Relapse (ემინემის ალბომი)

Relapse — ამერიკელი რეპერ ემინემის მეექვსე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2009 წლის 19 მაისს, ლეიბლებზე Aftermath Entertainment, Shady Records და Interscope Records. Relapse 2004 წლის Encore-ის შემდეგ ემინემის პირველი ალბომია ორიგინალური მასალით, ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, რომელიც გამოიწვია შემოქმედებითმა კრიზისმა და დანიშნული სამედიცინო პრეპარატების მოხმარებამ. ჩაწერა მიმდინარეობდა 2007–2009 წლებში, სხვადასხვა სტუდიაში, ხოლო პროდიუსერები იყვნენ Dr. Dre, მარკ ბეტსონი და ემინემი. კონცეპტუალურად Relapse წარმოადგენს რეპერის ნარკოტიკებისგან რეაბილიტაციის დასასრულს, რეციდივის შემდეგ გამოცოცხლებას და დაბრუნებას Slim Shady-ს ალტერ-ეგოს ფორმაში.

Relapse
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 19 მაისი, 2009
ჩაიწერა 2005; 2007–2009
სტუდია 54 Sound, Effigy Studios
(ფერნდეილი, მიჩიგანი)
KDS Music Studios, Phantom City Studios
(ორლანდო, ფლორიდა)
Record One Studios
(შერმან-ოუკსი, კალიფორნია)
Studio at the Palms
(ლას-ვეგასი, ნევადა)
ჟანრი
ხანგრძლივობა 76:16
ლეიბლი
პროდიუსერი Dr. Dre(აღმ.), ემინემი
ემინემი — ქრონოლოგია
Curtain Call: The Hits
(2005)
Relapse
(2009)
Relapse: Refill
(2009)
სინგლები ალბომიდან Relapse
  1. „Crack a Bottle“
    გამოცემის თარიღი: 2 თებერვალი, 2009
  2. „We Made You“
    გამოცემის თარიღი: 7 აპრილი, 2009
  3. „3 a.m.“
    გამოცემის თარიღი: 23 აპრილი, 2009
  4. „Old Time's Sake“
    გამოცემის თარიღი: 2 ივნისი, 2009
  5. „Beautiful“
    გამოცემის თარიღი: 11 აგვისტო, 2009

Relapse იყო 2009 წლის ერთ-ერთი მაღალი მოლოდინის მქონე ალბომი. გამოსვლისთანავე იგი მოხვდა აშშ-ის Billboard 200-ში და პირველივე კვირაში გაიყიდა 608 000 ასლის სახით. ალბომიდან გამოცემული სამი სინგლი მოხვდა ჩარტში. Relapse-ს მიენიჭა ორმაგი პლატინის სტატუსი, ხოლო გაყიდვებმა 2.3 მილიონი ასლზე მეტი შეადგინეს. კრიტიკოსების მიმოხილვები ალბომის თაობაზე მრავალფეროვანი იყო, რეპერის ტექსტებზე ასევე მრავალფეროვანი აზრების გამო.

წარმოშობა

რედაქტირება

2005 წლიდან ემინემმა გადაწყვიტა მუსიკისგან შესვენება და საკუთარი ლეიბლის Shady Records შემსრულებლების პროდიუსერის საქმიანობაზე ყურადღების გამახვილება.[1] მიუხედავად ამისა, 2005 წლის ზაფხულში მან Anger Management Tour-ის ევროპული ეტაპი გააუქმა და, დაღლილობის და დანიშნულ წამლებზე დამოკიდებულების გამო შეჩერდა.[2][3] შემდეგ წელს იგი დაუბრუნდა ყოფილ მეუღლეს, კიმბერლი სკოტს, მაგრამ მათი კავშირი მხოლოდ 11 კვირა გაგრძელდა, რასაც მეორე გაყრა მოჰყვა[4]. ამის გარდა, დეტროიტის ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოკლეს მარშალის მეგობარი Proof. ემინემმა საბოლოოდ დაკარგა საკუთარი თავის მართვის უნარი და მუდმივად იყენებდა საძილე საშუალებას.[4][5][6] 2009 წლის ინტერვიუში XXL-თან მან უფრო ვრცლად ისაუბრა Proof-ის დაღუპვისგან მიღებულ ტკივილზე:

