონცეპტის „საერთო ეკვილიბრიუმის წინამორბედი. პოლ სემუელსონის თანახმად, „სმითმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა მისი უხილავი ხელის თეორიის არსი. რეალურად, 1940-იან წლებამდე არავინ იცოდა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ თეორიის დასაბუთება ან მისი სწორად ჩამოყალიბება, რათა მასში იდეალურად კონკურენტული ბაზრის შესახებ არსებული ჭეშმარიტების მარცვალი მოეხელთებინათ.“[99]

კლასიკური ეკონომისტები „ხალხთა სიმდიდრის“ პირველ წინადადებებში სმითის პროგრამას ხედავენ. იყენებენ რა, ეკონომიკის ფიზიოკრატიული კონცეპტის, რომელიც წრიულ პროცესს გულისხმობს, ამტკიცებენ, რომ ზრდის შესანარჩუნებლად მომდევნო პერიოდში დაბანდებული რესურსები უნდა აჭარბებდეს წინა პერიოდისას. შესაბამისად, წინა პერიოდის შედეგად შექმნილი დოვლათი, რომელიც ვერ იქნება გამოყენებული მომდევნო პერიოდის წარმოების რესურსად, არაპროდუქტიული შრომაა, რადგან ის არ მონაწილეობს ეკონომიკურ ზრდაში. ესაა ის თეორია, რასაც სმითი საფრანგეთში ფიზიოკრატებთან გაეცნო, რომელთა იდეებითაც იგი იმდენად შთაგონებული იყო, რომ შესაძლოა „ხალხთა სიმდიდრე“ სწორედ ერთ-ერთ ფიზიოკრატს ფრანსუა ქუისნეის მიუძღვნა.[100][101] ამ ფრანგულ მიგნებას, რომლის თანახმადაც არაპროდუქტიული შრომა პროდუქტიულის სასარგებლოდ უნდა შემცირდეს, სმითმა დაამატა მისი პირადი ხედვა, რომ პროდუქტიული შრომა კიდევ უფრო პროდუქტიული უნდა გახდეს შრომის დანაწილების საშუალებით. სმითი მსჯელობდა, რომ შრომის დანაწილების გაღრმავებით და კონკურენციის წახალისებით მეტ პროდუქტიულობას ვაღწევთ, რასაც დაბალ ფასებთან და მაღალ ცხოვრების სტანდარტთან მივყავართ, რამდენადაც „საერთო სიუხვე“ და „უნივერსალური სიმდიდრე“ იზრდება ყველასთვის. გაფართოებული ბაზრები და გაზრდილი წარმოება მუდმივად რეორგანიზებად საწარმოო პროცესს და წარმოების ახალი საშუალებების გამოგონებას გულისხმობს, რაც კიდევ ერთხელ ამცირებს ფასებს, ზრდის პროფუქტიულობას და ცხოვრების სტანდარტებს. სმითის მთავარი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ დინამიური კონკურენცია და მუდმივი ზრდა უზრუნველყოფს „ხალხთა სიმდიდრეს“. სმითის მსჯელობამ იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის გარდაქმნა მსოფლიოს „სახელოსნოდ“, მის მიერ ყველა კონკურენტისა და მწარმოებლის ჩანაცვლება. ამ პოლიტიკის შეჯამებას „ხალხთა სიმდიდრის“ პირველ წინადადებებში ვხვდებით:

.„ყველა ერის ყოველწლიური შრომა არის რეზერვი, რომელიც მას უზრუნველყოფს ყველა იმ საჭიროებით, რომელსაც იგი წლიურად მოიხმარს... ამგვარი წარმოება... ინარჩუნებს უფრო მეტ ან ნაკლებ წილს იმ ადამიანთა, რომელნიც მოიხმარენ მას... მაგრამ ეს წილი ყველა ხალხში უნდა რეგულირდებოდეს ორი განსხვავებული გარემოებით:

• პირველ რიგში, უნარები, მოხერხება და განსჯა, რომლითაც მისი შრომა საზოგადოდ გამოყენებადია;

• მეორე მხრივ, პროპორციის დაცვით იმ ადამიანებს შორის, რომელთა შრომაც გამოყენებადია და რომელნიც არ არიან დაკავებულნი გამოყენებადი საქმიანობით.“ [102]

თუმცაღა, სმითი ამატებს, რომ „მიწოდების სიუხვეც და სიმცირეც უფრო მეტად დამოკიდებულია პირველ ფაქტორზე, ვიდრე მეორეზე“.[103]

სხვა შრომები

რედაქტირება

სმითის გარდაცვალებიდან მალევე, მისივე ანდერძის თანახმად თითქმის ყველა ხელნაწერი გაანადგურეს. სიცოცხლის ბოლო წლებში, როგორც ჩანს, სმითი ორი მნიშვნელოვანი ტრაქტატის დაწერას გეგმავდა, ერთს - სამართლის თეორიასა და ისტორიაზე, ხოლო მეორეს - მეცნიერებასა და ხელოვნებაზე. გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა „ესეები ფილოსოფიურ საგანთა შესახებ“, „ასტრონომიის ისტორია“, ასევე ზოგიერთი ჩანაწერი ანტიკური ფიზიკის და მეტაფიზიკის შესახებ და სმითის ადრეული ლექციების ჩანაწერები „ლექციები იურისპრუდენციის“ შესახებ. 1976 წელს გლაზგოს უნივერსიტეტმა „ხალხთა სიმდიდრის“ ადრეული მონახაზი სმითის სხვა ნაშრომებთან და კორესპონდენციებთან ერთად გამოსცა. სხვა შრომები, მოიცავს „ლექციებს სასამართლოს, პოლიციის, შემოსავლის და იარაღის შესახებ“ (1763) და „ესეებს ფილოსოფიურ საგანთა შესახებ“ (1795).[104]

მემკვიდრეობა

რედაქტირება

ეკონომიკა და მორალური ფილოსოფია

რედაქტირება

„ხალხთა სიმდიდრე“ კონომიკის თანამედროვე აკადემიური დისციპლინის წინამორბედად იქცა. ამ და სხვა შრომებში სმითი განმარტავდა, როგორ ხდება ინდივიდთა კერძო ინტერესები და კონკურენცია ეკონომიკის განვითარების საფუძველი. 2005 წელს „ხალხთა სიმდიდრე“ ყველა დროის 100 საუკეთესო შოტლანდიურ წიგნს შორის დასახელდა.[105] სმითისა და სხვა ბრიტანელი ეკონომისტების ნააზრების საფუძველზე XVIII საუკუნის ბოლოს ბრიტანეთში მერკანტილიზმისადმი არსებული აკადემიური რწმენები თანდათან შესუსტდა. ინდუსტრიული რევოლუციის დროს ბრიტანეთში თავისუფალი ვაჭრობის და სმითის „laissez-faire“ პრინციპები გაბატონდნენ. შედეგად, ბრიტანეთის იმპერიის წყალობით ლიბერალურმა ეკონომიკური მოდელი, მისთვის დამახასიათებელი თავისუდალი ბაზრებით და საგარეო თუ საშინაო ვაჭრობისთვის არსებული მცირე ბარიერებით, მთელს მსოფლიოში გავრცელდა.[106]

