ბარი უაიტი (დ. 12 სექტემბერი, 1944 — გ. 4 ივლისი, 2003) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი. 1969 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა „Love Unlimited Orchestra“-ს. ბარი უაიტი ხუთჯერ გახდა გრემის ჯილდოს მფლობელი.

ბარი უაიტი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 სექტემბერი, 1944(1944-09-12)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი გალვესტონი[1] [5]
გარდ. თარიღი 4 ივლისი, 2003(2003-07-04)[1] [2] [3] [4] (58 წლის)
გარდ. ადგილი სედარ-სინაის სამედიცინო ცენტრი
ეროვნება აფრო-ამერიკელები[6] [5]
საიტი barrywhite.us
ბარი უაიტი ვიკისაწყობში

მომღერალი დაიბადა ტეხასის ქალაქ გლავესტონში[7]. იგი გაიზარდა ქალაქ ლოს-ანჯელესის სამხრეთში. მომღერალი ათი წლის ასაკში, უკვე ადგილობრივი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო. ჩვიდმეტი წლის ასაკში ის, მოხვდა ციხეში კადილაკის $30,000 ღირებულების საბურავების ქურდობისთვის.[8]

60-იანი წლების დასაწყისში საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ, იგი ჩამოშორდა კრიმინალურ სამყაროს და მუსიკით დაინტერესდა. როგორც კომპოზიტორმა მან მალევე მოიპოვა წარმატება. მის სიმღერებს პროდუსირებას უწევდა როკ-მუსიკოსი ბობი ფულერი. 1969 წელს იგი დაუკავშირდა გოგონების ტრიოსგან შემდგარ ანსამბლ „Love Unlimited“-ს. ბარი უაიტმა, მათთან ორი წელი ითანამშრომლა, რომლის შემდეგაც უაიტმა ხელი მოაწერა „20th Century Fox Records“-სთან კონტრაქტს. მან დაწერა, არანჟირება გაუკეთა და პროდუსირებაც თავადვე გაუწია კლასიკურ სოულ-ბალადად ქცეული კომპოზიციას „Walking in the Rain (With The One I Love)“, რომელმაც პოპულარობა სწრაფადვე მოიპოვა, ამ კომპოზიციამ ბილბორდის ცხელ ასეულში #14 ადგილი დაიკავა. 70-იან წლებში ბარი უაიტმა იქორწინა „Love Unlimited“ წამყვან მომღერალ გლოდიინ ჯეიმზზე.

ხმის ჩამწერმა კომპანიამ გადაწყვიტა, ბარის წინა პლანზე წამოწევა და მისი სოლო მომღერლად ქცევა. ამ ფაქტს ბარი არცთუ ისე დიდი ენთუზიაზმით შეხვდა.

ბარი უაიტმა დაწერა მრავალი სიმღერა, მათგან აღსანიშნავია: „I'm Gonna Love You Just a Little More Baby“ (1973), „Never, Never Gonna Give You Up“ (1973), „Can't Get Enough of Your Love, Babe“ (1974), „You're the First, the Last, My Everything“ (1974), „What Am I Gonna Do With You“ (1975), „Let the Music Play“ (1976), „Your Sweetness is My Weakness“ (1978), „Change“ (1982), „Sho' You Right“ (1987), „Practice What You Preach“ (1994).

ხანში შესულ ბარი უაიტს ხშირად აწუხებდა ჰიპერტონია, რამაც 2002 წლის შემოდგომას გამოიწვია თირკმლის შეტევა. 2003 წელს მან გადაიტანა ინსულტი. ამ ყველაფერმა იგი ჩამოაშორა სცენას და აქტიურ მოღვაწეობას. 2003 წლის 4 ივლისს ის გარდაიცვალა თირკმლის შეტევით ორმოცდათვრამეტი წლის ასაკში, ვესტ ჰოლივუდის ერთ-ერთ კლინიკაში. მას გაუკეთდა კრემაცია და მისი ოჯახის წევრებმა ფერფლი მოაბნიეს კალიფონიის ზღვის ნაპირას.

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #121670295 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Southern E. Biographical Dictionary of Afro-American and African MusiciansGreenwood Publishing Group, 1982.
  6. BlackPast.org — 2004.
  7. Barry White
  8. „Obituary: Barry White“. BBC News. 4 July 2003. ციტირების თარიღი: 1 August 2009.