„ყველამ შეიგრძნო [Proof-ის] დაკარგვა, მისი ბავშვებიდან და მეუღლიდან, დანარჩენებამდე. მაგრამ, რაღაც მიზეზით, მოგვიანებით, ისე ვიგრძენი, თითქოს ყოველივე მხოლოდ მე შემეხო. შესაძლოა, მაშინ მეტად ეგოისტურად ვიქცეოდი. ალბათ, ძალიან დიდი დარტყმა იყო. უბრალოდ დამაბრმავა. სრულ სიბნელეში დავიმალე, ყველაფერთან ერთად, წამლებთან, ფიქრებთან, ყველაფერთან. და რაც უფრო მეტ წამალს მოვიხმარდი, მთელ ამ დეპრესანტებს, სულ უფრო დეპრესიული ვხდებოდი, უფრო მეტად მეზიზღებოდა საკუთარი თავი“[7]

ემინემის მომავალი ალბომის შესახევ ვარაუდები გაჩნდა 2007 წლის შუა პერიოდში, 50 Cent-ის და Stat Quo-ს, Shady Records-ის ყოფილი კლიენტების საუბრებიდან.[8][9] აგრეთვე Bizarre-მა – ჰიპ-ჰოპ ჯგუფ D12-ის წევრმა – განაცხადა, რომ კოლექტივის მესამე სტუდიური ალბომის გამოცემა გადაიდო, ვინაიდან Interscope Records-ს თავდაპირველად სურდა ემინემის ალბომის გამოშვება. წლის ბოლომდე სხვადასხვა ინტერვიუში Shady Records-ის შემსრულებლებმა – მათ შორის იყვნენ The Alchemist, ბიშოპ ლემონტი, Cashis და ობი ტრაისი – ახსენეს, რომ ემინემი ახალ ალბომზე მუშაობდა.[10][11][12][13] 2007 წლის 12 სექტემბერს, WQHT-ის Hot 97-სთან სატელეფონო საუბრისას ემინემმა განაცხადა, რომ უმოქმედოდ იყო და არ იცოდა, გამოაქვეყნებდა თუ არა უახლოეს მომავალში ახალ მასალას. მან აგრეთვე დაამატა, რომ იმ დროისთვის სტუდიაში უკვე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და პირადი პრობლემები მოგვარებული ჰქონდა.[14] თუმცა, 2007 წლის დეკემბერში იგი მოხვდა საავადმყოფოში მეტადონის გადაჭარბებული რაოდენობით მიღების გამო.[15] 2008 წლის დასაწყისში მან დაიწყო 12 ეტაპიანი კურსის გავლა, რათა ამ დამოკიდებულებისგან განკურნებულიყო. შემდგომში, ერთ-ერთ ინტერვიუში რეპერი აცხადებდა, რომ 2008 წლის 20 აპრილიდან ფხიზელი იყო.[15]

2005 წელს ემინემი ჩაწერას განაგრძობდა და სიმღერების ნაწილი გამოუშვა Shady Records-ის მიერ გამოცემულ Eminem Presents: The Re-Up-ზე. 2007 წლის დასაწყისში მან მოამზადა „Beautiful“ – მოგვიანებით ახალი ალბომის მეხუთე და უკანასკნელი სინგლი, აგრეთვე ერთ-ერთი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში შეიქმნა.[16] Relapse-ის ჩაწერის ძირითადი სტადია დაიწყო წამლებზე დამოკიდებულებისგან განკურნების 12 ეტაპიანი პროგრამის გავლის შემდეგ. 25 სიმღერაზე მუშაობდა მუსიკალური პროდიუსერი ჯეფ ბასი (Bass Brothers), ემინემის დიდი ხნის მეგობარი.[5][17] Proof-ის დაღუპვისგან დათრგუნულ რეპერს დაეწყო შემოქმედებითი კრიზისი, რის გამოც ყოველივე, რასაც წერდა, მისი აზრით, არ ღირდა გამოსაცემად.[7] ამიტომ ბასმა აირჩია ისეთი პროდიუსერული ტაქტიკა, რომელიც რეპერს საშუალებას მისცემდა არსებულ ფარგლებს გარეთ გასვლას.[17] წინა წლებისგან განსხვავებით, ემინემი ამჯერად იწერდა თითო ან რამდენიმე სტრიქონს, შემდეგ ჩერდებოდა და სხვა სტრიქონებს ამატებდა.[7] ამავე პერიოდში, შემსრულებლის სიმღერების უფლებების ხელმძღვანელ ჯოელ მარტინის თქმით, ისე მოხდა, რომ ემინემმა დაიწყო სხვა სიმღერების დამატებაც, თუმცა ამას თავად არ ამჩნევდა. ხშირად იწერდა მასალას, რომელსაც თავდაპირველად სხვა შემსრულებლებისთვის ამზადებდა, მაგრამ საბოლოო შედეგი ამ შემთხვევაში მოსწონდა.[17]