ჯორჯ სტინგერი სმითს „ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან და არსებით თეზისს“ მიაწერს. ამ თეზისის თანახმად, კონკურენციის პირობებში რესურსების (შრომა, მიწა, კაპიტალი და ა.შ.) მფლობელები მათ ყველაზე მომგებიანად გამოიყენებენ, შედეგად კი შედარებით თანაბარ უკუგებას მიიღებენ ეკვილიბრიუმის მდგომარეობისგან, იმ აუცილებელი და ცხადი განსხვავებების გათვალისწინებით, რომელთაც კომპეტენცია, ნდობა, ბუნებრივი წინაღობები თუ უმუშევრობა წარმოშობს.[107]

პოლ სამუელსონი სმითის მიერ მოთხოვნისა და მიწოდებების ცნებების მრავალი მნიშვნელობით გამოყენებაში ლეონ უოლრასის მიერ ერთი საუკუნის შემდეგ შექმნილი ზოგადი ეკვილიბრიუმის მოდელის წინამორბედს ხედავს. სმითი ითვალისწინებს, რომ მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში კაპიტალის დაგროვებით გამოწვეული ხელფასების ზრდა უპრისპირდება თომას რობერტ მალთუსის, დევიდ რიკარდოს და კარლ მარქსის თეორიებს შრომის მიწოდებისა და მინიმალური, საარსებო ხელფასისი შესახებ.[108]

იოზეფ შუმპეტერი სმითს ტექნიკური სიზუსტის ნაკლებობის გამო აკრიტიკებდა, თუმცა მისივე თქმით, სწორედ ამან განაპირობა სმითის ნაშრომების გავრცელება ფართო აუდიტორიაში: „ამ ნაკლმა წარმატება განაპირობა. მეტად სრულყოფილების შემთხვევაში მას სერიოზულად არავინ მიიღებდა. უფრო ღმად წასვლის, უფრო ჩახლართული ჭეშმარიტებების აღმოსაჩენად მეტად რთული და ორიგინალური მეთოდები რომ გამოეყენებინა, მას ვერ გაიგებდნენ. მაგრამ მას ამგვარი ამბიციები არც ჰქონია, რეალურად, სმითს არ მოსწონდა ის, რაც უბრალო, საღ აზრს სცდებოდა. იგი არასდროს გასცდენია ყველაზე უგუნური მკითხველის გაგებას. სმითი მათ ფრთხილად ასწავლიდა, ტრივიალური და ნაცნობი დაკვირვებების გამოყენებით, რითაც მათ მთელი მსჯელობის განმავლობაში კომფორტს უქმნიდა.“[109]

კლასიკური ეკონომისტები სმითთის თეორიის საპირისპიროდ „ღირებულების შრომითი თეორიას“ ავითარებდნენ. მოგვიანებით სმითის შრომის თეორიებს ნაწილობრივ მარქსისტი ეკონომისტებიც იყენებდნენ. მარქსი თავისი მთავარი ნაშრომის „კაპიტალის“ პირველ ტომში (1867) ყურადღებას ამახვილებდა შრომითის ღირებულების თეორიასა და შრომის ექსპლუატაციაზე კაპიტალის მიერ.[110][111] ღირებულების შრომითი თეორიის მიხედვით, პროდუქტის ფასი უნდა განისაზღვროს იმ შრომის ღირებულებით, რომელიც ამ პროდუქტის შესაქმნელად დაიხარჯა. ეს უპირისპირდება თანამედროვე ნეოკლასიკურ ეკონომიკის თეორიას, რომელიც მიიჩნევს, რომ პროდუქტის ღირებულება განისაზღვრება არა დახარჯული შრომის რაოდენობით, არამედ მომხმარებლის მზაობით გაიღოს გარკვეული საფასური, ამ პროდუქტის მიღების სანაცვლოდ.

თეორიკული კორპუსი, რომელიც მოგვიანებით „ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიის“ ან მარგინალიზმის სახელით გახდა ცნობილი, დაახლოებით 1870-1910 წლებში ჩამოყალიბდა. ტერმინის „ეკონომიკის“, როგორც „ეკონომიკური მეცნიერების“ სინონიმის და უფრო ძველი და ფართო ტერმინის „პოლიტიკური ეკონომიკის“ შემცვლელის, პოპულარიზებაში დიდი წვლილი ითამაშა ნეოკლასიკოსმა ეკონომისტმა ალფრედ მარშალმა ითამაშა.[112][113] ნეოკლასიკურმა ეკონომიკამ სისტემატიზებულად განსაზღვრა მოთხოვნა და მიწოდება, როგორც ეკონომიკურ ეკვილიბრიუმში პროდუქციის წარმოებული რაოდენობის, ფასისა და შემოსავლების გადანაწილების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები. ამით ნეოკლასიკურმა ეკონომიკამ „ღირებულების შრომით თეორიას“, რომელთანაც სმითი ყველაზე ხშირად ასოცირდებოდა კლასიკური ეკონომისტებისთვის, ზღვრული ღირებულების თეორია დაუპირისპირა, რომელიც მოთხოვნის მხარეს აქცენტს ღირებულებაზე აკეთებდა, ხოლო მიწოდების ასახსნელად უფრო ზოგადი, დანახარჯის თეორიით ხელმძღვანელობდა.[114]

