ჯოან ჯეტი (ინგლ. Joan Jett; დ. 22 სექტემბერი, 1958) — ამერიკელი როკ-მომღერალი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, ხმის ჩამწერი პროდიუსერი და მსახიობი. ცნობილია თავისივე ბენდის Joan Jett & the Blackhearts საქმიანობით და გოგონათა როკ-ჯგუფის The Runaways წევრობით, რომლის ერთ-ერთი თანადამაარსებელი, ვოკალისტი და გიტარისტი იყო. ჯგუფის ცნობილია ჰიტია სიმღერა „Cherry Bomb“. The Blackhearts-თან ერთად ჯეტი სიმღერის „I Love Rock 'n' Roll“ საკუთარი ვერსიის შესრულებითაა ცნობილი, რომელიც 1982 წელს შვიდი კვირის მანძილზე ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა.[1] ჯეტის სხვა ცნობილი სიმღერებია: „Bad Reputation“, „Crimson and Clover“, „Do You Wanna Touch Me (Oh Yeah)“, „Light of Day“, „I Hate Myself for Loving You“ და „Dirty Deeds“.

ჯოან ჯეტი

ჯეტი 1980-იან წლებში
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 22 სექტემბერი, 1958 (1958-09-22) (66 წლის)
დაბ. ადგილი პენსილვანია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • კომპოზიტორი
  • მუსიკოსი
  • ხმის ჩამწერი პროდიუსერი
  • მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
აქტიური 1975-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ხელმოწერა
საიტი joanjett.com
ჯოან ჯეტი ვიკისაწყობში

ჯეტი მეცო-სოპრანოა.[2] მის სამ ალბომს პლატინის ან ოქროს ფირფიტა აქვს მიღებული.[3][4][5] მომღერალს ხშირად როკ-ენ-როლის დედოფალს უწოდებენ. 2015 წელს Joan Jett & the Blackhearts როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა.[6]

  1. Erlewine, Stephen Thomas. „Joan Jett“. All Music Guide via VH1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-08. ციტირების თარიღი: 2021-04-14.
  2. Summer Celebration review: Joan Jett (2009).
  3. Martin, Bill (2002). Pro Secrets Of Heavy Rock Singing. Sanctuary Publishing, გვ. 9. ISBN 978-1-86074-437-2. 
  4. 10 great feminist anthems. Time Out New York. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-22. ციტირების თარიღი: 2021-04-14.
  5. What the Press is Saying. Joan Jett and the Blackhearts.
  6. McDonald, Soraya. Joan Jett, Bill Withers, Lou Reed and Green Day among those to join Rock and Roll Hall of Fame. The Washington Post (December 16, 2014).