ფერნდეილში (მიჩიგანი) რეპერმა შეიძინა ახალი სტუდია, Effigy Studio, რითაც დასრულდა მისი ურთიერთობა წინა პროდიუსერულ გუნდთან სტუდიიდან 54 Sound (მათ შორის ჯეფ ბასთან და მის ძმასთან).[17][18] 2007 წლის სექტემბერში Dr. Dre-მ ახსენა, რომ ორი თვის განმავლობაში აპირებდა Relapse-ზე მუშაობას.[19][20] ასეთ პროდიუსერთან თანამშრომლობამ ემინემს საშუალება მისცა, ყურადღება გადაეტანა სიმღერების შექმნის პროცესზე და არა პროდიუსერულ მხარეზე, რომელსაც Dr. Dre ხელმძღვანელობდა.[19] მან ეს არჩევანი გაამართლა იმით, რომ მასსა და Dre-ს შორის დიდი ხნის ჩამოყალიბებული თანამშრომლობა და მუსიკალური „ქიმია“ არსებობდა.[21] შედეგად, ემინემმა შეძლოა Dre-ს კატალოგიდან ისეთი რიტმების აღება, რომლებიც სწორი რითმების გამოყენების ამოცანის წინაშე აყენებდნენ.[22] ალბომის შექმნა Effigy Studio-ში გაგრძელდა ერთი წლის შემდეგ, ხმისჩამწერი სესიებით ორლანდოში (ფლორიდა), 2008 წლის სექტემბერში.[5][7] ამ დროისთვის ემინემმა კვლავ დაიწყო ლექსების ისეთი ტემპით წერა, რომ მათ ჩასაწერად უფრო მეტი დრო სჭირდებოდა, ვიდრე შესაქმნელად. შემოქმედებითი აღმავლობის მიზეზად მან დაასახელა სიფხილზე, ამბობდა რა, რომ მისი გონება გათავისუფლდა იმ ქაოსისგან, რომელიც „აჩერებდა“ უკანასკნელ წლებში წამლების გადაჭარბებით გამოყენებისას.[7][15] Dr. Dre ყოველ ახალ სიმღერაზე მუშაობის დაწყებისას ემინემს გადასცემდა CD-ზე ჩაწერილ რიტმებს. რეპერი ცალკე ოთახში იჯდა, უსმენდა მათ, არჩევდა მისთვის უფრო საინტერესოს და შთამბეჭდავს, შემდეგ წერდა ტექსტებს ამ ინსტრუმენტული ნაწილებისთვის, ხოლო Dr. Dre და მისი პროდიუსერული გუნდი კვლავ ქმნიდა ახალ მელოდიებს. როდესაც თვლიდა, რომ ტექსტების საკმარისი რაოდენობა შექმნა, ემინემი მთელი დღის განმავლობაში იჯდა და სიმღერებს მანამდე იწერდა, სანამ ხმას დაკარგავდა და ვეღარ მუშაობდა შემდეგი დღეების განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში იგი უბრალოდ იჯდა და ახალი სიმღერების ტექსტებზე მუშაობდა.[7][23] ასეთი მუშაობა გაგრძელდა ექვსი თვის განმავლობაში და საკმარისი რაოდენობის მასალა შეგროვდა ახალი ალბომისთვის, რომელსაც თავდაპირველად Relapse 2 ეწოდებოდა – შემდგომში იგი გამოვიდა როგორც Recovery.[24]