1976 წელს „ხალხთა სიმდიდრის“ გამოქვეყნების ორასიწლისთავი აღინიშნა. ამ პერიოდიდან აკადემიურ წრეებში გაიზარდა ინტერესება სმითის მეორე წიგნის „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“ და სხვა ნაშრომების მიმართაც. 1976 წლის შემდეგ სმითი არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი წიგნის „ხალხთა სიმდიდრე“ და „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“ ავტორად მოიხსენიება, ასევე უწოდებენ მორალური ფილოსოფიის და ეკონომიკური მეცნიერების დამფუძნებელსაც. მისი ჰომო ეკონომიკურის ან „ეკონომიკური ადამიანი“ უფრო მეტად მორალური ადამიანის კონტექსტში გამოიყენებოდა. გარდა ამისა, ეკონომისტი დევიდ ლევი და სანდა პერტი სტატიაში „ცუდი მეცნიერების საიდუმლო ისტორია“ მიუთითებენ სმითის ნეგატიურ დამოკიდებულებებზე იერარქიისა და უთანასწორობის შესახებ, ავტორები მხარს უჭერენ აზრს, რომ სმითი უპირისპირდებოდა მონობას, კოლონიალიზმსა და იმპერიალიზმს.ლევისა და პერტს მაგალითებად მოჰყავთ სმითის განცხადებები ღარიბებისათვის მაღალი ხელფასებისა და ხელფასების დაბლა დაწევის ხელოვნურ მცდელობებზე. სმითი ასევე თვლიდა, რომ ქუჩის რიგითი ტვირთმზიდავი მუშა არაფრითაა ინტელექტუალურად უფრო დაბლა მდგომი, ვიდრე რომელიმე ფილოსოფოსი [115] და მიუთითებდა საზოგადოებრივი აზრის მეტად გათვალისწინების აუცილებლობაზე ისეთ საკითხებში, რომლებიც ტრადიციულად, მეცნერების და სხვა ტექნიკური სფეროების ქვეშ ექცევიან. ლევის და პერტს მოჰყავთ სმითის ის ციტატებიც, სადაც იგი უპირისპირდება აზრს, რომ მეცნიერება საზოგადოებრივ საღ აზრზე მაღლა დგას.[116]

სმითი ასევე ხსნიდა კავშირს კერძო საკუთრების ზრდასა და სამოქალაქო მთავრობის განვითარებაში:

„ადამიანები შესაძლოა ცხოვრობდნენ მათთვის მისაღებ ფარგლებში დაცულ საზოგადოებაში, თუმცა არ არსებობობდეს სამოქალაქო მოამართლე, რომელიც მათ უსამართლო ვნებათაგან დაიცავს. მაგრამ მდიდრების სიხარბე და ამბიცია, ღარიბთა შრომის სიძულვილი და წუთიერ სიამოვნებათა სიყვარული ის ვნებებია, რომელნიც საკუთრების მიტაცებისკენ უბიძგებენ ადამიანებს და მათი გავლენა ბევრად უფრო სტაბილური და უნივერსალურია. სადაც დიდი საკუთრებაა, იქ დიდი უთანასწორობაცაა. იქ ერთ ძალიან მდიდარ ადამიანზე ხუთასი ღარიბი მოდის და მცირეთა კეთილდღეობა მრავალთა სიღარიბეს იწვევს. მდიდართა კეთილდღეობა აღიზიანებს ღარიბებს, რომლებიც ხშირად სურვილებითა და შურით არიან მართულნი და უბიძგებს მათ [სხვისი] საკუთრების მიტაცებისკენ. მხოლოდ სამოქალაქო სამართლის თავშესაფრის ქვეშ შეუძლია თუნდაც ერთი ღამით მშვიდად ძილი მდიდარ მესაკუთრეს, რომელმაც თავისი მრავალწლიანი შრომით ან წინა თაობების საშუალებით [მოიპოვა სიმდიდრე]. იგი ყოველ წუთს გარშემორტყმულია უცნობი მტრებით, რომელთაც იგი ვერასოდეს დაამშვიდებს და რომელთაგანაც მისი დაცვა მხოლოდ სამოქალაქო სამართლის მუდმივ ძალას შეუძლია. ამრიგად, ღირებულ და დიდი რაოდენობით საკუთრებაზე დაუფლება აუცილებლად გულისხმობს სამოქალაქო მთავრობის დაფუძნებასაც. სადაც არაა საკუთრება, ან სადაც საკუთრება არასოდეს აჭარბებს ორი ან სამი დღისთვის სამყოფ ღირებულებას, სამოქალაქო მთავრობაც საჭირო არაა. სამოქალაქო მთავრობა გულისხმობს გარკვეულ სუბორდინაციასაც, მაგრამ ღირებული ქონების დაგროვებასთან ერთად, სამოქალაქო მთავრობის თანდათანობით მზარდი საჭიროების გარდა, იზრდება იმ პრინციპულ მიზეზთა რაოდენობა, რომლებიც ბუნებრივად გულისხმობენ სუბორდინაციას. (...) მცირე საკუთრების მქონე ადამიანები ერთიანდებიან, რათა დაიცვან უფრო დიდი სიმდიდრის მქონენი იმ იმედით, რომ უფრო მდიდარნიც გაერთიანდებიან, რათა დაიცვან მათი საკუთრება. ყველა მცირე მეცხვარე და მენახირე გრძნობს, რომ მისი უსაფრთხოება დამოიკდებულია მასზე მსხვილი მეცხვარეებისა და მენახირეების უსაფრთხოებაზე. რომ მათი მცირე ავტორიტეტის შენარჩუნება დამოკიდებულია უფრო დიდი ავტორიტეტის თვითშენარჩუნებაზე და საკუთარი სუბოდინაციით იგი უზრუნველყოფს მის ქვეშევრდომთა სუბორდინაციასაც. ღირსეულნი არიან ისინი, ვინც დაინტერესებულია, რომ დაიცვას საკუთრება და ავტორიტეტი, რათა შეეძლოს თავისივე საკუთრების და თავისივე ავტორიტეტის დაცვა. ამგვარად, სამოქალაქო მთავრობა, რამდენადაც ის ფუძნდება საკუთრების დასაცავად, შექმნილია მდიდრის -უფრო ღარიბისგან ან მცირე მესაკუთრეთა სრულიად უქონელთაგან დასაცავად.“ (წყარო: „ხალხთა სიმდიდრე“, წიგნი 5, თავი 1, ნაწილი 2)

ბრიტანეთის იმპერიული დებატები

რედაქტირება

სმითის შეხედულებებმა კოლონიების შესახებ XIX საუკუნის შუა წლებიდან მიმდინარე ბრიტანული იმპერიული დებატების გეზი განსაზღვრა. „ხალხთა სიმდიდრე“ იმპერიალიზმის კითხვებზე ორაზროვან პასუხებს იძლეოდა. კოლონიების შესახებ დაწერილ თავში სმითი მსჯელობდა ატლანტის ოკეანის მიღმა, ამერიკულ კოლონიებში მიმდინარე კრიზისის გადაჭრის შესაძლო გზებზე. იგი დაძაბულობის განმუხტვის ორ შესაძლო გზას ხედავდა: პირველი კოლონიებისათვის დამოუკიდებლობის მიცემას და ამ გზით, მათთან მეგობრული ურთიერთობის, თავისუფალი ვაჭრობისა და სამხედრო ალიანსის შენარჩუნებას გულისხმობდა, ხოლო გადაჭრის მეორე გზის მიხედვით, ბრიტანეთის იმპერია ერთგვარ ფედერაციად უნდა გარდაქმნილიყო, რომელიც კოლონიებს და მეტროპოლიას იმპერიული საპარლამენტო სისტემით და თავისუფალი ვაჭრობის გზით დაახლოვებდა.[117]

