Revival (ემინემის ალბომი)

Revival (სტილიზებული, როგორც RƎVIVAL) — ამერიკელი რეპერ ემინემის მეცხრე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2017 წლის 15 დეკემბერს, ლეიბლებზე Aftermath Entertainment, Shady Records და Interscope Records.[3]

Revival
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 15 დეკემბერი, 2017
ჩაიწერა 2016–2017
სტუდია
  • Effigy Studios
  • Shangri-La, მალიბუ, კალიფორნია
  • The Padded Cell
  • Freq Show Music Studios
  • Jabber's Place
  • Jungle City Studios
  • House Of Blessing Studio
  • Larrabee North
  • Encore Studios
  • Record One, ლოს-ანჯელესი
ჟანრი
ხანგრძლივობა 77:39
ლეიბლი
პროდიუსერი
ემინემი — ქრონოლოგია
The Marshall Mathers LP 2
(2013)
Revival
(2017)
Kamikaze
(2018)
სინგლები ალბომიდან Revival
  1. „Walk on Water“
    გამოცემის თარიღი: 10 ნოემბერი, 2017
  2. „River“
    გამოცემის თარიღი: 15 დეკემბერი, 2017
  3. „Nowhere Fast“
    გამოცემის თარიღი: 27 მარტი, 2018
  4. „Remind Me“
    გამოცემის თარიღი: 6 ივლისი, 2018 (იტალია)

ალბომის ჩაწერა მიმდინარეობდა 2016–2017 წლებში, სხვადასხვა სტუდიაში, ხოლო თანაპროდიუსერების სახით მასზე, სხვებთან ერთად, მუშაობდნენ რიკ რუბინი, სკაილარ გრეი, თავად ემინემი და აღმასრულებელი პროდიუსერი Dr. Dre.[4] დამატებითი შემსრულებლების სახით ჩაწერაში მონაწილეობდნენ ბიონსე ნოულსი, Phresher, ედ შირანი, ალიშა კისი, X Ambassadors, სკაილარ გრეი, კეილანი და პინკი.

ალბომის პირველი სინგლი, „Walk on Water“, ჩაწერილი ბიონსესთან ერთად, გამოვიდა 2017 წლის 10 ნოემბერს. პრომო-სინგლი „Untouchable“, გამოვიდა 8 დეკემბერს, ალბომის გამოსვლამდე ერთი კვირით. 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მეორე ოფიციალური სინგლი იქნებოდა „River“, ჩაწერილი ედ შირანის თანამონაწილეობით.[5]

Revival გამოსვლისთანავე მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის პირველ პოზიციაზე და ამ ჰიტ-აღლუმში იქცა საშობაო პერიოდის #1 ალბომად.[6]

წარმოშობა

რედაქტირება

ემინემმა ალბომზე მუშაობის შესახებ პირველად ისაუბრა „Campaign Speech“-ის Twitter-ზე ხსენებისას, 2016 წლის ოქტომბერში: „მშვიდად. ალბომზე ვმუშაობ! ამასობაში ამას მოუსმინეთ.“[7] ხმები შემდეგი ალბომის გამოშვების თარიღის შესახებ გავრცელდა 2016 წლის დასაწყისში. არსებობდა ინფორმაცია, თითქოს დისკი 2017 წლის იანვარში გამოვიდოდა, სახელწოდებით Success.[8] აგრეთვე გავრცელდა სიმღერების ყალბი სია.[9] 2017 წლის თებერვალში და მარტში ამას დაემატა ხმები რედინგში, გლაზგოში და ლიდსში რეპერის დაგეგმილი კონცერტების შესახებ.[10][11] სხვადასხვა სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ამ გამოსვლის გამო აუცილებელი იყო ახალი მასალის მომზადება, რათა ემინემი ახალი მასალით გამოსულიყო.[12]

გამოცემა და რეკლამა

რედაქტირება
სკაილარ გრეი (მარცხნივ) და რიკ რუბინი (მარჯვნივ), ალბომის პროდიუსერები