ამ პერიოდში რამდენიმე სიმღერამ, განკუთვნილმა Relapse-ში შესატანად, გაჟონა ინტერნეტში. მათ შორის იყო ჯერ დაუსრულებელი „Crack a Bottle“.[21] მისი ჩაწერა დასრულდა 2009 წლის იანვარში. სიმღერის ჩაწერაში შემსრულებლების სახით აგრეთვე მონაწილეობდნენ Dr. Dre და 50 Cent.[25] მიუხედავად გაჟონვისა, ალბომზე მუშაობა დაასრულეს თითქმის აბსოლუტურ გასაიდუმლოებულ ვითარებაში, როგორც ბრიტანული The Independent წერდა.[5] ალბომის შესახებ არავითარ ინფორმაციას ფლობდა Polydor Records-სიც, Interscope-ის მფლობელი.[5] 23 აპრილს ემინემმა განაცხადა, რომ მხოლოდ ის და Dre ფლობდნენ Relapse-ის საბოლოო ვერსიის ასლებს. მენეჯერ პოლ როზენბერგის განცხადებით, ჩანაწერი არ ინახებოდა ემინემის ლეიბლებშიც, რათა არ მომხდარიყო მისი ბუტლეგის სახით გავრცელება.[26]

მუსიკა და ტექსტები

რედაქტირება
მუსიკალური ნაწყვეტები:

XXL-თან ინტერვიუში ემინემმა განაცხადა, რომ Relapse-ის ჩანაფიქრი იყო წამლებზე დამოკიდებულების დასრულება და ისეთი სტილით შესრულება, თითქოს იგი კვლავ წამლებს იყენებდა და, ამასთან, Slim Shady-ს ალტერ-ეგოს დაბრუნება.[7] ჟურნალისტ დეტუონ თომასის თანახმად, ემინემისთვის შთაგონებად იქცა როგორც წამლებთან გამოცდილება, ასევე დოკუმენტური ფილმები დამნაშავეებზე და სერიულ მკვლელებზე, ვინაიდან რეპერს აინტერესებდა სერიული მკვლელების და მათი აზროვნების შესწავლა.[15][27] The New York Times-თან 2009 წლის ინტერვიუდან:

„ყველა ვუსმენთ ამ ხალხს, ან ვხედავთ, ყველგან არიან. როგორ გამოიყურება სერიული მკვლელი? გამორჩეული არ არის. შენ გგავს. შესაძლოა, მეზობლად ასეთი ცხოვრობს. მე რომ მეცხოვრა თქვენს მეზობლად, თქვენ იქნებოდით.“[15]

მუსიკალური კრიტიკოსი რობერტ კრისტგოუ ალბომის პირველ სტრიქონში, ფრაზაში „horror corridor“ (საშინელებათა დერეფანი) „ჰორორკორის“ დამალულ მნიშვნელობას ხედავს.[28] ბენ კაპლანმა (Vancouver Courier) ასევე მიაკუთვნა ალბომი ჰორორკორის ჟანრს.[29] ენ პაუერსი (Los Angeles Times) წერდა, რომ ალბომის „ჰორორკორული სცენებით“ ემინემი წარმოდგენილია, როგორც „თერაპიული ფარისევლობისგან წარმოშობილი შეშლილი“.[30] ჟურნალისტი რობ შეფილდი აღნიშნავდა წამლების გამოყენების ციტირებას და ამბობდა, რომ Relapse არის კომიკოს რიჩარდ პრაიორის „Live on the Sunset Strip“-ის „ჰიპ-ჰოპ ვერსია“.

Relapse: Refill
 
სტუდიური ალბომი (ხელახალი გამოცემა) —
ემინემი
გამოცემის თარიღი 21 დეკემბერი, 2009 (2009-12-21)
ჟანრი
ხანგრძლივობა 33:40
ლეიბლი
  • Aftermath
  • Shady
  • Interscope
პროდიუსერი
ემინემი — ქრონოლოგია
Relapse
(2009)
Relapse: Refill
(2009)
Recovery
(2010)
სინგლები ალბომიდან Relapse: Refill
  1. „Hell Breaks Loose“
    გამოცემის თარიღი: 15 დეკემბერი, 2009
  2. „Elevator“
    გამოცემის თარიღი: 15 დეკემბერი, 2009
  3. „Music Box“
    გამოცემის თარიღი: 21 დეკემბერი, 2009