XIX საუკუნეში სმითის ყველაზე გამოჩენილი მიმდევარი და მშვიდობის ადვოკატი რიკარდ კობდენი ამერიკულ კოლონიებთან კონფლიქტის გადაჭრის პირველ გზას არჩევდა. კობდენი მარცვლეულის კანონის მოწინააღმდეგეთა ლიგას მეთაურობდა, რომელიც 1846 წელს „მარცვლეულის კანონების“ გაუქმებას მოითხოვდა და ბრიტანეთის იმპერიაში თავისუფალი ვაჭრობაზე გადასვლას უჭერდა მხარს. ბრიტანეთის იმპერიის ჩაურევლობის მომხარე ეს მიმართულება შემდეგ კობდენიზმის და მანჩესტერული ლიბერალიზმის სახელით გახდა ცნობილი.[118] საუკუნის დასასრულს კობდენიზმს მკვეთრად დაუპირისპირდნენ სმითის შემოთავაზებული მეორე გადაჭრის გზის მომხრეები, მაგალითად იოზეფ შილდ ნიკოლსონი, რომელიც იმპერიულ ფედერაციას ემხრობოდა.[119] როგორც მარკ-უილიამ პალენი აღნიშნავს: „ერთი მხრივ, ადამ სმითის და კობდენის გვიანი XIX საუკუნის და ადრეული XX საუკუნის მიმდევრები მის თეორიებს იმპერიის თანდათანობითი დეცენტრალიზაციის არგუმენტაციად იყენებდნენ. მეორე მხრივ, იმპერიული ფედერაციის მომხრეები ცდილობდნენ სმითის თეორია კობდენიზმის დასამარცხებლად და იმპერიული ერთობის გასამყარებლად გამოეყენებინათ.“[120] ამგვარად, სმითის იდეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბრიტანეთის იმპერიის შესახებ მიმდინარე დებატებში.

პორტრეტები, ქანდაკებები და ბანკნოტები

რედაქტირება

სმითის პატივსაცემი ბანკნოტები გაერთიანებული სამეფოს ორმა ბანკმა დაბეჭდა. მისი პორტრეტი 1981 წლიდან იბეჭდება შოტლანდიური კლიდესდეილის ბანკის ფუნტ სტერლინიგის ბანკნოტებზე,[121][122] ხოლო 2007 წლის მარტში სმითის გამოსახულება გამოჩნდა ინგლისის ბანკის მიერ დაბეჭდილ 20 ფუნტ სტერლინგის კუპიურებზე, რის შემდეგაც სმითი პირველი შოტლანდიელი გახდა, რომელიც ინგლისის ბანკის მიერ გამოცემულ ბანკნოტზე გამოისახა.[123]

2008 წლის 4 ივლისს ედინგურგში ალექსანდრ სტოდარტის ავტორობით სმითის მასშტაბური მემორიალი გაიხსნა. ესაა სამი მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ედინბურგის სამეფო გზას გადაჰყურებს.[124] XX საუკუნის მოქანდაკეს ჯიმ სანბორნს სმითის ნამუშევრების თემაზე რამდენიმე სკულპტურა ეკუთვნის. ცენტრალური კონექტიკუტის სახელმიწფო უნივერსიტეტიში დგას „მბრუნავი კაპიტალი“ - მაღალი ცილინდრი, რომელზეც „ხალხთა სიმდიდრის“ ნაწყვეტები ბინარული კოდის სახითაა გამოსახული.[125] ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, ბელკის ბიზნესის ადმინისტრირების კოლეჯის გარეთ ადამ სმითის კონუსი დგას.[126][127] სმითის კიდევ ერთი სკულპტურა დგას კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტში.[128] სმითი 2013 წლის პიესის „დაბლობის“ მთხრობელად გვევლინება და XVIII საუკუნის „laissez-faire“ ეკონომიკაზე მოგვითხრობს და ამით 2007-2008 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისს ეხმიანება. პიესაში სმითს ბილ პატერსონი განასახიაერებს. სმითის ბიუსტი დგას სტირლინგში, უოლესის მონუმენტის გმირთა დარბაზში.

რეზიდენცია

რედაქტირება

1778-1790 წლებში ადამ სმითი პანმურში ცხოვრობდა. მისი რეზიდანცია ახლა ედინბურგის ბიზნესის სკოლის, ჰერიოტ უატის უნივერსიტეტის საკუთრებაშია და ამჟამად მის აღსადგენად ფინანსების მოძიება მიმდინარეობს.[129][130] შენობის ჩრდილოეთ ნაწილი სავარაუდოდ XIX საუკუნეში დაინგრა.

„თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის“ სიმბოლო

რედაქტირება

სმითი თავისუფალი ბაზრის იდეის ადვოკატად და საბაზრო ეკონომიკის დამფუძნებლად მიიჩნევა. მისი სახელი გვხვდება ისეთი ორგანოების დასახელებებში, როგორიცაა ლონდონის ადამ სმითის ინსტიტუტი, არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია „ადამ სმითის საზოგადოების“ სახელმწოდებით, მათ შორისაა ისტორიული, იტალიური ორგანიზაცია,[131] ამერიკული ადამ სმითის საზოგადოება[132][133] და ავსტრალიური „ადამ სმითის კლუბი“.[134]

ალან გრინსპანის თქმით, მართალია მთავრობის მინიმალური ჩარევის იდეა ადამ სმითს არ გამოუგონებია, თუმცა „ადამ სმითმა ჩამოაყალიბა იმ ზოგადი პრინციპების წყება, რომელთაც საბაზრო ტრანზაქციების ქაოსში კონცეპტუალური სიცხადე შეიტანეს.“ გრინსპანის აზრით, „ხალხთა სიმდიდრე“ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ინტელექტუალური მიღწევა იყო.[135] პ.ჯ. ო'რურკი სმითს „საბაზრო ეკონომიკის დამფუძნებელს“ უწოდებს.[136]

სხვა ავტორების თქმით, სმითის მიერ მთავრობის ჩაურევლობის იდეის მხარდაჭერას გაზვიადებულად წარმოაჩენენ. ჰერბერტ შტაინი წერს, რომ ადამიანები ადამ სმითის სახელით სარგებლობენ, რათა თავისუფალი ბაზრისა და შეზღუდული მთავრობის იდეებისადმი თავიანთი შეხედულებები გამოხატონ და ამგვარად, ისინი სმითის ხედვებს არასწორად ინტერპრეტირებენ. შტაინის აზრით, სმითი „არც სრულად ემხრობოდა და არც დოქტრინად ხედავდა ამ იდეას. იგი მთავრობის ბაზარში ჩარევას დიდი სკეპტიციზმით უყურებდა... თუმცა ის მზად იყო მიეღო სპეციფიკური პოლიტიკა იმ ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით, ჩარევის ეფექტი სასარგებლო იქნებოდა და სისტემის ფუნდამენტურად თავისუფალ ხასიათს არ შეზღუდავდა. სმითი „ადამ სმითის ჰალსტუხს“ არ ატარებდა.“ შტანის მიხედვით, „ხალხთა სიმდიდრე“ ლეგიტიმურ საფუძველს უქმნის ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას, სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიას, დასაქმებულთა ჯანდაცვის სავალდებულო პროგრამებს, გარემოს დაცვასა და საგადასახადო დისკრიმინაციას.“[137]

