აბანო (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
აბანო[2][3] — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, (კობის თემში).[4] მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2160 მეტრზე. სტეფანწმინდიდან დაშორებულია 28 კილომეტრით.
სოფელი | ||||
---|---|---|---|---|
აბანო | ||||
![]() ხედი თრუსოდან | ||||
ქვეყანა |
![]() | |||
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე | |||
მუნიციპალიტეტი | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი | |||
თემი | კობი | |||
კოორდინატები | 42°36′16″ ჩ. გ. 44°23′18″ ა. გ. / 42.60444° ჩ. გ. 44.38833° ა. გ. | |||
ცენტრის სიმაღლე | 2160 მ | |||
მოსახლეობა | 3 (2014)[1] | |||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % | |||
რელიგიური შემადგენლობა | ქრისტიანები | |||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | |||
სატელეფონო კოდი | +995 | |||
|
ისტორიარედაქტირება
აბანო თრუსოს ხეობის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. ფაქტობრივად, ამ ხეობის ცენტრი. სოფელზე გადიოდა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის დამაკავშირებელი გზის ერთ-ერთი განშტოება. აბანოს მოსახლეობა ძველთაგანვე ქართული იყო. XVII საუკუნიდან შეერია ოსური წარმომავლობის ელემენტი. ადრინდელ შუა საუკუნეებში აბანო წანართის ხევში შედიოდა. XIV საუკუნიდან ქსნის ერისთავებს ემორჩილებოდა, ხოლო XVI–XVIII საუკუნეებში არაგვის საერისთავოს. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ჯერ ანანურის, შემდგომ დუშეთის მაზრის მთის ოლქის გამგეობაში იყო. აბანო შუა საუკუნეებში, როგორც თრუსოს ხეობის ცენტრი და აქ გამავალი გზის დამცველი, გარკვეულ სამხედრო-სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა.
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 3 ადამიანი ცხოვრობს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[5] | 121 | 51 | 70 |
1989 | 18 | - | - |
2002[6] | 0 | 0 | 0 |
2014[4] | 3 | 1 | 2 |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 13.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 13.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 436, თბ., 2008 წელი.
სქოლიორედაქტირება
- ↑ http://www.geostat.ge/index.php?action=page&p_id=2152&lang=geo
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 13, თბ., 2009.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 13, თბ., 1987.
- ↑ 4.0 4.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 21.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II