სიმღერების სია

რედაქტირება
#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Dr. West“ (skit)მარშალ მეზერსი, პოლ როზენბერგიDr. Dre, ემინემი1:29
2.„3 a.m.“მეზერსი, ანდრე იანგი, მარკ ბეტსონი, დევოუნ პარკერი, ტრევორ ლოურენსი, მაიკ ელიზონდოDr. Dre5:19
3.„My Mom“მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსიDr. Dre5:19
4.„Insane“მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, ელიზონდოDr. Dre3:01
5.„Bagpipes From Baghdad“მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, ელიზონდო, შონ კრუზიDr. Dre, ტრევორ ლოურენსი4:43
6.„Hello“მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსიDr. Dre, მარკ ბეტსონი4:08
7.„Tonya“ (skit)მეზერსი, როზენბერგიDr. Dre, ემინემი0:42
8.„Same Song & Dance“მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, ელიზონდოDr. Dre, დევოუნ პარკერი4:06
9.„We Made You“მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, უოლტერ იგენიDr. Dre, ემინემი, Doc Ish (დამ.)4:30
10.„Medicine Ball“მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსიDr. Dre, მარკ ბეტსონი3:57
11.„პოლ“ (skit)მეზერსი, როზენბერგი 0:19
12.„Stay Wide Awake“მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, ელიზონდოDr. Dre5:19
13.„Old Time's Sake“ (Dr. Dre-სთან ერთად)მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსიDr. Dre, მარკ ბეტსონი4:38
14.„Must Be the Ganja“მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსიDr. Dre, მარკ ბეტსონი4:02
15.„Mr. Mathers“ (skit)მეზერსი, როზენბერგიDr. Dre, ემინემი0:42
16.„Déjà Vu“მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, კრუზიDr. Dre4:43
17.„Beautiful“მეზერსი, ლუის რესტო, ჯეფ ბასი, დონ ბლეკი, ენდი ჰილიემინემი, ჯეფ ბასი (დამ.)6:32
18.„Crack a Bottle“ (მონაწილეობენ Dr. Dre და 50 Cent)მეზერსი, კერტის ჯექსონი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, ჟან რენარიDr. Dre4:57
19.„Steve Berman“ (skit)მეზერსი, როზენბერგი 1:29
20.„Underground“მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსიDr. Dre6:11
საერთო ხანგრძლივობა:76:16
სემპლები
  • „Insane“ - შეტანილია ნაწყვეტი სიმღერიდან „Jock Box“ (The Skinny Boys)
  • „Same Song & Dance“ - შეტანილია „One“-ის (მეტალიკა) ინტერპრეტაცია[33]
  • „We Made You“ - შეტანილია „Hot Summer Nights“-ის (უოლტერ იგენი) ინტერპრეტაცია
  • „Beautiful“ - შეტანილია ნაწყვეტი სიმღერიდან „Reaching Out" (Rock Therapy)
  • „Crack a Bottle“ - შეტანილია „Mais dans ma lumière“-ის (მაიკ ბრენტი) ინტერპრეტაცია

სერტიფიცირებები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[69] პლატინა 70 000^
ავსტრია (IFPI Austria)[70] ოქრო 15,000x
ბელგია (BEA)[71] ოქრო 15 000*
საფრანგეთი (SNEP)[72] ოქრო 50,000*
ყურის თანამშრომლობის საბჭო (IFPI Middle East)[73] ოქრო 3 000*
გერმანია (BVMI)[74] ოქრო 100 000^
ირლანდია (IRMA)[75] 2× პლატინა 30 000x
იტალია (FIMI)[76] ოქრო 30 000*
იაპონია (RIAJ)[77] ოქრო 100 000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[78] პლატინა 15 000^
რუსეთი (NFPF)[79] ოქრო 10 000*
სამხრეთი აფრიკა (RISA)[52] ოქრო 20,000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[80] პლატინა 30 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[82] პლატინა 512,911[81]
აშშ (RIAA)[84] 2× პლატინა 2,363,000[83]