ანალოგიურად, ვივიან ბრაუნი „ეკონომიკის ჟურნალში“ აცხადებდა, რომ XX საუკუნის ამერიკაში რეიგანომიკის მხარდამჭერებმა ფართო საზოგადოებაში ადამ სმითის იდეებზე ნაწილობრივი და მცდარი ხედვები გაავრცელეს, წარმოაჩენდნენ რა სმითს „laissez-faire“ კაპიტალიზმისა და მიწოდების მხარის ეკონომიკის რადიკალურ და დოგმატურ დამცველად“.[138] რეალურად კი „ხალხთა სიმდიდრე“ შემდეგ მტკიცებას შეიცავს გადასახადების შესახებ:

„მთავრობის მხარდაჭერაში წვლილი უნდა შეიტანოს სახელმწიფოს ყველა მოქალაქემ, იმდენად თანაბრად, რამდენადაც შესაძლებელია მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, იმ შემოსავლების პროპორციულად, რომელსაც ისინი ამ სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იღებენ.“[139]

ზოგიერთი კომენტატორის თქმით, სმითის შრომები პროგრესული საშემოსავლო გადასახადის მხარდამჭერ არგუმენტებსა და პოზიციებს შეიცავს და იგი კონკრეტულ გადასახადებსაც კი ასახელებს, რომლებიც მისი აზრით, სახელმწიფომ უნდა დააწესოსო, მათ შორის ფუფუნების გადასახადი და მოგების გადასახადი.[140] თუმცა სმითი ადამიანების ეკონომიკური შემოსავლების პროპორციულად დაბევრის შეუძლებლობაზეც წერდა („ხალხთა სიმდიდრე“, წიგნი 5, თავი 2). სმითის თქმით, გადასახადები მიმართული უნდა იყოს სამართლიანობის და გარკვეული საჯარო ინსტიტუტების დაცვისკენ, რაც საბოლოოდ მთელი საზოგადოებისთვის სასარგებლოა, მაგრამ კერძო სექტორის მიერ უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

ამასთანავე, სმითმა „ხალხთა სიმდიდრის“ მეხუთე წიგნის პირველ თავში ერთგვარი მონახაზი შეადგინა სამთავრობო ხარჯებისათვის. სმითის მიერ მთავრობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს შორისაა კონტრაქტების აღსრულება და სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, პატენტებისა და საავტორო უფლებების მინიჭება, საჯარო სიკეთეების შექმნა, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ეროვნული თავდაცვა, საბანკო სფეროს რეგულირება. მთავრობის მოვალეობაა შექმნას ისეთი სიკეთეები, რომლებიც „იმგვარი ბუნებისაა, მათზე გაწეული დანახარჯი ვერასდროს მოუტანს საჭირო მოგებას ინდივიდებს“, მაგალითად ასეთია გზები, ხიდები, არხები, ნავსადგურები. სმითი მხარს უჭერდა ინოვაციების წახალისებას პატენტების შექმნითა და ახალგაზრდა ინდუსტრიების მონოპოლოების დაცვით. იგი აუცილებლად მიიჩნევდა დაწყებითი განათლების ნაწილობრივ სახელმწიფო დაფინანსებას და სჯეროდა, რომ რელიგიურ ინსტიტუტთა კონკურენცია საზოგადოების საერთო ინტერესებში შედიოდა. ამგვარი ამოცანებზე სმითი უფრო მეტად ადგილობრივი მთავრობის პასუხისმგებლობას ემხრობოდა, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლებისა: „ის საზოგადო საქმეები, რომლებიც თავისი ბუნების გამო ვერ მოიტანენ შემოსავალს თავიანთი თავის შენარჩუნებისთვის სჯობს ყოველთვის შეინახოს ლოკალურმა და პროვინციულმა მთავრობებმა, ვიდრე სახელმწიფოს საერთო ხაზინამ.“ („ხალხთა სიმდიდრე“, V.i.d.18). საბოლოოდ, სმითი აღწერდა იმასაც, როგორ უნდა მოეპყროს მთავრობა მონარქისა და უზენაეს მოსამართლეთა ღირსებას, რომელნიც საზოგადოების მხირდან თანასწორნი პატივს უნდა იმსახურებდნენ. იგი იმასაც კი ამბობს, რომ მონარქები უზენაეს მოსამართლეებზე მაღლაც კი დგანან, რადგან ადამიანები „ბუნებრივად მოელიან მეტ სამართლიანობას სამეფო კარის შუქზე, ვიდრე სასამართლო სახლებში“.[141] სმითი წერდა, რომ ზოგ განსაკუთრებულ ვითარებაში სადამსჯელო ტარიფები შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, სადამსჯელო ტარიფები „ცუდი მეთოდია ხალხისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებისთვის, რადგან ის კიდევ ერთი ზიანის მიყენებას გულისხმობს ხალხისთვის, არა მხოლოდ ზოგიერთი კლასისი, არამედ ყველა კლასისათვის.“ („ხალხთა სიმდიდრე“, IV.ii.39).

ეკონომიკის ისტორიკოსები, მაგალითად როგორიცაა იაკობ ვინერი,სმითს თავისუფალი ბაზრის და შეზრუდული მთავრობის იდეის ადვოკატად მოიხსენიებს, მაგრამ სმითი არ ყოფილა მთავრობის ჩაურევლობის პრინციპის დოგმატური მიმდევარი.[142]