2017 წლის 10 ოქტომბერს BET-ის ჰიპ-ჰოპ დაჯილდოებაზე ემინემმა შეასრულა იმპროვიზაციული „The Storm“, გააკრიტიკა რა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.[13] ვიდეო-ჩანაწერი ამ გამოსვლით ვირუსული გახდა. YouTube-ზე კვირების განმავლობაში ნახვების რაოდენობამ მილიონებს გადააჭარბა. 16 დეკემბრისთვის მისი ნახვების რაოდენობამ 41 მილიონს, ხოლო მოწონებების რაოდენობა 1.1 მილიონს აღემატებოდა.[14]

2017 წლის 25 ოქტომბერს რეპერის მენეჯერმა პოლ როზენბერგმა Yelawolf-ის Instagram-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა Trial by Fire-ის ფოტოსურათი.[15] უკანა ფონზე წარმოდგენილი იყო პრეპარატი დასახელებით „Revival“. მსმენელებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ამ დასახელებაში E იყო შებრუნებული და სტილიზებული, როგორც ემინემის წინა ლოგოები. იქვე მითითებული საიტის მისამართზე შესვლიდან შეიძლებოდა რამდენიმე დასკვნის გამოტანა. საიტზე გამოქვეყნებული იყო პრეპარატის პრომო-ვიდეო[16], აგრეთვე აშკარა იყო სიმღერების „Lose Yourself“, „Sing for the Moment“, „Brain Damage“, „Fack“, „Role Model“ და „Any Man“ ციტირებები. საიტის თანახმად, „Revival“ განკუთვნილი იყო Atrox Rithimus-ისთვის, ჯანმრთელობის არარსებული მდგომარეობისთვის. ლათინურიდან ამ ფრაზის თარგმანი ჟღერს, როგორც „საშინელი რითმა“.[17] ეს საიტი აგრეთვე ეკუთვნის ემინემის ერთ-ერთ ლეიბლს, Interscope Records.[18] „Revival“-თან მითითებული სატელეფონო ნომრის აკრეფისას ჟღერს Dr. Dre-ს „I Need a Doctor“-ის მელოდია.[19] ამ მითითებებით მსმენელები მიხვდნენ, რომ ალბომის სახელწოდება იქნებოდა Revival. იგი ჟღერადობით ემთხვეოდა ორი სხვა ალბომის სახელწოდებებს – Relapse-ს და Recovery-ს.

ალბომის გამოცემის თარიღი რამდენიმეჯერ იყო ნახსენები და მსმენელები ცდილობდნენ ზუსტი თარიღის დადგენას. 28 ნოემბერს როგორც Dr. Dre-ს, ასევე ემინემის სოციალურ მედიაში არსებულ ანგარიშებზე გამოქვეყნდა ზუსტი თარიღი – 15 დეკემბერი. დადასტურდა ისიც, რომ პრეპარატი გამოგონილი იყო სარეკლამო კამპანიისთვის.[20] 5 დეკემბერს გამოქვეყნდა სიმღერების სრული სია. მის მიხედვით, ალბომის ჩაწერაში მიწვეული შემსრულებლების სახით მონაწილეობდნენ Phresher, ედ შირანი, სკაილარ გრეი, ალიშა კისი, X Ambassadors, პინკი და კეილანი[21].

2017 წლის 7 დეკემბერს ალბომის გარეკანი გამოქვეყნდა და პროეცირებული იქნა დეტროიტში მდებარე ერთ-ერთ შენობაზე. იმავე საღამოს პრომო-სინგლის სახით გამოვიდა სიმღერა „Untouchable“, ხოლო iTunes-ზე ხელმისაწვდომი გახდა ალბომის წინასწარი შეკვეთა[22].

სინგლები

რედაქტირება
 
ბიონსე ნოულსი, ვოკალისტი ალბომის პირველ სინგლზე „Walk on Water“.