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

  1. „Eminem and out?“. The Age. Melbourne. Associated Press. July 27, 2005. ციტირების თარიღი: March 6, 2009.
  2. NME.com, Eminem: Prescription drug Ambien ‘wiped out five years of my life’ [1]. Retrieved February 21, 2012.
  3. „Eminem treated for drug addiction“. BBC News. BBC. August 19, 2005. ციტირების თარიღი: March 3, 2009.
  4. 4.0 4.1 Smith, David (October 19, 2008). „Lost genius of rap back from the shadows“. The Observer. London: Guardian Media Group. ციტირების თარიღი: March 6, 2009.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 „Eminem: The fall and rise of a superstar“. The Independent. London. February 4, 2009. ციტირების თარიღი: February 5, 2009.
  6. Kaufman, Gil (April 21, 2009). „Eminem Posts Relapse Cover Art On Twitter“. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 3, 2010. ციტირების თარიღი: April 21, 2009.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 Thomas, Datwon (May 5, 2009). „Eminem Speaks On Drugs, The Death Of Proof & Praises T.I. & Lil Wayne On New XXL Cover“. XXL. New York, NY: Harris Publications (June 2009): 58–66. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 5, 2009. ციტირების თარიღი: May 17, 2009.
  8. „50 Cent Confirms Eminem Album“. Contactmusic.com. May 24, 2007. ციტირების თარიღი: August 1, 2007.
  9. Arnold, Paul W (August 28, 2007). „Stat Quo Speaks Exclusively about Shady/Aftermath Deal“. HipHopDX. ციტირების თარიღი: August 30, 2007.
  10. Kuperstein, Slava (December 10, 2007). „Alchemist Speaks on Upcoming Album, Eminem“. HipHopDX. ციტირების თარიღი: December 10, 2007.
  11. Lamont, Bishop (November 2007). Interview: Video & Transcript with Eddie Gurrola. "Interview with Bishop Lamont". DubCNN. http://www.dubcnn.com/interviews/bishoplamont07/. წაკითხვის თარიღი: October 9, 2008.
  12. Cashis (May 28, 2007). Interview: Video/Transcript with Eddie Gurrola. "Exclusive Video Interview with Ca$his". DubCNN. http://www.dubcnn.com/interviews/cashis/. წაკითხვის თარიღი: August 3, 2007.
  13. Obie Trice (December 29, 2007). Interview with Obie Trice. (Interview: Audio). New York City, NY: Shade 45.
  14. „Eminem Says He's 'In Limbo'. MTV News. MTV Networks. September 12, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 26, 2010. ციტირების თარიღი: September 12, 2007.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 Pareles, Jon (May 21, 2009). „Get Clean, Come Back: Eminem’s Return“. The New York Times. New York, NY: Arthur Ochs Sulzberger, Jr. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: May 30, 2009.
  16. Rodriguez, Jayson. „Eminem's 'Beautiful' Hits iTunes“. MTV News. MTV Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 26, 2012. ციტირების თარიღი: May 15, 2009.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 McCollum, Brian. (October 17, 2008) Eminem Hits the Mic Again. Detroit Free Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 21, 2008. ციტირების თარიღი: February 5, 2009.
  18. „Things have changed for Eminem“. Detroit Free Press. April 12, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 16, 2009. ციტირების თარიღი: April 17, 2009.
  19. 19.0 19.1 „Eminem reveals more 'Relapse' new album details“. NME. IPC Media. October 20, 2008. ციტირების თარიღი: April 18, 2009.
  20. Hilburn, Robert (September 23, 2007). „Dr. Dre, mix marathon man“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 11, 2007. ციტირების თარიღი: September 22, 2007.
  21. 21.0 21.1 Cohen, Jonathan (December 20, 2011). „Exclusive: Eminem Talks New Album, Book“. Billboard. Nielsen Business Media, Inc. ციტირების თარიღი: December 12, 2008.
  22. Kreps, Daniel (April 23, 2009). „Eminem Opens Up About "Relapse," Acting in Shade45 Interview: "I Am Back". Rolling Stone. Jann Wenner. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 14, 2014. ციტირების თარიღი: December 20, 2011.