ეკონომისტი დანიელ ბ. კლაინი მიიჩნევდა, რომ ტერმინი „თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის“ ან „თავისუფალი ბაზრის ეკონომისტის“ გამოყენება ადამ სმითის იდეების გადმოსაცემად მეტისმეტად ზოგადი და შეცდომაში შემყვანია. კლაინი სმითის ეკონომიკური შეხედულებების იდენტიფიცირებისთვის 6 ცენტრალურ კრიტერიუმს გვთავაზობს და თვლის, რომ სმითის ეკონომიკური ხედვების გადმოსაცემად ახალი ტერმინის შექმნაა საჭირო.[143][144] ეკონომისტი დევიდ რიკარდო სმითის შეხედულებებთან დაკავშირებულ გაუგებრობებს განმარტავდა. ბევრი ადამიანი დღემდე ფიქრობს, რომ სმითი გამონაკლისების გარეშე თავისუფალი ბაზრის ეკონომისტი იყო, რაც ასე არ არის. რიკადრო აღნიშნავდა, რომ სმითი მხარს უჭერდა ახლადწარმოქმნილი ინდუსტრიების გაძლიერებას და სუბსიდირებას, თუმცა ამავდროულად შიშობდა, რომ ამ ინდუსტრიების გაძლიერების შემდეგ ისინი მაინც შეეცდებოდნენ შეენარჩუნებინათ მთავრობის მხარდაჭერა და დახმარება.[145] სმითი ემხრობოდა ტარიფების დაწესებას იმპორტირებულ პროდუქტებზე, რათა იმპორტიორსაც გადაეხადა იმგვარი გადასახადი, რასაც ქვეყნის შიგნით ანალოგიური პროდუქტის მწარმოებელი იხდიდა. სმითი ემხრობოდა ტარიფების დაწესებას ეროვნული თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.[145]

ემა როტშილდის მტკიცებით, სმითი მინიმალური ხელფასის დაწესებასაც დაუჭერდა მხარს,[146] მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე სმითის შრომებში პირდაპირი ტექსტუალური მტკიცებულებები არ მოიპოვება. რეალურად, სმითი წერდა:

„შრომის ფასი ვერსად იქნება ზუსტად დადგენილი, ერთსა და იმავე ადგილზე ერთი და იმავე შრომისთვის ხშირად სხვადასხვა ფასს იხდიან, არა მხოლოდ მუშების განსხვავებული უნარების გამო, არამედ ხელმძღვანელის სიმკაცრის ან ლოიალურობის მიზეზით. სადაც ხელფასები კანონით არ რეგულირდება, ჩვენ მხოლოდ ისე შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც ჩვეულება გვიკარნახებს. გამოცდილება აჩვენებს, რომ მათ [ხელფასებს] კანონი შესაბამისად ვერასოდეს არეგულირებს მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად თავს გვაჩვენებს, თითქოს ამას ახერხებს.“ („ხალხთა სიმდიდრე“, Book 1, Chapter 8)

მიუხედავად იმისა, რომ სმითი ასევე შენიშნავდა მოლაპარაკების ძალის უთანასწორობის შესახებ[147]:

„მიწათმფლობელი, ფერმერი, წარმოების უფროსი, ვაჭარი მიუხედავად იმისა, დაასაქმებენ თუ არა ადამიანს, ერთი ან ორი წლით თუ მოახერხებენ იმ კაპიტალით ცხოვრებას, რომელიც მათ უკვე მოიპოვეს. ბევრ მუშას კი მხოლოდ ერთი კვირით ან ერთი თვით, ზოგიერთი იშვიათთაგანი კი, ერთი წლით თუ გაძლებს სამსახურის გარეშე“. გრძელვადიან პერიოდში, მუშა იმდენადვეა საჭირო მისი უფროსისთვის, როგორც დამსაქმებელი - მუშისთვის, მაგრამ დამსაქმებლისთვის საჭიროება ნაკლებად სასწრაფოა.“

