ჰორორკორი
ჰორორკორი — ჰიპ-ჰოპის ქვეჟანრი, რომელიც ეფუძნება საშინებელათა თემებს. იგი წარმოიშვა ჰარდკორ ჰიპ-ჰოპის და განგსტა-რეპის ელემენტებისგან. რამდენიმე შემსრულებელმა, მაგალითად Geto Boys-მა, საკუთარ შემოქმედებაში დაიწყო ფსიქოლოგიური საშინელებათა, ზებუნებრივი და ოკულტური თემების გამოყენება. განსხვავებით სხვა რეპერებისგან, ასეთი შემსრულებლები ტექსტებში გასცდნენ ძალადობის თემების საზღვრებს ურბანისტული ელემენტებიდან ისეთ ტექსტებამდე, სადაც ყოველივე ატარებს ამაზრზენ, საშინელ, ბუნდოვან სახეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰორორკორში გაზვიადებული სახით არის წარმოჩენილი ძალადობა და ზებუნებრივი, ჟანრში აგრეთვე ხშირად ჩნდება რეალისტური, მაგრამ კვლავ არასასიამოვნო, ფსიქიკური დაავადებების და ნარკოტიკების მოხმარების აღწერა. ტერმინმა „horrorcore“ პოპულარობა შეიძინა ჰიპ-ჰოპ ჯგუფების Flatlinerz[1][2][3][4] და Gravediggaz მეშვეობით.
ჰორორკორი | |
---|---|
ჟანრობრივი წარმომავლობა |
|
კულტურული წარმომავლობა | 1980-იანები, აშშ |
დამახასიათებელი ინსტრუმენტები |
|
წარმოშობილი ფორმები | მემფისური რეპი |
სხვა თემები | |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Passantino, Dom. (07 Jan 2005) Top ten Hip-Hop gimmicks of all time დაარქივებული 2012-05-10 საიტზე Wayback Machine. Stylus Magazine. Accessed November 4, 2007.
- ↑ Mickey Hess (2007). Is Hip Hop Dead?: The Past, Present, and Future of America's Most Wanted Music. Greenwood Publishing Group. ISBN 0275994619.
- ↑ Peter Shapiro (2005). The Rough Guide to Hip-Hop. Rough Guides. ISBN 9781843532637.
- ↑ The Story Behind Def Jam's Worst-Selling, and Most Misunderstood, Album Ever. Village Voice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-03. ციტირების თარიღი: 2017-12-17. (31 October 2014)