  23. Eminem (May 15, 2009). Eminem: The Prelapse Special. Interview: Audio with Reef. New York City, NY: Shade 45.
  24. „Eminem’s New Album "Relapse" Drops In May, "Relapse 2" Later This Year“. Universal Music Group. March 5, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 15, 2010. ციტირების თარიღი: March 22, 2009.
  25. „Eminem's New Song, 'Crack A Bottle,' Featuring Dr. Dre And 50 Cent, Hits The Web“. MTV News. MTV Networks. January 6, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 3, 2010. ციტირების თარიღი: January 6, 2009.
  26. Eminem; Paul Rosenberg (April 23, 2009). Interview: Audio. Interview with Angela Yee. New York City, NY: Shade 45.
  27. Rodriguez, Jayson (May 15, 2009). „Eminem Album Shows Influence Of True-Crime TV“. MTV News. MTV Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 3, 2010. ციტირების თარიღი: May 18, 2009.
  28. Christgau, Robert. (May 20, 2009) Eminem: A 'Relapse' of Horror?. NPR. ციტირების თარიღი: July 8, 2013.
  29. Ben Kaplan (May 22, 2009). „Relapse funky, flawed“. Vancouver Courier. ციტატა: „On Relapse, we have to settle for a horror-core album...“
  30. Powers, Ann (May 14, 2009). „Album review: Eminem's 'Relapse'. Los Angeles Times. Eddy W. Hartenstein. ციტირების თარიღი: May 17, 2009.
  31. http://www.amazon.com/dp/B0029RT6EI/
  32. http://itunes.apple.com/gb/album/relapse-deluxe-version/id316450930
  33. http://www.whosampled.com/sample/view/3764/ემინემი-Same%20Song%20%26%20Dance_Metallica-One/
  34. 34.0 34.1 Eminem — Relapse (Album). swisscharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: სექტემბერი 16, 2010.
  35. 35.0 35.1 Eminem — Relapse — Music Charts. αCharts.us. ციტირების თარიღი: მაისი 28, 2009.
  36. Eminem — Relapse (Album) გერმანული. austriancharts.at. Hung Medien (აპრილი 9, 2010). ციტირების თარიღი: აპრილი 16, 2010.
  37. 37.0 37.1 Eminem — Relapse (Album). ultratop.be. ULTRATOP & Hung Medien / hitparade.ch (სექტემბერი 16, 2010). ციტირების თარიღი: აპრილი 17, 2010.
  38. კანადის ალბომები — Week of ივნისი 06, 2009. Billboard (ივნისი 6, 2009). ციტირების თარიღი: აგვისტო 13, 2010.
  39. Eminem — Relapse (Album). danishcharts.com. Hung Medien (აგვისტო 28, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-29. ციტირების თარიღი: აპრილი 17, 2010.
  40. Eminem — Relapse (Album). finnishcharts.com. Hung Medien (აგვისტო 22, 2009). ციტირების თარიღი: აპრილი 17, 2010.
  41. Eminem — Relapse (Album) French. lescharts.com. Hung Medien (ოქტომბერი 17, 2009). ციტირების თარიღი: აპრილი 17, 2010.
  42. Eminem's German chart-positions on albums. Musicline.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-29. ციტირების თარიღი: თებერვალი 4, 2010.
  43. Eminem — Relapse (Album). greekcharts.com. Hung Medien (იანვარი 30, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2012. ციტირების თარიღი: აპრილი 17, 2010.
  44. Archívum — Slágerlisták — MAHASZ — Magyar Hanglemezkiadók Szövetsége. Mahasz.hu. ციტირების თარიღი: ივნისი 25, 2010.
  45. "FIMI - Federazione Industria Musicale Italiana - Classifiche: Archivio" დაარქივებული 2012-02-23 საიტზე Wayback Machine. (in Italian).
  46. "Eminem first hip hop solo artist to take lead" (in Japanese). Oricon.jp. მაისი 26, 2009.
  47. Eminem — Relapse (Album). mexicancharts.com. Hung Medien (ივლისი 25, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 4, 2012. ციტირების თარიღი: აპრილი 16, 2010.
  48. Eminem — Relapse (Album) ჰოლანდიურად. dutchcharts.nl. Hung Medien/hitparade.ch (იანვარი 2, 2010). ციტირების თარიღი: აპრილი 17, 2010.
  49. Eminem — Relapse (Album). charts.org.nz. Hung Medien (იანვარი 18, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-29. ციტირების თარიღი: აპრილი 16, 2010.
  50. Eminem — Relapse (Album). norwegiancharts.com. Hung Medien (აგვისტო 23, 2009). ციტირების თარიღი: აპრილი 16, 2010.