ალფრედ მარშალი ეკონომიკის სმითისეულ განმარტებას რამდენიმე მიზეზით აკრიტიკებდა. მისი თქმით, ადამიანი იმდენადვე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, როგორც ფული, სერვისები იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქონელი და უბრალოდ სიმდიდრის ნაცვლად აქცენტი უნდა გაკეთდეს ადამიანის კეთილდღეობაზე. „უხილავი ხელი“ მხოლოდ მაშინაა წარმატებული, როცა წარმოებაც და მოხმარებაც თავისუფალ ბაზარში მიმდინარეობს, სადაც წვრილი, ცალკეული მწარმოებლები და მომხმარებლები მოთხოვნასა და მიწოდებას ცვლილებების და გაწონასწორების საშუალებას აძლევენ. მონოპოლიისა და ოლიგოპოლოების შემთხვევაში „უხილავი ხელი“ უძლურია. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი იოზეფ ე. სტიგლიცი სმითის კარგად ცნობილი იდეების შესახებ ამბობს:„უხილავი ხელის უხილავობის მიზეზეი ხშირად ისაა, რომ იგი საერთოდ არ არსებობს.“[148]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Смит Адам // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.
  4. Find a Grave — 1996.
  5. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. Babelio — 2007.
  7. BD Gest'
  8. Internet Philosophy Ontology project
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  11. 11.0 11.1 Czech National Authority Database
  12. 12.0 12.1 https://www.college.columbia.edu/core/content/adam-smith
  13. https://pictures.royalsociety.org/image-rs-14165
  14. http://www.bbc.co.uk/history/historic_figures/smith_adam.shtml
  15. 佐伯啓思 さらば、欲望: 資本主義の隘路をどう脱出するか — 1 — 2022. — ISBN 978-4-344-98656-5
  16. BBC - History - Scottish History.
    • Brown, Vivienne (5 December 2008). „Mere Inventions of the Imagination': A Survey of Recent Literature on Adam Smith“. Cambridge University Press. 13 (2): 281–312. doi:10.1017/S0266267100004521. ISSN 0266-2671. ციტირების თარიღი: 20 July 2020.
    • Berry, Christopher J. (2018). Adam Smith Very Short Introductions Series. Oxford University Press, გვ. 101. ISBN 978-0-198-78445-6. 
    • Sharma, Rakesh. Adam Smith: The Father of Economics. ციტირების თარიღი: 2019-02-20
  17. Absolute Advantage – Ability to Produce More than Anyone Else en-US. ციტირების თარიღი: 2019-02-20
  18. Adam Smith: Biography on Undiscovered Scotland. ციტირების თარიღი: 2019-07-30
  19. John, McMurray. Capitalism's 'Founding Father' Often Quoted, Frequently Misconstrued (19 March 2017). ციტირების თარიღი: 31 May 2019.
  20. 22.0 22.1 Rae 1895, p. 1
  21. Buchan 2006, p. 12
  22. 24.0 24.1 24.2 Rae 1895, p. 5
  23. Fife Place-name Data :: Strathenry.
  24. Buchan 2006, p. 22
  25. Bussing-Burks 2003, p. 41
  26. Rae 1895, p. 24
  27. 29.0 29.1 29.2 Buchholz 1999, p. 12
  28. (December 2006) Introductory Economics. New Age Publishers, გვ. 4. ISBN 81-224-1830-9. 
  29. Rae 1895, p. 22
  30. Rae 1895, p. 24–25
  31. 33.0 33.1 Bussing-Burks 2003, p. 42
  32. Buchan 2006, p. 29
  33. Scott, W. R. "The Never to Be Forgotten Hutcheson: Excerpts from W. R. Scott," Econ Journal Watch 8(1): 96–109, January 2011.[1] დაარქივებული 28 December 2013 საიტზე Wayback Machine.
  34. Adam Smith en-us. ციტირების თარიღი: 2019-07-30
  35. Smith, A. ([1762] 1985) Lectures on Rhetoric and Belles Lettres [1762]. vol. IV of the Glasgow Edition of the Works and Correspondence of Adam Smith (Indianapolis: Liberty Fund, 1984). Retrieved 16 February 2012
  36. 38.0 38.1 Bussing-Burks 2003, p. 43
  37. Winch, Donald (September 2004). „Smith, Adam (bap. 1723, d. 1790)“. Dictionary of National Biography. Oxford University Press.
  38. Rae 1895, p. 42
  39. Buchholz 1999, p. 15
  40. Buchan 2006, p. 67
  41. Buchholz 1999, p. 13
  42. MyGlasgow – Archive Services – Exhibitions – Adam Smith in Glasgow – Photo Gallery – Honorary degree. ციტირების თარიღი: 6 November 2018.
  43. 45.0 45.1 45.2 Buchholz 1999, p. 16
  44. Buchholz 1999, p. 16–17
  45. Buchholz 1999, p. 17
  46. Smith, A., 1976, The Wealth of Nations edited by R. H. Campbell and A. S. Skinner, The Glasgow edition of the Works and Correspondence of Adam Smith, vol. 2b, p. 678.
  47. Buchholz 1999, p. 18
  48. Buchan 2006, p. 90
  49. Dr James Currie to Thomas Creevey, 24 February 1793, Lpool RO, Currie MS 920 CUR
  50. Buchan 2006, p. 89
  51. Buchholz 1999, p. 19
  52. Durant, Will; Durant, Ariel (1 July 1967) The Story of Civilization: Rousseau and Revolution. MJF Books. ISBN 1567310214. 
  53. Buchan 2006, p. 133
  54. Buchan 2006, p. 137
  55. Buchan 2006, p. 145
  56. 58.0 58.1 58.2 Bussing-Burks 2003, p. 53
  57. 59.0 59.1 Buchan 2006, p. 25
  58. 60.0 60.1 Buchan 2006, p. 88
  59. (1894) „Adam Smith's Will“, რედ. Bonar, James: A Catalogue of the Library of Adam Smith. London: Macmillan, გვ. XIV. OCLC 2320634. 
  60. Buchan 2006, p. 11
  61. Buchan 2006, p. 134
  62. Rae 1895, p. 262
  63. 65.0 65.1 65.2 Skousen 2001, p. 32
  64. 66.0 66.1 Buchholz 1999, p. 14
  65. Boswell's Life of Samuel Johnson, 1780.
  66. Ross 2010, p. 330
  67. Stewart, Dugald (1853). The Works of Adam Smith: With An Account of His Life and Writings. London: Henry G. Bohn, გვ. lxix. OCLC 3226570. 
  68. Rae 1895, p. 376–77
  69. Bonar 1895, p. xxi
  70. Ross 1995, p. 15
  71. „Times obituary of Adam Smith“. The Times. 24 July 1790.
  72. Coase 1976, p. 529–46
  73. 75.0 75.1 Coase 1976, p. 538
  74. Hill, L. (2001). „The hidden theology of Adam Smith“. The European Journal of the History of Economic Thought. 8: 1–29. doi:10.1080/713765225. S2CID 154571991.
  75. „Hume on Religion“. Stanford Encyclopedia of Philosophy. ციტირების თარიღი: 26 May 2008.
  76. Eric Schliesser (2003). „The Obituary of a Vain Philosopher: Adam Smith's Reflections on Hume's Life“ (PDF). Hume Studies. 29 (2): 327–62. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 7 June 2012. ციტირების თარიღი: 27 May 2012. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
  77. Andrew Millar Project, University of Edinburgh. ციტირების თარიღი: 3 June 2016.
  78. Adam Smith, Glasgow Edition of the Works and Correspondence Vol. 1 The Theory of Moral Sentiments [1759]. 
  79. Rae 1895
  80. Falkner, Robert. (1997)Biography of Smith. Liberal Democrat History Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 June 2008. ციტირების თარიღი: 14 May 2008.
  81. Smith 2002, p. xv
  82. Viner 1991, p. 250
  83. Wight, Jonathan B. Saving Adam Smith. Upper Saddle River: Prentic-Hall, Inc., 2002.
  84. Robbins, Lionel. A History of Economic Thought. Princeton: Princeton University Press, 1998.
  85. Brue, Stanley L., and Randy R. Grant. The Evolution of Economic Thought. Mason: Thomson Higher Education, 2007.
  86. Otteson, James R. 2002, Adam Smith's Marketplace of Life. Cambridge: Cambridge University Press, 2002.
  87. Ekelund, R. & Hebert, R. 2007, A History of Economic Theory and Method 5th Edition. Waveland Press, United States, p. 105.
  88. Smith, A., 1976, The Wealth of Nations edited by R. H. Campbell and A. S. Skinner, The Glasgow edition of the Works and Correspondence of Adam Smith, vol. 2a, p. 456.
  89. Smith, A., 1980, The Glasgow edition of the Works and Correspondence of Adam Smith, vol. 3, p. 49, edited by W. P. D. Wightman and J. C. Bryce, Oxford: Clarendon Press.
  90. Smith, A., 1976, The Glasgow edition of the Works and Correspondence of Adam Smith, vol. 1, pp. 184–85, edited by D. D. Raphael and A. L. Macfie, Oxford: Clarendon Press.
  91. Smith, A., 1976, The Glasgow edition of the Works and Correspondence of Adam Smith, vol. 2a, p. 456, edited by R. H. Cambell and A. S. Skinner, Oxford: Clarendon Press.
  92. Smith, A., 1976, The Glasgow edition, vol. 2a, pp. 26–27.
  93. Mandeville, B., 1724, The Fable of the Bees, London: Tonson.
  94. Smith, A., 1976, The Glasgow edition, vol. 2a, pp. 145, 158.
  95. Smith, A., 1976, The Glasgow edition, vol. 2a, p. 79.
  96. Gopnik, Adam. „Market Man“. The New Yorker (18 October 2010): 82. ციტირების თარიღი: 27 April 2011.
  97. Samuelson, P. A./Nordhaus, William D., 1989, idem, p. 825.
  98. Buchan 2006, p. 80
  99. Stewart, D., 1799, Essays on Philosophical Subjects, to which is prefixed An Account of the Life and Writings of the Author by Dugald Steward, F.R.S.E., Basil; from the Transactions of the Royal Society of Edinburgh, Read by M. Steward, 21 January, and 18 March 1793; in: The Glasgow edition of the Works and Correspondence of Adam Smith, 1982, vol. 3, pp. 304 ff.
  100. Smith, A., 1976, vol. 2a, p. 10, idem
  101. Smith, A., 1976, vol. 1, p. 10, para. 4
  102. The Glasgow edition of the Works and Correspondence of Adam Smith, 1982, 6 volumes
  103. 100 Best Scottish Books, Adam Smith Retrieved 31 January 2012
  104. L.Seabrooke (2006). "Global Standards of Market Civilization". p. 192. Taylor & Francis 2006
  105. Stigler, George J. (1976). "The Successes and Failures of Professor Smith," Journal of Political Economy, 84(6), pp. 1199–213, 1202. Also published as Selected Papers, No. 50 (PDF)[მუდმივი მკვდარი ბმული], Graduate School of Business, University of Chicago.
  106. Samuelson, Paul A. (1977). "A Modern Theorist's Vindication of Adam Smith," American Economic Review, 67(1), p. 42. Reprinted in J.C. Wood, ed., Adam Smith: Critical Assessments, pp. 498–509. Preview.
  107. (2009) Schumpeter History of Economic Analysis. New York: Oxford University Press, გვ. 185. 
  108. Roemer, J.E. (1987). "Marxian Value Analysis". The New Palgrave: A Dictionary of Economics, v. 3, 383.
  109. Mandel, Ernest (1987). "Marx, Karl Heinrich", The New Palgrave: A Dictionary of Economics v. 3, pp. 372, 376.
  110. (1879) The Economics of Industry, გვ. 2. 
  111. Jevons, W. Stanley (1879). The Theory of Political Economy, 2nd, გვ. xiv. 
  112. Campos, Antonietta (1987). "Marginalist Economics", The New Palgrave: A Dictionary of Economics, v. 3, p. 320
  113. Smith 1977, §Book I, Chapter 2
  114. "The Vanity of the Philosopher: From Equality to Hierarchy" in Postclassical Economics [2] დაარქივებული 4 October 2012 საიტზე Wayback Machine.
  115. E.A. Benians, 'Adam Smith’s project of an empire', Cambridge Historical Journal 1 (1925): 249–83
  116. Anthony Howe, Free trade and liberal England, 1846–1946 (Oxford, 1997)
  117. J. Shield Nicholson, A project of empire: a critical study of the economics of imperialism, with special reference to the ideas of Adam Smith (London, 1909)
  118. Marc-William Palen, “Adam Smith as Advocate of Empire, c. 1870–1932,” Historical Journal 57: 1 (March 2014): 179–98.
  119. Clydesdale 50 Pounds, 1981. Ron Wise's Banknoteworld. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 October 2008. ციტირების თარიღი: 15 October 2008.
  120. Current Banknotes : Clydesdale Bank. The Committee of Scottish Clearing Bankers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 October 2008. ციტირების თარიღი: 15 October 2008.
  121. „Smith replaces Elgar on £20 note“. BBC. 29 October 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 March 2007. ციტირების თარიღი: 14 May 2008.
  122. Blackley, Michael (26 September 2007). „Adam Smith sculpture to tower over Royal Mile“. Edinburgh Evening News.
  123. Fillo, Maryellen (13 March 2001). „CCSU welcomes a new kid on the block“. The Hartford Courant.
  124. Kelley, Pam (20 May 1997). „Piece at UNCC is a puzzle for Charlotte, artist says“. The Charlotte Observer.
  125. Shaw-Eagle, Joanna (1 June 1997). „Artist sheds new light on sculpture“. The Washington Times.
  126. Adam Smith's Spinning Top. Ohio Outdoor Sculpture Inventory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 February 2005. ციტირების თარიღი: 24 May 2008.
  127. The restoration of Panmure House. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 January 2012.
  128. „Adam Smith's Home Gets Business School Revival“. Bloomberg.
  129. The Adam Smith Society. The Adam Smith Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 July 2007. ციტირების თარიღი: 24 May 2008.
  130. Choi, Amy (4 March 2014). „Defying Skeptics, Some Business Schools Double Down on Capitalism“. Bloomberg Business News. ციტირების თარიღი: 24 February 2015.
  131. Who We Are: The Adam Smith Society (April 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 2 February 2019
  132. The Australian Adam Smith Club. Adam Smith Club. ციტირების თარიღი: 12 October 2008.
  133. FRB: Speech, Greenspan – Adam Smith – 6 February 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 May 2008. ციტირების თარიღი: 31 May 2008.
  134. „Adam Smith: Web Junkie“. Forbes. 5 July 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 May 2008. ციტირების თარიღი: 10 June 2008.
  135. Stein, Herbert (6 April 1994). „Board of Contributors: Remembering Adam Smith“. The Wall Street Journal Asia: A14.
  136. Brown, Vivienne; Pack, Spencer J.; Werhane, Patricia H. (January 1993). „Untitled review of 'Capitalism as a Moral System: Adam Smith's Critique of the Free Market Economy' and 'Adam Smith and his Legacy for Modern Capitalism'. The Economic Journal. 103 (416): 230–32. doi:10.2307/2234351. JSTOR 2234351.
  137. Smith 1977, bk. V, ch. 2
  138. Market Man. The New Yorker (18 October 2010).
  139. Smith 1977, bk. V
  140. Viner, Jacob (April 1927). „Adam Smith and Laissez-faire“. The Journal of Political Economy. 35 (2): 198–232. doi:10.1086/253837. JSTOR 1823421. S2CID 154539413.
  141. Klein, Daniel B. (2008). „Toward a Public and Professional Identity for Our Economics“. Econ Journal Watch. 5 (3): 358–72. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 December 2013. ციტირების თარიღი: 10 February 2010.
  142. Klein, Daniel B. (2009). „Desperately Seeking Smithians: Responses to the Questionnaire about Building an Identity“. Econ Journal Watch. 6 (1): 113–80. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 December 2013. ციტირების თარიღი: 10 February 2010.
  143. 145.0 145.1 Buchholz, Todd (December 1990). pp. 38–39.
  144. Martin, Christopher. "Adam Smith and Liberal Economics: Reading the Minimum Wage Debate of 1795–96," Econ Journal Watch 8(2): 110–25, May 2011 [3] დაარქივებული 28 December 2013 საიტზე Wayback Machine.
  145. A Smith, Wealth of Nations (1776) Book I, ch 8
  146. The Roaring Nineties, 2006

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება

თარგი:SBDEL poster თარგი:Library resources box

გარე ბმულები

რედაქტირება

თარგი:Wikisource author

 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „georgian“ არსებული ტეგებისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="georgian"/>, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>; $2