8 ნოემბერს ემინემმა გამოაქვეყნა სურათი ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით, ფრაზებით „Walk on Water“ და „Take as needed“ (მიიღეთ საჭიროების მიხედვით).[23] ექიმის რეცეპტს ახლდა Revival-ის ლოგო. წარმოიშვა ვარაუდი, რომ პირველი სიმღერის სახელწოდება სწორედ „Walk on Water“ იქნებოდა.[24][25][26] 9 ნოემბერს პოლ როზენბერგმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც დადასტურდა, რომ „Revival“ უკავშირდებოდა „Walk on Water“-ს. სიმღერა 10 ნოემბერს გამოქვეყნდა.[27][28] ემინემის YouTube-ის არხზე აიტვირთა აუდიოჩანაწერიც. 16 დეკემბრისთვის ვიდეოს ნახვების რაოდენობა 50 მილიონს, ხოლო მოწონებების რაოდენობამ 1.1 მილიონს გადააჭარბა.[29]

აშშ-ში „Walk on Water“ გამოსვლისთანავე მოხვდა Billboard Hot 100-ის #14 პოზიციაზე და ორივე შემსრულებლის კარიერაში ამ ჩარტში 57-ე სინგლი იყო. ემინემმა იგი პირველად შეასრულა MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოების 2017 წლის ცერემონიაზე, 12 ნოემბერს, სკაილარ გრეის მონაწილეობით.[30] 18 ნოემბერს სიმღერა ორივემ აგრეთვე შეასრულა Saturday Night Live-ში.[31] საკუთარ საიტზე ემინემმა გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ ახალ სინგლს გამოსცემდა 8 დეკემბერს. „Untouchable“-ში, რომელიც საბოლოოდ გამოქვეყნდა, ჟღერს დუეტ Cheech & Chong-ის სიმღერის „Earache My Eye“ სემპლი[32].

2017 წლის 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ალბომის შემდეგ სინგლი იქნებოდა „River“, ჩაწერილი ედ შირანის მონაწილეობით. სინგლის გამოცემის თარიღი უცნობია.[5]

კრიტიკული შეფასება

რედაქტირება
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
AnyDecentMusic?4/10[33]
Metacritic50/100[34]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
The A.V. ClubD+[35]
AllMusic     [36]
Consequence of SoundF[37]
The Guardian     [1]
HipHopDX     [38]
The Daily Telegraph     [39]
NME     [40]
Paste6.8/10[41]
Pitchfork5/10[42]
Rolling Stone     [43]

Revival-ს გამოსვლისთანავე კრიტიკოსების მრავალფეროვანი შეფასებები ხვდა წილად. Metacritic-ზე, რომელზეც საშუალო ქულები ითვლება 100 მიმოხილვის მიხედვით, ალბომი ფლობს 50 ქულას 19 კრიტიკული განხილვის საფუძველზე, რაც ნიშნავს „ძირითადად კეთილგანწყობილ მიმოხილვებს.“[34] დონ ნიდემი (The Guardian) კრიტიკულად განიხილავს ალბომის პროდიუსერულ მხარეს და თემებს: „ემინემი ფიქრობს, რომ მისი სიტყვიერი მარაგის ჯადოსნური ყუთი დაფარავს რომელიმე თანმხლები სიმღერის სისუსტეს, მაგრამ უკანასკნელმა ალბომებმა საპირისპირო დაამტკიცეს“[1]. დადებით მიმოხილვა ენდი გილი (The Independent) კომპლიმენტებით აღწერს ალბომის ტექსტების თემებს: „საბოლოო ჯამში, ყველაფერი ემინემია, და არსად არის უფრო დინამიკური, ვიდრე შეშლილ თვითშემფასებელ „Offended“-ში, სადაც, გარდა ყველაფრისა, აღნიშნავს, რომ თუკი დაწერაზე დახარჯულ დროს ჩავთვლით, იგი მცირე შემოსავლის მქონე მუშაკი იქნებოდა – ოდნავ აბსურდული განცხადებაა, მაგრამ მას მალევე ხაზს უსვამს სიმამაცით გაჯერებული სწრაფი რეპ-ბუტბუტი, და დაგაფიქრებს არა იმაზე, თუ რამდენი დასჭირდა მის დაწერას, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს იგი ასეთი რთულად წარმოსათქმელი ნაკადის ასე სრულყოფილად წარმოთქმას“.[44] ნიკ მაკ-კორმიკი (The Daily Telegraph) აღნიშნავს, რომ Revival „გვიჩვენებს ემინემს საუკეთესო, ანუ გამოუსწორებელ, დაუმარცხებელ და ხოლმე აუტანელ ფორმაში“.[39]

The Irish Times თავის მიმოხილვაში შეჯამების სახით წერდა, რომ Revival „არის ოდნავ უფრო წარმტაცი, ვიდრე წინა ნამუშევრები, მაგრამ არა მათზე სასიამოვნო. კრიზისიდან თავის დაღწევის საშუალება ემინემმა ხელიდან გაუშვა. შესაძლოა, ვეღარასოდეს შეძლებს.“[2] უფრო ულმობელ მიმოხილვაში ჯონ კარამანიკა (The New York Times) აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს „ალბათ საუკეთესოა მისი უკანასკნელი ალბომებიდან“, ემინემი არ აქცევს ყურადღებას ჰიპ-ჰოპის ზოგადი ჟღერადობის ევოლუციას და „ზედმეტად არის მიჯაჭვული საკუთარ ესთეტიკაზე“.[45]

Revival-ის ემინემის წინა ალბომების შედარებისას მეთიუ ესმაილ რუისი (Pitchfork) წერდა, რომ „მუსიკალურად Revival არ განსხვავდება, სავსეა პიანინოზე აგებული ბალადებით და პოპ-ვარსკვლავებით, რომლებიც მისი კატალოგის ყველაზე ცინიკურ კომერციულ ასპექტებს ეხმაურებიან. შოკის მომგვრელია არა ალბომის ბანალური ჰუკები ან შემზარავი იუმორი (რომელის მასში საკმაოდ ბევრია), არამედ მომენტები, როდესაც მისი, როგორც ადამიანის, განვითარება ყველაზე აშკარაა“. შეჯამების სახით ავტორი აღნიშნავს, რომ „Revival არის ემინემის გვიანდელი კარიერის მორიგი ალბომი, რომელსაც მის შემოქმედებაში ცოტა რამ შეაქვს.“[42]

კომერციული წარმატება

რედაქტირება

Revival გამოსვლისთანავე ბრიტანეთში გაიყიდა ალბომის 132 000 ასლი – ეს იყო წლის მეორე ყველაზე დიდი წარმატება ედ შირანის ÷-ის შემდეგ. რეპერისთვის ეს იყო ზედიზედ რიგით მერვე #1 ალბომი.[6] იგი აგრეთვე არის მისი ზედიზედ რიგით მერვე, რომელიც აშშ-ის Billboard 200-ში 197 000 გაყიდული ასლით მოხვდა. შედეგად, ემინემი იყო პირველი შემსრულებელი, რომლის ზედიზედ რვა ალბომიდან ყოველ სადებიუტო კვირაში პირველ ადგილს იკავებდა.[46] Revival აგრეთვე მოხვდა ავსტრალიის ჩარტის #1 პოზიციაზე და ემინემისთვის იყო მეცხრე მოხვედრა ARIA-ს ჩარტში, ისევე, როგორც ქვეყნის ისტორიაში რიგით 815-ე ალბომი, რომელიც მოხვდა უმაღლეს პოზიციაზე და 459-ე, რომელიც გამოსვლისთანავე ამ პოზიციას იკავებდა.[47]

სიმღერების სია

რედაქტირება

პერსონალი მითითებულია Tidal-ის მიხედვით.

#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Walk on Water“ (ბიონსე ნოულსის მონაწილეობით)
5:04
2.„Believe“
5:15
3.„Chloraseptic“ (Phresher-ის მონაწილეობით)Mr. Porter5:01
4.„Untouchable“
  • ემინემი
  • ბეტსონი
  • ჰეინი
  • Mr. Porter
6:10
5.„River“ (ედ შირანის მონაწილეობით)
ჰეინი3:41
6.„Remind Me (Intro)“
0:26
7.„Remind Me“რუბინი3:45
8.„Revival (Interlude)“0:51
9.„Like Home“ (ალიშა კისის მონაწილეობით)
4:05
10.„Bad Husband“ (X Ambassadors-ის მონაწილეობით)
4:47
11.„Tragic Endings“ (სკაილარ გრეის მონაწილეობით)
  • მეზერსი
  • ჰაფერმანი
  • გრანტი
Alex da Kid4:12
12.„Framed“
4:13
13.„Nowhere Fast“ (კეილანის მონაწილეობით)
4:24
14.„Heat“რუბინი4:10
15.„Offended“
  • Illa da Producer
  • ემინემი[a]
5:20
16.„Need Me“ (პინკის მონაწილეობით)
  • მეზერსი
  • ჰაფერმანი
  • ჯ. ინგოლდსბი
  • გრანტი
Alex da Kid4:25
17.„In Your Head“Scram Jones3:02
18.„Castle“
DJ Khalil4:14
19.„Arose“რუბინი4:34
საერთო ხანგრძლივობა:77:39
შენიშვნები
  • ^[a]  აღნიშნავს თანაპროდიუსერს
  • ^[b]  აღნიშნავს დამატებით პროდიუსერს
  • ბეკ-ვოკალი „Remind Me“-ში – Mr. Porter.
  • ვოკალი „Revival (Interlude)“-ში – Alice and the Glass Lake.
  • ვოკალი „Offended“-ში – კენტ ჯოუნსი.
  • ვოკალი „Castle“-ში – ლიზ როდრიგესი.
სემპლები

პერსონალი

რედაქტირება

პერსონალის სია მითითებულია ალბომის ანოტაციების მიხედვით.[48]

ჩარტი (2017) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრიის ალბომები (ARIA)[49] 1
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[50] 6
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[51] 20
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[52] 1
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[53] 1
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[54] 2
ირლანდიის ალბომები (IRMA)[55] 3
იტალიის ალბომები (FIMI)[56] 7
ახალი ზელანდიის ალბომები (RMNZ)[57] 3
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[58] 1
შოტლანდიის ალბომები (OCC)[59] 2
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[60] 2
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[61] 1
აშშ Billboard 200[46] 1

გამოცემების ისტორია

რედაქტირება
ქვეყანა თარიღი ფორმატი ლეიბლი
სხვადასხვა 15 დეკემბერი, 2017
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Needham, Don (დეკემბერი 15, 2017). „Eminem: Revival review – witless beats and puns in a total rejection of hip-hop“. The Guardian. ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2017.
  2. 2.0 2.1 Eminem: Revival review - gruelling, relentless and sterile. The Irish Times (დეკემბერი 15, 2017). ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2017.
  3. ემინემმა საბოლოოდ გამოაცხადა Revival-ის გამოცემის თარიღი. Billboard (ნოემბერი 28, 2017). ციტირების თარიღი: ნოემბერი 28, 2017.
  4. Dr. Dre Is Working On Eminem's New Album. Rap-Up (ივლისი 10, 2017). ციტირების თარიღი: ოქტომბერი 14, 2017.
  5. 5.0 5.1 Cantor, ბრაიან. (დეკემბერი 13, 2017) Eminem & Ed Sheeran’s “River” Set For Pop Radio Push. Headline Planet. ციტირების თარიღი: დეკემბერი 14, 2017.
  6. 6.0 6.1 White, Jack. (დეკემბერი 22, 2017) Eminem’s Revival becomes his eighth chart-topping album with huge opening week sales. ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: დეკემბერი 22, 2017.
  7. მეზერსი, მარშალ. მშვიდად. ალბომზე ვმუშაობ! ამასობაში ამას მოუსმინეთ.. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 31, 2017.
  8. ემინემი იანვარში ახალ ალბომ Success-ს უშვებს?. Capital Xtra (ოქტომბერი 21, 2016).[მკვდარი ბმული]
  9. ემინემის ახალი ალბომის Success გამოსვლის თარიღი, სიმღერების სიამ გაჟონა?. Hall of Fame (ოქტომბერი 26, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 14, 2017.
  10. დაბრუნება ბრიტანეთში ამ წლის აგვისტოში რედინგში და ლიდსში!. Twitter (თებერვალი 24, 2017). ციტირების თარიღი: ოქტომბერი 14, 2017.
  11. დაემატა კიდევ ერთი კონცერტი ევროპაში @gssfestival, 24 აგვისტო.. Twitter (მარტი 9, 2017). ციტირების თარიღი: ოქტომბერი 14, 2017.
  12. ემინემის ახალი ალბომი შესაძლოა აგვისტოში გამოვიდეს, დადასტურებულია გამოსვლა 2017 წელს გლაზგოში, რედინგში და ლიდსში.. BlastingNews (მარტი 11, 2017). ციტირების თარიღი: ოქტომბერი 14, 2017.
  13. Over 2 Million People Tweeted About Eminem After Anti-Trump Cypher went viral.. Billboard (ოქტომბერი 11, 2017). ციტირების თარიღი: ოქტომბერი 14, 2017.
  14. BETNetworks (ოქტომბერი 10, 2017), Eminem Rips Donald Trump In BET Hip Hop Awards Freestyle Cypher, https://www.youtube.com/watch?v=LunHybOKIjU. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 6, 2017
  15. Look what arrived at the Shady offices today! @Yelawolf TRIAL BY FIRE comes out this Friday 10/27! #cdbaby. Instagram (ოქტომბერი 25, 2017). ციტირების თარიღი: ოქტომბერი 28, 2017.
  16. Are you ready for REVIVAL?. MyMemory (ოქტომბერი 27, 2017). ციტირების თარიღი: ოქტომბერი 28, 2017.
  17. You searched for: atrox rithimus (Latin - English). MyMemory (ოქტომბერი 27, 2017). ციტირების თარიღი: ოქტომბერი 28, 2017.
  18. Revival. Detroit Free Press (ოქტომბერი 22, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-09. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 28, 2017.
  19. Here’s what happens when you call 1-833-243-8738, the number for Eminem’s new album, "REVIVAL". Twitter (ოქტომბერი 25, 2017). ციტირების თარიღი: ოქტომბერი 28, 2017.
  20. Instagram post by Dr. Dre • Nov 28, 2017 at 8:05pm UTC. ციტირების თარიღი: 2017-11-28
  21. Instagram post by Marshall Mathers • Dec 5, 2017 at 5:32pm UTC.
  22. EMINEM - Revival Album Art Reveal.
  23. Mathers, Marshall. (ნოემბერი 8, 2017) pic.twitter.com/VXgVGHK5TN. ციტირების თარიღი: ნოემბერი 8, 2017
  24. „Eminem Teases Possible New Single Called 'Walk On Water'. Billboard. ციტირების თარიღი: ნოემბერი 8, 2017.
  25. b3llydrum. (ნოემბერი 8, 2017) Sounds like the single will be called Walking on Water. Hell yeah! en. ციტირების თარიღი: ნოემბერი 8, 2017
  26. Gillespie, Curtis. (ნოემბერი 8, 2017) Walk on water- name og 1st track to get released? en. ციტირების თარიღი: ნოემბერი 8, 2017
  27. Andrieu, Pierre (ნოემბერი 10, 2017). „Eminem, Beyoncé release new single "Walk on Water". CBS (ინგლისური). ციტირების თარიღი: ნოემბერი 15, 2017. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |dead-url= (დახმარება)
  28. Madden, Sidney (ნოემბერი 10, 2017). „ემინემის და ბიონსეს 'Walk On Water'. NPR (ინგლისური). ციტირების თარიღი: ნოემბერი 15, 2017. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |dead-url= (დახმარება)
  29. EminemVEVO (ნოემბერი 10, 2017), Eminem - Walk On Water (Audio) ft. Beyoncé, https://www.youtube.com/watch?v=n1WpP7iowLc. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 12, 2017
  30. eminem is performing a new song at the 2017 ema. mtvema (ნოემბერი 10, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-11. ციტირების თარიღი: ნოემბერი 10, 2017.
  31. 5 რამ, რაც გვსურს ვიხილოთ ემინემისგან 'Saturday Night Live'-ში.
  32. Espinoza, Joshua. (დეკემბერი 7, 2017) Eminem Drops New Single "Untouchable" Off Upcoming Album 'Revival'. Complex Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 9, 2017. ციტირების თარიღი: დეკემბერი 10, 2017.
  33. Revival by Eminem reviews. AnyDecentMusic?. ციტირების თარიღი: დეკემბერი 22, 2017.
  34. 34.0 34.1 Reviews for Revival by Eminem. Metacritic. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი 2017.
  35. Won’t the real Slim Shady please grow up?. The A.V Club (დეკემბერი 18, 2017). ციტირების თარიღი: დეკემბერი 18, 2017.
  36. Thomas Erlewine, Stephen (დეკემბერი 20, 2017). „Eminem - Revival“. AllMusic. ციტირების თარიღი: დეკემბერი 20, 2017.
  37. Weiss, დენ (დეკემბერი 18, 2017). „Eminem Revival“. Consequence of Sound. ციტირების თარიღი: დეკემბერი 18, 2017.
  38. Clark, Trent. Review: Eminem’s “Revival” — A Sober, Middling Effort From A Weathered Legend (15 დეკემბერი 2017). ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2017.
  39. 39.0 39.1 მაკ-კორმიკი, ნილ (დეკემბერი 15, 2017). „Eminem: Revival review – Marshall Mathers proves he's still the boss“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2017.
  40. Bassett, Jordan. Eminem – 'Revival' Review (18 დეკემბერი 2017). ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2017.
  41. Garstin, Emily. Eminem: Revival Review (15 დეკემბერი 2017). ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2017.
  42. 42.0 42.1 Ismael Ruiz, Matthew. Eminem: Revival Album Review. Pitchfork (დეკემბერი 19, 2017). ციტირების თარიღი: დეკემბერი 20, 2017.
  43. Weingarten, Christopher (დეკემბერი 15, 2017). „Eminem 'Revival' Review: Raw, Honest, Compelling as Ever“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 17, 2017. ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2017.
  44. Gill, ენდი (დეკემბერი 15, 2017). „Eminem, Revival review: Political anger from a conflicted poet“. The Independent. ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2017.
  45. კარამანიკა, ჯონ (2017-12-18). „Hip-Hop Changes. Eminem Doesn’t“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2017-12-18.
  46. 46.0 46.1 Caulfield, კით (დეკემბერი 24, 2017). „Eminem's 'Revival' Debuts at No. 1 on Billboard 200 Chart, G-Eazy & Jeezy Bow in Top 10“. Billboard. ციტირების თარიღი: დეკემბერი 24, 2017.
  47. Ryan, Gavin. Australian Charts: Eminem Revival Is The No 1 Album. Noise11 (December 25, 2017). ციტირების თარიღი: December 26, 2017.
  48. Revival (CD liner notes). Eminem. Interscope Records. 2017.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  49. ARIA Australian Top 50 Albums. Australian Recording Industry Association (დეკემბერი 25, 2017). ციტირების თარიღი: დეკემბერი 23, 2017.
  50. "Eminem – Revival" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი დეკემბერი 23, 2017.
  51. "Eminem – Revival" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი დეკემბერი 23, 2017.
  52. „Dutchcharts.nl – Eminem – Revival“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი დეკემბერი 23, 2017.
  53. "Eminem: Revival" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი დეკემბერი 24, 2017.
  54. "Offiziellecharts.de – Eminem – Revival" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი დეკემბერი 22, 2017.
  55. „ირლანდიის ალბომების ჩარტი: 22 დეკემბერი 2017“. Irish Recorded Music Association. ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: დეკემბერი 23, 2017.
  56. Album – Classifica settimanale WK 51 (dal 2017-12-15 al 2017-12-21) Italian. Federazione Industria Musicale Italiana. ციტირების თარიღი: დეკემბერი 23, 2017.
  57. NZ Top 40 Albums Chart. Recorded Music NZ (დეკემბერი 25, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 19, 2018. ციტირების თარიღი: დეკემბერი 22, 2017.
  58. „VG-lista – Topp 40 Album uke 51, 2017“. VG-lista. ციტირების თარიღი: დეკემბერი 23, 2017.
  59. "20171222 40 საუკეთესო ალბომის არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი დეკემბერი 23, 2017.
  60. Sverigetopplistan – Sveriges Officiella Topplista. Sverigetopplistan. ციტირების თარიღი: დეკემბერი 23, 2017. Click on "Veckans albumlista".
  61. "20171222 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი დეკემბერი 23, 2017.