  51. "Oficjalna lista sprzedaży :: OLiS - Official Retail Sales Chart". ივნისი 1, 2009.
  52. 52.0 52.1 „Eminem heading to South Africa for two shows“. The Times. ნოემბერი 18, 2013. ციტირების თარიღი: ივნისი 25, 2015.
  53. Eminem — Relapse (Album). spanishcharts.com. Hung Medien (აგვისტო 23, 2009). ციტირების თარიღი: აპრილი 16, 2010.
  54. Eminem — Relapse (Album). swedishcharts.com. Hung Medien (აგვისტო 14, 2009). ციტირების თარიღი: აპრილი 16, 2010.
  55. Chart Stats — Eminem. Chart Stats. ციტირების თარიღი: თებერვალი 14, 2010.
  56. Eminem Album & Song Chart History — Billboard.com. Billboard Magazine. ციტირების თარიღი: თებერვალი 14, 2010.
  57. "Eminem ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის კატალოგის საუკეთესო ალბომები - Eminem. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი დეკემბერი 21, 2015.
  58. "ARIA End Of Year Albums 2009". ARIA Charts. Retrieved ივნისი 27, 2017.
  59. "ARIA End Of Year Urban Albums 2009" დაარქივებული 2019-01-16 საიტზე Wayback Machine. . ARIA Charts. Retrieved ივნისი 27, 2017.
  60. "Jahreshitparade Alben 2009" (in German). Austrian Charts Portal. Hung Medien. Retrieved ივნისი 27, 2017.
  61. "Jaaroverzichten 2009: Album" (in Dutch). Ultratop Flanders. Hung Medien. Retrieved ივნისი 27, 2017.
  62. "Jaaroverzichten – Album 2009" (in Dutch). Dutch Charts Portal. Hung Medien. Retrieved ივნისი 27, 2017.
  63. Top Selling Albums of 2009. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 27, 2017.
  64. Årslista Albums – År 2009. Sverigetopplistan. Swedish Recording Industry Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2014. ციტირების თარიღი: ივნისი 27, 2017.
  65. "Swiss Year-End Charts 2009" (in German). Swiss Charts Portal. Hung Medien. Retrieved ივნისი 27, 2017.
  66. Billboard 200 albums Year end charts 2009.
  67. "ARIA End Of Year Urban Albums 2010" დაარქივებული 2019-01-16 საიტზე Wayback Machine. . ARIA Charts. Retrieved ივნისი 27, 2017.
  68. "Top Billboard 200: Best of 2010" დაარქივებული 2011-06-17 საიტზე Wayback Machine. . Billboard.com. Retrieved იანვარი 2, 2011.
  69. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2009 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  70. Austrian album certifications – Eminem – Relapse გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Eminem ველში Interpret. შეიყვანეთ Relapse ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  71. Ultratop − ოქრო და პლატინა – 2009. Ultratop & Hung Medien / hitparade.ch.
  72. French album certifications – Eminem – Relapse ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  73. IFPI Middle East Awards – 2011. IFPI შუა აღმოსავლეთი.
  74. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Eminem; 'Relapse') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  75. Irish album certifications – Eminem – Relapse. ირლანდიის ჩანაწერების ასოციაცია.
  76. Italian album certifications – Eminem – Relapse იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
  77. Certificeringer. RIAJ. ციტირების თარიღი: მარტი 16, 2014.
  78. THE FIELD id (chart number) MUST BE PROVIDED for NEW ZEALAND CERTIFICATION.
  79. Russian album certifications – Eminem – Relapse Russian. National Federation of Phonogram Producers (NFPF).
  80. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Eminem; 'Relapse'). Hung Medien.
  81. ჯოუნსი, Alan (ნოემბერი 11, 2013). „Official Charts Analysis: Eminem LP sells 157k in week one“. Music Week. Intent Media. ციტირების თარიღი: ნოემბერი 5, 2015.
  82. British album certifications – Eminem – Relapse. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Relapse ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  83. Paul Grein. (მარტი 19, 2014) Chart Watch: "Frozen" In Place At #1. Yahoo Music.
  84. American album certifications – Eminem – Relapse. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH