The National — ამერიკული ინდი-როკ ჯგუფი ცინცინატიდან, ოჰაიო, ჩამოყალიბებული 1999 წელს. ჯგუფი, ამჟამად დამკვიდრებული ბრუკლინში, შედგება მეტ ბერნინგერის (ვოკალი), აარონ დესნერის (გიტარა, კლავიშები), ბრაის დესნერის (გიტარა), სკოტ დევენდორფის (ბასი) და ბრაიან დევენდორფისგან (დრამი).

The National

The National ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში, 2010
ბიოგრაფია
წარმოშობა ცინცინატი, ოჰაიო
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ინდი-როკი, პოსტპანკ-რევაივლი
აქტიური 1999–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი 4AD, Beggars Banquet, Brassland
წევრები მეტ ბერნინგერი
აარონ დესნერი
ბრაის დესნერი
ბრაიან დევენდორფი
სკოტ დევენდორფი
საიტი
The National ვიკისაწყობში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

დაარსებულმა ბერნინგერის, აარონ დესნერის, და ძმების, სკოტ და ბრაიან დევენდორფების მიერ, The National-მა გამოუშვა ამავე სახელით თავისი სადებიუტო ალბომი, The National (2001), Brassland Records-ზე, დამოუკიდებელ ჩამწერ ლეიბლზე, რომელიც დააარსა დესნერმა და მისმა ტყუპმა ძმამ, ბრაისმა. ბრაის დესნერი, რომელიც ეხმარებოდა ალბომის ჩაწერაში, მოგვიანებით გახდა ჯგუფის სრულფასოვანი წევრი და მიიღო მონაწილეობა Sad Songs for Dirty Lovers-ის (2003) ჩაწერაში.

მათ დატოვეს თავიანთი სამუშაო ადგილები, შეთანხმდნენ Beggars Banquet Records-თან და გამოუშვეს მესამე სტუდიური ალბომი Alligator (2005). ჯგუფის მეოთხე და მეხუთე ალბომმა, Boxer (2007) და High Violet (2010), მნიშვნელოვნად გაზარდა მათი გავლენა. 2013 წელს გამოვიდა მეექვსე სტუდიური ალბომი Trouble Will Find Me. 2014 წელს ის იყო ნომინირებული გრემიზე, როგორც საუკეთესო ალტერნატიური ალბომი.

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება