ენი ერინ კლარკი (Anne Erin Clark; დ. 28 სექტემბერი, 1982), ცნობილი სასცენო სახელით St. Vincent — ამერიკელი გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მულტიინსტრუმენტალისტი. თავისი მუსიკალური კარიერა დაიწყო როგორც ჯგუფ The Polyphonic Spree-ის და სუფიან სტივენსის საკონცერტო შემადგენლობის წევრმა, სანამ 2006 წელს არ ჩამოაყალიბა საკუთარი ბენდი.

St. Vincent

St. Vincent როსკილეს ფესტივალზე 2015 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ენი ერინ კლარკი
დაბ. თარიღი 28 სექტემბერი, 1982 (1982-09-28) (42 წლის)
დაბ. ადგილი ტულსა, ოკლაჰომა, აშშ
წარმოშობა დალასი, ტეხასი, აშშ
ჟანრ(ებ)ი არტ-როკი[1], ინდი-როკი, ბაროკო-პოპი, ინდი-პოპი[2]
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, პიანინო, სინთეზატორი, კლავიშებიანი, ბას-გიტარა
აქტიური 2003 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Beggars Banquet, 4AD, Republic]], Loma Vista, Caroline
ხელმოწერა
საიტი ilovestvincent.com
St. Vincent ვიკისაწყობში

St. Vincent-ის ნამუშევრებმა დაიმსახურეს კრიტიკოსთა ქება სპეციფიკური მუსიკალური სტილის გამო, რომელშიც იგრძნობა სოფტ-როკის, ექსპერიმენტული როკის, ელექტროპოპის და ჯაზის გავლენა. მისი სადებიუტო ალბომი იყო Marry Me (2007), მას მოჰყვა Actor (2009) და Strange Mercy (2011). 2012 წელს გამოუშვა კოლაბორაციული ალბომი Love This Giant, დევიდ ბირნთან ერთად. კლარკი ასევე ასრულებდა ბეკ-ვოკალს ჯგუფ Swans-ის 2014 წლის ალბომზე To Be Kind. მისი მეოთხე სოლო ალბომი, თანამოსახელე St. Vincent, გამოვიდა 2014 წლის 25 თებერვალს და წოდებულ იქნა წლის ალბომად ჟურნალების — The Guardian, NME, Entertainment Weekly და Slant Magazine — მიერ, აგრეთვე წლის მეორე საუკეთესო ალბომად ჟურნალ ტაიმის მიერ. ამ ალბომმა მოუპოვა მას გრემის ჯილდო საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის. ის იყო 20 წლის განმავლობაში პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ჯილდო ამ კატეგორიაში.

St. Vincent ხსნიდა ისეთი ცნობილი შემსრულებლების კონცერტებს, როგორებიც არიან The Black Keys, Arcade Fire, The National, Death Cab for Cutie და Grizzly Bear. 2015 წელს მას ჰქონდა გამოსვა Wire-თან ჩიკაგოში, როგორც ჯგუფის Drill Festival-ის ნაწილი.[3] კლარკი აღიარებულია „გასული ათწლეულის ერთ-ერთ გამორჩეულ და ინოვაციურ გიტარისტად“.[4]

დისკოგრაფია

რედაქტირება

ალბომები

რედაქტირება
  • Marry Me (2007)
  • Actor (2009)
  • Strange Mercy (2011)
  • Love This Giant (2012, დევიდ ბირნთან ერთად)
  • St. Vincent (2014)
  • Masseduction (2017, 2018 წელს გადამუშავებული როგორც Masseducation)
  • Ratsliveonnoevilstar (2003)
  • Paris Is Burning (2006)
  • 4AD Session (2012)
  • Brass Tactics (დევიდ ბირნთან) (2013)

სინგლები

რედაქტირება
  • „Jesus Saves, I Spend“, / „These Days“ (2007) — CD, 7" ვინილი
  • „Now, Now“, / „All My Stars Aligned“ (2007) — CD, 7" ვინილი
  • „Actor Out of Work“, / „Bicycle“ (2009) — 7" ვინილი
  • „Cruel“ (2011) - ციფრული
  • „Cheerleader“ (2012) - iTunes სინგლი
  • „Digital Witness“ (2014) - 7" ვინილი
  • „Teenage Talk“ (2014) - ციფრული

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 30 Best & Worst Album Covers of 2014. Billboard. ციტირების თარიღი: December 19, 2014.
  2. Sosenko, Carla. (July 31, 2014) St. Vincent interview: 'I like the mischief aspect of stage-diving'. Time Out. ციტირების თარიღი: December 8, 2014.
  3. St. Vincent and Wire Perform "Drill" in Chicago (13 June 2015). ციტირების თარიღი: 23 September 2015.
  4. St Vincent Review. ციტირების თარიღი: Sep 16, 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=St._Vincent&oldid=4725417“-დან